გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020310517002071316 (3/189-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01.11.2018 წ ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე ლე---------ა
წარმომადგენელი გო---------ა
მოპასუხე სს-- აღს-----–---------------–--------ო, სამ------–-------------------------------------–-----------ო
წარმომადგენელი სოფ------–------ძე
მესამე პირი სს-- შე-------–---------------ი
წარმომადგენელი მა---------–--ე
მესამე პირი სა---------–-------------------------------ა
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
სს-- აღს-----–---------------–--------ოს 23.08.---- წ #40-- ბრძანების და ს--------–-------------------------------–--------------------------–--ლის 04.07.---- წ #1--------------- წერილის უკანონოდ ცნობა და მოსარჩელის მიმართ მიმდინარე #11------ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა.
მოსარჩელის მტკიცებით, განაჩენით დაკისრებული თანხა წარმოადგენს საგადასახადო შემოწმებით დარიცხულ თანხას 488214 ლარს, საიდანაც ძირითადი გადასახადია 282079 ლარი, ხოლო ჯარიმა–საურავი 206135 ლარი, რაც გადასახადის გადამხდელს ერიცხებოდა პირად ბარათზე, როგორც საგადასახადო დავალიანება.
აღნიშნული საგადასახადო დავალიანება შე-------–---------------მა ჩამოაწერა (აპატია) გადასახადის გადამხდელს, რის გამოც არ არსებობს განაჩენით დაკისრებულ თანხაზე სააღსრულებო წარმოების გაგრძელების საფუძველი.
2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია
2.1. სს-- აღს-----–---------------–--------ო არ ცნობს სარჩელს. მისი განმარტებით, განაჩენით დაკისრებული თანხა წარმოადგენს არა საგადასახადო დავალიანებას, რომელიც გადასახადის გადამხდელს ერიცხებოდა პირად ბარათზე, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თანხას, რაც გადამხდელს დაეკისრა აღსასრულებელი განაჩენით, პროკურორის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის საფუძველზე.
2.2. სს-- შე-------–---------------ი არ ეთანხმება სარჩელის მოთხოვნას. მისი განმარტებით გადასახადის გადამხდელის ბარათზე დარიცხული გადასახადის ჩამოწერა არ ათავისუფლებს მოსარჩელეს აღსასრულებელი განაჩენით დაკისრებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
2.3. სა---------–-------------------------------ა წერილობით შესაგებელში არ ეთანხმება სარჩელის მოთხოვნას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საგადასახადო შემოწმების შედეგად 25.05.2004 წ. - 17.07.2009 წ. პერიოდზე ლე---------ას გადასახადის გადამხდელის პირად ბარათზე დამატებით დაერიცხა 488214 ლარი.
ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ 05.01.2--- წ. გამოტანილი განაჩენით დაკმაყოფილდა პროკურორის სამოქალაქო სარჩელი ლე---------ასათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 488214 დაკისრების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– სარჩელი
–შესაგებელი
–განაჩენი (საქმე №1/------)
–სააღსრულებო ფურცელი (საქმე №1/------)
3.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 05.01.2--- წ. გამოტანილი განაჩენის საფუძველზე 21.01.2--- წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რაც გადაეგზავნა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
–შესაგებელი
–სააღსრულებო ფურცელი (საქმე №1/------)
–განკარგულება განაჩენის არსასრულებლად მიქცევის შესახებ (საქმე №1/------)
- წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ A11-------004/002
3.3. ლე---------ამ 09.06.20-- წ. განცხადებით მიმართა შე-------–---------------ს და იმ საფუძვლით, რომ შემოწმებული პერიოდის შემდეგ მას სამეწარმეო საქმიანობა არ უწარმოებია, არც საგადასახადო დეკლარაციები წარუდგენია და გადასახადები დარიცხვია პირადი აღრიცხვის ბარათებზე რიცხული დავალიანების ჩამოწერა მოითხოვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
–შესაგებელი
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
–განაცხადი 09/06/20-- 10:13:58 I-:3------
3.4. შე-------–---------------ის მიერ დაკმაყოფილდა ლე---------ას მოთხოვნა და 17.06.20-- წ. მას ეცნობა პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირების შესახებ. შედეგად, მას მთლიანად ჩამოეწერა დავალიანება, მათ შორის 25.05.2004 წ. - 17.07.2009 წ. პერიოდზე დამატებით დარიცხული 488214 ლარი.
შე-------–---------------ის 22.06.20-- წ #0------ ბრძანებით გაუქმდა მის ქონებაზე ყადაღა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
–შესაგებელი
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
–განაცხადი 09/06/20-- 10:13:58 I-:3------
-შე-------–---------------ის მომართვა 17/06/20-- I-:3------
-განაცხადი საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემაზე 01/09/20-- I-40-----
-ცნობა დავალიანების შესახებ 01/09/20-- წ I-: 40-----
–შე-------–---------------ის 22.06.20-- წ #0------ ბრძანება
-განაცხადი საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემაზე 07/03/2017 I- 4------
-ცნობა დავალიანების შესახებ 07/03/2017 I- 4------
3.5. 08.05.2018 წ ლე---------ამ განცხადებით მიმართა სა-------–---------------------------–----------------------ს, წარუდგინა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მტკიცებულებები და იშუამდგომლა სააღსრულებო ბიუროსთვის მიმართვა აღსრულების შეწყვეტის მოთხოვნით ან პროკურატურის კომპეტენციაში ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
სა-------–---------------------------–----------------------მ 09.06.---- წ ლე---------ას აცნობა, რომ აღნიშნული საკითხი არ შედის მის კომპეტენციაში.
15.05.---- წ ლე---------ამ განცხადებით მიმართა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს და იმ საფუძვლით, რომ საგადასახადო დავალიანება არ ერიცხებოდა, მოითხოვა მის მიმართ იძულებითი აღსრულების შეწყვეტა.
სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 04.07.---- წ. № A11-------010/004 წერილით ლე---------ას უარი ეთქვა აღსრულების შეწყვეტაზე იმ საფუძვლით, რომ განაჩენით ლე---------ას ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის თანხა.
აღნიშნული მომართვა გასაჩივრდა აღს-----–---------------–--------ოს თავმჯდომარესთან.
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
–შესაგებელი
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
- წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების შესახებ A11-------004/002
-08.05.2018 წ განცხადება
-სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის წერილი #13/23-37919, 09.07.---- წ
–განცხადება 15.05.----
-მომართვა04.07.---- წ. № A11-------010/004
- საჩივარი 10.07.2018 წ
-აღს-----–---------------–--------ოს ბრძანება #3826, 10.08.---- წ
-სს-- აღს-----–---------------–--------ოს თავმჯდომარის ბრძანება #40--, 23.08.---- წ
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (1998 წ რედაქციით)
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი
7. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წ რედაქციით) 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც მოქმედებდა აღსასრულებელი განაჩენის გამოტანისას პროკურორი ვალდებული იყო წარედგინა სარჩელი, თუ იმ პირის დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რომლის მიმართაც წარმოებს სისხლის სამართლის საქმე, ზიანი მიადგა სახელმწიფოს.
მოცემულ შემთხვევაშიც ასე მოხდა, სამოქალაქო სარჩელი წარადგინა არა დაზარალებულმა (შე-------–---------------მა), არამედ პროკურორმა. სარჩელი დაკმაყოფილდა. მიმდინარეობს განაჩენის შესაბამისი ნაწილის იძულებითი აღსრულება.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ სარჩელის განხილვის მომენტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არანაირი დავალიანება არ არსებობს, რადგან შე-------–---------------მა ლე---------ას (მოვალეს) სრულად ჩამოაწერა საგადასახადო დავალიანება, მათ შორის განაჩენში მითითებული საგადასახადო დავალიანება და შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს რომ კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე, რადგან სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო ბიუჯეტი.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–17 მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. ამავე კანონის 34–ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით სააღსრულებო წარმოება წყდება იმ შემთხვევაში თუ კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 მუხლის 1–ლი პუნქტით სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომელთა სასარგებლოდ ან/და ინტერესებისათვის მიღებულია ამ კანონის მე–2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება.
სააღსრულებო წარმოების მასალებიდან ცხადია, რომ იძულებითი აღსრულება მიმდინარეობს ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლითაც კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–181 მუხლის მე–2 ნაწილით თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკას ან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზედაც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების აღსრულებისას აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ამ პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოს/პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე აღს-----–---------------–--------ო უფლებამოსილია წარმოადგინოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული.
აღნიშნული დათქმის მიხედვით სადავო სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორის - სახელმწიფო ბიუჯეტის წარმომადგენელია სა---------–-------------------------------ა, შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტას, იმის მიუხედავად რომ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილია შე-------–---------------ი, პროკურატურის თანხმობა სჭირდება, რაც სახეზე არ გვაქვს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ საქართველოს კანონმდებლობაში (საგადასახადო კოდექსში) განხორციელებულმა ცვლილებებმა განაპირობეს არსებული დავალიანების ჩამოწერა და შესაბამის ნაწილში განაჩენის (გადაწყვეტილების) აღსრულება შეუძლებელია, რადგან შეუძლებელია არ არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულია საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მოცემულ შემთხვევაში ლე---------ას მიმართ მიმდინარეობდა შესაბამისი პროცედურები - მის ქონებას დაედო ყადაღა, რაც სავსებით კანონიერად გაუქმდა (მოეხსნა) შე-------–---------------ის გადაწყვეტილებით, როცა მისივე გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანება და დანაშაულით (რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს დანაშაულებრივი ქმედება) მიყენებული ზიანის ანაზღაურება სხვადასხვა ბუნების და იურიდიული შინაარსის ვალდებულებებს წარმოადგენს და კანონმდებელიც განსხვავებულად ადგენს ამ ვალდებულების კრედიტორებს. ერთ შემთხვევაში ასეთ კრედიტორად მიჩნეულია შე-------–---------------ი, მეორე შემთხვევაში პრ----------------------------ი. ამგვარი დათქმებისა და საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში ლოგიკურია, რომ მოვალის ორმაგი გადახდევინების თავიდან ასაცილებლად სასამართლოს მიერ დადასტურებული მოთხოვნის (ზიანის ანაზღაურების შესახებ) არსებობისას და ამ ვალდებულებაზე იძულებითი აღსრულების მიმდინარეობისას უნდა მოხდეს გადასახადის გადამხდელის (მსჯავრდებულის) საგადასახადო დავალიანების კორექტირება, რაც ვერ გახდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შეწყვეტის აუცილებელი და საკმარისი პირობა. ამ საკითხზე საკმარისად ვერ მიიჩნევა მხოლოდ შე-------–---------------ის მიერ გამოხატული ნება დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით. ყველა შემთხვევაში აღსრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული ნება უნდა დააფიქსიროს შესაბამისმა კრედიტორმა - მთავარმა პროკურატურამ.
ზემოთ აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
სარჩელზე გადახდილია სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის პირობებში, ეს თანხა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე არ არის გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1.ლე---------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მდ. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მისი მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდ. ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. 12) მეშვეობით.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა