განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4----18
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლოსხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა
სხდომის მდივან - ეკატერინა მანჯგალაძის,პროკურორ - დ----- მ---------–---–ის,ბრალდებულ - ე-–---- ა-–-------ის,ადვოკატის - კ------- ჩ-------ის,თარჯიმან - ს----– ო-------ას
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-–---- ა-–-------ის, დაბადებულის 1--- წლის 5-----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ფ-------–--------------–----------------ში, ამჟამად პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (ექვსი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე-–---- ა-–-------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება (ექვსი ეპიზოდი), მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
1-ლი ეპიზოდი:
ე-–---- ა-–-------მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 0,0817 გრამი, რაც 2018 წლის 4 ივლისს ასევე უკანონოდ გაასაღა გ------- ა-–---აზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს, საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისი სოფელი ფ-------–-----------------------–--–--------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- ა-–---ასგან იქნა ამოღებული.
მე-2 ეპიზოდი:
ე-–---- ა-–-------მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 0,0567 გრამი, რაც 2018 წლის 10 ივლისს ასევე უკანონოდ გაასაღა გ------- ა-–---აზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს, საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისი რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- ა-–---ასგან იქნა ამოღებული.
მე-3 ეპიზოდი:
ე-–---- ა-–-------მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 0,1455 გრამი, რაც 2018 წლის 12 ივლისს ასევე უკანონოდ გაასაღა გ------- ა-–---აზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს, საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისი რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- ა-–---ასგან იქნა ამოღებული.
მე-4 ეპიზოდი:
ე-–---- ა-–-------მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 0,141 გრამი, რაც 2018 წლის 25 აგვისტოს ასევე უკანონოდ გაასაღა გ------- ა-–---აზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს, საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისი წ------–----------------–----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- ა-–---ასგან იქნა ამოღებული.
მე-5 ეპიზოდი:
ე-–---- ა-–-------მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 0,1676 გრამი, რაც 2018 წლის 28 აგვისტოს ასევე უკანონოდ გაასაღა გ------- ა-–---აზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს, საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისი რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- ა-–---ასგან იქნა ამოღებული.
მე-6 ეპიზოდი:
ე-–---- ა-–-------მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 0,1599 გრამი, რაც 2018 წლის 7 სექტემბერს ასევე უკანონოდ გაასაღა გ------- ა-–---აზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს, საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, ქ.თბილისი რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- ა-–---ასგან იქნა ამოღებული.
მე-7 ეპიზოდი:
ე-–---- ა-–-------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 0,0773 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2018 წლის 16 სექტემბერს, ქ.თბილისში კ-------–-----–--------ში მდებარე ქ.თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ე-–---- ა-–-------ის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენის შემდგომ, შსს, ქ.თბილისის ვ---------------–--------------–--------------–-------- განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის მიერ, ამავე იზოლატორის თანამშრომელ თ------ ნ-------–---–ისგან იქნა ამოღებული.
ბრალდებულმა ე-–---- ა-–-------მა სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ე-–---- ა-–-------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ე-–---- ა-–-------მა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ 2018 წლის 4 ივლისს, 10 ივლისს, 12 ივლისს, 25 აგვისტოს, 28 აგვისტოს და 7 სექტემბერს უკანონოდ გაასაღა გ------- ა-–---აზე, რაც იმავე დღეებში, საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ, გ------- ა-–---ასგან იქნა ამოღებული. ასევე ე-–---- ა-–-------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 0,0773 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2018 წლის 16 სექტემბერს, ქ.თბილისში კ-------–-----–--------ში მდებარე ქ.თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ე-–---- ა-–-------ის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენის შემდგომ, შსს, ქ.თბილისის ვ---------------–--------------–--------------–-------- განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის მიერ, ამავე იზოლატორშის თანამშრომელ თ------ ნ-------–---–--გან იქნა ამოღებული.
გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - გ------- კ-----ის პატაკით, მოწმეების გ------- კ-----ის და გ------- ა-–---ას გამოკითხვის ოქმებით, თანხის წარმოდგენისა, გადაცემისა და დათვალიერების ოქმებით, ბრალდებული ე-–---- ა-–-------ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით, ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ოქმებით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ქიმიურ და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, კრეფსებით, ვიდეო ჩანაწერებით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, ბიოლოგიური ექსპერტიის დასკვნით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც უდავოდ სცნო დაცვის მხარემ, დადასტურდა ე-–---- ა-–-------ის მიერ ჩადენილი დანაშაული.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებმა სცნეს უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენხვა, გასაღება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვაში და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურის ისე საზღაურის გარეშე, როგორიცაა გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა სხვა ნივთში და ასე შემდეგ. უკანონო გასაღება დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებებს სხვა პირზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ე-–---- ა-–-------ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ ე-–---- ა-–-------მა აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ე-–---- ა-–-------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, საქართველოს კანონით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-–---- ა-–-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 4 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 10 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 12 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 4 ივლისის ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 10 ივლისის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ე-–---- ა-–-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
2. ე-–---- ა-–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
3. ე-–---- ა-–-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 სექტემბრიდან;
4. ე-–---- ა-–-------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
5. 5 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით, ნარკოტიკული საშუალება 7 (შვიდი) ცალ წონიკად, რომელიც ინახება შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; ე-–---- ა-–-------ის ნერწყვის ნიმუში, ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალა, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი