განაჩენი

სისხლის სამართლის 06.12.2018
საქმის ნომერი
330100116001620412
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1-------6

(N0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების - მ--------------ის, შ-----------------ის, ა-----–---–---–ის, ი-–---------ას, გ--------–------–---–ის, დ------–----–---–ის,ადვოკატების - მ--–-------------–---–ის, ი--------------–---–ის, ი--------------ის მონაწილეობით,ბრალდებულ - თ-------------ის მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ თ---------------------–--------ის (დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, უმაღლესი განათლების მქონე, განქორწინებული, დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ჩ-------------------------------–-----------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (08 ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების გამო.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2016 წლის 12 ივლისს, თ-------------ემ ს--–----------–---ის საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით, შპს „ტ-----სთან“ გააფორმა ონლაინ სესხის ხელშეკრულება 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რის შედეგადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა აღნიშნულ თანხას, რითაც დაზარალებულს შპს „ტ-----ს“ მიაყენა 1500 (ათას ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2016 წლის 12 ივლისს, თ-------------ემ ს--–----------–---ის საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით, შპს „4--------თან“ გააფორმა ონლაინ სესხის ხელშეკრულება 200 (ორასი) ლარის ოდენობით, რის შედეგადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა აღნიშნულ თანხას, რითაც დაზარალებულ შპს „4--------ს“ მიაყენა 200 (ორასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2016 წლის 26 ივლისს, თ-------------ემ ს--–----------–---ის საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით, შპს „კ---სთან“ გააფორმა ონლაინ სესხის ხელშეკრულება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რის შედეგადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა აღნიშნულ თანხას, რითაც დაზარალებულ შპს „კ---ს“ მიაყენა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2016 წლის 26 ივლისს, თ-------------ემ ს--–----------–---ის საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით, შპს „ვ--------------სთან“ გააფორმა ონლაინ სესხის ხელშეკრულება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რის შედეგადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა აღნიშნულ თანხას, რითაც დაზარალებულ შპს „ვ--------------სს“ მიაყენა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2016 წლის 01 აგვისტოს, თ-------------ემ ს--–----------–---ის საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით, შპს „ო--–------------თან“ გააფორმა ონლაინ სესხის ხელშეკრულება 800 (რვაასი) ლარის ოდენობით, რის შედეგადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა აღნიშნულ თანხას, რითაც დაზარალებულ შპს „ო--–------------ს“ მიაყენა 800 (რვაასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2016 წლის 03 აგვისტოს, თ-------------ემ ს--–----------–---ის საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით, შპს „ფ-------–----------------------თან“ გააფორმა ონლაინ სესხის ხელშეკრულება 450 (ოთხასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რის შედეგადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა აღნიშნულ თანხას, რითაც დაზარალებულ შპს „ფ-------–----------------------“ მიაყენა 450 (ოთხასორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2016 წლის 10 აგვისტოს, თ-------------ემ ს--–----------–---ის საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით, შპს „მ------სთან“ გააფორმა ონლაინ სესხის ხელშეკრულება 300 (სამასი) ლარის ოდენობით, რის შედეგადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა აღნიშნულ თანხას, რითაც დაზარალებულ შპს „მ------ს“ მიაყენა 300 (სამასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2016 წლის 12 აგვისტოს, თ-------------ემ ს--–----------–---ის საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით, შპს „ქ------------------------სთან“ გააფორმა ონლაინ სესხის ხელშეკრულება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რის შედეგადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა აღნიშნულ თანხას, რითაც დაზარალებულ შპს „ქ------------------------ს“ მიაყენა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2016 წლის 10 აგვისტოს, თ-------------ემ ს--–----------–---ის საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით, შპს „ქ--------------------სთან“ გააფორმა ონლაინ სესხის ხელშეკრულება 100 (ასი) ლარის ოდენობით, რის შედეგადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა აღნიშნულ თანხას, რითაც დაზარალებულ შპს „ქ--------------------ს“ მიაყენა 100 (ასი) ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით;

 

ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:

 

დაზარალებულის წარმომადგენელ ზ-------------–---–ის ჩვენებით, მუშაობს საკრედიტო ორგანიზაცია შპს „კ--ში“ იურისტის პოზიციაზე. კომპანიიდან სესხის აღება ხდება ონლაინ განაცხადის შევსების გზით. პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, იმ ანგარიშის ნომრიდან, რომელზეც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა, წინსწრებით კომპანიის ანგარიშზე გადარიცხულ უნდა იქნეს ერთი თეთრი. კლიენტის ვიზუალური იდენტიფიცირება სესხის გაცემისას არ ხდება. მოცემულ შემთხვევასთან დაკავშირებით, 2016 წლის 26 ივლისს, ს--–----------–---ის საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით, შპს „კ---სთან“ გაფორმდა ონლაინ სესხის ხელშეკრულება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რის შემდეგაც აღნიშნული თანხა გადარიცხულ იქნა ს--–----------–---ის საბანკო ანგარიშზე. 2016 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, სესხი არ იყო დაფარული და ძირ თანხას ჯარიმის და პროცენტის სახით ერიცხებოდა 182 ლარი.

დაზარალებულის წარმომადგენელ ქ-----------–-–---–ის ჩვენებით, 2016 წლის ოქტომბერში მუშაობდა ონლაინ სესხების კომპანია შპს „ვ--------------სში“ ჯგუფის უფროსის პოზიციაზე. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ონლაინ სესხების გაცემა. იმისთვის, რომ კლიენტს აეღო სესხი, აუცილებელი მოთხოვნა იყო საბანკო ანგარიშიდან კომპანიის ანგარიშზე ერთი თეთრის გადარიცხვა, რითაც ხდებოდა მსესხებლის იდენტიფიცირება და შემდეგ აღნიშნულ ანგარიშზე სესხის სახით გაცემული თანხის ჩარიცხვა. 2016 წლის 26 ივლისს, შპს „ვ--------------სს“ და ერთ-ერთ კლიენტს შორის, რომლის სახელსაც ვერ იხსენებს, გაფორმებულ იქნა ონლაინ სესხის ხელშეკრულება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარზე. იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად არ მუშაობს აღნიშნულ კომპანიაში, მისთვის უცნობია მოხდა თუ არა სესხი დაფარვა.

დაზარალებულის წარმომადგენელ მ-------------ის ჩვენებით, 2016 წლის ოქტომბერში მუშაობდა შპს „ქ--------------------ში“ ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. იმისთვის, რომ კლიენტმა აიღოს სესხი, აუცილებელი მოთხოვნა იყო ონლაინ განაცხადის შევსება და საბანკო ანგარიშიდან კომპანიის ანგარიშზე ერთი თეთრის გადარიცხვა, რითაც ხდებოდა მსესხებლის იდენტიფიცირება და შემდეგ აღნიშნულ ანგარიშზე სესხის სახით გაცემული თანხის ჩარიცხვა. ვიზუალური კონტაქტი სესხის აღების დროს კლიენტთან არ ხდება. 2016 წლის 10 აგვისტოს, ს--–----------–---ის საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით, შპს „ქ--------------------სთან“ გაფორმდა ონლაინ სესხის ხელშეკრულება 100 (ასი) ლარის ოდენობით, რაც დღემდე გადახდილი არ არის და ძირ თანხას ჯარიმის სახით ერიცხება 141 ლარი.

დაზარალებულის წარმომადგენელ ნ------------–---–ის ჩვენებით, 2016 წლის ოქტომბერში მუშაობდა ონლაინ სესხების კომპანია შპს „მ------ში“. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ონლაინ სესხების გაცემა. იმისთვის, რომ კლიენტს აეღო სესხი, აუცილებელი მოთხოვნა იყო ონლაინ განაცხადის შევსება, რის შემდეგაც საბანკო ანგარიშიდან კომპანიის ანგარიშზე უნდა გადარიცხულიყო ერთი თეთრი, რითაც ხდებოდა მსესხებლის იდენტიფიკაცია და შემდეგ იმავე ანგარიშზე სესხის სახით გაცემული თანხის ჩარიცხვა. 2016 წლის 10 აგვისტოს, შპს „მ------სთან“ გაფორმდა ონლაინ სესხის ხელშეკრულება 300 (სამასი) ლარის ოდენობით. იქიდან გამომდინარე, რომ აღარ მუშაობს აღნიშნულ კომპანიაში, მისთვის უცნობია დაფარულია თუ არა სესხი.

დაზარალებულის წარმომადგენელ გ---------------–---–ის ჩვენებით, 2016 წლის ოქტომბერში მუშაობდა ონლაინ სესხების კომპანია შპს „ო--–------------ში“, პრობლემური სესხების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ონლაინ სესხების გაცემა და პრობლემური აქტივების დამუშავება. იმისთვის, რომ კლიენტს აეღო სესხი, აუცილებელი მოთხოვნა იყო ონლაინ გვერდის საშუალებით განაცხადის შევსება. პიროვნების იდენტიფიცირება იყო საკრედიტო განყოფილების პრეროგატივა. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ მოხდა სესხის გადახდა, აღნიშნული საქმე გადაეცა მის დეპარტამენტს. დაუკავშირდა თუ არა მსესხებელს სესხის დაფარვასთან დაკავშირებით, ზუსტად ვერ იხსენებს, თუმცა გამორიცხავს რეაგირების გარეშე აღნიშნული ფაქტის დატოვებას. 2016 წლის 01 აგვისტოს, ს--–----------–---ის საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით, შპს „ო--–------------თან“ გაფორმდა ონლაინ სესხის ხელშეკრულება 800 (რვაასი) ლარის ოდენობით. იქიდან გამომდინარე, რომ აღარ მუშაობს აღნიშნულ კომპანიაში, არ ფლობს ინფორმაციას სესხის დაფარვასთან დაკავშირებით.

დაზარალებულის წარმომადგენელ კ------------–--ის ჩვენებით, 2016 წლის 12 ივლისს, ს--–----------–---ის საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით, შპს „ტ-----სთან“ გაფორმდა ონლაინ სესხის ხელშეკრულება 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა გადარიცხულ იქნა ს--–----------–---ის საბანკო ანგარიშზე. იმისთვის, რომ კლიენტმა აიღოს სესხი, აუცილებელი მოთხოვნა იყო ონლაინ განაცხადის შევსება და საბანკო ანგარიშიდან კომპანიის ანგარიშზე ერთი თეთრის გადარიცხვა, რითაც ხდებოდა მსესხებლის იდენტიფიცირება და შემდეგ აღნიშნულ ანგარიშზე სესხის სახით გაცემული თანხის ჩარიცხვა. ვიზუალური კონტაქტი სესხის აღების დროს კლიენტთან არ ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ აღარ მუშაობს აღნიშნულ კომპანიაში, არ ფლობს ინფორმაციას სესხის დაფარვასთან დაკავშირებით.

დაზარალებულის წარმომადგენელ დ-----------–---–ის ჩვენებით, 2016 წლის ოქტომბერში მუშაობდა ონლაინ სესხების კომპანია შპს „ქ------------------------ში“. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ონლაინ სესხების გაცემა. იმისთვის, რომ კლიენტს აეღო სესხი, აუცილებელი მოთხოვნა იყო ონლაინ გვერდის საშუალებით შეევსო განაცხადი და თავისი ანგარიშიდან კომპანიის ანგარიშზე გადაერიცხა ერთი თეთრი, რითაც ხდებოდა მსესხებლის იდენტიფიცირება და შემდეგ აღნიშნულ ანგარიშზე სესხის სახით გაცემული თანხის ჩარიცხვა. ვიზუალური კონტაქტი სესხის აღების დროს კლიენტთან არ ხდება. 2016 წლის 12 აგვისტოს, ს--–----------–---ის საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით, შპს „ქ------------------------სთან“ გაფორმდა ონლაინ სესხის ხელშეკრულება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რის შემდეგაც თანხა გადარიცხულ იქნა ს--–----------–---ის საბანკო ანგარიშზე. ამჟამად სესხი არ არის დაფარული, რითაც შპს „ქ------------------------ს“ მიადგა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ზიანი.

დაზარალებულის წარმომადგენელ დ---------------ის ჩვენებით, მუშაობს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „v-------“-ში იურისტის პოზიციაზე. აღნიშნული კომპანია 2016 წელს დარეგისტრირებული იყო შპს „4--------ის“ სახელით. მოწმის განმარტებით, კომპანიიდან სესხის აღება ხდება ინტერნეტ გვერდზე განაცხადის შევსების გზით. პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, იმ ანგარიშის ნომრიდან, რომელზეც უნდა მოხდეს სესხად აღებული თანხის ჩარიცხვა, წინსწრებით კომპანიის ანგარიშზე გადარიცხულ უნდა იქნეს ერთი თეთრი. კლიენტის ვიზუალური იდენტიფიცირება სესხის გაცემისას არ ხდება. მოცემულ შემთხვევასთან დაკავშირებით, 2016 წლის ივლისში, ს--–----------–---თან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 200 ლარზე, რაც დღეის მდგომარეობით გადახდილი არ არის.

დაზარალებულის წარმომადგენელ ი-----–--------------ს ჩვენებით, 2016 წლის განმავლობაში მუშაობდა ონლაინ სესხების კომპანიაში პრობლემური სესხების ოფიცრად. სესხი პრობლემური ხდებოდა იმ შემთხვევაში თუ სესხის გადახდა ვადაგადაცილებული იყო 30 დღით. სესხის დაფარვის მოთხოვნით უკავშირდებოდა კლიენტებს და ახსენებდა თანხის გადახდის პერიოდს. მოცემულ შემთხვევაში დაუკავშირდა თუ არა კლიენტს, ვერ იხსენებს. იმ შემთხვევაში თუ დაკავშირება ვერ მოხდებოდა, მსესხებელს მისდიოდა სატელეფონო შეტყობინება. სესხის ასაღებად აუცილებელი მოთხოვნა იყო ონლაინ გვერდის საშუალებით განაცხადის შევსება, რის შემდეგაც ხდებოდა საბანკო ანგარიშიდან კომპანიის ანგარიშზე ერთი თეთრის გადარიცხვა მსესხებლის იდენტიფიცირების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში, ს--–----------–---ის საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით, კომპანიასთან გაფორმდა ონლაინ სესხის ხელშეკრულება 450 (ოთხასორმოცდაათი) ლარზე, რაც დღემდე არ არის გადახდილი.

მოწმე ნ-----–------------ის ჩვენებით, 2016 წლის 11 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო ს--–----------–---ის განცხადების საფუძველზე. დაკითხა მოწმეები და დაათვალიერა სესხის გამცემი ორგანიზაციებიდან ამოღებული დოკუმენტები. თ-------------ეს წარუდგინა დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

მოწმე ნ-----------ს ჩვენებით, 2016 წლის 03 ოქტომბერს გაესაუბრა ს--–----------–---ს მისივე განცხადების საფუძველზე, რასთან დაკავშირებითაც შეადგინა გასაუბრების ოქმი. ვინაიდან იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, საგამოძიებო სამსახურზე განცხადების გადაცემის მიზნით, პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას.

მოწმე ს--–----------–---ის ჩვენებით, ბრალდებულ თ-------------ესთან აკავშირებს დიდი ხნის მეგობრობა. 2016 წლის ივლისში, თ-----ს მისივე თხოვნით გაჰყვა სს „თ----- ბანკში“ იმ მიზნით, რომ ის ელოდებოდა მოსკოვიდან თანხის გადმორიცხვას. ამასთან, ელოდებოდა სოციალური დახმარების დანიშვნას და არ სურდა საკუთარ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დაფიქსირება. ბანკში ყოფნისას, თ--------ემ უთხრა, რომ იმ მომენტში თანხის ჩარიცხვა ვერ ხერხდებოდა და შემდგომში სარგებლობის მიზნით გამოართვა მისი საბანკო ანგარიშის ნომერი და სატელეფონო კოდი. 2016 წლის სექტემბერში, დაუკავშირდნენ ერთ-ერთი კომპანიიდან და აცნობეს დავალიანების დარიცხვის შესახებ. ვინაიდან არანაირი ვალდებულება ონლაინ კომპანიების მიმართ არ გააჩნდა, დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა თ-------------ეს, რომელმაც არ უარყო მისი რეკვიზიტების გამოყენებით სხვადასხვა კომპანიებიდან ონლაინ სესხის აღების ფაქტი და დაჰპირდა მათ სრულად დაფარვას, რაც არ შეუსრულებია. მოწმის განმარტებით, ინტერნეტ ბანკის ფუნქცია გააქტიურებული არ ჰქონდა და შეტყობინება მის ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვის შესახებ არ მისვლია.

დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ს--–----------–---ის სახელზე რეგისტრირებული სს „თ----- ბანკის“ ანგარიშის ამონაწერი და სესხის შედეგად მიღებული ფულადი თანხის გატანის დოკუმენტაცია. ს--–----------–---ის კუთვნილი სს „თ----- ბანკის“ ანგარიშის ამონაწერში აღნიშნულია: „თ----- ბანკი“ ამონაწერი ანგარიშიდან თარიღი 09.20.2016, სს „თ----- ბანკის“ ს/ც/ 16 ქ-------–-ში, პერიოდი 01.01.2016-18.09.2016, ანგარიშის მფლობელი ს--–----------–---ი. ანგარიშში აღნიშნულია იმ ორგანიზაციების დასახელება, საიდანაც ჩაირიცხა ფულადი თანხები, კერძოდ: 12.07.2016 ანგარიშის ნომერი: G---------------------, GEL, თანხის ბრუნვა 1500, სესხის გადარიცხვა შპს „ტ-----“ ანგარიშის ნომერი: G---------------------, თ-------------ე, სესხის აპლიკაცია 12.07.2016 წელს „ვ-----ი“ 200 ლარი; 18.07.2016წ. „ფ-------–---------------------“ - 300 ლარი; 23.07.2016 წ. შპს „მ--------“ - 400 ლარი; 26.07.2016წ. შპს „უ------ კ---“ - 250 ლარი; 27.07.2016წ. შპს „ვ---------------ი“ - 250 ლარი; 01.08.2016წ. შპს „უ------“ - 800 ლარი; 03.08.2016წ. შპს „ფ-------–---------------------“ - 450 ლარი; 10.08.2016წ. შპს „ქ--------------------“ - 100 ლარი; 10.08.2016 შპს „მ------“ - 300 ლარი; 12.08.2016წ. შპს „ქ------------------------“ - 250 ლარი. აღნიშნულ ამონაწერში ასევე მითითებულია თანხის გატანის პერიოდი, კერძოდ: 12.07.2016 წ. 1495 ლარის მიმღები - თ-------------ე; 18.07.2016წ. - 495 ლარის მიმღები - თ-------------ე; 23.07.2016წ. - 400 ლარის მიმღები თ-------------ე; 26.07.2016წ. - 245 ლარის მიმღები - თ-------------ე; 27.07.2016წ. - 245 ლარის მიმღები თ-------------ე; 03.08.2016 წ. - 450 ლარის მიმღები თ-------------ე; 10.08.2016წ. - 395 ლარის მიმღები თ-------------ე; 12.08.2016წ. - 250 ლარის მიმღები თ-------------ე.

დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს თ-------------ის საბანკო ამონაწერი, სადაც მითითებულია, რომ 2016 წლის 12 ივლისს, ს--–----------–---ის ანგარიშიდან გადარიცხულია 1495 ლარი; 23 ივლისს - 245 ლარი; 27 ივლისს - 800 ლარი და 450 ლარი, 05 აგვისტოს - 395 ლარი, ხოლო 18 ივლისს - 495 ლარი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ თ-------------ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (08 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ან/და დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება თ-------------ის წინააღმდეგ.

სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული თ-------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (08 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება. იმისთვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, საჭიროა სახეზე გვქონდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა კი, თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. მოტყუება ეს არის სიმართლის დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა. სწორედ ტყუილის მეშვეობით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა.

თაღლითობის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო მის საგანს წარმოადგენს სხვისი მოძრავი ან უძრავი ქონება. ობიექტური მხრივ თაღლითობა მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას, პირის მოქმედებას ინფორმირებული ხასიათი აქვს, ან გამოხატულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.

ქონების დაუფლების საშუალებაა მოტყუება. ცხადია მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა.

თაღლითობის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სხვის ქონებას ისაკუთრებს პირი ან იგი გადადის მის მფლობელობაში და მას ამ ქონების მიმართ უჩნდება განსაზღვრული უფლებამოსილება. ამ დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ე.ი. მესაკუთრის, მფლობელის ან მოსარგებლის ნებისაგან საწინააღმდეგო, მათი მფლობელობიდან ნივთის გასვლის შემდეგ, დამნაშავე უნდა ცდილობდეს მის მისაკუთრებას არამართლზომიერი გზით. თავად კი, უნდა აცნობიერებდეს, რომ ის სჩადის დანაშაულს. ამასთან, მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ მისი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის.

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ თ-------------ის მხრიდან სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის მიზანს წარმოადგენდა, სხვისი საბანკო რეკვიზიტების გამოყენების გზით, დაუფლებოდა სხვის ფულად თანხას.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულს წინასწარ ჰქონდა განზრახული ს--–----------–---ის საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით დაუფლებოდა სხვადასხვა ონლაინ სესხის გამცემი კომპანიების კუთვნილ ფულად თანხებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, თ-------------ემ დაარწმუნა მისი ახლო მეგობარი ს--–----------–---ი, რომ რუსეთში მყოფი მამიდისგან უნდა გადმორიცხვოდა გარკვეული თანხა, თუმცა ვინაიდან სურდა სოცილაური დახმარების მიღება, ს--–----------–---ს სთხოვა ბანკში გაყოლა მისი ანგარიშით სარგებლობის მიზნით. მას შემდეგ, რაც ს--–----------–---ი დათანხმდა მის თხოვნას, სს „თ----- ბანკში“ ყოფნისას, ბრალდებული დაეუფლა მის საბანკო ანგარიშის მონაცემებს, რის შემდეგაც განუცხადა, რომ თანხის ჩარიცხვა იმ დღეს ვერ ხერხდებოდა და საბანკო ანგარიშის ნომერს გამოიყენებდა მოგვიანებით, თანხის ანგარიშზე ჩასარიცხად, თუმცა დადგენილია, რომ თ-------------ის მიერ ს--–----------–---ის მონაცემები გამოყენებულ იქნა სხვადასხვა კომპანიებიდან ფულადი თანხის მოტყუებით დასაუფლებლად.

ის ფაქტი, რომ თ-------------ე ს--–----------–---ის საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კუთვნილ ფულად თანხებს, დასტურდება როგორც დაზარალებულების წარმომადგენლების და მოწმის ჩვენებებით, ისე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული საბანკო ამონაწერების დათვალიერების ოქმებით. კერძოდ, დაზარალებულის წარმომადგენლების: ი-----–--------------ს, დ-----------–---–ის, კ------------–--ის, გ---------------–---–ის, მ-------------ის, ნ------------–---–ის, ქ-----------–-–---–ის, ზ-------------–---–ის და დ---------------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2016 წლის 12 ივლისიდან - იმავე წლის 12 აგვისტოს ჩათვლით, ს--–----------–---ის საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით, გაფორმდა არაერთი ონლაინ სესხის ხელშეკრულება და ს--–----------–---ის ანგარიშის ნომერზე ჩარიცხულ იქნა სხვადასხვა ოდენობის თანხა, რაც დღემდე არ არის გადახდილი. დაზარალებულების წარმომადგენლების ჩვენებებით დადგენილია, რომ ს--–----------–---ის საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით, შპს „ტ-----სთან“ გაფორმდა ონლაინ სესხის ხელშეკრულება 1500 ლარზე; შპს „4--------თან“ - 200 ლარზე; შპს „კ---სთან“ - 250 ლარზე; შპს „ვ--------------სთან“ - 250 ლარზე; შპს „ო--–------------თან“ - 800 ლარზე; შპს „ფ-------–----------------------თან“ - 450 ლარზე; შპს „ქ--------------------სთან“ - 100 ლარზე; შპს „მ------სთან“ - 300 ლარზე, ხოლო შპს „ქ------------------------სთან“ - 250 ლარზე.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ყველა სესხის ხელშეკრულება გაფორმებულია ონლაინ რეჟიმში, რა დროსაც, როგორც დაზარალებულების წარმომადგენლების ჩვენებით დგინდება, არ ხდება სესხის მიმღები პირის ვიზუალური იდენტიფიცირება და სესხის გაცემა ხდება მხოლოდ ონლაინ განაცხადის შევსებისა და მსესხებლის ანგარიშიდან კომპანიის ანგარიშზე ერთი თეთრის გადარიცხვის შემდეგ.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე ს--–----------–---ის ჩვენების იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ სწორედ ბრალდებული თ-------------ეა ის პიროვნება, რომელსაც მისივე თხოვნით, რომ ელოდებოდა სოციალური დახმარების დანიშვნას და არ სურდა საკუთარ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დაფიქსირება, გადასცა მას საკუთარი საბანკო რეკვიზიტები, რითაც თ-------------ე, მისი თანხმობის გარეშე, მოტყუებით დაეუფლა სხვადასხვა ონლაინ სესხის გამცემი კომპანიების კუთვნილ ფულად თანხებს. მოწმის ჩვენებით, თ-------------ემ ს--–----------–---ს დაუდასტურა აღნიშნული კომპანიებიდან მისი საბანკო რეკვიზიტების გამოყენების გზით სესხის მიღების ფაქტი და დაჰპირდა მათ გადახდას, რაც არ შეუსრულებია.

ს--–----------–---ის სახელზე რეგისტრირებული სს „თ----- ბანკის“ ანგარიშის ნომერზე სესხის სახით აღებული ფულადი თანხის ჩარიცხვას და აღნიშნული თანხის თ-------------ის ანგარიშზე გადარიცხვის ფაქტს ასევე ადასტურებს საბანკო დაწესებულებებიდან ამოღებული დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის 12 ივლისს, შპს „ტ-----დან“ აღებული სესხის - 1500 ლარის ჩარიცხვა მოხდა ს--–----------–---ის ანგარიშზე. იმავე ანგარიშზე შპს „4--------იდან“ ჩარიცხულ იქნა სესხის თანხა 200 ლარის ოდენობით; 18 ივლისს, შპს “ფ-------–---------------------დან“ ჩაირიცხა 300 ლარი; 23 ივლისს, შპს „მ--------დან“ - 400 ლარი, 26 ივლისს, შპს „უ------ კ---დან“ - 250 ლარი; 27 ივლისს, შპს „ვ---------------იდან“ - 250 ლარი; 01 აგვისტოს, შპს „უ------დან“ - 800 ლარი; 03 აგვისტოს, შპს „ფ-------–---------------------დან“ - 450 ლარი; 10 აგვისტოს, შპს „ქ--------------------დან“ - 100 ლარი; იმავე დღეს შპს „მ------დან“ ჩაირიცხა 300 ლარი, ხოლო 12 აგვისტოს, შპს „ქ------------------------დან“ - 250 ლარი. აღნიშნული ამონაწერით ასევე დასტურდება, რომ ს--–----------–---ის ანგარიშზე სესხის სახით ჩარიცხული თანხა, სრული ოდენობით გადარიცხულ იქნა თ-------------ის ანგარიშზე. კერძოდ, 2016 წლის 12 ივლისს, ს--–----------–---ის ანგარიშიდან თ-------------ის ანგარიშზე გადარიცხულ იქნა 1495 ლარი; 23 ივლისს - 245 ლარი; 27 ივლისს - 800 ლარი და 450 ლარი; 05 აგვისტოს - 395 ლარი, ხოლო 18 ივლისს - 495 ლარი.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები პირდაპირ მიუთითებს თ-------------ის დანაშაულებრივ განზრახვაზე, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ს--–----------–---ის საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით დაუფლებოდა სხვის კუთვნილ ქონებას, რაც მის მიერ სისრულეში იქნა მოყვანილი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით.

საქმეზე წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ-------------ე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შპს „ტ-----ს“ 1500 ლარს; შპს „4--------ის“ 200 ლარს; შპს „კ---ს“ 250 ლარს; შპს „ვ--------------სის“ 250 ლარს; შპს „ო--–------------ის“ 800 ლარს; შპს „ფ-------–----------------------“ 450 ლარს; შპს „მ------ს“ 300 ლარს და შპს „ქ------------------------ს“ 250 ლარს. აღნიშნული თანხები, თითოეული დაზარალებულის შემთხვევაში აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი ზიანის ზღვრულ ოდენობას, რის გამოც სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თ-------------ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულებს: შპს „ტ-----ს“, შპს „4--------ს“, შპს „კ---ს“, შპს „ვ--------------სს“, შპს „ო--–------------ს“, შპს „ფ-------–----------------------“, შპს „მ------ს“ და შპს „ქ------------------------ს“ მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულ თ-------------ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (08 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულ თ-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს ნასამართლევი არ იყო, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს კი წარმოადგენს ის, რომ იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას და დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე. სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თ-------------ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (08 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში, დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;

თ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ტ-----ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

თ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „4--------ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

თ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „კ---ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

თ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ვ--------------სის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

თ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ო--–------------ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

თ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ფ-------–---------------------“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

თ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „მ------ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

თ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ქ------------------------ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თ-------------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ტ-----ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 04 (ოთხი) წლის ვადით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (07 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელები, თითოეული ეპიზოდისთვის - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, თ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

მსჯავრდებული თ-------------ე დაკავების შემთხვევაში შესახლებულ იქნეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით, ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

განაჩენი დაცვის მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით, მსჯავრდებულის დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე