განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002470784
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/286-18 13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი: მ-----------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული პ-------–---------------------------------–-------–-–-------------–--------------–----------–------------------------------------–-------–--------------–------–-------------------------------------------------–--------
2.1.1 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი
2.1.2 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
I. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
2017 წლის 2-------------ს, დაახლოებთ 12:00 საათზე, ხ-----------------------–------–- პა------------მ, იმ მოტივით, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, ე----------------- არ წასულიყო სამსახურში, ამ უკანასკნელს ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, ხოლო შემდეგ ესროლა სკამი, რაც მოხვდა ხელზე, რის შედეგადაც ე-----------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა ბრალდებულ პა------------ს მიერ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
3.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მ----------–----------ს ჩვენების თანახმად, ბრალდებული და დაზარალებული ვერ უგებდნენ ერთმანეთს, რის გამოც გაშორდნენ. დაზარალებული მივიდა მასთან, განერვიულებული იყო, რადგან ბრალდებულთან უჩხუბია. დაზარალებული იძულებული იყო, წამოსულიყო სახლიდან. დაზარალებულმა უთხრა, სკამი მესროლაო ბრალდებულმა. ფიზიკური ძალადობა იმდენად არ იყო, მაგრამ იყო სიტყვიერი. ბევრჯერ იყო ასეთი, მაგრამ მერე გამოსწორებულა ბრალდებული. მერე ისევ მოხდებოდა და ასე გრძელდებოდა. დაზარალებული პოლონეთში წავიდა ნოემბერში, რადგან არ უნდოდა ბრალდებულთან შეხვედრა. ბრალდებული დადიოდა მათთან და ეკითხებოდა, თუ სად იყო დაზარალებული, მაგრამ არ ეუბნებოდა. თავად ბრალდებულს უჭერდა მხარს, რათა ოჯახი არ დანგრეულიყო. ბრალდებულმა ტელეფონიდან დაურეკა, ჰკითხა, სად არისო დაზარალებული? უთხრა, დავაშავე, შანსი მომცესო კიდევ. მაპატიეო,– ამბობდა როცა მოდიოდა. მერე შერიგდნენ 2017 წლის აგვისტოს 26-ში, მერე ისევ ვერ გაუგეს ერთმანეთს. ამის მერე მივიდა დაზარალებული მასთან, ბრალდებული არ მიატოვებსო ჩხუბს, კინკლაობას, ცემაზე იმდენად არ უთქვამს. დაზარალებულს თავს არ დავანებებო, ამბობდა ბრალდებული. მოვკლავო არ უთქვამს ბრალდებულს, მე თუ არ ვიცოცხლე, თქვენი შვილი როგორ იცოცხლებსო,– თქვა, მოგკლავო,– არ უთქვამს.
მოწმე მ-----–-----------ს ჩვენების თანახმად, დაზარალებულის გადმოცემით იცის, რომ კონფლიქტი ჰქონდა ბრალდებულთან.
მოწმე გ---------ს ჩვენების თანახმად, ბრალდებული მივიდა მის სამსახურში ბაზრის ტერიტორიაზე ე---------სთან, შერიგებას ითხოვდა. დაზარალებული არ შეურიგდა. ამჟამად დაზარალებული იქ არ მუშაობს. დაზარალებული საზღვარგარეთ წავიდა.
მოწმე ლ-------–--–--ს ჩვენების თანახმად, ბრალდებული მაღაზიაში დადიოდა მათთან. ბრალდებული იყო მისული და მ----------–----------ს უთხრა, შენ შვილთან შერიგება მინდაო. მ----------–----------მ უთხრა, დაანებეო ჩემს შვილს თავი. მეორედაც იმავე მიზეზით მივიდა ბრალდებული. დაზარალებული იქ მუშაობდა, მაგრამ ბრალდებულის გამო მიატოვა, საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ, ბრალდებულთან არ მინდაო ცხოვრება. ბრალდებული ე-----------------სთან რეკავდა და მ----------–---------- ეუბნებოდა, არ დარეკოო.
მოწმე მ---------------ს ჩვენების თანახმად, დაზარალებულისგან იცის, რომ ბრალდებული ცუდად ექცეოდა, შეურაცხყოფას აყენებდა, ფიზიკურადაც. ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, დაზარალებული წავიდა საზღვარგარეთ. შერიგდნენ ბრალდებული და დაზარალებული, მაგრამ იქნებ თავი დამანებოსო და წავიდა საზღვარგარეთ. ბრალდებულს შერიგება უნდოდა, მაგრამ დაზარალებული არ ურიგდებოდა. ბრალდებული ურეკავდა, ხვდებოდა, რაც დაზარალებულს არ უნდოდა. დაზარალებულს უთქვამს, მეშინიაო ბრალდებულის, საქართველოში მოსვლის მერე ისევ მირეკავსო ბრალდებული და პოლიციას მიმართა.
მოწმე გ----------ს ჩვენების თანახმად, მასთან არ უთქვამს ბრალდებულს, თავს არ ვიცოცხლებ და არც დაზარალებულს ვაცოცხლებო.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდოამზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადგენილია, რომ ბრალდებული პა------------ და ე----------------- ყოფილი მეუღლეები.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება ძალადობაში. ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა წერილობითი მტკიცებულებები და სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნენ მოწმეები, თუმცა ძალადობის ირგვლივ არც ერთი პირდაპირი მოწმე სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულებაც, რაც დაადასტურებდა ან მიანიშნებდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულ ე-----------------ს მიმართ ძალადობის განხორციელებას.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცებულებით სტანდარტს - იმას, თუ რა ოდენობით და რა ხარისხის მტკიცებულებებია აუცილებელი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, კონსტიტუციით დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად რაოდენობრივი სტანდარტი - მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობა და ხარისხობრივი სტანდარტი - მტკიცებულებების უტყუარობა. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულის მიერ დაზარალებულ ე-----------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე არ აკმაყოფილებს კონსტიტუციის მიერ დადგენილ რაოდენობრივ სტანდარტს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშეთავსებად, სარწმუნო, ობიექტურ, უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
3.2. რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.
სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, რის გამოც არარელევანტურია შედეგსა და მიზეზობრივ კავშირზე მსჯელობა.
4.სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. ქმედების ობიექტური შემადგენლობა, განსახილველ შემთხვევაში გამოიხატება, მოქმედებაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ძალადობის ჩადენას და დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
II. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის
1. წარდგენილი ბრალდების არსი
1995 წლის დეკემბრის თვეში ე-----------------მ და პა------------მ იქორწინეს და იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2008 წლის 12 ნოემბერს ისინი განქორწინდნენ, რაც პა------------სთვის არ აღმოჩნდა მისაღები, რის შემდეგაც იგი განუწყვეტლივ ახორციელებდა ე-----------------ს ადევნებას.
კერძოდ, 2017 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეში სისტემატურად, პირადად მიდიოდა ე-----------------ს სამუშაო ადგილას ქ. ზუგდიდში, ემუქრებოდა მას მობილური ტელეფონის მეშვეობით და პირადად, რომ ფიზიკურად გაანადგურებდა, რის გამოც ამ უკანასკნელს ეზღუდებოდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება.
პა------------ ე-----------------ს აიძულებდა მასთან ურთიერთობას და სისტემატურად იგი სოციალური ქსელის საშუალებითა და მობილური ტელეფონის გამოყენებით ე-----------------ს მიმართ ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, ამყოფებდა მუდმივ სტრესსა და შიშში, უქმნიდა იმის განცდას, რომ მუდმივად მის მიმართ ეწეოდა უკანონო თვალთვალსა და ადევნებას. ე-----------------ს არაერთჯერადი განმარტებისა, რომ თავი დაენებებინა პა------------ს მისთვის, იგი კვლავ აგრძელებდა ე-----------------ს მიმართ სისტემატურ უკანონო თვალთვალს და მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონითა და ელექტრონული საშუალების გამოყენებით, რამაც მასში გამოიწვია ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნულმა გარემოებებმა ე-----------------ს მნიშვნელოვანი შეფერხება შეუქმნა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობის მიღებაში, რამაც განაპირობა მისი ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა. კერძოდ: აღნიშნულის გამო ე----------------- იძულებული გახდა, თავი დაენებებინა სამსახურისთვის, დაეტოვებინა საქართველოს საზღვარი და წასულიყო უცხოეთში პა------------სთვის თავის არიდების მიზნით და ასევე უარი ეთქვა მის პირად და სამსახურებრივი საქმიანობაზე მისი ნების შესაბამისად.
ყოველივე ზემოთნახსენებმა გარემოებებმა - განცდილმა სისტემატურმა შეურაცხყოფამ, დამცირებამ და მუქარამ შექმნა ე-----------------ს მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა ბრალდებულ პა------------ს მიერ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
3.1. პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული საშუალებით, რომელიც ხორციელდება სისტემატიურად
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მ----------–----------ს ჩვენების თანახმად, ბრალდებული და დაზარალებული ვერ უგებდნენ ერთმანეთს, რის გამოც გაშორდნენ. დაზარალებული მივიდა მასთან, განერვიულებული იყო, რადგან ბრალდებულთან უჩხუბია. დაზარალებული იძულებული იყო, წამოსულიყო სახლიდან. დაზარალებულმა უთხრა, სკამი მესროლაო ბრალდებულმა. ფიზიკური ძალადობა იმდენად არ იყო, მაგრამ იყო სიტყვიერი. ბევრჯერ იყო ასეთი, მაგრამ მერე გამოსწორებულა ბრალდებული. მერე ისევ მოხდებოდა და ასე გრძელდებოდა. დაზარალებული პოლონეთში წავიდა ნოემბერში, რადგან არ უნდოდა ბრალდებულთან შეხვედრა. ბრალდებული დადიოდა მათთან და ეკითხებოდა, თუ სად იყო დაზარალებული, მაგრამ არ ეუბნებოდა. თავად ბრალდებულს უჭერდა მხარს, რათა ოჯახი არ დანგრეულიყო. ბრალდებულმა ტელეფონიდან დაურეკა, ჰკითხა, სად არისო დაზარალებული? უთხრა, დავაშავე, შანსი მომცესო კიდევ. მაპატიეო,– ამბობდა როცა მოდიოდა. მერე შერიგდნენ 2017 წლის აგვისტოს 26-ში, მერე ისევ ვერ გაუგეს ერთმანეთს. ამის მერე მივიდა დაზარალებული მასთან, ბრალდებული არ მიატოვებსო ჩხუბს, კინკლაობას, ცემაზე იმდენად არ უთქვამს. დაზარალებულს თავს არ დავანებებო, ამბობდა ბრალდებული. მოვკლავო არ უთქვამს ბრალდებულს, მე თუ არ ვიცოცხლე, თქვენი შვილი როგორ იცოცხლებსო,– თქვა, მოგკლავო,– არ უთქვამს.
მოწმე მ-----–-----------ს ჩვენების თანახმად, დაზარალებულის გადმოცემით იცის, რომ კონფლიქტი ჰქონდა ბრალდებულთან.
მოწმე გ---------ს ჩვენების თანახმად, ბრალდებული მივიდა მის სამსახურში ბაზრის ტერიტორიაზე ე---------სთან, შერიგებას ითხოვდა. დაზარალებული არ შეურიგდა. ამჟამად დაზარალებული იქ არ მუშაობს. დაზარალებული საზღვარგარეთ წავიდა.
მოწმე ლ-------–--–--ს ჩვენების თანახმად, ბრალდებული მაღაზიაში დადიოდა მათთან. ბრალდებული იყო მისული და მ----------–----------ს უთხრა, შენ შვილთან შერიგება მინდაო. მ----------–----------მ უთხრა, დაანებეო ჩემს შვილს თავი. მეორედაც იმავე მიზეზით მივიდა ბრალდებული. დაზარალებული იქ მუშაობდა, მაგრამ ბრალდებულის გამო მიატოვა, საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ, ბრალდებულთან არ მინდაო ცხოვრება. ბრალდებული ე-----------------სთან რეკავდა და მ----------–---------- ეუბნებოდა, არ დარეკოო.
მოწმე მ---------------ს ჩვენების თანახმად, დაზარალებულისგან იცის, რომ ბრალდებული ცუდად ექცეოდა, შეურაცხყოფას აყენებდა, ფიზიკურადაც. ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, დაზარალებული წავიდა საზღვარგარეთ. შერიგდნენ ბრალდებული და დაზარალებული, მაგრამ იქნებ თავი დამანებოსო და წავიდა საზღვარგარეთ. ბრალდებულს შერიგება უნდოდა, მაგრამ დაზარალებული არ ურიგდებოდა. ბრალდებული ურეკავდა, ხვდებოდა, რაც დაზარალებულს არ უნდოდა. დაზარალებულს უთქვამს, მეშინიაო ბრალდებულის, საქართველოში მოსვლის მერე ისევ მირეკავსო ბრალდებული და პოლიციას მიმართა.
მოწმე გ----------ს ჩვენების თანახმად, მასთან არ უთქვამს ბრალდებულს, თავს არ ვიცოცხლებ და არც დაზარალებულს ვაცოცხლებო.
სსკ-ის 1511-ე მუხლის შემადგენლობა მატერიალურია. დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ ქმედებათაგან ერთ-ერთის განხორციელება და მის მიერ ამავე მუხლში ჩამოთვლილ შედეგთაგან ერთ-ერთის გამოწვევა. პა------------ს ბრალად წარდგენილი აქვს პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება.
თვალთვალი ნიშნავს პირის საქმიაობის, გადაადგილებისათვის თვალ-ყურის დევნას, მისი ქმედებების, მის მიერ მონახულებული ადგილებისა და შეხვედრილი ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას; უკანონო თვალთვალი - აღნიშნულის განხორციელებას კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ე.ი. პირის სურვილის საწინააღმდეგოდ ან არაუფლებამოსილი პირის მიერ, ამისათვის უფლებამოსილი ორგანოს ნებართვის გარეშე.
ტელეფონი გულისხმობს შორს ხმის მიწვდენის ტექნიკურ საშუალებას, რომლის დანიშნულებაა ხმოვანი ინფორმაციის შორ მანძილზე გადაცემა და მიღება; ელექტრონული საშუალებები - ნებისმიერ მექანიზმს, რომელიც იძლევა საშუალებას, ელექტროენერგიის გამოყენებით გარკვეული მოქმედებები განხორციელდეს, მათ შორის, მოხდეს ინფორმაციის განთავსება, მიღება, გაცვლა, კომუნიკაციის დამყარება და სხვა. თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე შექმნილია ელექტრონული საშუალებები, რომელთა მეშვეობით ადამიანები ამყარებენ კომუნიკაციას ერთმანეთთან. კომუნიკაცია გულისხმობს მოკლევადიან ან გრძელვადიან ურთიერთობას, ინფორმაციის, ემოციების გადაცემას.
ტელეფონით, ტექნიკური საშუალებით კომუნიკაცია ნიშნავს ხმოვანი ან ტექსტური ფორმით ურთიერთობის დამყარებას, ინფორმაციის მიწოდებას, ემოციის გაზიარებას. ტელეფონით, ტექნიკური საშუალებებით არასასურველი კომუნიკაცია გულისხმობს ზემოთ აღწერილი სახის კომუნიკაციას პირთან იმ ვითარებაში, როცა მას არ სურს ეს.
აქვე უნდა განიმარტოს, რომ სისტემატური ნიშნავს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქმედებების განხორციელებას ინტენსიურად, განმეორებითობის გარკვეული ხარისხით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ მოწმეების ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებული ხშირად აკითხავდა დაზარალებულს მის სამუშაო ადგილას, ხშირად ურეკავდა დაზარალებულსა და მის დედას, ასევე დადგენილია, რომ დაზარალებულს არ სურდა ბრალდებულთან საუბარი და ეუბნებოდა, თავი დაენებებინა მისთვის. ამდენად დადგენილია, რომ პა------------ პირადად სისტემატიურად უკანონოდ ამყარებდა დაზარალებულთან მისთვის არასასურველ კომუნიკაციას პირადად ნახვის სახით, დაზარალებულის დედის მეშვეობით და ასევე მობილური ტელეფონის მეშვეობით, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა არ მიუთითებს ბრალდებულის მიერ დაზარალებულის თვალთვალზე. პირიქით, ირკვევა, რომ ბრალდებული დაზარალებულს არ უთვალთვალებდა, რადგან ხშირად, როცა ის მიდიოდა დაზარალებულის სამუშაო ადგილზე, ის იქ არ ხვდებოდა. ამდენად, უკანონო თვალთვალი უნდა ამოირიცხოს წარდგენილი ბრალდებიდან ისევე, როგორც ელექტრონული საშუალებებით კომუნიკაციის დამყარება, ვინაიდან ტელეფონის გარდა სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ბრალდებულის კომუნიკაცია დაზარალებულთან საქმის მასალებით არ იკვეთება. ამდენად, გამოიკვეთა კომუნიკაციის მხოლოდ 2 საშუალება – პირადი შეხვედრები და მობილური ტელეფონის საშუალებით კომუნიკაცია.
3.2. იწვევს ძალადობის განხორციელების საფუძვლიან შიშს,რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვან შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მ----------–----------ს ჩვენების თანახმად, დაზარალებული პოლონეთში წავიდა ნოემბერში, რადგან არ უნდოდა ბრალდებულთან შეხვედრა. დავაშავე, შანსი მომცესო დაზარალებულმა, მაპატიეო,– ამბობდა ბრალდებული როცა მოდიოდა. დაზარალებულს თავს არ დავანებებო, ამბობდა ბრალდებული. მოვკლავო არ უთქვამს ბრალდებულს, მე თუ არ ვიცოცხლე, თქვენი შვილი როგორ იცოცხლებსო,– თქვა, მოვკლავო,– არ უთქვამს.
მოწმე ლ-------–--–--ს ჩვენების თანახმად, დაზარალებული მუშაობდა, მაგრამ ბრალდებულის გამო მიატოვა, საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ, ბრალდებულთან არ მინდაო ცხოვრება.
მოწმე მ---------------ს ჩვენების თანახმად, იქნებ თავი დამანებოსო ბრალდებულმა და წავიდა საზღვარგარეთ დაზარალებული. დაზარალებულს უთქვამს, მეშინიაო ბრალდებულის, საქართველოში მოსვლის მერე ისევ მირეკავსო ბრალდებული და პოლიციას მიმართა.
მოწმე გ----------ს ჩვენების თანახმად, მასთან არ უთქვამს ბრალდებულს, თავს არ ვიცოცხლებ და არც დაზარალებულს ვაცოცხლებო.
მართალია, სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები და გამოკვლეულ იქნა წერილობითი მტკიცებულებები, თუმცა ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი კანონის დაცვით მოპოვებული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დაადასტურებდა დაზარალებულში ბრალდებულის მხრიდან ძალადობის შიშის გაჩენას. პირიქით, მტკიცებულებების ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მუქარის საპირისპიროდ უთითებს ასეთი მუქარის არარსებობას, რის გამოც დაზარალებულს ძალადობის შიშის საფუძველი არ ჰქონდა. ამდენად, მართალია, დაზარალებული საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ ბრალდებულისგან თავის დაღწევის მიზნით, თუმცა ეს გარემოება არ მიუთითებს იმაზე, რომ დაზარალებულს შეეშინდა ბრალდებულის მხრიდან მისი მისამართით ძალადობის განხორციელებისა, არამედ მიუთითებს იმაზე, რომ არ სურდა ბრალდებულთან ერთად ცხოვრების გაგრძელება და მის მომაბეზრებელ გაუთავებელ მობოდიშებებს და დაბრუნების თხოვნას გაექცა საზღვარგარეთ. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება დაზარალებულის შიში ბრალდებულის მხრიდან ძალადობის განხორციელებისა.
რაც შეეხება ცხოვრების წესის შეცვლის რეალურ საჭიროებას, ის უნდა გამომდინარეობდეს ძალადობის შიშისაგან, ხოლო სხვა მიზეზებით ცხოვრების წესის შეცვლა არ იძლევა სადავო ნორმის შემადგენლობას. ვინაიდან ძალადობის შიშის არსებობა არ დადასტურდა, თავისთავად შეუძლებელია ამ მიზეზით ცხოვრების წესის შეცვლაზე საუბარი. მართალია, დაზარალებული ბრალდებულის გამო საზღვარგარეთ წავიდა, რაც უკავშირდება ცხოვრების წესის მნიშვნელოვან ცვლილებას, თუმცა ამის მიზეზი არ ყოფილა ძალადობის შიში, რის გამოც აღნიშნული გარემოება განსახილველი საქმის ფარგლებში არარელევანტური ხდება.
3.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ განხორციელებულ ქმედებას, თუმცა, იმ პირობებში, როცა ბრალდებულის მიერ დანაშაულის შემადგენლობის განხორციელება არ დასტურდება, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი სტატუსის გარკვევა არარელევანტურია.
4. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ უკანონო თვალთვალს, არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონის, ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
ქმედების ობიექტური შემადგენლობა, განსახილველ შემთხვევაში გამოიხატება, მოქმედებაში, დამდგარ შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების განხორციელებას, რის გამოც ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
5. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქმეზე ნივთმტკიცებად დართულია მობილური ტელეფონი. სსსკ–ის 81–ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ამდენად, საქმეზე დართული ნივთი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3 მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული პა------------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
პა------------სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ პა------------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცება - მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია