გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.11.2018
საქმის ნომერი
330210117001869681
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/8----17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

ს----------–ოს სახელით

 

13 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი

 

მოსარჩელე - ი---- ს---------ლი

წარმომადგენელი - ი-----–- გ--------ე

 

მოპასუხე - ი---- დ------–--ლი

 

დავის საგანი - გარიგების ბათილად ცნობა, თანხის დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 29 ივნისს მოტყუებით დადებული გარიგება, ი---- ს---------ლის მიერ ი---- დ------–--ლისადმი მიცემული ხელწერილი;

 

1.2. დაეკისროს მოპასუხეს მოტყუებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5- 0--,00 აშშ დოლარის ოდენობით, რაც შეადგენს 1-- 0--,00 ლარს.

 

მოსარჩელის განმარტებით, ი---- ს---------ლი 2004 წლიდან იყო სს „ლ-------ი ბ---ის“ ყ----ლის ფილიალის მმართველი. 2016 წლის ივნისის თვეში ი---- დ------–--ლმა ფოსტით გაუგზავნა მოსარჩელეს სს „ლ-------ი ბ---ის“ სადეპოზიტო ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით მის მეუღლეს ლ------ დ------ას 19.03.2006 წელს და ქალიშვილს ა-–----- დ------–--ლს 1--------- წელს, სს „ს----------–ოს ს----–-ო ბ---ის“ ყ----ლის ფილიალში შეტანილი ჰქონდათ ფულადი თანხა, ლ------ დ------ას 1-- 0-- აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ა-–----- დ------–--ლს 25 0-- აშშ დოლარის ოდენობით, მთლიანობაში 15- 0-- აშშ დოლარი. ე.წ. სადეპოზიტო ხელშეკრულებების მეორე მხარეს ორივე შემთხვევაში წარმოადგენდა სს „ს----------–ოს ს----–-ო ბ---ის“ ყ----ლის ფილიალი, წარმოდგენილი მისი მმართველის ი---- ს---------ლის სახით.

 

2016 წლის 29 ივნისს ი---- დ------–--ლმა მოტყუებით გააფორმებინა მოსარჩელეს ხელწერილი, სადაც ი---- ს---------ლმა სადეპოზიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე აიღო პასუხისმგებლობა გადაეხადა მოპასუხისათვის 15- 0-- აშშ დოლარი. მოსარჩელემ 5- 0-- აშშ დოლარი გადაუხადა მოპასუხეს ხელწერილის გაფორმებისთანავე, ხოლო 100 0-- აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებას შეასრულებდა ორი თვის ვადაში.

 

ი---- დ------–--ლმა ი---- ს---------ლისაგან 5- 0-- აშშ დოლარის მიღების ფაქტი დაადასტურა ხელწერილზე გაკეთებული მინაწერით. ი---- დ------–--ლმა ხელწერილის გაფორმებიდან რამოდენიმე დღეში მიმართა სს „ლ-------ი ბ---ს“ და მოითხოვა ე.წ. სადეპოზიტო ხელშეკრულებების საფუძველზე თანხის მიღება.

 

სს „ლ-------ი ბ---ში“ ი---- დ------–--ლის განცხადების საფუძველზე დაწყებული მოკვლევით დადგინდა, რომ ბ---ში არავითარი სადეპოზიტო ხელშეკრულებები ლ------ დ------ასა და ა-–----- დ------–--ლის სახელზე არ არსებობდა, რაც შემდგომ თავად იქნა აღიარებული ი---- დ------–--ლის მიერ.

 

ი---- დ------–--ლის განცხადების საფუძველზე სს „ლ-------ი ბ---ის“ ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა ი---- ს---------ლი ბ---ის ყ----ლის ფილიალის მმართველის თანამდებობიდან, ხოლო მოკვლევის საფუძველზე არსებული მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილი იქნა ს----------–ოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

შესაგებლით განმარტებულია, რომ ი---- ს---------ლს აქვს ი---- დ------–--ლის ვალი 4-- 0--,00 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც მოპასუხეს გადახდილი აქვს 1-- 00,00 აშშ დოლარი.

 

სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებულია 5- 0--,00 აშშ დოლარის მიღება, რაც ი---- ს---------ლს დაკისრებული აქვს ი---- დ------–--ლის სასარგებლოდ, გადაწყვეტილებით ასევე დადასტურებულია 100 0--,00 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, სარგებლით. ამ საკითხზე იმსჯელა საქალაქო სასამართლომ და გამოიტანა გადაწყვეტილება, რაც განიხილება სააპელაციო სასამართლოში.

 

სს „ლ-------ი ბ---ის“ მოკვლევით დადგინდა, რომ ი---- დ------–--ლის მიერ გადახდილი თანხა 15- 0--,00 აშშ დოლარი მოსარჩელემ მოიხმარა პირადად და არ შეიტანა ბ---ში.

 

1. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 29 ივნისის ხელწერილით ი---- ს---------ლმა აღიარა ი---- დ------–--ლის მიმართ 15---- აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება. ხელწერილის თანახმად 5---- აშშ დოლარის დაბრუნება მოხდებოდა იმავე დღეს, ხოლო 100 0-- აშშ დოლარს დაუბრუნებდა ორ თვეში.

 

ხელწერილში ი---- ს---------ლი უთითებს, რომ ,,თქვენს შემოტანილ თანხებს თქვენი ოჯახის წევრებზე 2006 წელს ა-–----- დ------–--ლზე 25 0-- აშშ დოლარი და ლ------ დ------აზე 1-- 0-- აშშ დოლარს სადეპოზიტო ხელშეკრულებებით, მაშინდელ ს----–-ო ახლანდელ ლ-------ი ბ---ში ყ----ლის ფილიალში, სადაც მაშინაც და ახლაც მე ვარ ხელმძღვანელი, გიბრუნებთ უკლებლივ 15---- აშშ დოლარს, 5---- აშშ დოლარს დღესვე, 10--- აშშ დოლარს დღეიდან ორ თვეში.’’

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 29 ივნისის ხელწერილი (ს.ფ. 16-17).

 

3.1.2. სს ,,ლ-------ი ბ---ის“ 2016 წლის 04 ივლისის წერილში მითითებულია, რომ 2006 წელს ბ---ში არ ფიქსირდება ა-–----- დ------–--ლის და ლ------ დ------ას ანგარიშებზე დეპოზიტის ხელშეკრულებებში მითითებული 25 0-- აშშ დოლარის და 1-- 0-- აშშ დოლარის შეტანის ფაქტი. აქვე მითითებულია, რომ 2006 წლის 19 მარტის და 19 აპრილის ხელშეკრულებებიც არ ინახება ბ---ში და, რომ ბ---ს ლ------ დ------ასათვის არ ჩაურიცხავს სადეპოზიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებელი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- სს ,,ლ-------ი ბ---ის“ 2016 წლის 04 ივლისის წერილი (ს.ფ. 190-191).

 

3.1.3. სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობს არაერთი სასამართლო დავა. 2017 წლის 05 იანვრის გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე №-------- დაკმაყოფილდა ა-–----- დ------–--ლის სარჩელი მოპასუხე ი---- ს---------ლს დაეკისრა 25--- აშშ დოლ------ და სარგებლის სახით 85-0 აშშ დოლარის გადახდა. ლ------ დ------ას სასარგებლოდ ი---- ს---------ლს დაეკისრა 75--- აშშ დოლ------ სარგებლის სახით 510-- აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში შეფასებულია როგორც 2016 წლის 29 ივნისის ხელწერილი, ასევე სადეპოზიტო ხელშეკრულებები. აღნიშნული სამართალწარმოებისას ი---- ს---------ლს მოტყუების საფუძვლით 2016 წლის 29 ივნისის ხელწერილი სადაოდ არ გაუხდია.

 

სასამართლო გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 05 იანვრის გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (საქმეზე №--------) (ს.ფ. 80-93).

-

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ დგინდება ი---- დ------–--ლის მიერ ი---- ს---------ლის მოტყუების/შეცდომაში შეყვანის ფაქტი.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 5--ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ნების გამოვლენა არის იურიდიული აქტი, რომელიც მიმართულია გამოხატული ნების შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ, ანუ ნების გამოვლენა წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, რომელიც მიმართულია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს პრეზუმფცია რომ გამოვლენილი ნება შეესაბამება პირის ნამდვილ (შინაგან) ნებას. კანონმდებელი ერთმანეთისაგან არ გამოყოფს პირის შინაგან ნებას და გამოვლენილ ნებას. იგულისხმება, რომ გამოვლენილი ნება შეესაბამება პირის სურვილს, განზრახვას. თუმცა, შესაძლებელია მათ შორის არსებობდეს შეუსაბამობაც, მაგალითად, შეცდომის, მოტყუების, ძალადობის დროს. შინაგანი ნებისა და გამოხატული ნების შეუსაბამობა, შესაძლოა გამოწვეული იყოს სხადასხვა გარემოებებით, მათ შორის ცალკეული ფაქტების არცოდნით ან მათი არასწორად გაგებით. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, როდესაც ნების გამოვლენა მოხდა შეცდომით, მოტყუებით ან ძალადობით დადებული გარიგება ითვლება ბათილად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ ი---- დათუაშვილმა მოტყუებით დააწერინა ხელწერილი და მოტყუებითვე მიიღო მოსარჩელისაგან 5- 0--,00 აშშ დოლარი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია და არც კონკრეტული ქმედებები მიუთითებია, თუ რაში გამოიხატა ი---- დ------–--ლის მიერ მისი შეცდომაში შეყვანა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელე წლების განმავლობაში (ხელწერილის შედგენის დროსაც) წარმოადგენდა სს „ლ-------ი ბ---ის“ ყ----ლის ფილიალის მმართველს. შესაბამისად, მისი ასაკის, თანამდებობის და განათლების მქონე პირის მოტყუების ფაქტის დადგენა მხოლოდ ახსნა-განმარტებით შეუძლებელია. სარწმუნო მტკიცებულებები კი, რაც შექმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს მოპასუხის მიერ მოსარჩელის მოტყუების თაობაზე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას მასზედ, რომ მოპასუხემ შეცდომაში შეიყვანა სადეპოზიტო ხელშეკრულებებით, რომლებიც როგორც გაირკვა არ იყო ბ---ში დაფიქსირებული, სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ეს პოზიცია დაუსაბუთებელია, რადგან მოსარჩელე თვითონ წარმოადგენდა ბ---ის ფილიალის მმართველს, მას ხელეწიფებოდა გადაემოწმებინა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები და გონივრულობის ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი---- ს---------ლის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 72-ე, 81-ე, 976-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

 

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მიხედვით, გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არსებით შეცდომად ითვლება, როცა: ა ) პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა; ბ ) პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა; გ ) არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან.

 

სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, ითვალისწინებს გარიგების ბათილობას იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ეს გარემოება სათანადო მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს. საგულისხმოა, რომ მითითებული საფუძვლებით გარიგების ბათილად ცნობა გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 72-ე - მე-80 და 81-ე - 84-ე მუხლებით. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, მოსარჩელეს ეკისრება მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ელემენტების დამტკიცების ტვირთი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოტყუებით დადებულ გარიგებაზე მსჯელობისას გამოყენებული უნდა იყოს დამკვიდრებული „თვალსაჩინოების სტანდარტის“ აუცილებლობა მიზეზ-შედეგობრიობის დადგენისას. ამ „თვალსაჩინოების სტანდარტის“ ქვეშ მოიაზრება ის ფაქტი, რომ მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ი---- ს---------ლმა ვერ შეძლო დაედასტურებინა 2016 წლის 29 ივნისის ხელწერილზე მოტყუებით ხელის მოწერის ფაქტი და ი---- დ------–--ლის მიერ იმ ქმედების განხორციელება, რაც მისი შეცდომაში შეყვანის გარემოებას დაადასტურებდა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სკ-ის 81-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, სასარჩელო მოთხოვნა ხელწერილის ბათილად ცნობის შესახებ დაუსაბუთებელია. რამდენადაც არ დადასტურდა გარიგების ბათილობის საფუძვლების არსებობა, ამდენად, არ არსებობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი (სსკ-ის 976 -ე მუხლის პირველი ნაწილი). შესაბამისად, ი---- ს---------ლის მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი (30-- ლარი) ითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი---- ს---------ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე