გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.12.2018
საქმის ნომერი
080210018002525804
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210018002525804

N2/2216-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

28 ნოემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე – ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი - ია დვალიშვილი

 

მოსარჩელე - ო---- ჯ--–-ლეიშვილი;

წარმომადგენელი - ნ-----რ კ--–იანი;

 

მოპასუხე - რ------ტ ს----ძე (არ გამოცხადდა);

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. ო---- ჯ--–-ლეიშვილმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა შ--–-ა და რ------ტ ს----ძეების წინააღმდეგ, მათზე 18010 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით. სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული 2000 წლის 6 ნოემბერს. მოსარჩელის განმარტებით, მან 1996 წლის 4 აპრილს აღძრა სარჩელი მოპასუხე შ--–-ა ს----ძის წინააღმდეგ, მიყიდული ქონების საფასურის 6 800 000 მანეთის დასაკისრებლად. იმის გამო, რომ მოპასუხე მიიმალა, სასამართლო სხდომა არ ჩატარდა. როგორც აღმოჩნდა, 2000 წლის 12 მაისის განჩინებით სარჩელი დარჩა უმოძრაოდ, ბაჟის გადაუხდელობის გამო, ასევე ამ დროისათვის არ იყო დადგენილი 6800000 რუსული რუბლის ექვივალენტი ლარი. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობის თანახმად, 2000 წლის 1 მაისის მდგო----ეობით 6800000 მანეთი შეადგენს 18010 ლარს, რომლის დაკისრებასაც ითხოვს მოპასუხეებზე. მისი მოთხოვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს: 1994 წლის თებერვალში ფინანსური მდგო----ეობის გამო, მოპასუხე შ--–-ა ს----ძეს მიჰყიდა საძინებელი და „ზალის“ გარნიტური, ასევე მსუბუქი ავტომანქანა. გარიგება დაიდო ზეპირი ფორმით. ავტომანქანა გააფორმეს შ--–-ა ს----ძის შვილის, რ------ტ ს----ძის სახელზე, თუმცა მოპასუხეებმა შეთანხმებულ 15 დღიან ვადაში ვალი არ გადაიხადეს. მოპასუხეებს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო, გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ო---- ჯ--–-ლეიშვილის სარჩელი და მოპასუხეებს შ--–-ა და რ------ტ ს----ძეებს მის სასარგებლოდ დაეკისრათ 18010 ლარის გადახდა (იხ.ს.ფ.46.ტ1); ამავე სასამართლოს 2001 წლის 4 სექტემბრის განჩინებით შ--–-ა და რ------ტ ს----ძეების საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დატოვებული იქნა ძალაში (იხ.ს.ფ.71.ტ1); ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ--–-ა და რ------ტ ს----ძეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2001 წლის 4 სექტემბრის განჩინება. საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (იხ.ს.ფ.90.ტ1); საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 22 მარტის განჩინებით ო---- ჯ--–-ლეიშვილის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.(იხ.ს.ფ.116-117.ტ1);

3. 2015 წლის 09 ოქტომბერს ო---- ჯ--–-ლეიშვილმა განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2001 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემა. ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაბრუნების შემდეგ ო---- ჯ--–-ლეიშვილის სარჩელი არ განხილულა, 2015 წლის 3 ნოემბერის განჩინებით დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა.

4. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული რ------ტ ს----ძის განმარტებით, მისი მამა შ--–-ა ს----ძე გარდაიცვალა რუსეთში, მას სამკვდრო ქონება არ დარჩენია და არც მისი გარდაცვალების თარიღი ახსოვს. მოსარჩელემ ვერ შესძლო შ--–-ა ს----ძის გარდაცვალების თარიღის და უფლებამონაცვლის დადგენა, მისივე განმარტებით შ--–-ა ს----ძეს სამკვიდრო ქონება არ დარჩენია, შესაბამისად მის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა. მხარეებს სასამართლოს განჩინება შ--–-ა ს----ძის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში არ გაუსაჩივრებიათ.

5. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, განმარტა, რომ ავტომანქანა რომლის ღირებულება სარჩელის აღძვრის დროისათვის მოქმედი კურსით 10000 ლარის ექვივალენტი იყო, გადაფორმებული იქნა რ------ტ ს----ძის სახელზე, შესაბამისად, თანხის გადახდა სრულად უნდა დაეკისროს მას. მამა-შვილმა ასევე ერთად შეიძინეს სარჩელში მითითებული ავეჯი, რომლის ღირებულების ნახევარი 4005 ლარიც უნდა დაეკისროს რ------ტ ს----ძეს ო---- ჯ--–-ლეიშვილის სასარგებლოდ. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა რ------ტ ს----ძემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას ო---- ჯ--–-ლეიშვილისაგან არაფერი უყიდია, მოსარჩელემ ავტომანქანა გაატანა რუსეთში გასაყიდად, თუმცა არ ახსოვს არც შეთანხმების დრო და არც ავტომანქანის ღირებულება, გაყიდვის შედეგად აღებული თანხა მიღებული აქვს მოსარჩელეს.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ო---- ჯ--–-ლეიშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით ო---- ჯ--–-ლეიშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (იხ. ტ.2. ს.ფ.126-130; 206-216);

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ო---- ჯ--–-ლეიშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. (იხ. ტ.3. ს.ფ. 51-60);

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება და ო---- ჯ--–-ლეიშვილის სარჩელი განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. განჩინებაში მითითებულია, რომ არქივიდან გამოთხოვილი უნდა იქნას ო---- ჯ--–-ლეიშვილის მიერ 1996 წელს აღძრულ სარჩელთან დაკავშირებული მასალები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მათი მიღება შეუძლებელი იქნება, სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ხომ არ სურს მოსარჩელეს დაკარგული საქმის წარმოების აღდგენა, სსსკ 3511-3516-ე მუხლებიდან გამომდინარე. ასევე, საქმის ხელახლა განხილვისას, მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილების შედეგად მიღებული უნდა იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება და სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს რ------ტ ს----ძის განმარტება, რომლითაც იგი ადასტურებს ვალდებულების შესრულების ფაქტს. (იხ. ტ.3. ს.ფ.84-93);

9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელის განხილვის დროს, სასამართლო უწყება გაეგზავნა რ------ტ ს----ძეს, მაგრამ ვერ ჩაბარდა. სასამართლოს დავალებით უწყების ჩაბარება დაევალა პოლიციის მესამე განყოფილებას. 2018 წლის 28 აგვისტოს ოქმით ბინაზე გადამოწმების შესახებ, რ------ტ ს----ძე მისამართზე ქ. ქუთაისი ავტომშენებლის ქ. 7/42, აღარ ცხოვრობს. ბინის ამხანაგობის თავმჯდო----ის განმარტებით, მას ორ წელზე მეტია გაყიდული აქვს ბინა და სად იმყოფება ამჟამად უცნობია.

10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის განჩინებით სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივიდან გამოთხოვილი იქნა საქმის მასალები, წარმოებული ო---- ჯ--–-ლეიშვილის სარჩელის გამო, რ------ტ და შ--–-ა ს----ძეების მიმართ. არქივიდან მიღებული პასუხის თანახმად, ასეთი საქმე სარეგისტრაციო ჟურნალებში მითითებული არაა, ამასთან, გადმოგზავნილი იქნა განჩინების ასლი, მიღებული 1996 წლის 10 მაისს, შ--–-ა ს----ძის წინააღმდეგ ო---- ჯ--–-ლიშვილის მიერ აღძრული სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო. სასამართლო სხდომაზე, მიუხედავად შეთავაზებისა, მოსარჩელეს არ მოუთხოვია დაკარგული საქმის წარმოების აღდგენა, სსსკ 3511-3516-ე მუხლებიდან გამომდინარე.

 

11. 2018 წლის 1 ნოემბერს სასამართლომ მიიღო განჩინება საჯარო შეტყობინების შესახებ, რომლითაც რ------ტ ს----ძეს ეცნობა 2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომის დღის თაობაზე, იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის გაფორმებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება ზეპირი ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

მოსარჩელის განმარტებით მან ნასყიდობის ხელშეკრულება დადო მამა-შვილ რ------ტ და შ--–-ა ს----ძეებთან ავეჯის და ავტომანქანის თაობაზე, რისთვისაც მოპასუხეებს უნდა გადაეხადათ 6800000 რუბლი, რაც შეადგენს 18010 ლარს, მოპასუხეებმა პირობა არ შეასრულეს. მას შემდეგ რაც შ--–-ა ს----ძის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა, მოსარჩელე მხოლოდ რ------ტ ს----ძისაგან ითხოვს მისთვის მიყიდული ავტომანქანის და ავეჯის ღირებულების ნახევარის 4005 ლარის გადახდას.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ 1994 წელს, ერთის მხრივ ო---- ჯ--–-ლეიშვილს და მეორე მხრივ რ------ტ ს----ძეს შორის დაიდო ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე მამა-შვილმა რ------ტ და შ--–-ა ს----ძეებმა მოსარჩელისაგან შეიძინეს ავეჯი, სართო ჯამში შეძენილი ნივთების ღირებულება შეადგენდა 68000000 მანეთს, აღნიშნული გარემოება გამომდინარეობს, პირველ რიგში თავად რ------ტ ს----ძის მიერ სხდომაზე მიცემული განმარტებიდან, კერძოდ, 2016 წლის 13 ივლისის სასამართლო სხდომაზე, პაექრობის სტადიაზე მან არაერთხელ დაადასტურა, რომ ო---- ჯ--–-ლეიშვილმა გადასცა თავისი კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც გაასხვისა რუსეთის ფედერაციაში, მიღებული თანხა კი გამყიდველს, ო---- ჯ--–-ლეიშვილს მიუტანა. მისივე განმარტებიდან დასტურდება, რომ მოსარჩელე დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა მას ავტომანქანის ღირებულების გადახდას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

მოცემულ შემთხვევაში, რ------ტ ს----ძის განმარტება, რომ მან წაიყვანა ო---- ჯ--–-ლეიშვილის კუთვნილი ავტომანქანა და შემდგომ თანხაც მიუტანა ყოფილ მესაკუთრეს, წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად.

 

რაც შეეხება ავეჯის მიყიდვას, რ------ტ ს----ძე მიუთითებს, რომ მას არ შეუძენია მითითებული ნივთები, თუმცა ადასტურებს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას ო---- ჯ--–-ლეიშვილს და მისი ოჯახის წევრებს შორის. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 2016 წლის 13 ივლისი. ტ.2). თუმცა, ის გარემოება, რომ ავეჯის შეძენის თაობაზე გარიგება დადებული იყო მამა-შვილ შ--–-ა და რ------ტ ს----ძეებთან, დადასტურებულია, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ი---- ჯ--–-ლეიშვილის ჩვენებით (იხ.სასასამართლო სხდომის ოქმი 2018 წლის 13 ნოემბერი. ტ. 4).

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 2000 წლის 06 ივნისს გაცემული ცნობის მიხედვით, 1994 წლის თებერვალში 68000000 მანეთი, მანეთის და ლარის ინფლაციის გათვალიწინებით 2000 წლის 1 მაისის მდგო----ეობით შეადგენდა 18010 ლარს (იხ.ს.ფ. 8. ტ1).

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ განმარტა, რომ მან ავტომანქანის გაყიდვის შემდეგ მიღებული თანხა გადასცა ო---- ჯ--–-ლეიშვილს, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არაა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მოპასუხე რ------ტ ს----ძეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ ო---- ჯ--–-ლეიშვილსათვის თანხის გადახდა, ასეთ ვითარებაში, მხოლოდ ახსნა-განმარტება, რომელსაც უარყოფს მეორე მხარე, არაა საკმარისი სადავო გარემოების დასადასტურებლად.

 

ამდენად, ვინაიდან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს ო---- ჯ--–-ლიშვილისათვის მისგან შეძენილი მოძრავი ნივთების ღირებულება არ გადაუხდია, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილა, მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს რ------ტ ს----ძეს, დავის საგნის ღირებულების (14005 ლარი) 3% ოდენობით, რაც შეადგენს 420.15 ლარს.

 

სარეზოლუციო ნაწილი.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ო---- ჯ--–-ლეიშვილის სარჩელი რ------ტ ს----ძის მიმართ დაკმაყოფილდეს.

2. რ------ტ ს----ძეს ო---- ჯ--–-ლეიშვილის სასარგებლოდ დაეკისროს 14005 ლარის გადახდა.

3. რ------ტ ს----ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 420.15 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე