გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2---------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - სს „თ----------ი“
წარმომადგენელი - კ---------------–---–ი
მოპასუხეები - თ-------------–--–---–ი, მ-------–--–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თ-------------–--–---–ს და მ-------–--–---–ს N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 20 408.15 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 17 809.03 აშშ დოლარი, პროცენტი - 1438.61 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1 116.09 აშშ დოლარი, დაზღვევის პრემია - 44.42 აშშ დოლარი;
1.2. თ-------------–--–---–ს, სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ, N--------------- საბარათე ლიმიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 367.51 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 226.14 ლარი, პროცენტი - 81.48 ლარი, პირგასამტეხლო - 59.89 ლარი;
1.3. თ-------------–--–---–ს და მ-------–--–---–ს N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღდან 15/08/2018 დავალიანებულ ძირ თანხაზე (17 809.03) გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი (11 %) მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 161.01 აშშ დოლარის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 12 თვის განმავლობაში, სულ 1-32.15 აშშ დოლარი;
1.4. თ-------------–--–---–ს და მ-------–--–---–ს N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ, სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ, დავალიანებულ ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე (1-247.64 აშშ დოლარი) ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან 15/08/2018 პირგასამტეხლოს გადახდა დღეში 0.1 % (ყოველდღიურად 1-.25 აშშ დოლარი) ოდენობით 240 დღის განმავლობაში სულ 2 309.71 აშშ დოლარი;
1.5. დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელდეს თ-------------–--–---–ის N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „თ----------ი“-ს მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდეს უძრავი ქონების მდებარე: ქ. თ---–--------------------------------------------, საკადასტრო კოდით N01.1-.2--0--.0--.01.0-- იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით;
1.6. აღსრულება განხორციელდეს მოპასუხეების ნებისმიერი შემოსავლის და ქონების რეალიზაციის გზით, მათ შორის იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2013 წლის 29 მაისს, სს „თ----------ს“ და თ-------------–--–---–ს შორის, დაიდო , საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და თ-------------–--–---–სა და მ-------–--–---–ს შორის 2013 წლის 29 მაისს გაფორმებული N1----------- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ჭ--------------------------------------აკადასტრო კოდი N01.1-.2--0--.0--.01.0--.
2017 წლის 28 სექტემბერს, სს „თ----------ს“ და თ-------------–--–---–ს, ასევე გ----------–--–---–ს შორის გაფორმდა N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 17 960 აშშ დოლარის ოდენობით, 5 471 დღის ვადით, სარგებლის წლიურად 11 % -ის გადახდევინებით, 0.5 % პირგასამტეხლოს დარიცხვით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელიც დაიდო N0--0.1-72682.0-- და N0--0.2467895.0-- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებების საფუძველზე.
2017 წლის 28 სექტემბერს თავდებობის ხელშეკრულებით მ-------–--–---–მა მსესხებელთან ერთად, მთელი მოცულობით, სოლიდარულად ივალდებულა N0--0.1-72682.0-- და N0--0.2467895.0-- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება თავდებობის ზღვრული თანხის 200 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
2014 წლის 13 ოქტომბერს, სს „თ----------ს“ და თ-------------–--–---–ს შორის გაფორმდა N--------------- საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვების ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა ლიმიტი 1 000 ლარის ოდენობით, 4 537 დღის ვადით, ათვისებულ თანხაზე სარგებლის წლიურად 36 % -ის გადახდევინებით, 0.5 % პირგასამტეხლოს დარიცხვით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ლიმიტის ფარგლებში 2018 წლის 27 აპრილს ათვისებულმა თანხამ შეადგინა 226.14 ლარი, N0--0.1-72682.0-- და N0--0.2467895.0-- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების მე-5 მუხლის, N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების და გადახდის გრაფიკის ასევე საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვების ხელშეკრულებების თანახმად, მსესხებელს უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი და მასზე დარიცხული პროცენტი. მიუხედავად ბანკის მხრიდან არაერთგზის გაფრთხილებისა და წაყენებული მოთხოვნისა, მოპასუხეები არ ასრულებენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, რაც გამოიხატება სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევებში და დარიცხული პროცენტების გადაუხდელობაში.
2018 წლის 31 მაისს მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები, რომლის მოთხოვნებიც ასევე არ იქნა შესრულებული. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების 12-ე მუხლის და სსკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე 15/08/2018 ვადამდე შეწყვეტილი იქნა საკრედიტო ხელშეკრულებები.
2018 წლის 12 ნოემბერს, სს „თ----------ი“-ს წარმომადგენელმა მოპასუხე გ----------–--–---–ის მიმართ მოხსნა მოთხოვნა. ამასთან, მოხსნა მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან 15/08/2018 პირგასამტეხლოს 0.1 % (ყოველდღიურად 1-.25 აშშ დოლარი) ოდენობით 240 დღის განმავლობაში სულ 2 309.71 აშშ დოლარის ნაწილში, შეამცირა და ითხოვს:
· თ-------------–--–---–ს და მ-------–--–---–ს N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 1- 292.06 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 17 809.03 აშშ დოლარი, პროცენტი 1438.61 აშშ დოლარი, დაზღვევის პრემია - 44.42 აშშ დოლარი.
· თ-------------–--–---–ს N--------------- საბარათე ლიმიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 307.62 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 226.14 ლარი, პროცენტი 81.48 ლარი;
· თ-------------–--–---–ს და მ-------–--–---–ს N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღდან 15/08/2018 დავალიანებულ ძირ თანხაზე (17 809.03) გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი (11 %) მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 161.01 აშშ დოლარის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 12 თვის განმავლობაში, სულ 1-32.15 აშშ დოლარი;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შემცირებული მოთხოვნა ცნეს სრულად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 29 მაისს, სს „თ----------ს“ და თ-------------–--–---–ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N0--0.1-72682.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N0--0.1-72682.0-- (ს.ფ. 16-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).
3.1.2. 2013 წლის 29 მაისს, ბანკს, მ-------–--–---–სა და თ-------------–--–---–ს შორის N1----------- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ჭ--------------------------------------აკადასტრო კოდი N01.1-.2--0--.0--.01.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იპოთეკის ხელშეკრულება N1----------- (ს.ფ. 32-36);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 77-78)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
3.1.3. 2017 წლის 28 სექტემბერს, სს „თ----------ს“ და თ-------------–--–---–ს, ასევე გ----------–--–---–ს შორის გაფორმდა N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 17 960 აშშ დოლარის ოდენობით, 5 471 დღის ვადით, სარგებლის წლიურად 11 % -ის გადახდევინებით, 0.5 % პირგასამტეხლოს დარიცხვით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელიც დაიდო N0--0.1-72682.0-- და N0--0.2467895.0-- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N--------------- (ს.ფ. 27-39);
- შეთანხმება დამატებითი პირობების შესახებ (ს.ფ. 41)
- ხელშეკრულების მნიშნვნელოვანი პირობები (ს.ფ. 42);
- დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 52-56)
- მხარეთა ახსნა განმარტება
3.1.4. 20---–-–-------------------------------- თავდებობის ხელშეკრულებით მ-------–--–---–მა მსესხებელთან ერთად, მთელი მოცულობით, სოლიდარულად ივალდებულა N0--0.1-72682.0-- და N0--0.2467895.0-- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება თავდებობის ზღვრული თანხის 200 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდების განცხადება (ს.ფ. 57);
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 58-61)
3.1.5. 2014 წლის 13 ოქტომბერს, სს „თ----------ს“ და თ-------------–--–---–ს შორის გაფორმდა N--------------- საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვების ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა ლიმიტი 1 000 ლარის ოდენობით, 4 537 დღის ვადით, ათვისებულ თანხაზე სარგებლის წლიურად 36 % -ის გადახდევინებით, 0.5 % პირგასამტეხლოს დარიცხვით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ლიმიტის ფარგლებში 2018 წლის 27 აპრილს ათვისებულმა თანხამ შეადგინა 226.14 ლარი,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- Tb------e Ca-d -ის განაცხადი (ს.ფ. 62 - 63);
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 65);
- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება N--------------- (ს.ფ. 66-68)
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 69-70)
3.1.6. მოპასუხემ სესხის გადახდის ვალდებულება დაარღვია. 2018 წლის 31 მაისს, მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები, რომლის მოთხოვნებიც ასევე არ იქნა შესრულებული. 15/08/2018 წელს ვადამდე შეწყვეტილი იქნა საკრედიტო ხელშეკრულებები. მოპასუხეები სარჩელს ცნობენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილების წერილები, შეტყობინების დასტურები (ს.ფ. 72-75)
-მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა (სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 394-ე, 411-ე, 412-ე, 867-ე, 868-ე, 872-ე, 873-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ -ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „თ----------ს” და მოპასუხეებს შორის, არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. მოპასუხეს წარმოეშვა შეთანხმებული წესით და ვადაში სესხის დაბრუნების ვალდებულება. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს სესხის გადახდის ვალდებულება.
მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოხდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებების (სესხის ძირითადი თანხა, პროცენტი, დაზღვევის პრემია, მიუღებელი შემოსავლის, იპოთეკის საგნის რეალიზაცია) ცნობა, შესაბამისად, სადავოს არ წარმოადგენს ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის და აღნიშნულის გამო კრედიტორის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა მოვლენები მართლზომიერების ფარგლებში რომ მოთავსებულიყო.სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს. ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. შესაბამისად, მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით, უნდა დაეკისროს სესხის ძირ თანხაზე გადასახდელი სარგებელი1-32.15 აშშ დოლარის ოდენობით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, მოსარჩელე (იპოთეკარი) სს „თ-----------ი” უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სს „თ----------ის“ სასარჩელო მოთხოვნები ცნეს სრულად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სარჩელი საფუძვლიანიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სრულად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 1-39.1- ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-ე, 8-ე, 49-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „თ----------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. თ-------------–--–---–ს და მ-------–--–---–ს, სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 1- 292.06 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 17 809.03 აშშ დოლარი, პროცენტი 1438.61 აშშ დოლარი, დაზღვევის პრემია - 44.42 აშშ დოლარი;
3. თ-------------–--–---–ს, სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 307.62 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 226.14 ლარი, პროცენტი 81.48 ლარი;
4. თ-------------–--–---–ს და მ-------–--–---–ს, სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ, N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით 1-32.15 აშშ დოლარის გადახდა;
5. სს „თ----------ს“ დაუბრუნდეს 15/08/2018 წელს სს „თ----------ი“-ს N3 საგადასახადო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 1-39.1- ლარის ოდენობით;
6. დავალიანების დაფარვა განხორციელდეს მოპასუხეების ნებისმიერი შემოსავლის და ქონების, მათ შორის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თ---–--------------------------------------------, საკადასტრო კოდით N01.1-.2--0--.0--.01.0-- იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე