გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#35---------------7
საქმე №2-179-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
04 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე
მოსარჩელე - სს ,,ლი------------ი’’
წარმომადგენელი - ნი------------ა
მოპასუხეები - ია------------–---–ი, ალ----------------–---–ი, რო------------–--ლი
დავის საგანი - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს: ალ----------------–---–ს, ია------------–---–სა და რო------------–--ლს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4024.70 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2620.59 ლარი, პროცენტი - 604.11 ლარი, პირგასამტეხლო - 800 ლარი;
1.2. მოპასუხეებს: ალ----------------–---–ს, ია------------–---–სა და რო------------–--ლს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 60.38 ლარის ოდენობით;
1.3. მოპასუხეებს: ალ----------------–---–ს, ია------------–---–სა და რო------------–--ლს მოსარჩელე სს ,,ლი------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელების მოპასუხეებისათვის ჩაბარების მიზნით გაღებული ფოსტის ხარჯის ანაზღაურება - 54 ლარის ოდენობით;
სარჩელის მიხედვით, 2--- წლის 30 ოქტომბერს სს „ლი------------სა“ და ალ----------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №00--/2---/16---, რომლის თანახმად ალ----------------–---–ზე გაიცა საბანკო კრედიტი 5450 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: წლიური საპროცენტო სარგებელი - 18%, პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის - 0.5 %, ვადა - 60 თვე. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, 2--- წლის 30 ოქტომბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №00--/2---/16----1 სს „ლი------------სა“ და ია------------–---–ს შორის და ხელშეკრულება №00--/2---/16----2 სს „ლი------------სა“ და რო------------–--ლს შორის. აღნიშნული ხელშეკრულებებით მათ იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა თავდები პირების პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 16 607.30 ლარი. სს ,,ლი------------მა’’ შეასრულა თავისი ვალდებულება და გასცა კრედიტი, მოპასუხემ კი დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატება იმაში, რომ მან ვერ გადაიხადა კრედიტის თანხა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რის გამოც მსესხებელი იმყოფება ვადაგადაცილებაში და სს ,,ლი------------ი’’-ს მიმართ სესხზე №00--/2---/16--- ერიცხება დავალიანება 5060.04 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს - სოლიდარულად დაეკისროთ მოპასუხეებს: ალ----------------–---–ს, ია------------–---–ს და რო------------–--ლს №00--/2---/16--- სესხზე არსებული დავალიანების - 4024.70 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ალ----------------–---–ს სს ,,ლი------------ი’’-ს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადდა.
2.2. მოპასუხე ია------------–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ იგი აღიარებს ვალდებულებას, თუმცა სს ,,ლი------------ი’’-ს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ზედმეტად მაღალია და ეწინააღმდეგება კანონს.
2.3. მოპასუხე რო------------–--ლს სს ,,ლი------------ი’’-ს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 30 ოქტომბერს სს „ლი------------სა“ და ალ----------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №00--/2---/16---, რომლის თანახმად ალ----------------–---–ზე გაიცა საბანკო კრედიტი 5450 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: წლიური საპროცენტო სარგებელი - 18%, პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის - 0.5 %, კრედიტის ვადა - 60 თვე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საბანკო კრედიტის #0--/2---/16--- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 17-24);
- მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებები;
3.1.2. 2--- წლის 30 ოქტომბერს სს „ლი------------სა“ და ია------------–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №00--/2---/16----1, რომლის საფუძველზეც მან იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა თავდები პირის პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 16 607.30 ლარი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ და თავდებობის #0--/2---/16----1 ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 25-26);
- მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებები;
3.1.3. 2--- წლის 30 ოქტომბერს სს „ლი------------სა“ და რო------------–--ლს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №00--/2---/16----2, რომლის საფუძველზეც მან იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა თავდები პირის პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 16 607.30 ლარი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ და თავდებობის #0--/2---/16----2 ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 27-28);
3.1.4. მსესხებლის მიერ დაირღვა საბანკო კრედიტისა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები 2017 წლის 08 თებერვლიდან. 2018 წლის 27 აპრილის მდგომარეობით, ალ----------------–---–ის დავალიანებამ სს ,,ლი------------ი’’-ს მიმართ შეადგინა 5060.04 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის - 2620.59 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი - 604.11 ლარი და ჯარიმა 1835.34 ლარი (შემცირებული ჯარიმის ოდენობა 800 ლარი).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ამონაწერი ანგარიშიდან GE-------------------0 (ს.ფ. 44-46);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 47).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს, რის გამოც შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. უდავოა, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მოპასუხემ მიიღო თანხა, მაგრამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - არ დაფარა კრედიტი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2--- წლის 30 ოქტომბერს სს „ლი------------სა’’ და ალ----------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №00--/2---/16---, რომლის თანახმად ალ----------------–---–ზე გაიცა საბანკო კრედიტი 5450 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: წლიური საპროცენტო სარგებელი - 18%, პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის - 0.5 %, ვადა - 60 თვე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მხარებსაც სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა მოპასუხე ალ----------------–---–მა მიიღო სრულად, თუმცა მის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკი დაირღვა 2017 წლის 08 თებერვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დგინდება, რომ მოპასუხე მხარემ საბანკო კრედიტის №00--/2---/16--- ხელშეკრულებით იკისრა სესხის როგორც ძირი თანხის, ასევე პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირი თანხის - 2620.59 ლარისა და პროცენტის - 604.11 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2--- წლის 30 ოქტომბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №00--/2---/16----1 სს „ლი------------სა’’ და ია------------–---–ს შორის და ხელშეკრულება №00--/2---/16----2 სს „ლი------------სა’’ და რო------------–--ლს შორის. აღნიშნული ხელშეკრულებებით მათ იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა თავდები პირების პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 16 607.30 ლარი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ლი------------ის” მოთხოვნა ია------------–---–ისა და რო------------–--ლის მიმართ, როგორც სოლიდარული მოვალეებისათვის თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებლის/მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიქსირებული ჯარიმის/პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 75.30 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელე სს ,,ლი------------ი’’-ს მიერ სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხეებისათვის 4024.70 ლარის დაკისრება, რის შესაბამისადაც გადახდილ იქნა ბაჟი 60.38 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიერ, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 3300 ლარის გადახდა მოსარჩელე სს ,,ლი------------ი’’-ს სასარგებლოდ, რაც არის მოთხოვნის 82%, ამდენად მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ამ პროპორციით, რაც შეადგენს 49.51 ლარს. დაკისრებული თანხიდან, ია------------–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 2620.59 ლარის ნაწილში, რაც არის დაკისრებული თანხის 79.41%, შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, მისთვის დაკისრებული იმ თანხის პროპორციულად რაც მან არ ცნო, კერძოდ ბაჟის ანაზღაურების ნაწილში ია------------–---–ის პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს 10.19 ლარის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან სარჩლი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟიდან 60.38 ლარიდან, 10.87 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, სამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოპასუხეებს ია------------–---–ს, ალ----------------–---–სა და რო------------–--ლს, ასევე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ საფოსტო გზავნილებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 54 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-251-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ლი------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს - ია------------–---–ს, ალ----------------–---–ს და რო------------–--ლს მოსარჩელე - სს ,,ლი------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3300 (სამიათას სამასი) ლარის გადახდა (საიდანაც 2620.59 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 604.11 ლარი - პროცენტი, 75.30 ლარი - პირგასამტეხლო);
3. მოპასუხეებს - ია------------–---–ს, ალ----------------–---–ს და რო------------–--ლს მოსარჩელე - სს ,,ლი------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 54 ლარის ოდენობით;
4. მოპასუხეებს - ია------------–---–ს, ალ----------------–---–ს და რო------------–--ლს მოსარჩელე - სს ,,ლი------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 49 ლარის და 51 თეთრის ოდენობით, საიდანაც მოპასუხე ია------------–---–ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს 10 ლარის და 19 თეთრის ოდენობით;
5. მოსარჩელე - სს ,,ლი------------ი“-ს მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილი - 10 ლარი და 87 თეთრი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №6) მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №6) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ირინე ტყეშელაშვილი