გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.04.2018
საქმის ნომერი
020310017002008165
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული, სხვა სახის დავები
თარიღი
20.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 02031001-002008165 (3/156-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.04.2--- წ ქ. ზ---დ---ი

შესავალი ნაწილი

ზ---დ---ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე შპს ,,კო-–----------ა“

წარმომადგენელი მა-----------------–---–ი

მოპასუხე ზ----------------–----–--------------ა

წარმომადგენელი ნ------------ა

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

,,------------------–----–--------------------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2----–-–-------------------------------------------------------–--ახებ“ გა---------ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზ----------------–----–---------------ლის წარმომადგენლის 0-.0-.2--- წ #-- ბრძანების ბათილობა.

 

მოსარჩელის მტკიცებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი გამოცემულია ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, რადგან აქტის გამომცემ ორგანოს რაიმე ახალი გარემოება არ დაუდგენია, ახალი მტკიცებულება არ მოუპოვებია, დაინტერესებული პირის მოსაზრება არ მოუსმენია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ცნობს სარჩელს. მისი განმარტებით, გამგებლის წარმომადგენელმა მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენისას დაუშვა შეცდომა, რაც გახდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გაუქმების საფუძველი

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. შპს ,,კო-–----------ას“ საკუთრებაში 15.11.20-- წ–დან საჯარო რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებულია უძრავი ნივთი (20--- მ2 მიწის ნაკვეთი) ს/კ 4-.2-.0--5-4.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

– სარჩელი

–შესაგებელი

–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 4-.2-.0--5-4, მომზადების თარიღი 1-/05/2--- 14:49:2-

 

3.2. 30.05.2--- წ მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. წარადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

 

თავის მხრივ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 01.06.2--- წ მიმართა ზ----------------–----–------------------- დაედასტურებინა უფლების დამდგენ დოკუმენტსა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

–შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

–საკადასტრო აზომვითი ნახაზი

–განცხადება 30.05.2--- წ

–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვა #19----, 01.06.2--- წ

 

3.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე შედგა გა---------ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზ----------------–----–---------------ლის წარმომადგენლის ჯ-------–---–--- მიერ განხორციელდა ადგილზე დათვალიერება და შედგა დათვალიერების ოქმი, რომლითაც დადგინდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული ნივთის იდენტურობა.

 

ოქმის მიხედვით დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ბ------------–-------–-------------–-------------------------–-----

 

დათვალიერების ოქმის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ადმინისტრაციულ ერთეულში გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი – ბძანება #4-, 0-.06.2--- წ., რომლითაც დაადგინა უფლების დამდგენ დოკუმენტში არსებული ნაკვეთის იდენტურობა საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებულ ნივთთან და მასალები გადაუგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

–შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

–დათვალიერების ოქმი #0----, 06.06.2--- 15:00 სთ

–გამგებლის წარმომადგენლის ბრძანება #4-, 0-.06.2--- წ

–ზ---დ---ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართვა #02/3---, 0-/06/2--- წ

 

3.4. აღნიშნული ბრძანების გამოცემიდან რამდენიმე დღეში 0-.0-.2--- წ მუნიციპალიტეტის გამგებლის იმავე წარმომადგენელმა იმავე ადმინისტრაციულ ერთეულში გამოსცა ბრძანება ზ----------------–----–--------------------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 0-.06.2--- წ #4- ბრძანებისა და #4- ოქმის გაუქმების შესახებ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

ახლად გამოვლენილ გარემოებაზე მითითებას აღნიშნული ბრძანება არ შეიცავს. სასამართლო სხდომაზე განიმარტა, რომ წარმომადგენელმა დაუშვა შეცდომა, რადგან ეს ნაკვეთი რეგისტრირებული იყო სახელმწიფო საკუთრებაში.

 

ამ საკითხის შესწავლა არ მომხდარა. ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა. დაინტერესებული პირისთვის მოსაზრების წარმოდგენა არ მოუთხოვიათ. არც თავდაპირველ დათვალიერებაში მონაწილე პირები (-------------–-------–-------------–-------------------------–----- გამოუკითხავთ, მათგან წერილობითი ახსნა–განმარტებები არ მიუღიათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

–შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

–გამგებლის წარმომადგენლის ბრძანება #--, 0-.06.2--- წ

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლი, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3, მე–16 მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2, 53–ე, მე-601, 72–ე, 96–ე, 98–ე, 99–ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამ განმარტების შესაბამისად ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტია გა---------ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზ----------------–----–---------------ლის წარმომადგენლის 0-.0-.2--- წ #-- ბრძანება ,,------------------–----–--------------------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2----–-–-------------------------------------------------------–--ახებ“ და მას წაეყენება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53–ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილებით წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობითდასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს.

 

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილს შეიცავს და მასში არ არის არანაირი ფაქტობრივი დასაბუთება.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზ--სტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

იგივე კანონის მე–3 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი გვაძლევს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის განმარტებას და მასში გულისხმობს მუნიციპალიტეტის მერს ან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მერიის თანამდებობის პირს ან მოხელეს.

 

კანონის აღნიშნული დათქმების მიხედვით უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზ--სტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გამგებლის/მერის წარმომადგენლის კომპეტენციაა და ამ საკითხის გადასაწყვეტად მას რაიმე სპეციალური ცოდნა არ სჭირდება. თუკი, საკითხის გადასაწყვეტად სპეციალური ცოდნა იქნება საჭირო, მას შეუძლია სპეციალისტის მოწვევა. რაც შეეხება სხდომაზე გაჟღერებულ გარემოებას, რომ ნაკვეთი რეგისტრირებულია თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში იგი ვერ ჩაითვლება ახლად გამოვლენილ გარემოებად, რადგან თვითმმართველობის წარმომადგენლისთვის ცნობილი იყო ამ გარემოების შესახებ ორივე აქტის გამოცემისას. ამასთან, გამგებლის წარმომადგენლის კომპეტენციას წარმოადგენს უშუალოდ საკადასტრო ნახაზზე და უფლებადამდგენ დოკუმენტში მითითებული ნაკვეთების იდენტურობის საკითხის გარკვევა და მის კომპეტენციას არ წარმოადგენს საკადასტრო ნახაზზე არსებული და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდებისსაკითხთთან რაიმე გადაწყვეტილების მიღება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72–ე მუხლის მე–2 ნაწილით თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ხოლო 98–ე მუხლის 1–ლი ნაწილით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, ხოლო 99–ე მუხლის 1–ლი ნაწილით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, გარდა იმ მასალებისა, რომლებიც წარმოადგენს უშუალოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებასთან დაკავშირებულ, შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაციას.

 

იმავე კოდექსის 96–ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილებით ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია, დაინტერესებული პირისგან საჭირო ინფორმაცია არ მიუღია, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები არ გამოუკვლევია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის ბათილობის ეს საფუძველი სახეზე გვაქვს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

სარჩელზე გადახდილია სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით. სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, ეს თანხა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53–ე მუხლის 1–ლი ნაწილის საფუძველზე უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება – ზ---დ---ის რაიონული სასამართლოს 12.0--2--- წ განჩინებით შპს ,,-----ს“ განცხადება, ყადაღა დაედო უძრავ ნივთს საკადასტრო კოდით 4-.2-.42.5-1 (ნაკვეთის რეგისტრირებული მესაკუთრეა სსიპ თვითმმართველი თემი ზ---დ---ის მუნიციპალიტეტი – ს/ნ 2-------7).

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 24--ე, 244-ე, 24--ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1.სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი გა---------ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზ----------------–----–---------------ლის წარმომადგენლის 0-.0-.2--- წ #-- ბრძანება ,,------------------–----–--------------------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2----–-–-------------------------------------------------------–--ახებ“.

 

3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მდ. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მისი მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ზ---დ---ის რაიონული სასამართლოს (მდ. ქ. ზ---დ---ი, რ. ლაღიძის ქ. 12) მეშვეობით.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა