განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002683723
საქმეN 1-951/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13.12.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და-----------ძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ნო---–----ძე
მამის სახელი: მი----–-
დაბადებული: 0--11.1987 წელი
პირადი ნომერი: 6---------8
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–--ი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ. სამტრედია, წე------–--------------
ადვოკატი - ნო----------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 214–ე მუხლის პირველი ნაწილი.
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N092160918001
1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1. სასამართლომ დაადგინა:
ნო---–----ძემ თავისი დის ჯე------–-----ის ორგანიზებით, 2018 წლის 16 სექტემბერს საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ს-----ში’’ , საბაჟო კონტოლისაგან მალულად, ტანთმოსილი სამალავით გადმოიტანა დიდი ოდენობით - 6140, 98 ლარის საბაჟო ღირებულების 1508,24 გრამი ვერცხლის და 7,62 გრამი ოქროს ნაკეთობები.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ბრალდებულმა ნო---–----ძე წარდგენილი ბრალდებაში თავს სრულად ცნობს დამნაშავედ, საქმის განხილვისას განმარტა, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტოლისაგან მალულად, სამალავით გადმოიტანა დიდი ოდენობით ვერცხლისა და ოქროს ნაკეთობები, რასაც ინანიებს და ითხოვს პატიებას;
2.2. ნო---–----ძის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულ ნო---–----ძის მიერ ბრალის აღიარებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ოპერატიული თანამშრომლების პატაკი, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ს-----ის’’ 2018 წლის 16 სექტემბრის წერილი და თანდართული დოკუმენტები, მათ შორის მგზავრთა დათვალიერების ოქმები, ფოტოილუსტრაცია, დავ---------–------------------------------------------------------------------ის, ნო---–----ძის, ვი----–---------–-–ის, ჯე------–-----ის, ნი----–-----ის გამოკითხვის ოქმები, დათვალიერების ოქმები და საზღვრის კვეთის ამსახველი მონაცემები, შუამდგომლობა ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ამოღების შესახებ, მოსამართლის განჩინება ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ამოღების შესახებ, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ამოღების ოქმი და ინფორმაციათა ერთობლიობა;
2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ნო---–----ძის სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
2.6. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
2.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
2.8. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
2.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
2.5 სასამართლო, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი უდავო მტკიცებულებებით (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ოპერატიული თანამშრომლების პატაკი, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ს-----ის’’ 2018 წლის 16 სექტემბრის წერილი და თანდართული დოკუმენტები, მათ შორის მგზავრთა დათვალიერების ოქმები, ფოტოილუსტრაცია, დავ---------–------------------------------------------------------------------ის, ნო---–----ძის, ვი----–---------–-–ის, ჯე------–-----ის, ნი----–-----ის გამოკითხვის ოქმები, დათვალიერების ოქმები და საზღვრის კვეთის ამსახველი მონაცემები, შუამდგომლობა ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ამოღების შესახებ, მოსამართლის განჩინება ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ამოღების შესახებ, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ამოღების ოქმი და ინფორმაციათა ერთობლიობა) - დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ნო---–----ძემ ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლისაგან მამულად და სამალავით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა საბაჟო კონტროლისაგან მალულად. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, სამალავით შემოტანილი ნივთისათვის დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს 5 000 ლარს.
საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია სახელმწიფოს ეკონომიკური, ფინანსური, კულტურული, ეკოლოგიური და სხვა სახის ინტერესები (მაგ: საზოგადოებრივი უშიშროება, მოსახლეობის ჯანმრთელობა და ა.შ.) ზ/აღნიშნული დანაშული ზიანს აყენებს პირველ რიგში სახელმწიფოს ეკონომიკურ, ფინანსურ ინტერესებს, ასევე შესაძლებელია არსებობდეს დანაშაულის დამატებითი უშუალო ობიექტები, რომელთაც შესაძლოა მიადგეთ ზიანი. რაც შეეხება დანაშაულის საგნებს, მათი დაყოფა შესაძლებელია ორ ჯგუფად: 1. თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში მყოფი საგნები, რომელთა გადატანა-გადმოტანა ეკონომიკურ საზღვარზე დასჯადია, თუკი ეს ხდება არალეგალური ხერხებით 2. საგნები, რომლებიც ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. დანაშაულებრივი ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, ე.ი. პირს, შეგნებული აქვს, რომ წესების დარღვევით გადაადგილებსდიდი ოდენობით ნივთებს ეკონომიკურ საზღვარზე და სურს ეს, მოტივსა და მიზანს კი ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლი არის ბლანკეტური ნორმა, შესაბამისად, არსებობს ნორმატიული აქტები, რომლიც უშუალოდ აწესრიგებენ თუ რა უნდა იქნეს შემოტანილი ან გატანილი საბაჟო საზღვარზე, რა წესების დაცვით, რა დოკუმენტები უნდა იქნეს შევსებული და ზოგადად რა სამართლებრივი გზა უნდა გაიაროს ნებისმიერმა ნივთმა - საქონელმა, რომელიც ექვემდებარება დეკლარირებას. ასევე ნორმატიულ აქტებში განსაზღვრულია საქონლის სახეობა და ოდენობა, რაც ექვემდებარება საბაჟო კონტროლს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლში დეტალურად არის გაწერილი ის სასაქონლო ოპერაციები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილება, კერძოდ, ზ/აღნიშნული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის გაფორმებისას გამოიყენება შემდეგი სასაქონლო ოპერაციები: იმპორტი; ექსპორტი; რეექსპორტი; ტრანზიტი; საწყობი; თავისუფალი ზონა; დროებითი შემოტანა; შიდა გადამუშავება; გარე გადამუშავება. საქონლის გაფორმებისას ხორციელდება დეკლარირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტრანზიტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით გადაადგილდეს სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე, საბაჟო კონტროლის ქვეშ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დეკლარანტი ან/და საქონლის გადამზიდველი ვალდებულია საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად და მისი თანმხლები დოკუმენტები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №290 ბრძანებაში დეტალურად არის გაწერილი ყველა ის სამართლებრივი პროცედურა, რაც უკავშირდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასა და გაფორმებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმებით, აგრეთვე სგპ „ს-----ის“ ვიდეო ჩანაწერით უტყუარად დასტურდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2018 წლის 16 სექტემბერს ნო---–----ძემ სგპ „ს-----ის“ გავლით თურქეთიდან გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
ნო---–----ძემ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას საბაჟო კონტოლისაგან მალულად, ტანთმოსილი სამალავით გადმოიტანა დიდი ოდენობით - 6140, 98 ლარის საბაჟო ღირებულების 1508,24 გრამი ვერცხლის და 7,62 გრამი ოქროს ნაკეთობები.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ ცნეს, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
3.4. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების, შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
3.5. სასამართლო ბრალდებულ ნო---–----ძის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და თითოეული მტკიცებულების ერთობლიობაში შეაფასებით სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ნო---–----ძის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ელემენტები სახეზეა;
3.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.7. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნო---–----ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლისაგან მამულად და სამალავით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული ადასტურებს და აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ნო---–----ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავეების პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ნო---–----ძეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედებები არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადექვატური რეაგირება. ბრალდებულის ნო---–----ძის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთათვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს, მოცემული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ასევე სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულის ნო---–----ძის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დაადასტურა, რომ ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას.
იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ნო---–----ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ყავს ორი მცირეწლოვანი შვილის და რაიმე დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია, - სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ნო---–----ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა, რადგან ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით არ არის მიზანშეწონილი გამოყენებული იქნეს მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით; ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობები; სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით ჯარიმის განსაზღვრული ოდენობა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
6. ნივთიერი მტკიცებულების ბედი:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს:
ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის საგანს წარმოადგენს ამოღებული ვერცხლის ნაკეთობები წონით 1508.24 გრამი და ოქროს ნაკეთობები წონით 7,62 გრამი - გადაეცეს უსასყიდლოდ სახელმწიფოს.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს ზ/აღნიშნული ნივთების საპროცესო კონფისკაცია.
ასევე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი სგპ ,,ს-----ის’’ სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეო მასალა და მებაჟე ოფიცრებისა და ჯე------–-----ის, ნი----–-----ის, ნო---–----ძის და ვი----–---------–-–ის კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო მასალა, გადაღებული მებაჟე-ოფიცრების სამხრე კამერების მიერ, რომელიც ჩაწერილია ორ ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთო საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 191-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული ნო---–----ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
მსჯავრდებულ ნო---–----ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-52-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა და ამოღებული სხვადასხვა დასახელების ვერცხლის ნაკეთობები - წონით 1508.24 გრამი და ოქროს ნაკეთობები წონით 7,62 გრამი - გადაეცეს უსასყიდლოდ სახელმწიფოს.
ნივთიერი მტკიცებულება: მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი სგპ ,,ს-----ის’’ სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეო მასალა და მებაჟე ოფიცრებისა და ჯე------–-----ის, ნი----–-----ის, ნო---–----ძის და ვი----–---------–-–ის კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო მასალა, გადაღებული მებაჟე-ოფიცრების სამხრე კამერების მიერ, რომელიც ჩაწერილია ორ ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს მოცემულ საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს, სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე