გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.12.2018
საქმის ნომერი
051210018002588980
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N051210018002588980

საქმე №2/121-18წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14.12.2018 წ. ქ. დედოფლისწყარო

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი თეონა ოზბეთელაშვილი

მოსარჩელე - ნუ------------–---–ი

მოპასუხეები - ედ-–--------–---–ი, თა-----------–-–---–ი

დავის საგანი: ნივთის ყადაღისაგან განთავისუფლება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 07.03.2017 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N1----- აქტით დაყადაღებული მოძრავი ნივთი - სარეცხის მანქანა ,,სამსუნგი’’ თეთრი ფერის, მეორად მდგომარეობაში,.

 

სარჩელის დასაბუთება:

 

ნუ------------–---–ის განმარტებით, ედ-–---------–---–ი არის მისი შვილი, რომელსაც ყავს მეორე ცოლი და ორი შვილი. იგი ოჯახით ცხოვრობს და იმყოფება მოსარჩელის კმაყოფაზე. 2013 წლის 25 დეკემბერს თა-----------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ედ-–---------–---–ს დაეკისრა ალიმენტის 80 ლარის გადახდა მოპასუხეების საერთო შვილის ნი---------–---–-ს სასარგებლოდ. ვინაიდან ედ-–---------–---–ს არ გააჩნია მუდმივი სამუშაო, გაუჭირდა ყოველთვიურად ალიმეტის გადახდა და ამ საქმეზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შედეგად 2017 წლის 07 მარტს ედ-–---------–---–ის საცხოვრებელ მისამართზე დაყადაღებული იქნა სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი“ თეთრი ფერის. ვინაიდან ედ-–---------–---–ი არის მოსარჩელის შვილი, ცხოვრობს მის სახლში, ერთ მისამართზე. შესაბამისად, სახლში არსებული მოძრავი ქონებაც წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, აღნიშნული სარეცხი მანქანაც არის ნუ------------–---–ის შეძენილი განვადებით.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1 1 მოპასუხე თა-----------–-–---–მა სარჩელი ცნო და განმარტა, რომ მან მიმართა სააღსრულებო ბიუროს, რადგან დაკისრებული ალიმენტის გადახდას ედ-–---------–---–ი არიდებდა თავს, შესაბამისად, უნდა დაყადაღდეს მისი და არა ნუ------------–---–ის ქონება. იგი თანახმაა, მოეხსნას ყადაღა ნუ------------–---–ის კუთვნილ სარეცხის მანქანას.

 

2.2 მოპასუხე ედ-–---------–---–ის შესაგებელი დატოვებული იქნა განუხილველად, ვადის დარღვევის გამო, მაგრამ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ედ-–---------–---–მა, მთლიანად ცნო სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ მას ყავს მეორე მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, არის უმუშევარი, ცხოვრობს მამის - ნუ------------–---–ის სახლში და იქ არსებული მოძრავი ქონება წარმოდგენს მოსარჩელის საკუთრებას. დაყადაღებული სარეცხის მანქანაც მოსარჩელის შეძენილია. იგი თანახმაა მოეხსნას ყადაღა ,,სამსუნგის“ ფირმის სარეცხის მანქანას.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2013 წლის 25 დეკემბერს თა-----------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ედ-–---------–---–ს დაეკისრა ალიმენტის 80 ლარის გადახდა შვილის ნი---------–---–-ს სასარგებლოდ ყოველთვიურად, ვინაიდან მოპასუხე ვალდებულებას არ ასრულებდა, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და კახეთის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო წარმოებაNA--------- აღნიშნული სააღსრულებო საქმისწარმოების საფუძველზე აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 07 მარტს, აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მოპასუხე ედ-–---------–---–ის საცხოვრებელ მისამართზე დაყადაღებული იქნა მოძრავი ნივთი .,სამსუნგის“ ფირმის თეთრი ფერის სარეცხი მანქანა მეორად მდგომარეობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება:

- კახეთის სააღსრულებო ბიუროს 07.03.2017 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი ;

 

3.2. ნუ------------–---–მა დაყადაღებული სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი“ შეიძინა განვადების ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმდა 25.12.2013 წელს შპს ,,მი----------------------------–---------------ნ“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება

- 25.12.2013 წლის სესხის ხელშეკრულება 2-------------

 

3.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 07 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მოსარჩელის სახლში დაყადაღებული ნივთი - ,,სამსუნგის“ ფირმის თეთრი ფერი სარეცხი მანქანა, მეორად მდგომარეობაში მყოფი, წარმოადგენს ნუ------------–---–ის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება:

- კახეთის სააღსრულებო ბიუროს 07.03.2017 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი ;

- -25.12.2013 წლის სესხის ხელშეკრულება 2-------------

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ “ კანონის 32-ე, 44-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, 131-ე, 208-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

 

ამავე კოდექსის 186-ე მუხლი განსაზღვრავს მოძრავი ნივთის შეძენის წესს და ადგენს, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს შემთხვევებს, საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი მიჩნეულია: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

 

მოსარჩელე მხარემ მტკიცებულებად წარმოადგინა დაყადაღებულ ქონებაზე სესხის - განვადების ხელშეკრულება, საიდანაც დგინდება, რომ ,,samsung“-ს ფირმის სარეცხი მანქანა შეიძინა ნუ------------–---–მა შპს ,,მი----------------------------–---------------ნ“ სესხის ხელშეკრულების დადების შედეგად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში ორივე მოპასუხემ მთლიანად ცნეს სარჩელი არც ერთი ფაქტობრივი გარემოება სადაოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად ნუგზარ ჩანაშვილის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის ცნობის საფუძვლით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის მიერ 07.03.2017 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N 1----- აქტით დაყადაღებულია მოძრავი ნივთი - თეთრი ფერის ,,სამსუნგის“ ფირმის სარეცხი მანქანა შეძენილია მოსარჩელის მიერ და წარმოადგენს მის საკუთრებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან მოპასუხეებმა თა-----------–-–---–მა და ედ-–---------–---–მა მთლიანად ცნეს სარჩელი, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და მოსარჩელე ნუ------------–---–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-249, 257-ე, 2591 -ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნუ------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეზე, 07.03.2017 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N1----- აქტით დაყადაღებული მოძრავი ნივთი - N 68784, დასახელება - ,,სამსუნგის“ ფირმის სარეცხი მანქანა.

3. მოსარჩელე ნუ------------–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

(საგადახდო დავალება - №2------------წ; გადამხდელის ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი“; მიმღების დასახელება - ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ანგარიში/სახაზინო კოდი 300533150, ბანკის კოდი TRESGE22; თანხა - 50 ლარი, გადამხდელი - ნუ------------–---–ი 14---------- გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი;)

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მერაბ ღვინიაშვილი