განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5----18
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა
სხდომის მდივან - ეკატერინა მანჯგალაძის,პროკურორ - ნ----- ქ--------–-–---–ის,ადვოკატ - ზ------ ლ------ის,ბრალდებულ - მ------ ყ---------ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ ყ---------ის, დაბადებულის 1--- წლის 1-----–--ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის თბილისი, გ--------–-–---–ის ქუჩა, კო----------, ბ--------ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისი, გ--------–-–---–ის ქუჩა, კო----------, ბინა №--ში, ამჟამად პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------ ყ---------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფსიქიკური ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 20:30 საათზე მ----- ყ---------ე იმყოფებოდა ქ.თბილისში, რ-----–-–---–ის ქუჩა, კო----------, ბინა №--ში, რა დროსაც ყოფილ მეუღლეს ნ--- ბ------ეს დანის დემონსტრირებით დაემუქრა, რომ მოკლავდა, გამოჭრიდა ყელს და დალევდა მის სისხლს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის შედეგადაც ნ--- ბ------ემ განიცადა მორალური ზიანი. 2008 წლიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით მ----- ყ---------ე ყოფილ მეუღლეს ნ--- ბ------ეს სისტემატიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას - აგინებს, ამცირებს, ლანძღავს უშველი სიტყვებით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა, აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა მორალური სახის ზიანი.
ბრალდებულმა მ------ ყ---------ემ სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება და თავი დანმაშავედ არ სცნო საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, მ------ ყ---------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ 2018 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 20:30 საათზე მ----- ყ---------ე იმყოფებოდა ქ.თბილისში, რ-----–-–---–ის ქუჩა, კო----------, ბინა №--ში, რა დროსაც ყოფილ მეუღლეს ნ--- ბ------ეს დანის დემონსტრირებით დაემუქრა, რომ მოკლავდა, გამოჭრიდა ყელს და დალევდა მის სისხლს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის შედეგადაც ნ--- ბ------ემ განიცადა მორალური ზიანი. 2008 წლიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით მ----- ყ---------ე ყოფილ მეუღლეს ნ--- ბ------ეს სისტემატიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას - აგინებს, ამცირებს, ლანძღავს უშველი სიტყვებით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა, აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა მორალური სახის ზიანი.
გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - მოწმეების გ------- დ----------ის, ნ--–- ყ---------ის, ზ---- მ------–---–ის და ნ--- ბ------ის გამოკითხვის ოქმებით, ელ-სმენის და 112-ის შეტყობინებებით, დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემაკავებელი ორდერებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით და საქმის სხვა მასალებით, რომლებიც სადავო არ გაუხდია დაცვის მხარეს, დადასტურდა მ------ ყ---------ის მიერ ჩადენილი დანაშაული.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ბრალდებულმა მ------ ყ---------ემ თავი დამნაშავედ ცნო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატიური შეურაცხყოფასა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფსიქიკური ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და დაადასტურა, რომ 2008 წლიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით ყოფილ მეუღლეს ნ--- ბ------ეს სისტემატიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას - აგინებს, ამცირებს, ლანძღავს უშველი სიტყვებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ სისტემატიური შეურაცხყოფა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით.
რაც შეეხება ბრალდებულ მ------ ყ---------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რომელშიც ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ სცნო, სასამართლო განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის დროს სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. მუქარა უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. მუქარის დროს პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, შედეგად კი ვღებულობთ, იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მიერ უდავოდ გახდილ მტკიცებულებებზე, კერძოდ დაზარალებულ ნ--- ბ------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ 2018 წლის 21 ოქტომბერს საღამოს დაახლოებით 20:30 საათზე იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც კართან დახვდა ბრალდებული, რომელსაც ხელში ეჭირა დანა და იქნევდა უმისამართოდ და მიმართული ჰქონდა დაზარალებულის მიმართულებით, თან ეუბნებოდა, რომ მოკლავდა, მისი მუქარა აღიქვა რეალურად და სახლის სიღრმეში შევიდა, სადაც შეყვა კიდეც ბრალდებული. აღნიშნული გამოკითხვის ოქმის სისწორეს ადასტურებს ასევე ბრალდებულის შვილის ნ--–- ყ---------ის გამოკითხვის ოქმი, რომელიც ადასტურებს ბრალდებულის დამოკიდებულებას ალკოჰოლზე და მისი მხრიდან ოჯახის მიმართ სისტემატიურ შეურაცხყოფას და მუქარას სისცოცხლის მოსპობით. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე მოხდა სახლის ორ იზოლირებულ ნაწილად გაყოფა, სადაც ერთ ნაწილში ცხოვრობს დაზარალებული ორ შვილთან ერთად, ხოლო მეორე ნაწილში ბრალდებული. ზემოაღნიშნულს ადასტურეს ასევე ბრალდებულ მ----- ყ---------ის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია მ------ ყ---------ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ მ------ ყ---------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდებულ მ------ ყ---------ეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ 2 (ორი) წლის ვადით უნდა აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------ ყ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, მ------ ყ---------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
2. მ------ ყ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
3. მ------ ყ---------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 23 ოქტომბრიდან, ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;
4. 1 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი