განაჩენი

სისხლის სამართლის 13.12.2018
საქმის ნომერი
010100118002691344
დავის ტიპი
180 3 ბ , 180 3 ა , 180
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002691344

საქმეN 1-962/18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14.12.2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნა-------------–-ძე

 

დაცვის მხარე:

1.ბრალდებული: ვლ---------–-----–ია

მამის სახელი: რ---ო

დაბადებული: 2--12.1960 წელი

პირადი ნომერი: 6---------9

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

მისამართი: ქ. ბათუმი, ვა–----–----–------------------

 

ადვოკატი - მზ-----------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №170011217001

 

1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1. სასამართლომ დაადგინა:

 

შპს საამშენებლო კომპანია ,,ს---–-----–--თან’’დირექტორმა ვლ---------–-----–იამ, თაღლითობის ჩასადენად სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მოატყუა ნა------------ას, რომ გასაყიდი ჰქონდა ქალაქ ბათუმში ფა--------------------------ში მდებარე მშენებარე საცხოვრებელი სახლის N-- ბინა, რაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებით ეკ---–---------–---ის და ხა------------ის საკუთრებას წარმოადგენდა. ვლ---------–-----–იას სიმართლეში დარწმუნებულმა ნა------------ამ, თავისი შვილის თო--------------ძის მეშვეობით 2014 წლის 21 ივლისს, 2014 წლის 25 ივლისს და 2015 წლის 31 მარტს, შპს ,,სამშენებლო კომპანია ს---–-----–--თან’’ საბანკო ანგარიშზე გადარიცხა 29 666,75 ლარი, რაც ვლ---------–-----–იამ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. დაზარალებულმა ნა------------ამ საქმის განხილვისას განაცხადა, რომ 2014 წლის ზაფხულში იმყოფებოდა ბათუმში, ე.წ. ძველ ბათუმში ეძებდა მცირე ფართის ბინას შესაძენად; ფა-------------ის ქუჩაზე შენიშნა მშენებარე ობიექტი , რომელზედაც მითითებული იყო ტელეფონის ნომერი, დაუკავშირდა ამ ნომერს; მოსაუბრე გაეცნო, როგორც ვლ---------–-----–ია რომელმაც უთხრა, რომ მასთან მივიდოდა ე.წ. პრარაბი ზუ----ი და ის აჩვენებდა ბინას; მართლაც მოვიდა პიროვნება სახელით ზუ----ი, მას აუხსნა, რომ ეძებდა მცირე ფართით ბინას, მან აიყვანა მშენებარე ობიექტის მეხუთე სართულზე და აჩვენა ბინა 31 კვ.მ ფართით; ბინა იყო მისთვის მისაღები და შეატყობინა ვლ--------ს - იგივე ვოვას; ვლ---------–-----–იას მითითების თანახმად მას უნდა გადაეხადა ბე-ს სახით 500 აშშ დოლარი; „პრ-------“ ბანკში; მიუხედავად იმისა, რომ ღირებულება არ დააკლო, მაინც მისთვის მისაღები იყო ბინაც და მისი ფასიც და 2014 წლის 21 ივლისს „პრ------- ბანკში“ ვლ---------–-----–იას მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხა 870 ლარი; დანიშნულება მიუთითა ბინის შესაძენი თანხა; ანგარიში ეკუთვნოდა სამშენებლო კომპანია „ს---–-----–--თან“ - შპს-ს; ამავე წლის 25 ივლისს ბათუში ჩამოვიდა მისი შვილი თო--------------ძე , რომელმაც წამოიღო 14500 აშშ დოლარი; მას ახლდა მისი და მა--------------ა; მისი შვილი და მისი და ვლ---------–-----–იამ წაიყვანა პრ------- ბანკში, სადაც გადაახდევინა 14 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - 25 474 ლარი და 75 თეთრი; დანიშნულებაში მიეთითა ბინა #--, მისმა შვილმა მოინდომა ბინის ნახვა და ის აიყვანეს არა მეხუთე სართულზე, არამედ მეოთხე სართულზე სადაც აჩვენეს ბინა 25 კვ.მ. ფართით; თორნიკე მას დაუკავშირდა და ამის შესახებ აცნობა, რომ თანხა გადაიხადა 25 კვ.მ ბინის , ესეც აღმოჩნდა მისთვის მისაღები და დათანხმდა; მას ეჭვი არ გასჩენია დაიმედებული იყო, ვერ წარმოიდგენდა თუ ვლ---------–-----–ია თაღლითურად მიითვისებდა მის თანხას; 2015 წლის მაისის თვეში ჩამოვიდა ბათუში შეიძინა ბინის სარემონტოდ სამშენებლო მასალები და ვლ---------–-----–იას ოფისში მისივე თანხმობით დაასაწყობა; მოითხოვა ხელშეკრულება, მაგრამ ვლ---------–-----–იას თან არ ჰქონდა, გარდა მის მიერ გადახდილი თანხის ქვითრებისა; მან მოიმიზეზა, რადგან ბინის მშენებლობა არ იყო დასრულებული ხელშეკრულებას ვერ გააფორმებდა; თან მისცა უფლება, რომ გაერემონტებინა ეს ბინა; პრარაბი ზუ----ის მითითებით მოითხოვა კვლავ ხელშეკრულება; ოფისში მიაკითხა ვლ---------–-----–იას, მან დაჟინებული თხოვნის შემდეგ მისცა, ხელშეკრულება გაფორებული იყო მასსა და მის შვილს შორის; ხელს აწერდა თავად ვლ---------–-----–ია, ამის შემდეგ გააგრძელა ბინის რემონტი, ვერ შეიყვანა მხოლოდ გაზი და შუქი რადგან ბინა არ იყო რეგისტრირებული; 2016 წლის ზაფხულში მისი შვილი იმყოფებოდა ამ ბინაში, გაზისა და შუქის გარეშე, ბინაში ყოფნისას მასთან მივიდა ვიღაც უცხო პირი და მოითხოვა ბინის დაცლა, რადგან იყო მისი საკუთრება; იმ დროს შეიტყო მისმა შვილმა და მას დიდი ხნით უმალავდნენ, რომ ბინა იყო სხვა პირების სახელზე აღრიცხული საკუთრებად; ამის შემდეგ ამ დრომდე თხოვდა ვლ---------–-----–იას თანხის დაბრუნებას და ან ბინის გაფორმებას, მას დღემდე ზიანის ანაზღაურებაზე მცდელობა არ ჰქონია; მას აქვს მოთხოვნა, რომ გაუფორმდეს ბინა საკუთრებად; ადასტურებს, რომ დღეს ანგარიშზე ჩაერიცხა თანხა; თვლის, რომ ზიანი მაინც ასანაზღაურებელია; ვლ---------–-----–იასაგან ითხოვს ბინის გადაცემას; ადასტურებს, რომ დღემდე თვითონ სარგებლობს და ფლობს მოცემულ ბინას, თუმცა დღემდე ის არის სხვისი საკუთრებად აღრიცხული; ვლ---------–-----–იამ ის მოატყუა და მას მიყიდა იპოთეკით დატვირთული ბინა; შეახვედრა კიდეც სხვა პირები და მათი დაპირება იყო, რომ ბინის პრობლემა მოგვარდებოდა, მაგრამ დღემდე პრობლემაა და ბინა სხვის სახელზეა ისევ; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი )

2.2. ბრალდებულმა ვლ---------–-----–იამ წარდგენილი ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, საქმის განხილვისას განმარტა, რომ მან მართლაც მიიღო ბინის ნასყიდობის თანხა ნა------------ასაგან, ის ინანიებს ჩადენილს და ითხოვს პატიებას; ამასთან განმარტავს, რომ მან ზიანი აუნაზღაურა ნა------------ას, საქმის განხილვის მიმდინარეობისას გადაურიცხეს ზიანის ანაზღაურების მიზნით 29 666,755 ლარი, რაც მას ბინის შესაძენად ჰქონდა გადახდილი ;

რაც შეეხება ბინის საფასურს მას სრულად არ ჰქონდა შეტანილი, ის მას ყოველთვის უწევდა ანგარიშს; ადასტურებს, რომ ბინა იპოთეკითაა დატვირთული, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის იხდიდა სესხზე პროცენტების სახით გარკვეულ თანხას; ამჟამადაც ბინა იმყოფება იპოთეკარების საკუთრებაში, თუკი რაიმე პრეტენზია დამატებით ზიანთან დაკავშირებით ექნება დაზარალებულს ის მზადაა ზიანის დადასტურების შემთხვევაში აანაზღაუროს ის; მას ამ პერიოდის განმავლობაში კავშირი არ გაუწყვეტია ნა------------ასთან და ის ცდილობდა პრობლემის მოგვარებას; ამჟამადაც გამოთქვამს მზადყოფნას დაზარალებულს შეხვდეს და აწარმოოს მასთან მოლაპარაკება; (იხ სხდომის ოქმი)

2.3. ვლ---------–-----–იას მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულ ვლ---------–-----–იას მიერ ბრალის აღიარებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ნა------------ას განცხადება, უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, საჯარო რეესტრიდან ამონაწერები, სს ,,პრ-------’’ ბანკის სალაროს შემოსავლის ორდერები, მოწმეების თო--------------ძის, მა--------------ას, ეკ---–---------–---ის, ხა------------ის, ზუ---- თე---–---–----–-------------ის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ნა------------ას გამოკითხვის ოქმი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან დოკუმენტების ამოღების ოქმი და ამოღებული დოკუმენტაცია, ნა------------ასგან დოკუმენტების ამოღების ოქმი და ამოღებული დოკუმენტაცია და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

2.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ვლ---------–-----–იას სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს (გარდა დაზარალებულის ჩვენებისა) მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

2.5. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

2.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

2.7. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრ---უმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

2.8. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

2.9. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

2.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.11 სასამართლო, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი უდავო და საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით (ნა------------ას განცხადება, ნა------------ას ჩვენება, უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, საჯარო რეესტრიდან ამონაწერები, სს ,,პრ-------’’ ბანკის სალაროს შემოსავლის ორდერები, მოწმეების თო--------------ძის, მა--------------ას, ეკ---–---------–---ის, ხა------------ის, ზუ---- თე---–---–----–-------------ის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ნა------------ას გამოკითხვის ოქმი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან დოკუმენტების ამოღების ოქმი და ამოღებული დოკუმენტაცია, ნა------------ასგან დოკუმენტების ამოღების ოქმი და ამოღებული დოკუმენტაცია და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) - დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ვლ---------–-----–იამ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია თაღლითობა, ე.ი. მოტყუებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

 

3.2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების, ანუ თაღლითობის, როგორც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს წარმოადგენს სხვისი უძრავი ან მოძრავი ქონება, ასევე სხვის ქონებაზე უფლება, როგორც იურიდიული კატეგორია. ობიექტური მხრივ, თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს, ქონების დაუფლება ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რაც თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა. ამიტომაცაა, რომ მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში და სწორედ ეს ზემოაღნიშნული ურთიერთდაკავშირებული აქტები შეადგენს თაღლითობის ობიექტური მხარის ნიშნებს. თაღლითობის დროს გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თაღლითობა ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას. ამ დროს აუცილებელია დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ასევე აუცილებელია დადგინდეს ბრალდებულის მხრიდან მართლწინააღმდეგობა და ბრალეულობა აღნიშნული ქმედების განხორციელებაში. თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი – მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ხოლო მისი შეცდომაში შეყვანა შეიძლება განხორციელდეს წინასწარი შეცნობით ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზეც, რომლის შეტყობინება სავალდებულო იყო დაზარალებულისათვის.

 

3.3. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ ცნეს, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.

3.5. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული და გამოკვლეული მტკიცებულებების, შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

3.6. სასამართლო ბრალდებულ ვლ---------–-----–იას მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და თითოეული მტკიცებულების ერთობლიობაში შეაფასებით სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ვლ---------–-----–იას დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ელემენტები სახეზეა;

 

3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.8. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვლ---------–-----–იამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით ნა------------ას, დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლებით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული ადასტურებს და აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ვლ---------–-----–იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავეების პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ვლ---------–-----–იას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

 

სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედებები არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადექვატური რეაგირება. ბრალდებულის ვლ---------–-----–იას მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთათვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს, მოცემული დანაშაული მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ასევე სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულის ვლ---------–-----–იას სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დაადასტურა, რომ ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას. მას ანაზღაურებული აქვს ზიანი, დაზარალებულის მხრიდან ზიანის დამატებით მოთხოვნის შემთხვევაში ის გამოთქვამს მზადყოფნას აწარმოოს მოლაპარაკება მასთან;

 

იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ვლ---------–-----–იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილ მძიმე კატეგორიის დანაშაულს, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროისათვის ის იყო ნასამართლობის არ მქონე და რაიმე დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია, მზადაა აანაზღაუროს ზიანი, შესაბამისად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ვლ---------–-----–იას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა, რადგან ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით არ არის მიზანშეწონილი გამოყენებული იქნეს მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით; ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობები; სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით ჯარიმის განსაზღვრული ოდენობა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

საბოლოო სასჯელის დანიშვნის და განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომ ვლ---------–-----–ია პასუხიოესგებაშია მიცემული კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში 2014 წლის ივლისის თვეში განხორციელებულ ქმედებაზე, ხოლო 2014 წლის ოქტომბერში მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებით გასამართლებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 04 მაისს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი; (იხ ს.ფ.189-193); ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 07 ივლისის განაჩენით მხარეებს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმების ოქმის დამტკიცებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 მაისის განაჩენში შეტანილი იქნა ცვლილება და ვლ---------–-----–ია ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით (რაც ამჟამად შესრულებულია); ვლ---------–-----–ია დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან და სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დროს - 2017 წლის 23 მაისიდან 2017 წლის 07 ივლისის ჩათვლით; (იხ ს.ფ.201-205);

 

ვლ---------–-----–ია იმყოფება აღრიცხვაზე აჭარის პრობაციის ბიუროში;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაწესიდან გაომდინარე - წინა განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი; მოცემულ საქმეზე ის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს არ წარმოადგენდა ნასამართლობის მქონე პირს;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 191-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული ვლ---------–-----–ია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვლ---------–-----–იას პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2018 წლის 10 ოქტომბრიდან 2018 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით, გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1000 (ათასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 07 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების შესაბამისად, ჩათვლილია პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით, - შთანთქოს ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 5000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ვლ---------–-----–იას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების შესაბამისად, ჩათვლილია პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულ ვლ---------–-----–იას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს და ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მსჯავრდებულ ვლ---------–-----–იას სასჯელის ვადაში (4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა) მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 23 მაისიდან 2017 წლის 07 ივლისის ჩათვლით პერიოდი.

 

პირობით მსჯავრდებულის ვლ---------–-----–იას ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

განაჩენი აღსასრულებლად და რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას და მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე