განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2018
საქმის ნომერი
330100118002646101
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4----18

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე

სხდომის მდივანი ანა ზაბახიძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - ა-----------------–ი

 

ბრალდებული - ზ--------–----ა, დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ--–------------------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით.

 

დისპოზიცია: 1. ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ; 2. ცივი იარაღის ტარება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. საქართველოს უ--------------------–---------–-–----------------ის განაჩენით, ზ--------–----ა მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით. 2----–-–------------ოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ზ--------–----ა მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, 2----–-–------------ოს, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტზე ნასამართლევ ზ--------–----ას ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინის უკანონო მოხმარების ფაქტი.

 

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით ზ--------–----ა მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. 2----–-–------------ოს, განზრახ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ზ--------–----ა ქ. თ---–--–--–-------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა დანას. 2----–-–------------ოს ცივი იარაღის N-----–- დასკვნის თანახმად, ზ--------–----ას პირადი გასინჯვისას ჩამორთმეული დანა, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1 ზ--------–----ას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: გ--------–------ის, გ-----------–--–-–---–ის, ზ--------–----ას გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმების N------- დასკვნით, ცივი იარაღის ექსპერტიზის N-----–- დასკვნით.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად.

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ზ--------–----ას მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია არა მოსახლეობის, არამედ კონკრეტული პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა.

 

4.3. ნარკოლოგიური ექსპერტიზის №------- დასკვნით, ზ--------–----ას 2----–-–------------ოს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ამფეტამინის და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი.

 

4.4. საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება პირდაპირ თანხვედრაშია მოცემული დანაშაულის სტრუქტურულ აღწერილობასთან.

 

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კრიმინალიზებულია განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ანდა ცივი იარაღის ტარებისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ცივი იარაღის (დანის და ა.შ.) ტარებაში, თუკი პირი ნასამართლევია განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ანდა ცივი იარაღის ტარებისთვის. ზ--------–----ა იყო რა განზრახი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, 2----–-–-------------ოს გამოვლენილი იქნა ცივი იარაღის - დანის ტარების ფაქტზე. აღნიშნული იძლევა საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

 

4.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.7. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ზ--------–----ამ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება, განზრახი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ანდა ცივი იარაღის ტარებისთვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით, რის გამოც, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ზ--------–----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის მხრიდან ბრალის ნებაყოფლობით აღიარებას.

 

6.3. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ზ--------–----ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის მიუხედავად რეციდივისა მას უნდა დაენიშნოს ადეკვატური სასჯელი, კერძოდ, ჯარიმა.

 

6.4 სასამართლო ჯარიმის გამოყენებისას განმარტავს იმით, რომ ბრალდებული ზ--------–----ა გამოძიების და სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპებზე აღიარებს მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს და ინანიებს. აღნიშნული მიდგომა ჰქონდა ბრალდებულს წინა განაჩენთან მიმართებაშიც, რაზეც მეტყველებს სისხლის სამართლის საქმეში არსებული განაჩენები.

 

6.5. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს, ზ--------–----ას მიმართ 2----–-–---------------ს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, ზ--------–----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273 და 2731-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

6.6. თბილისის ს-----–-–იო სასამრთლოს 2----–-–--------------–ის განაჩენით ზ--------–----ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისაგან. ხოლო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

6.7 საქართველოს უ--------------------–---------–-–----------------ის განაჩენის საფუძველზე ცვლილება შევიდა თბილისის ს-----–-–იო სასამართლოს 2----–-–--------------–ის განაჩენში, კერძოდ ზ--------–----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

6.8. როგორც საქმის მასალებით დგინდება დღეის მდგომარეობით ზ--------–----ას აღნიშნული ჯარიმა გადახდილი არ აქვს.

 

6.9. ამდენად, ვინაიდან სახეზეა განაჩენთა ერთობლიობა, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, უნდა დაემატოს საქართველოს უ--------------------–---------–-–----------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

 

7. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულება - დანა, რომელიც ინახება ქ. თბილისის პ---–-–-------------------------------------–ებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ--------–----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. ზ--------–----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ზ--------–----ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, მთლიანად დაემატოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს - 2----–-–--------------რის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ--------–----ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5. განაჩენის აღსრულებაზე მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. ნივთიერი მტკიცებულება - დანა, რომელიც ინახება ქ. თბილისის პ---–-–-------------------------------------–ებაში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის ს-----–-–იო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე