განაჩენი

სისხლის სამართლის 06.11.2018
საქმის ნომერი
330100118002367782
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თბილისი 6 ნოემბერი, 2018 წელი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ვ----–----------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ლ------------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------, დაბადებული 1----–-–----------------ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული და მცხოვრები ქ-----––---–-------------–---–-------------ში.

 

ადვოკატები - შ--–--------------ე და ი-–----–----ა

 

თარჯიმანი - ს------------–---–ი

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა. 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ლ------------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის „------ მოდელის ნომერგადაშლილი პისტოლეტი, რომლის ლულაც კუსტარულადაა შეცვლილი 9X18მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად, კუსტარული წესით დამზადებული მაყუჩი, რომელიც გათვალისწინებულია ხსენებული მაკაროვის კონსტრუქციის „------ მოდელის პისტოლეტისათვის და რვა ცალი ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა.

 

1.2. 2018 წლის 17 თებერვალს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ-------–--–------------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს ქ. თბილისის პ---–-–--------------------------------------------------–--- თანამშრომლების მიერ ჩატარებულ იქნა გ------------------ის მფლობელობაში არსებული „ნისანის“ (სახელმწიფო ნომრით -----------) მარკის ავტომანქანის ჩხრეკა, რის შედაგად ამოღებულ იქნა ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც ლ------------------ი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

 

2. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

2.1. მოწმე დ-----------–-–---–მა განმარტა, რომ იგი არის ქ.თბილისის პ---–-–--------------------- დ--------------------------–-------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელი. 2018 წლის თებერვალში, საღამოს საათებში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თ---–--–------------------–-------ის მიმდებარედ, ო-------------ასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო გ------------------ის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. ს-----------–-----მა ჩაატარა ლ------------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ასევე არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. რის შემდეგ, ს-----------–-----მა ჩაატარა გ------------------ის კუთვნილი ვერცხლისფერი ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც მან დაინახა, რომ უკანა სავარძლიდან ამოღებული იქნა იარაღი, რომელიც მოთავსებული იყო პოლიეთილენის პარკში მანდარინთან ერთად. ლ------------------ი ადგილზევე დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდა სომხური ენის თარჯიმანი.

 

2.2. მოწმე ო-------------ამ განმარტა, რომ იგი არის ქ.თბილისის პ---–-–--------------------- დ--------------------------–-------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელი. 2018 წლის 17 თებერვალს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თ---–--–------------------–-------ის მიმდებარედ გ------------------ესთან ერთად, რომელიც იყო ტაქსის მძღოლი, იმყოფებოდა ლ------------------ი, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი. მან, დ-----------–-–---–თან ერთად, ჩაატარა გ------------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. ს-----------–-----მა და ი-----–--------ამ ჩაატარეს ლ------------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ, რის შემდეგ ამავე პირებმა ჩაატარეს გ------------------ის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც უკანა სავარძლიდან ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩთან ერთად, რომელიც მოთავსებული იყო პოლიეთილენის პარკში მანდარინებთან ერთად. ავტომანქანა იყო მარჯვენასაჭიანი, ლ------------------ი იჯდა მანქანის მარცხენა მხარეს და პოლიეთილენის პარკი იყო მოთავსებული მის უკან, სავარძელზე.

 

2.3. მოწმე ს-----------–-----მა განმარტა, რომ იგი არის ქ.თბილისის პ---–-–--------------------- დ--------------------------–-------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელი. 2018 წლის 17 თებერვალს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ლ------------------ს, რომელიც იმყოფებოდა გ------------------ის ავტომანქანაში, უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. თ---–--–------------------–-------ის მიმდებარედ მან, ი-----–--------ასთან და პ---–---------–---–თან ერთად ჩაატარა ლ------------------ის პირადი ჩხრეკა, რა როსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ აღმოაჩნდა. მან, ამავე პირების მონაწილეობით ჩაატარა გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს რამდენიმე მობილური ტელეფონი, ასევე ავტომანქანის უკანა სავარძლიდან ამოიღეს პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მანდარინები და ცალკე პარკში მოთავსებული მაკაროვის მოდელის იარაღისმაგვარი საგანი და ასევე ცალკე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მაყუჩი. ავტომანქანის საბარგულიდან ასევე ამოიღეს ასანთის კოლოფი, რომელიც გადახვეული იყო წებოვანი ლენტით და მასში მოთავსებული იყო 75 ცალი სიმ-ბარათი. ლ------------------მა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებს ხელი არ მოაწერა. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდა სომხური ენის თარჯიმანი. გ------------------ემ კი შენიშვნის სახით განმარტა, რომ მისი ავტომანქანიდან ამოღებული საგნები ეკუთვნოდა მის მგზავრ - ლ------------------ს.

 

2.4. მოწმე ი-----–--------ამ განმარტა, რომ იგი არის ქ.თბილისის პ---–-–--------------------- დ--------------------------–-------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელი. 2018 წლის 17 თებერვალს, თ---–--–------------------–-------ის მიმდებარედ, ს-----------–-----თან ერთად, მან მონაწილეობა მიიღო ლ------------------ის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. ლ------------------ი იჯდა გ------ა მ----------- ავტომანქანაში. ავტომანქანა იყო მარჯვენასაჭიანი, საჭესთან იჯდა გ------------------ე, რომლის გვერდით იჯდა ლ------------------ი. პირადი ჩხრეკის შემდეგ, ჩატარდა გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანიდან ამოიღეს სამი მობილური ტელეფონი, ასევე ავტომანქანის უკანა სავარძლიდან ამოიღეს პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მანდარინები და ცალკე პარკში გადახვეული მაკაროვის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და 8 ვაზნით და მაყუჩი. ავტომანქანის საბარგულიდან ასევე ამოიღეს 75 ცალი სიმ-ბარათი. გ------------------ემ განუცხადა, რომ მისი ავტომანქანიდან ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა ლ------------------ს. ლ------------------ი ადგილზე დააკავეს.

 

2.5. მოწმე პ---–---------–---–მა განმარტა, რომ იგი არის ქ.თბილისის პ---–-–--------------------- დ--------------------------–-------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელი. 2018 წლის 17 თებერვალს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად თ---–--–------------------–-------ის მიმდებარედ, ავტომანქანაში ლ------------------ს თან უნდა ჰქონოდა იარაღი, ს-----------–-----თან და ი-----–--------ასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ლ------------------ის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. ასევე ჩატარდა ტაქსის მძღოლის - გ------------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. მან ასევე მიიღო მონაწილეობა გ------------------ის კუთვნილი მარჯვენასაჭიანი ,,ნისანის“ მარკის ავტომანქანის (ტაქსის) ჩხრეკაში, სადაც მძღოლის გვერდით, მარცხენა მხარეს იჯდა ლ------------------ი, რომლის შედეგად ამოიღეს მობილური ტელეფონები, უამრავი სიმ-ბარათი და ავტომანქანის უკანა სავარძლიდან ასევე ამოიღეს პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მანდარინები. პოლიეთილენის პარკის გახსნისას აღმოჩნდა ცალკე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ,,მაკაროვის“ მოდელის მსგავსი იარაღი და ასევე ცალკე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მაყუჩი, რაზეც მძღოლმა - გ------------------ემ განმარტა, რომ ამოღებული ნივთები, გარდა ერთი მობილური ტელეფონისა, ეკუთვნოდა ლ------------------ს. გ------------------ემ დაადასტურა, რომ მანდარინიანი პარკი მას არ ეკუთვნოდა, იგი მანქანაში ლ-------------------მა მოათავსა. ლ------------------ი ადგილზე დააკავეს.

 

2.6. მოწმე გ------------------ემ განმარტა, რომ დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე გაიცნო ლ------------------ი. იგი ფლობდა ,,ნისანის“ მარკის ავტომანქანას, რომელიც არის მარჯვენასაჭიანი. 2018 წლის 17 თებერვალს იგი იყო სახლში, წ--------ის დასახლებაში, რა დროსაც მას დაუკავშირდა ლ------------------ი და სთხოვა მისი ავტომანქანით ს--------- საზღვარზე წაეყვანა. დ------------- გადასახვევთან შეხვდა ლ------------------ს და წაიყვანა იგი ს--------- საზღვრისკენ. არც მას და არც ლ-----ს ბარგი არ ჰქონიათ. საზღვართან, ლ------------------ი ვიღაცასთან შეხვედრას ელოდა, მაგრამ რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ ისევ თბილისში დაბრუნდნენ, ისე რომ არავის შეხვედრია. ამასობაში რესტორანში შევიდნენ, რათა საჭმელი მიერთვათ. გზაში, ისინი რამდენიმეჯერ შეჩერდნენ და გადასვლისას ავტომანქანა ღიად დატოვეს, რადგან საკეტი იყო დაზიანებული. იგი მარტოც გადავიდა მანქანიდან კოკა-კოლას საყიდლად. მათ სულ 3-4 საათი გაატარეს ერთად. მანქანაში იგი იჯდა საჭესთან, მანქანის მარჯვენა მხარეს, ლ------------------ი იჯდა მის გვერდით, მარცხენა მხარეს. მგზავრობისას მათთან ერთად არავის უმგზავრია. თ---–--–------------------–-------ის მიმდებარედ გააჩერა მანქანა შუქნიშანზე, რა დროსაც პოლიციელებმა გადაიყვანეს იგი ავტომანქანიდან, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მას არაფერი აღმოაჩნდა, რის შემდეგ გაჩხრიკეს მისი ავტომანქანა, რა დროსაც უკანა სავარძლიდან ამოიღეს მანდარინიანი პარკი, მასში მოთავსებული ,,მაკაროვის“ სისტემის იარაღით, ვაზნებით და მაყუჩით, რომელიც რამეში იყო თუ არა გახვეული, არ ახსოვს. მან პოლიციელებს განუმარტა, რომ სახლში ინახავდა ლ------------------ის მიერ გადაცემულ სხვადასხვა მოწყობილობებს, რაც მოგვიანებით ამოიღეს მისი ბინიდან.

 

მოწმის განმარტებით, მანდარინიანი პარკი მის მანქანაში მას შემდეგ შეამჩნიეს, რაც ის და ლ------------------ი რესტორნიდან გამოვიდნენ და ლ------------------ი მანქანაში წყალს ეძებდა. მანდარიანიანი პარკი მისი არ იყო. მანქანაში ვინ ჩადო, მისთვის უცნობია. მანდარინი მიირთვეს, ქერქები კი შიგ ჩაყარეს. როდესაც იგი კოკა-კოლას შესაძენად გადავიდა მანქანიდან, მანდარინის ქერქები გადაყარა. მას მანდარინიან პარკში იარაღი არ შეუნიშნავს.

 

2.7. ბრალდებულმა ლ------------------მა განმარტა, რომ 2018 წლის 17 თებერვალს დილით იგი ა---––---დან ჩამოვიდა თბილისში. ქალაქის შესასვლელში შეხვდა გ------------------ეს და გაემგზავრნენ ს--------- საზღვარზე, სადაც უნდა შეხვედროდა მეგობარს, რომელსაც უნდა დახმარებოდა საყოფაცხოვრებო ქიმიის შეძენაში. სანამ მეგობარს ელოდებოდა, მან და გ------ამ რესტორანში მიირთვეს ყავა, მოგვიანებით სხვა რესტორანში საჭმელიც მიირთვეს. ამასობაში მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ ვეღარ ჩამოვიდოდა. დაბრუნდნენ თბილისში. გზად, ის და გ------ა შეჩერდნენ ჯიხურთან, შეიძინეს კოკა-კოლა და გზა განაგრძეს. მანქანით მგზავრობისას მან გ------ას ჰკითხა წყალი ხომ არ ჰქონდა, მიიხედ-მოიხედა და დაინახა მანდარინიანი პარკი. გ------ას გაუკვირდა, ალბათ კლიენტს დარჩაო. მან მანდარინი მიირთვა, ქერქები უკანვე ჩაყარა პარკში. ჯიხურთან რომ შეჩერდნენ ქერქები გადაყარა, თუმცა მანდარინი პარკში ისევ დარჩა. ის და გ------ა სამჯერ გადავიდნენ მანქანიდან, რა დროსაც მანქანა არ იკეტებოდა. თბილისის შემოსასვლელში, შუქნიშანთან ისინი შეაჩერეს უცნობებმა და ტელეფონი წაართვეს და სხვა მანქანაში ჩასვეს. 30-40 წუთში მას უთხრეს, რომ ტაქსში მისი პისტოლეტი აღმოაჩინეს. მან უთხრა, რომ შოუ დადგეს, რადგან მანქანაში მას არაფერი ჰქონია. მანქანიდან ამოღებული სიმ-ბარათები მას ეკუთვნოდა, რადგან ა---––---ში აქვს პატარა მაღაზია, სადაც ტურისტები ხშირად კითხულობდნენ სიმ-ბარათებს.

 

ბრალდებულის განმარტებით იგი არის ნაციონალური მოძრაობის წევრი, რის გამოც სდევნიან. იგი წარსულში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის არის ნასამართლევი.

 

2.8. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის (17.02.2018) მიხედვით, 2018 წლის 17 თებერვალს 20:30-21:20 საათზე, თ---–--–------------------–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა გ------------------ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა ნისანის (სახელმწიფო ნომრით W--------) ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის უკანა სავარძელზე ოდნავ მარცხნივ, ნანახი იქნა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ეყარა მანდარინი და მანდარინის ქვეშ იდო, ასევე პოლიეთილენის პარკში შეხვეული მაკაროვის მსგავსი ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგანი (წაშლილი ნომრით და გვერდით წარწერით „------ და 1----- ) ერთი მჭიდით და რვა ვაზნით. ასევე მასთან ერთად იდო იარაღის ლითონის მაყუჩი, რაც ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკებთან ერთად. ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებული იქნა ასანთის კოლოფი, რომელშიც შეხვეული იყო წებოვენი ლენტით, მასში მოთავსებული 75 ცალი სიმბარათით.

 

2.9. ს----------–----–-------------------------–----------------------------- ექსპერტის N----- დასკვნით (19.02.2018), გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტი მჭიდით არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის „------ მოდელის ნომერგადაშლილი პისტოლეტი. იგი ქარხნულად გათვალისწინებული იყო 19X17მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად, თუმცა ლულა კუსტარულადაა შეცვლილი 19X18მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად. მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

 

გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული მაყუჩი დამზადებულია ქარხნული წესით და გათვალისწინებულია ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი მაკაროვის კონსტრუქციის „------ მოდელის პისტოლეტისათვის. მაყუჩი მორგებული იქნა პისტოლეტის ლულაზე და მოხდენილი იქნა ექსპერიმენტული გასროლები.

 

გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული რვა ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის, სტეჩკინის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის და სხვა. მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

 

2.10. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ-------------–---–მა.

 

2.11. ს----------–----–---------------–--------–---------------------------- წერილის (19.02.2018) მიხედვით, შ---------------–--------–-----------------------------------------–----–-------- კომპიუტერული ბაზის მონაცემებით ლ------------------ის (პ--------------) სახელზე, არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ ირიცხება.

 

2.12. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- ექსპერტის N--------- დასკვნით (16.03.2018) გენეტიკური კვლევით და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ პისტოლეტის ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ამავე იარაღის მეტალის ნაწილებსა და ლულაში ჩამაგრებულ დეტალებზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და ლ------------------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ მაყუჩზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და ლ------------------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

2.13. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ-----------–-----ემ.

 

2.14. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- ექსპერტის N--------- დასკვნით (10.05.2018) გენეტიკური კვლევის შედეგად ექსპერტის N--------- დასკვნაში შერეულ გენეტიკურ პროფილებში გ------------------ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

 

2.15. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ-----------–-----ემ.

 

2.16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

2.17. დაცვის მხარის პოზიციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ლ------------------ის მიერ დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან ა) დაკითხულმა პოლიციელებმა განაცხადეს, რომ მანდარინის პარკიდან ამოღებული იარაღი გადახვეული ან შეკრული არ ყოფილა და შესაძლოა ბრალდებულის გენეტიკური მასალა იარაღზე მოხვედრილიყო მაშინ, როდესაც ლ------------------ი მიირთმევდა იარაღიან პარკში მოთავსებულ მანდარინს. ექსპერტმა შ-----------–-----ემ დაცვის მხარის შეკითხვაზე მიუთითა, რომ თუ პირი მანდარინს ჭამს და ქერქს აყრის იარაღს, შესაძლოა მისი გენეტიკური მასალა გადავიდეს იარაღზე და მაყუჩზეო. ბ) მოწმის სახით დაკითხულმა გ------------------ემ არ დაადასტურა მის ავტომანქანაში აღმოჩენილი იარაღის და საბრძოლო მასალის ლ------------------ისთვის კუთვნილება. ლ-----------------ის და გ------------------ის განმარტებით, ავტომანქანა, საიდანაც იარაღი ამოიღეს, არ იკეტებოდა და შესაძლებელია მათი არყოფნისას იარაღიანი პარკი იქ სხვა პირს მოეთავსებინა. ამასთან, დაცვის მხარემ ხაზი გაუსვა ბრალდებულის კავშირს ოპოზიციურ პარტიასთან, რაც მათი აზრით გახდა საფუძველი ლ------------------ის სისხლისსამართლებრივი დევნისა.

 

2.18. სასამართლო, დაცვის მხარის პირველ არგუმენტს ორ ნაწილად დაყოფს - 1) ნამდვილად განაცხადეს თუ არა დაკითხულმა პოლიციელებმა, რომ ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული იარაღი ცალკე არ ყოფილა მოთავსებული და 2) სწორედ ამ კითხვაზე პასუხის მიღების შემდეგ გააანალიზებს სასამართლო იმ საკითხს, რამდენად იყო შესაძლებელი დაცვის მხარისმიერვე შემოთავაზებული მოცემულობით (მანდარინის ქერქების იარაღიან პარკში ჩაყრით) იარაღზე და მაყუჩზე ბრალდებულის გენეტიკური მასალის გადასვლა.

 

2.19. სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღებით შეაფასა სასამართლოში დაკითხული პოლიციელების ჩვენებები, რადგან მიაჩნია, რომ პოლიციელების ჩვენებები არ არის პრეზუმფცია და მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირწონე არგუმენტების შეფასების გარეშე. სასამართლო იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებას მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, სადაც სასამართლომ შენიშნა, რომ ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებიდან აშკარად ჩანდა, რომ ისინი დაეყრდნენ, ძირითადად, ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს. შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ განმცხადებლის ჩვენება მის მიმართ არააუცილებელი და არათანაბარზომიერი ძალის გამოყენებაზე იყო სანდო, ვინაიდან ეს ჩვენება ასახავდა პირად აზრს და ბრალდებულის მიერ პოლიციელების დადანაშაულებას წარმოადგენდა. თუმცა იმავდროულად, ეროვნული სასამართლოებისათვის მისაღები იყო პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ისე, რომ ამასთან დაკავშირებით დამაჯერებელი დასაბუთება არ მოუყვანიათ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ პოლიციელთა ჩვენებები, ასევე შესაძლოა, რომ სუბიექტური ყოფილიყო და, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა მათი მხრიდან ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ასევე უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან გამოძიებას უნდა დაედგინა, იყვნენ თუ არა პოლიციელები არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებლები (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Mikiashvili v. Georgia, განაცხადი no. 18996/06, 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება §82). ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, განსაკუთრებით კრიტიკულად შეისწავლა იმ პოლიცილთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკაში, ასევე იმ პოლიციელების ჩვენებები ვინც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა უშუალოდ ავტომანქანის ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიუღიათ და ამხელდნენ ლ------------------ს დანაშაულის ჩადენაში. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე ან კეთილსინდისიერად ცდება ან ცდილობს ფაქტების არასწორად ინტერპრეტაციას, როდესაც აცხადებს, რომ დაკითხულმა პოლიციელებმა დაადასტურეს, რომ მანდარინის პარკიდან ამოღებული იარაღი გადახვეული ან შეკრული არ ყოფილა. სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოში დაიკითხა სამი პოლიციელი - ს-----------–-----ი, ი-----–--------ა და პ---–---------–---–ი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკაში, ასევე ორი პოლიციელი - დ-----------–-–---–ი და ო-------------ა, ვინც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა უშუალოდ ავტომანქანის ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მათ ავტომანქანის ჩხრეკამდე ჩაატარეს გ------------------ის პირადი ჩხრეკა. ამდენად, ამ ხუთი პოლიციელი მოწმის ჩვენებების შეფასებისას, გასათვალისწინებელია მათი საგამოძიებო მოქმედებასთან (ავტომანქანის ჩხრეკა) შემხებლობის ხარისხი, რაც საბოლოო ჯამში გავლენას იქონიებს მათი ჩვენებების მტკიცებულებით ძალაზე. მოწმე დ-----------–-–---–მა დაადასტურა, რომ დაინახა, გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას, უკანა სავარძლიდან ამოღებული იარაღი, რომელიც მოთავსებული იყო პოლიეთილენის პარკში მანდარინთან ერთად. მოწმე ო-------------ამ დაადასტურა, რომ დაინახა გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას უკანა სავარძლიდან ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩთან ერთად, რომელიც მოთავსებული იყო პოლიეთილენის პარკში მანდარინებთან ერთად. სასამართლო განმარტავს, რომ თუკი დაცვის მხარე ამ მოწმეებზე მიუთითებდა, დ-----------–-–---–ს და ო-------------ას გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკაში უშუალოდ მონაწილეობა არ მიუღიათ და მათ მიერ დანახული ზოგადი ფაქტი, რომ ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული იქნა მანდარინებიან პარკში მოთავსებული იარაღი, სასამართლოსთვის საყურადღებოა მტკიცებულებების ერთობლიობის ჭრილში ფაქტისა თუ მოვლენის არსებობა/არარსებობის და საბოლოო ჯამში პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დასადგენად. სასამართლო მიუთითებს, რომ არ შეიძლება მტკიცებულებას მიენიჭოს იმაზე მეტი ძალა, ვიდრე ამას მისი შინაარსი და მოცულობა განაპირობებს. ამდენად, არ შეიძლება იმ პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც ხედავდნენ ავტომანქანის ჩხრეკას და რეალურად ავსებენ (არ ეწინააღმდეგებიან) ჩხრეკის ჩამტარებელი პირების ჩვენებებს, შეფასდეს ამოგლეჯილად, კონტექსტის გათვალისწინების გარეშე და რაც მთავარია იმ ძირითადი მტკიცებულებებისგან მოწყვეტით, რომლებსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მოწმე ს-----------–-----მა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ავტომანქანის ჩხრეკაში დაადასტურა, რომ ავტომანქანის უკანა სავარძლიდან ამოიღეს პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მანდარინები და ცალკე პარკში მოთავსებული მაკაროვის მოდელის იარაღისმაგვარი საგანი და ასევე ცალკე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მაყუჩი. მოწმე ი-----–--------ამ, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ავტომანქანის ჩხრეკაში დაადასტურა, რომ უკანა სავარძლიდან ამოიღეს პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მანდარინები, რომელშიც ცალკე პარკში გადახვეული მაკაროვის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდით და 8 ვაზნით და ასევე მაყუჩი. მოწმე პ---–---------–---–მა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ავტომანქანის ჩხრეკაში, დაადასტურა, რომ ავტომანქანის უკანა სავარძლიდან ასევე ამოიღეს პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მანდარინები, რომლის გახსნისას აღმოაჩნდა ცალკე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მაკაროვის მოდელის მსგავსი იარაღი და ასევე ცალკე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მაყუჩი, რაზეც მძღოლმა - გ------------------ემ განმარტა, რომ ამოღებული ნივთები, გარდა ერთი მობილური ტელეფონისა, ეკუთვნოდა ლ------------------ს. გ------------------ემ დაადასტურა, რომ მანდარინიანი პარკი მას არ ეკუთვნოდა, იგი მანქანაში ლ-------------------მა მოათავსა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საგამოძიებო მოქმედებიდან, მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია დრო და არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებს არ ახსოვდეთ საქმისთვის უმნიშვნელო დეტალები და იმის განურჩევლად მნიშვნელოვანია ეს დეტალები თუ არა. თუმცა, მიუხედავად ამისა, დაკითხული მოწმეები საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირები (საიდან იქნა ამოღებული მანდარინიანი პარკი და რა იყო მასში მოთავსებული) იძლევიან თანმიმდევრულ და დეტალურ ჩვენებებს. პირიქით, ყველა მოწმის მიერ ყველა დეტალის ზედმიწევნით აღდგენა და გადმოცემა უფრო მეტად საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას. ამდენად, სასამართლომ შეაფასა პოლიციელთა ჩვენებები და მიაჩნია, რომ უმნიშვნელო განსხვავებები, რაც წინააღმდეგობაში არ არის ერთმანეთთან, არამედ უფრო ავსებს ერთი-მეორეს, ვერ დაუკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობას. ამასთან, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით ასევე უტყუარად არის დადასტურებული, რომ ავტომანქანის უკანა სავარძლიდან ამოიღეს პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ეყარა მანდარინი და მანდარინის ქვეშ იდო, ასევე პოლიეთილენის პარკში შეხვეული მაკაროვის მსგავსი ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგანი ერთი მჭიდით და რვა ვაზნით. ასევე მასთან ერთად იდო იარაღის ლითონის მაყუჩი, რაც ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკებთან ერთად.

 

2.20. ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ მანდარინიან პარკში ცეცხლსასროლი იარაღი და მაყუჩი მოთავსებული იყო ცალკე პოლიეთილენის პარკში, მანდარინისგან განცალკევებით.

 

2.21. ამდენად, ზემოაღნიშნული დასკვნის გათვალისწინებით, რითაც ცალსახად გამოირიცხა იარაღის და მანდარინის ერთ თავისუფალ სივრცეში არსებობა, ასევე გამოირიცხა დაცვის მხარის ვარაუდი იარაღსა და მაყუჩზე ლ------------------ის გენეტიკური მასალის მანდარინის ქერქთან ერთად მოთავსების შედეგად შესაძლო გადასვლის თაობაზე. რაც შეეხება ექსპერტის განმარტებას, სასამართლო მიუთითებს, რომ შეკითხვა იყო ზოგადი, კონკრეტული მოცემულობის შემთხვევაში (იარაღის და მანდარინის ერთ პარკში მოთავსების შემთხვევაში) შესაძლებელი იყო თუ არა საგანზე გენეტიკური მასალის გადასვლა, თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს მოცემულობა არ დადასტურებულა და შესაბამისად ექსპერტისთვის დასმული ზოგადი (ჰიპოთეტიური) შეკითხვა და პასუხი, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისთვის არარელევანტურია. ამასთან, სასამართლოს სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- ექსპერტის N--------- დასკვნით (16.03.2018) უტყუარად არის დადასტურებული ლ------------------ის სწორედ მაჟორული (ძირითადი) წილის არსებობა, პისტოლეტის ტარზე, მეტალის ნაწილებსა და ლულაში ჩამაგრებულ დეტალებზე, ასევე მაყუჩზე, რაც ცალსახად მიუთითებს იარაღთან ლ------------------ის უშუალო და ინტენსიურ შემხებლობაზე. ამასთან, საყურადღებოა, რომ ლ------------------ის და გ------------------ის ჩვენებების მიხედვით, მათ მანდარინი მიირთვეს და ქერქები პარკში ჩაყარეს, რამაც, დაცვის მხარის ვერსიით, განაპირობა სწორედ ლ------------------ის გენეტიკური მასალის გადასვლა იარაღსა და მაყუჩზე, თუმცა ჩატარებული გენეტიკური კვლევით, ცალსახად გამოირიცხა გ------------------ის გენეტიკური თანამონაწილეობა (თუნდაც მინორული წილი) იმავე საგნებზე, სადაც დადასტურებულია ლ------------------ის გენეტიკური მასალის არსებობა.

 

2.22. სასამართლოს სურს აღნიშნოს კონკრეტული მტკიცებულების მაღალი სტანდარტი, რაც სისხლის სამართლის საქმეში ენიჭება "დნმ"-ის (გენეტიკური პროფილის) კვალის არსებობას და ამ მტკიცებულების წონას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საყურადღებო იყო ის ფაქტი, რომ ბრალდებულის "დნმ" არ იყო აღმოჩენილი დაზარალებულისგან ამოღებულ ძირითად ნივთმტკიცებაზე. ეს იყო ის გარემოება, რომლის საფუძველზედაც ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება არ იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის ბრალდებულის ბრალეულობის დასადგენად. აღნიშნულის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ბრალდებულმა ვერ ისარგებლა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, როგორც ეს გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Vronchenko v. Estonia no. 59632/09 2013 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება §19, 64 და 66). ამდენად, თვალნათელია, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო "დნმ"-ის მტკიცებულებას პირის ბრალეულობის დასაბუთებისთვის. "დნმ"-ის ექსპერტიზით დადგენილი მონაცემები გაცილებით უტყუარია და ითვლება უალტერნატივო საშუალებად დანაშაულის ჩამდენი პირის დასადგენად.

 

ბ) ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტი, რომ გ------------------ის ავტომანქანიდან ამოღებული იარაღი, ვაზნები და მაყუჩი ეკუთვნოდა სწორედ ლ------------------ს, რაც იმთავითვე გამორიცხავს დაცვის მხარის ვარაუდს იმის თაობაზე, რომ მანდარინიანი პარკი, რომელშიც იარაღი იყო მოთავსებული, შესაძლოა იქ ვინმე სხვა პირს მოეთავსებინა, რადგან გ------------------ის ავტომანქანა არ იკეტებოდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ------------------ემ, რომლის ავტომანქანაშიც აღმოჩენილი იქნა კანონსაწინააღმდეგო ნივთები, დაადასტურა, რომ ეს ნივთები მას არ ეკუთვნოდა, მასზე ნამდვილად არ აღმოჩნდა მისი გენეტიკური კვალი და მისთვის უცნობია, თუ საიდან აღმოჩნდა ეს ნივთები მის ავტომანქანაში. შესაბამისად, ამ ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც კი, მოწმის ჩვენებით არ გამოირიცხა ამ კანონსაწინააღმდეგო ნივთების ლ-----------------ისთვის კუთვნილება, შესაბამისად, სასამართლო დაცვის მხარის ამ არგუმენტზე სიღრმისეულად აღარ იმსჯელებს, რადგან მიაჩნია, რომ განაჩენის სამოტივაციო ნაწილში არსებული მსჯელობით, უტყუარად დასტურდება ამოღებული იარაღის ლ------------------ისთვის კუთვნილება და ცალსახად გამოირიცხა გ------------------ის ავტომანქანაში იარაღის უცხო პირის მიერ უჩუმრად მოთავსების ვერსია. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეს გასდევს პოლიტიკური ელფერი, სასამართლო იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური და სასამართლო პროცესები არის ფუნდამენტურად განსხვავებული, სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება უნდა დააფუძნოს მტკიცებულებებზე სამართლებრივ კონტექსტში და შეფასებისას გაითვალისწინოს ინდივიდუალური საქმის რელევანტური და სპეციფიკური ფაქტობრივი გარემოებები. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Merabishvili v. Georgia, § 103). სწორედ ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებითაც, იმ დროს, როდესაც დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი დევნა უკავშირდება მის კავშირს ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიასთან, სასამართლოს უჩნდება ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ ასეთი არგუმენტის დასახელების დროს, სასამართლოში წარმოდგენილი იქნებოდა ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, მაშინ როდესაც ლ------------------ის კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებისთვის ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა არაერთი უტყუარი მტკიცებულება. ამდენად, დაცვის მხარის მინიშნება ბრალდებულის პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე, მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ საფუძველს.

 

2.23. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ დეტალურად შეისწავლა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ასევე ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.24. ს----------–----–-------------------------–----------------------------- ექსპერტის N----- დასკვნით (19.02.2018), უტყუარად არის დადგენილი, რომ გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტი მჭიდით არის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, მაყუჩი გათვალისწინებულია სწორედ ამავე მანქანიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის და გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული რვა ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

 

2.25. ს----------–----–---------------–--------–---------------------------- წერილით (19.02.2018) უტყუარად არის დადასტურებული, რომ ლ------------------ის სახელზე, არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ ირიცხება.

 

2.26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1.-1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 17 თებერვალს მოქმედი რედაქციით) კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით(2018 წლის 17 თებერვალს მოქმედი რედაქციით) კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება.

 

3.3. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა - საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის), საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული იარაღი/საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა, საბრძოლო მასალათა, ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ მოწყობილობათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. რაც შეეხება იარაღის უკანონო ტარებას, აღნიშნულში იგულისხმება იარაღთან ერთად გადაადგილება, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს. ტარება შეიძლება განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, ავტომანქანით, რომლითაც დამნაშავე მოძრაობდა და სხვა.

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ” 2003 წლის 8 მაისის საქართველოს კანონის დარღვევით, არაუფლებამოსილი პირის მიერ მათ დაუფლებას - ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ნაჩუქარის მიღებას, მემკვიდრეობით გადაცემას და სხვა. მართლსაწინააღმდეგო შენახვა კი - იმ პირის მიერ, ვისაც ამ საგნების შენახვის კანონიერი უფლება არ გააჩნია, მათთვის ადგილსამყოფელის მიჩენას, მაგალითად სახლში, სარდაფში, ფარეხში, მანქანაში, მიწაში და სხვა.

 

3.5. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, უტყუარად არის დადასტურებული, რომ ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ლ------------------ის პისტოლეტი, მჭიდით, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ასევე რვა ვაზნა, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. ასევე დადასტურებულია, რომ ლ------------------ს მათი შეძენა/შენახვის უფლება მინიჭებული არ ჰქონია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

3.6. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ უტყუარად არის დადასტურებული, რომ ლ------------------ი, ქუჩაში, ტაქსით გადაადგილებისას თან ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, რომლის ტარების უფლება მას კანონიერად მინიჭებული არ ჰქონია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

3.7. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლ------------------მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და ამავე მუხლის მე-3 ნაწილებით (2018 წლის 17 თებერვალს მოქმედი რედაქციით), რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 სასამართლო, აღნიშნავს, რომ ლ------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დადგენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2018 წლის 17 თებერვალს მოქმედი რედაქციით), რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ლ------------------ს სასჯელის სახით ითვალისწინებს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (2018 წლის 17 თებერვალს მოქმედი რედაქციით) - ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

5.4. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ლ------------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ხერხს, კერძოდ მის ოსტატურად შენიღბულ ხასიათს, რაც საზოგადოებრივად მომეტებული საფრთხის მატარებელია. ამასთან, ლ------------------ი ა---––---ს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნაკლებად მძიმე დანაშაული) და დანაშაულის ჩადენის დროს 2018 წლის 17 თებერვალს მისი ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა. ამდენად, სახეზეა დანაშაულის რეციდივი, რომლის გათვალისწინებით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამდენად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ლ------------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი - ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, ვაზნები და მაყუჩი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს ს----------–----–---–-------------------------–---; მობილური ტელეფონები, სიმბარათები, ელექტრონული მოწყობილობები, სამუხტი საშუალებებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს; ხოლო ნერწყვის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 17 თებერვალს მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 17 თებერვალს მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

2. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 თებერვლიდან.

 

3. გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:

 

ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, ვაზნები და მაყუჩი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს ს----------–----–---–-------------------------–---.

 

მობილური ტელეფონები, სიმბარათები, ელექტრონული მოწყობილობები, სამუხტი საშუალებებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ნერწყვის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე