განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1330-18
(007220218005)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ თ--------–---–---–ის,ბრალდებულ ზ-------------ას მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ---------–----------------ას (პ/№1----------) - დაბადებულის 1----–-–------------–----------------------------–-------–----–ი, რეგისტრირებულის: მისამართზე ზ-----------–--------------------–--–-------------------------------–----------------------------------–--------------------------ში, - მიმართ, საქართველოს სსკ 19-177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
ზ-------------ას ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ-------------ა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წლის 18 დეკემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა, თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლიდ კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლოდარჩენილი 04 (ოთხი) წელი ცაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 05 (ხუთი) წელი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ზ-------------ამ კვლავ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სენაკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის განაჩენით. აღნიშნული ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.
2018 წლის 22 თებერვალს, საღამოს საათებში ქ. თბილისში, დ-----------–-----–--------------------–---------------------------------–------ „თბილისი მოლში“ ზ-------------ას ჰქონდა მცდელობა შპს „M------------------------------------“-ს კუთვნილ ჰიპერმარკეტ „კარფურიდან” მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა ამავე საზოგადოების კუთვნილ სარეალიზაციო პროდუქციას, კერძოდ: კონიაკს სახელწოდებით - „ასკანელი ბრენდი“, რომლის ღირებულებამ შეადგინა 139.95 ლარი. ზ-------------ას დანაშაულებრივი ქმედებით შპს „M------------------------------------“-ს შესაძლოა მისდგომოდა 139.95 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ზ-------------ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ 19-177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ალ----------------–------------–------------–---–-------------------------------------–-----–ის და ზ-------------ას გამოკითხვის ოქმები. ზ-------------ას პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობა) ერთობლიობა ზ-------------ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ასაკს, ასევე იმას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, მტკიცებულებები გახადა უდაო, ამასთანავე, მართალია ზ-------------ა წარსულში ნასამართლევია, მაგრამ აღნიშნული ნასამართლობა მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად არ იქნება მიჩნეული, რადგან ის წარმოადგენს ბრალდებულის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას. გასათვალისწინებელია ასევე, რომ ალკოჰოლური სასმელი, რომელიც ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდება დაზარებულს, რითაც ფაქტობრივად აუნაზღაურდება მიყენებული ზიანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ-------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 19-177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 19-177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ პუნქტით, - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ-------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ზ-------------ას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის პერიოდი - 2018 წლის 10 მარტიდან 2018 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 12 ოქტომბრიდან.
პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში, ზ-------------ას ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება:
1) ზ-------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ალკოჰოლური სასმელი „ასკანელი XO“ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს;
2) ჰიპერმარკეტ „კარფურიდან“ გამოთხოვილი CD დისკი - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი