გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.12.2018
საქმის ნომერი
190310018002557920
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-206-18 გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.12.2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ე-–--- ო-----

მოსარჩელე -შპს ,,კ-–----------------",წარმომადგენელი - დ---- მ------ა, დ-------- ალ--–---–-, ლ---- ს--–-------,მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო,წარმომადგენელი - პ----- ც------–---,დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №2--------- შემოწმების აქტისა და 2018 წლის 15 თებერვლის №04----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ 2017 წლის 27 ოქტომბერს სსიპ სოციალურმა მომსახურების სააგენტომ გამოსცა შპს ,,კ-–----------------ს" 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების შემოწმების აქტი №2---------, რომლის საფუძველზედაც მოსარჩელე დაჯარიმა 388 491 ლარით, აქედან უკან დასაბრუნებელი თანხა 233 432,49 ლარი და დამატებითი ფინანსური ჯარიმა 155 058,51 ლარი, რაც გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით. საბოლოოდ შპს ,,კ-–----------------ს" საბოლოო ფინანსური ვალდებულებამ შეადგინა 347 572,79 ლარი, მათ შორის ანაზღაურებული შემთვევის თანხის უკან დაბრუნება 196 573,97 ლარი, დამატებით ფინანსური ჯარიმა 150 998,82 ლარი. მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხის წარმომადგენელს სასამართლოს მიერ განსაზღვულ ვადაში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო 2018 წლის 18 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევებს, რამაც ასახვა ჰპოვა შემოწმების აქტში და მოსარჩელეს დაეკისრა სანქციები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №2--------- შპს ,,კ-–----------------ს" 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 01 იანვრამდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების აქტის 7.10 პუნქტით, ი----- გ--–---–--ის შემთხვევაში შეტყობინებაში გადაცემულია ოთხი ხელოვნური კოდი 300000000,2000000007-R40- ძილიანობა, სტუპორი და კომა, 2000000037J96.0 სუნთქვის მწვავე უკმარისობა და 2000000011-C93.1 თავის ტვინის ანოქსი----- დაზიანება, აღნიშნული კოდების დასაწყისი იდენტურია 13.03.2013 13:15 დასრულების თარიღი კი არ არის მითითებული; ელ. ანგარიშგებაში კლინიკამ ჩაასწორა და დააფიქსირა დიაგნოზის დასრულების დრო და დატოვა მხოლოდ ორი კოდი სრულად დაფარული დროებით თავის ტვინის ანოქსი----- დაზიანება - 12.03.2013 17:20 - 14.03.2013 19:30; ანაზღაურებული თანხა 645,55 ლარი, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხა 645,55 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად დარიცხული ჯარიმა 64,56 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.12 პუნქტით, ნ-----–- ლ------ს შემთხვევაში ადგილი აქვს გადაცემული კოდების დროების სრულ გადაფარვას: J18.0 პნევმონია, დაუზუსტებელი და J96.0 სუნთქვის მწვავე უკმარისობა - 30.10.2013 16:45 - 02.11.2013 18:00; ანაზღაურებული თანხა 527,28 ლარი, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხა 527,28 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად დარიცხული ჯარიმა 52,73 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.13 პუნქტით, გ--------- ლ------ს შემთხვევაში შეტყობინება ცდება 24 საათიან ლიმიტს და ასევე აღნიშნული შემთხვევა დახურულია 24 საათიანი ლიმიტის ამოწურვით, ამასთან ადგილი აქვს გადაცემული კოდების დროების სრულ გადაფარვას:I50.1 მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა, I20.0- არასტაბილური სტენოკარდია და D50.9 რკინადეფიციტური ანემია - 27.02.2013 17:00 - 30.05.2013 21:30; თუმცა ელ. ანგარიშგებაში დაფინანსებულია მხოლოდ I50.1 კოდი; ანაზღაურებული თანხა 891,89 ლარი, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებული თანხა 891,89 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად დარიცხული ჯარიმა 89,19 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.16 პუნქტით, ე------ გ---–-----ს შემთხვევაში ადგილი აქვს გადაცემული კოდების დროების გადაფარვას: 2000000013-I63 თავის ტვინის ინფაrქტი - 15.05.2014 19:50 - 16.05.2014 18:20 და 400000000- 15.05.2014 23:30- 16.05.2014 18:20; ანაზღაურებული თანხა 577,48 ლარი, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 577,48 ლარი და დარიცხული ჯარიმა 57,75 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.31 პუნქტის თანახმად, რ----- ზ---------ს შემთხვევაში ადგილი აქვს გადაცემული კოდების დროების გადაფარვას: 2000000098-D50-D64 ალიმენტური, ჰემოლიზი-----, აპლაზი----- და სხვა ანემიები - 21.12.2014 19:30 - 27.12.2014 13:00, 400000000 - 23.12.2014 16:00 - 24.12.2014 9:00 და 300000000 - 24.12.2014. 9:00 - 24.12.2014 20:00. ამასთანავე მოთხოვნილია 6050003934-K92.2- გასტროინტესტინური სისხლდენა, დაუზუსტებელი - 23.12.2014 10:00 - 27.12.2014 13:00; ანაზღაურებული თანხა 3524,03 ლარი, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 3524,03 ლარი და ამავე ნორმის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 352,4 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.40 პუნქტის თანახმად, ზ------ ჩ-----–-–--ლის შემთხვევაში ადგილი აქვს გადაცემული კოდების დროების გადაფარვას: 9000000010-J 18.8/სხვა პლევმონიები 05.02.2015 11:15 - 06.02.2015 3:50 და 400000000 - 05.02.2015 18:05- 06.02.2015 3:50; ანაზღაურებული თანხა 694,87 ლარი, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 694,87 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით, დარიცხული ჯარიმა 69,49 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.42 პუნქტის თანახმად, ა----– გ-----–---ის შემთხვევაში ადგილი აქვს გადაცემული კოდების დროების გადაფარვას: 9000000006-G61.0/გიენ-ბარეს სინდრომი - 30.03.2015 14:00 - 31.03.2015 17:35 და 2000000007 -R40 - ძილიანობა, სტუპორი და კომა 31.03.2015 8:00 - 31.03.2015 17:35; ანაზღაურებული თანხა 154,6 ლარი, პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუქნტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 154,6 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 15,46 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.44 პუნქტის თანახმად, მ----- მ-----------–-–---–ის შემთხვევაში ადგილი აქვს გადაცემული კოდების დროების გადაფარვას: 2000000012-I61 ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა - 02.10.2014 9:50 - 02.10.2014 16:00 და 300000000-II დონე 02.10.2014 11:00 - 02.10.2014 16:00; ანაზღაურებული თანხა 223,62 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 223,62 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუქნტით დარიცხული ჯარიმა 22,36 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.52 პუნქტის თანახმად, ს-------- თ-----–--–ის შემთხვევაში ადგილი აქვს გადაცემული კოდების დროების გადაფარვას: 400000000-III დონე 06.02.2015 10:55 - 06.02.2015 14:15, 6060000011- K56.5 - ნაწლავის შეხორცებები - 06.02.2015 10:55 - 15.02.2015 11:20, 9000000010 J 18.8/სხვა პლევმონიები 06.02.2015 10:55 - 18.02.2015 17:00 და 2000000037-J96.0 სუნთქვის მწვავე უკმარისობა - 09.02.2015 8:00 - 18.02.2015. 14:00; ანაზღაურებული თანხა 5 443,92 ლარი. პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 5 443,92 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუქნტით დარიცხული ჯარიმა 544,39 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.55 პუნქტის თანახმად, მ--------- მ--------ის შემთხვევაში ადგილი აქვს გადაცემული კოდების დროების გადაფარვას: 2000000012-I61 ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა - 05.12.2014 16:47 - 17.12.2014 12:00 და 300000000-II დონე 05.12.2014 20:00 - 16.12.2014 22:00; ანაზღაურებული თანხა 5815,49 ლარი, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 5815,49 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით, დარიცხული ჯარიმა 581,55 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.56 პუნქტის თანახმად, ლ--–- ც-----------ას შემთხვევაში ელექტრონულად მოთხოვნილია 2000000037-J96.0 სუნთქვის მწვავე უკმარისობა - 26.12.2014 9:37 - 02.01.2015 11:10, 400000000 - 02.01.2015 11:10 - 05.01.2015 13:00, 300000000 - 05.01.2015.13:00 07.01.2015 13:00 და 400000000 07.01.2015 13:00 - 09.01.2015 15:30, რაც არ დასტურდება სამედიცინო ისტორიით - 2000000037-ის პერიოდში გამოყენებულია ვაზოპრესორი 26.12.2014 9:45 - 11:00-მდე 31.12.2014 07:00 - 02.01.2015 11:10- რაც შეესაბამება II დონეს; ანაზღაურებული თანხა 5 590,77 ლარი, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 5 590,77 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით, დარიცხული ჯარიმა 559,08 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.58 პუნქტის თანახმად, ლ--–- მ--------ის შემთხვევაში ელექტრონულად მოთხოვნილია 300000000-II დონე 26.01.2015 0:17 - 26.01.2015 6:15, 6090000004- K65.0 მწვავე პერიტონიტი, 400000000-II დონე, ისევ 300000000 და 8000000000 - სისხლი და სისხლის კომპონენტები - 4ც. შემთხვევის დაწყებისას II დონე არ შეესაბამება სამედიცინო ისტორიაში არსებული ინფორმაცია, სადაც აღნიშნული დონე იწყება (ვაზოპრესორი)- 26.01.2015 02:00 (cursus-ით და დანიშნულების ფურცელით), ამასთანავე არ შეესაბამება - 2ც. სისხლი და სისხლის კომპონენტების დროები - ელ-ში 27.01.201516:30 - 27.01.2018 18:15 და 27.01.2015 18:20-27.01.2015 20:00, სამედიცინო ისტორიაში კი აღნიშნული სისხლები არის 26.01.2015-ის რიცხვით, ახლავს ახსნა-განმარტება მექანიკური შეცდომა; ანაზღაურებული თანხა 3 422,51 ლარი, რის გამოც პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 3 422,51 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 342,25 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.60 პუნქტის თანახმად, ნ--- რ---------ას შემთხვევაში ელექტრონულად მოთხოვნილია 2000000037-J96.0 სუნთქვის მწვავე უკმარისობა - 05.03.2015 17:15 - 06.03.2015 15:20 და 2000000047-I46 გულის გაჩერება -06.03.2015 15:20 06.03.2015 16:00 (რასაც არ შეესაბამება სამედიცინო ისტორიაში არსებული ინფორმაცია 06.03.2015 15:20 დაიწყო ვაზოპრესორი და 5 წთ გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე - რაც შეესაბამება II; ანაზღაურებული თანხა 450 ლარი, პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 450 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 45 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.62 პუნქტის თანახმად, დ----- წ-----ის შემთხვევაში ელექტრონულად მოთხოვნილია 400000000-III დონე - 11.06.2013 4:30 - 12.06.2013 12:00 რომელიც არ დასტურდება სამედიცინო ისტორიით, სადაც ფხვ 11.06.2013 5:00-დან, ვაზოპრესორი კი საერთოდ არ გამოუყენებიათ; ანაზღაურებული თანხა 240 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 240 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 24 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.63 პუნქტის თანახმად, თ----- ჩ------ის შემთხვევაში ელექტრონულად მოთხოვნილია 2000002-I დონე - 17.09.2015 12:50 - 21.09.2015 8:00 9000000010 J 18.8/სხვა პლევმონიები- 21.09.2015 8:00 - 25.09.2015 14:30 სამედიცინო ისტორიაში თერაპიაში გასვლის დრო არ შეესაბამება ელექტრონულს; ანაზღაურებული თანხა 1925,03 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 1925,03 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 192,50 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.64 პუნქტის თანახმად, ნ-----–- ბ-------–--ლის შემთხვევაში ელექტრონულად მოთხოვნილია 2000002-I დონე - 19.11.2015 9:05 - 23.11.2015 12:00 9000000009 J 18.0/ბრონქოპნევმონია- 23.11.2015 12:00 - 27.11.2015 15:30 სამედიცინო ისტორიაში თერაპიაში გასვლის დრო (24.09.15, 12:00) არ შეესაბამება ელექტრონულს; ანაზღაურებული თანხა 1538,72 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 1538,72 ლარი და ამავე ნორმის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 153,87 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.65 პუნქტის თანახმად, გ-------------–--ის შემთხვევაში ელექტრონულად მოთხოვნილია 2000222-I დონე - 20.05.2015 16:55- 23.06.2015 18:30, აღნიშნული კოდი მოიაზრებს სტაციონარში დაყოვნება>21ს/დ, და უნდა აეტვირთათ 21-ე დღიდან და არა ჰოსპიტალიზაციის დაწყებიდანვე (შეუსაბამო ხელოვნური კოდი); ანაზღაურებული თანხა 4 902 ლარი. პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 4 902 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 490,20 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.66 პუნქტის თანახმად, ლ-–- ც--–--ის შემთხვევაში ელექტრონულად მოთხოვნილია 3000222-II-III დონე - 01.06.2015 23:25- 19.06.2015 12:00 და 2000222-I დონე - 19.06.2015 12:00 - 26.06.2015 17:00 აღნიშნული კოდები მოიაზრებს სტაციონარში დაყოვნებაა>21ს/დ, და 2000222 უნდა აეტვირთათ 21-ე დღიდან და არა ჰოსპიტალიზაციის დაწყებიდანვე (შეუსაბამო ხელოვნური კოდი); ანაზღაურებული თანხა 6078 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 6078 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუქნტით დარიცხული ჯარიმა 607,8 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.67 პუნქტის თანახმად, ნ-----–---- ბ---–---–ის შემთხვევაში ელექტრონულად მოთხოვნილია 2000000013-I63 თავის ტვინის ინფარქტი 04.02.2015 14:20 - 23.02.2015 21:00, 300000000 II დონე - 23.02.2015 21:20 - 25.02.2015 12:00 და 400000000 - 25.02.2015 12:00 - 26.02.2015 9:10, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან 400000000 მოიაზრებს სტაციონარში დაყოვნებაა>21ს/დ, და უნდა აეტვირთათ 21-ე დღიდან და არა ჰოსპიტალიზაციის დაწყებიდანვე (შეუსაბამო ხელოვნური კოდი); ანაზღაურებული თანხა 7510,71 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 7510,71 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 751,07 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.69 პუნქტის თანახმად, გ-------–- კ-------–--ის შემთხვევაში ელექტრონულად მოთხოვნილია 3000002-II-III დონე, 40000016, 6140002753, 6160000007, ისევ 3000002-II-III დონე, 6190000035, 6190000155, 3000002, 2000002, 3000002-I დონე და 8000000011 - სისხლი და სისხლის კომპონენტები 12 ც, ჰოსპიტალიზაციის პერიოდი 16.05.2015 7:00 - 09.06.2015 12:00; ელექტრონულად 2000002-I დონე - 23.05.2015. 17:00 - 09.06.2015 12:00, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან აღნიშნული კოდი მოიაზრებს სტაციონარში დაყოვნება= ან >21ს/დ, ჰოსპიტალიზაციიდან 21 დღის მერე უნდა მოეთხოვათ 2000222, რომელიც გულისხმობს სტაციონარში დაყოვნებას >21ს/დ; კალკულაციით მოთხოვნილია გულმკერდის Ro-11ც და მუხლის Ro-3ც და კოჭ-წვივის Ro - 3ც. სამედიცინო ისტორიაში არის გულმკერდის Ro - 8ც, მუხლის Ro-2ც, და კოჭ-წვივის Ro-1ც; ანაზღაურებული თანხა 12438,21 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 12438,21 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 1243,82 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.70 პუნქტის თანახმად, ვ------- რ-----–---–ის შემთხვევაში ელექტრონულად მოთხოვნილია 6050003934-K92.2 გასტროინტენსი----- სისხლდენა, დაუზუსტებელი 09.09.2014 1:10 - 14.09.2014 1:00, 2000000028-I დონე D62 მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია - 09.09.2014 1:10 - 10.09.2014 12:00 და 11.09.2014.11:20- 14.09.2014.1:00, 6050003705-K25.0 კუჭის წყლული, დაუზუსტებელი ლოკალიზაციით მწვავე სისხლდენით - 11.09.2014 22:00 - 12.09.2014 0:30 და 8000000000 - სისხლი და სისხლის კომპონენტები - 11 ც, აღნიშნული 6 მლნ კოდები ერთად არ უნდა იყოს ატვირთული, ვინაიდან სისხლდენის ლოკალიზაციის დაზუსტების შემდგომ უნდა დაეტოვებინათ მხოლოდ ერთი შესაბამისი კოდი; ამასთანავე გაკეთებულია 2 გასტროსკოპია, რომლის მიხედვითაც არის 12 გოჯას წყლული, რაც არ შეესაბამება ელ-ში ატვირთულ 6050003705- K25.0 კუჭის წყლული, დაუზუსტებელი ლოკალიზაციით მწვავე, სისხლდენით; ანაზღაურებული თანხა 4037,3 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 4037,3 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 4037,3 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.72 პუნქტის თანახმად, ა-–---------- ლ---–---–ის შემთხვევაში ელექტრონულად მოთხოვნილია 2000002-I დონე 21.06.2015 21:05 - 27.06.2015.13:10, რასაც არ შეესაბამება სამედიცინო ისტორია, სადაც შესვლისთანავე იწყება II დონე (ვაზოპრესორი) და სრულდება 25.06.2015 17:00; ანაზღაურებული თანხა 1530 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 1530 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 153 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.73 პუნქტის თანახმად, ნ------- შ--–--–---–ის შემთხვევაში ელექტრონულად მოთხოვნილია 300000000-II დონე 24.03.2014 12:25 - 29.03.2014 9:00, რასაც არ შეესაბამება სამედიცინო ისტორია, სადაც 29.03.2014 6:00-დან არის III დონე (ფხვ+ვაზოპრესორი); ანაზღაურებული თანხა 1480,14 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 1480,14 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 148,01 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.74 პუნქტის თანახმად, თ----- გ-----–--ის შემთხვევაში ელექტრონულად მოთხოვნილია 2000000056-I48 წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა 15.02.2014 22:30 - 18.02.2014 21:00, რასაც არ შეესაბამება სამედიცინო ისტორია, სადაც შესვლიდან 16.02.2014 02:00 - მდე არის II დონე (ვაზოპრესორი); ამასთან ელექტრონულად I48 წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა არ შეესაბამება სამედიცინო ისტორიაში მითითებულ Ds.-2000000057-I49 - პარჭუკთა ფიბრილაცია და თრთოლვა; ანაზღაურებული თანხა 611,51 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 611,51 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 61,15 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.75 პუნქტის თანახმად, ჯ---–----ა კ-----–---–ის შემთხვევაში ელექტრონულად მოთხოვნილია 2000002-I დონე 02.07.2015.22:35 - 02.07.2015 23:10, 3000002- II - III დონე 02.07.2015.23:10 - 03.07.2015.9:00, 2000002 - 03.07.2015.9:00 - 12.07.2015 17:00 და 9000000009 J 18/0 ბრონქოპნევმონია 12.07.2015 17:00 - 15.07.2015 14:00, 3000002 ელექტრონულად სრულდება 03.07.2015 9:00, რაც არ დასტურდება სამედიცინო ისტორიით, სადაც 12:00-მდე არის ვაზოპრესორი; ანაზღაურებული თანხა 3355 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 3355 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 335,5 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.76 პუნქტის თანახმად, ნ----- ც---–---ის შემთხვევაში ელექტრონულად მოთხოვნილია 2000002-I დონე 15.08.2015 11:50 - 18.08.2015 12:00, 9000000011-J 18.9/პლევმონია, დაუზუსტებელი 18.08.2015 12:00 - 21.08.2015 10:00 და 2000002- 21.08.2015 10:00 - 22.08.2015 13:40; (რეფერალი) ელექტრონულად 9000000011 იწყება 18.08.2015 12:00, რასაც არ შეესაბამება სამედიცინო ისტორია, სადაც თერაპიაში გადასვლა 18.08.2015 16:00; ანაზღაურებული თანხა 2032,5 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 2032,5 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 203,25 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.77 პუნქტის თანახმად, ს-------- მ-------ის შემთხვევაში ელექტრონულად მოთხოვნილია 2000000043- R56,8 დაუდგენელი და სხვა კონვულსიები - 18.10.2013 13:25 - 19.10.2013 15:15, რასაც არ შეესაბამება სამედიცინო ისტორია, სადაც 18.10.2013 14:00 IIდონეა (ფხვ); ანაზღაურებული თანხა 468,75 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 468,75 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 46,88 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.78 პუნქტის თანახმად, ც---–- ლ-–---ს შემთხვევაში ელექტრონულად მოთხოვნილია 2000000040- I26 ფილტვის ემბოლია 05.12.2014 18:50 - 06.01.2015 13:00, რასაც არ შეესაბამება სამედიცინო ისტორია, სადაც 06.12.2014 16:00-09.12.2014 22:00-მდე II დონეა (ვაზოპრესორი); ანაზღაურებული თანხა 10 825,37 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 10 825,37 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 10 82,54 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.79 პუნქტის თანახმად, ნ----–--- ნ-----ის შემთხვევაში ელექტრონულად მოთხოვნილია 300000000 II დონე 22.12.2013 14:40 - 22.12.2013 15:40, რასაც არ შეესაბამება სამედიცინო ისტორია, სადაც შესვლიდან ბოლომდე III დონეა (ვაზოპრესორი+ფხვ); ანაზღაურებული თანხა 99,32 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 99,32 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 9,93 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.80 პუნქტის თანახმად, ბ---- კ----–---ის შემთხვევაში ელექტრონულად მოთხოვნილია 300000000 II დონე 30.08.2013 14:20 - 31.08.2013 9:00 და 2000000007 - I დონე R40 ძილიანობა, სტუპორი და კომა - 31.08.2013 9:00- 31.08.2013 15:00, ელექტორნულად 300000000 არ დასტურდება სამედიცინო ისტორიით, სადაც აღნიშნულ პერიოდში არ არის II დონის განმსაზღვრელი ვაზოპრესორი, ფხვ ან დიალიზი; ანაზღაურებული თანხა 599,99 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 599,99 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 60 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.81 პუნქტის თანახმად, ა-–------ ვ--–---ის შემთხვევაში კალკულაციით მოთხოვნილია სსა, რომლის თარიღი არ შეესაბამება შემთხვევის პერიოდს 10.05.2013 2:00 - 13.05.2013 12:10; ანაზღაურებული თანხა 571,4 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 571,4 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 57,14 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.82 პუნქტის თანახმად, მ-------ა ც---–---ის შემთხვევაში კალკულაციით მოთხოვნილია ს.ს.ა და შ.ს.ა. რომელთა თარიღი არ შეესაბამება შემთხვევის პერიოდს 22.05.2013 0:55 - 24.05.2013 13:45; ანაზღაურებული თანხა 580,3 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 580,3 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 58,03 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.83 პუნქტის თანახმად, ე-------- ბ-----–--ის შემთხვევაში კალკულაციით მოთხოვნილია ტროპონინი, რომლის თარიღი არ შეესაბამება შემთხვევის პერიოდს 25.12.2014 7:00 - 26.12.2014 13:30; ანაზღაურებული თანხა 411,29 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 411,29 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 41,13 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.84 პუნქტის თანახმად, ნ----- ჩ-----ს შემთხვევაში კალკულაციით მოთხოვნილია ს.ს.ა, რომლის თარიღი (25.12.2015) არ შეესაბამება შემთხვევის პერიოდს 26.02.2015 2:55 - 26.02.2015 5:30; ანაზღაურებული თანხა 180,42 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 180,42 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 18,04 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.86 პუნქტის თანახმად, ზ------- ს-----–-–--ლის შემთხვევაში, შემთხვევის პერიოდი 08.05.2014 11:48 - 09.05.2014 13:25 განხორციელებულია რეფერალი, ელექტრონულად მითითებული არ არის თანხა გადაყვანის შემთხვევაში; ანაზღაურებული თანხა 154,13 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 154,13 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 15,41 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.87 პუნქტის თანახმად, მ------ კ----–--ის შემთხვევაში, შემთხვევის პერიოდი 06.06.2013 01:15 - 07.06.2013 18:30 განხორციელებულია რეფერალი, ელექტრონულად მითითებული არ არის თანხა გადაყვანის შემთხვევაში; ანაზღაურებული თანხა 70 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 70 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 7 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.88 პუნქტის თანახმად, ლ---- შ-------ას შემთხვევაში, შემთხვევის პერიოდი 28.02.2015 16:50 - 02.03.2015 11:30; შეტყობინება დატოვებულია 01.03.2015 21:55; დარღვეულია შეტყობინების 24 სთ-იანი წესი; ანაზღაურებული თანხა 386 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 386 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 38,6 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.89 პუნქტის თანახმად, ზ---- წ---–-----ის შემთხვევაში მოთხოვნილია 6050003934-K92.2 გასტროინტესტინური სისხლდენა დაუზუსტებელი და 8000000000 სისხლი და სისხლის კომპონენტები - რაოდენობა 3ც, აღნიშნული 8000000000 მოთხოვნილი უნდა იყოს დონესთან ერთად; ანაზღაურებული თანხა 895 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 895 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 89,5 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.90 პუნქტის თანახმად, ე-–--------- ი----–---–ის შემთხვევა დახურულია 9000000011-J 18.9/პლევმონია, დაუზუსტებელით, დახურვის შემდეგ კოდი შეცვლილია - 9100000004 - R50.0 სხვა და უცნობი წარმოშობის ცხელებით; სამედიცინო ისტორიაში კლინიკურ Ds -ად გამოტანილი R50,0; ანაზღაურებული თანხა 360 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 360 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 36 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.91 პუნქტის თანახმად, ნ-----–- მ------–--ლის შემთხვევაში შემთხვევის პერიოდია 23.08.2013 16:40 - 27.08.2013 14:00, რასაც არ შეესაბამება სამედიცინო ისტორიაში მითითებული შესვლის თარიღი, სამედიცინო ისტორიაში შესვლის თარიღი ყველგან მითითებულია 23.08.2013 16:50; ანაზღაურებული თანხა 664,84 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 664,84 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 66,48 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.92 პუნქტის თანახმად, მ------ კავლ--–-შვილის შემთხვევაში შემთხვევის პერიოდია 13.04.2013 22:30 - 15.04.2013 16:00, რასაც არ შეესაბამება სამედიცინო ისტორიაში მითითებული გაწერის თარიღი; სამედიცინო ისტორიაში გაწერის თარიღი ყველგან მითითებულია 15.04.2013 15:00; ანაზღაურებული თანხა 220,82 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 220,82 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 22,08 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.93 პუნქტის თანახმად, ა-–--–- ჟ-----ს შემთხვევაში შემთხვევის პერიოდია 20.10.2014 13:30 - 23.10.2014 12:00, რასაც არ შეესაბამება სამედიცინო ისტორიაში მითითებული გაწერის თარიღი; სამედიცინო ისტორიაში გაწერის თარიღი ყველგან მითითებულია 23.10.2014 13:00; ანაზღაურებული თანხა 322,5 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 322,5 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 32,25 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.94 პუნქტის თანახმად, შ------- გ------–---–ის შემთხვევაში შემთხვევის პერიოდი 05.06.2015 12:30 - 05.06.2015 14:20 განხორციელებულია რეფერალი SUR1666141 კოდით - O 60.0 ნაადრევი სამშობიარო მოქმედების დაწყება მშობიარობის გარეშე, დაყოვნება 24 საათზე <; ანაზღაურებული თანხა 154 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 154 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 15,4 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.95 პუნქტის თანახმად, გ---- დ-------ის შემთხვევაში შემთხვევა დახურულია 2000000016-R57 შოკი და 8000000000 - სისხლი და სისხლის კომპონენტებით, დახურვის შემდეგ კი დაამატა 2000000037-J96.0 სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რომელიც დაფინანსებულია ელ ანგარიშგებაში; დახურვის შემდეგ კოდის ცვლილება; ანაზღაურებული თანხა 740,48 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 740,48 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 74.05 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.96 პუნქტის თანახმად, თ------ ხ------–--ის შემთხვევაში მოთხოვნილია 6090000001 - K65,0 მწვავე პერიტონიტი /JASHOOJASK/ ლაპაროტომია პერიტონეუმის ღრუს დრენირება და გამორეცხვა, 6050003706 K25,1 - კუჭის წყლული, დაუზუსტებელი ლოკალიზაციით მწვავე, პერფორაციით - JDS- კუჭის და 12 გოჯა ნაწლავის ქირურგია, გართულებული დეკომპენსირებული პილოროსტენოზით, პერფორაციით, სისხლდენით. პერფორირებული წყლულის გაკერვა, სისხლდენი წყლულის ამოკერვა ჰემოსტაზი და 2000000037 J96.0 სუნთქვის მწვავე უკმარისობა; აღნიშნული ორი ქირურგიული კოდიდან მოთხოვნილი უნდა იყოს მხოლოდ 6090000001, ვინაიდან პერიტონიტი არის შედეგი იმ გარემოებისა, რის გამოც ჩატარდა ოპერაცია; ასევე ელექტრონულად მოთხოვნილ K25,1 - კუჭის წყლულს არ შეესაბამება სამედიცინო ისტორიაში არსებული ინფორმაცია, სადაც ყველგან მითითებულია მალიგნიზაცია კუჭის cr? რაც დასტურდება მორფოლოგი----- კვლევით; ამასთანავე კალკულაციით მოთხოვნილია მუცლის ღრუს Ro-2ც, სამედიცინო ისტორიაში აღნიშნული კვლევა არის 1 ცალი; ანაზღაურებული თანხა 5650,7 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 5650,7 ლარი და დარიცხული ჯარიმა 56,51 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.97 პუნქტის თანახმად, ე---–---- გ--–-–---–-ს შემთხვევაში მოთხოვნილია 6050003916 - K26.2 თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული მწვავე სისხლდენითა და პერფორაციით JDS კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ქირურგია, გართულებული სისხლდენით, დეკომპენსირებული პილოროსტენოზით, პერფორაციით, კუჭის რეზექცია ან ორგანოს დამზოგველი ოპერაცია, ვაგოტომია/JDSG პილოროპლასტიკა 12 გოჯა ნაწლავის პლასტიკური ოპერაციები, 6090000004-K65,0 მწვავე პერიტონიტი, JASHOOJASK, ლაპაროტომიაპერიტონეუმის ღრუს დრენირება და გამორეცხვა, 2000002-I დონე და 8000000011 - სისხლი და სხსხლის კომპონენტები 4 ც; აღნიშნული ორი ქირურგიული კოდიდან მოთოვნილი უნდა იყოს მხოლოდ 6090000004, ვინაიდან პერიტონიტი არის შედეგი იმ გარემოებისა რის გამოც ჩატარდა ოპერაცია, ამასთანავე კალკულაციით მოთხოვნილია მუცლის ღრუს უ.ბ.გ. -2ც, სამედიცინო ისტორიაში აღნიშნული კვლევა არის ერთი ცალი; ანაზღაურებული თანხა 3309,365 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 3309,35 ლარი და ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 330,94 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. 7.99 პუნქტის თანახმად, ს----– ა-----–---ას შემთხვევაში მოთხოვნილია 6050003940 - K56.6 და დაუზუსტებელი ნაწილავის ობსტრუქცია, სიგმოიდური ნაწლავის რეზექცია და კოლოსტომის დადება მსხვილი ნაწლავის სხვა რეზექციები პროქსიმალური კოლოსტომის დადებით და დისტალური ნაწილის გაკერვით, სხვა სახის ენტეროკოლოსომები, კოლო-კოლოსტომია სხვა სახის ტრანსვერზოსტომა, სიგმოიდოსტომა, სხვა კოლოსტომები, წვრილი ნაწლავის გაკერვა, წვრილი ნაწლავის დაზიანებული უბნის ამოკვეთა, წვრილი ნაწლავის ნაწილობრივი რეზექცია, შეხორცების მოცილება მუცლის ღრუდან, ადჰეზი----- კონგლომერატის/შეხორცებების გამოცალკევება, ინტესტინური ობსტრუქციის დროს შეხორცებების მოცილება და წვრილი ნაწლავის მიერთება, ოპერაციები ინტესტინური ობსტრუქციის გამო რეზექციების ან ადჰეზი----- კონგლომერატის/შეხორცებების გათიშვის გარეშე/ნაწლავის განგრენით ერთი ან მითითებული ჩარევების ნებისმიერი კომბინაცია და 6050000004 - K56.6 მწვავე პერიტონიტი, აპაროტომიაპერიტონიუმის ღრუს დრენირება და გამორეცხვა. აღნიშნული ორი ქირურგიული კოდიდან მოთხოვნილი უნდა იყოს მხოლოდ 6090000004, ვინაიდან პერიტონიტი არის შედეგი იმ გარემოებისა რის გამოც ჩატარდა ოპერაცია; ანაზღაურებული თანხა 3694,5 ლარი; პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით ანაზღაურებული თანხა 3694,5 ლარი და ამავე ნორმის მე-11 პუნქტით დარიცხული ჯარიმა 369,45 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №2--------- შპს ,,კ-–----------------ს" 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 01 იანვრამდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების აქტი ( ს. ფ. 22-58);

 

3.1.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №2--------- შპს ,,კ-–----------------ს" 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 01 იანვრამდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების აქტი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 15 თებერვლის №04----- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი სადაო აქტის 7.16; 7.31; 7.40; 7.42; 7.44; 7.55; 7.58; 7.66; 7.69; 7.72; 7.86; 7.88; 7.94 პუნქტები და მათ საფუძველზე განსაზღვრული საჯარიმო სანქციები. სხვა ნაწილში ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. შპს ,,კ-–----------------ს" მიმართ დარჩენილი საბოლოო ფინანსური ვალდებულებები შეადგენს 347 572,79 ლარს, მათ შორის ანაზღაურებული შემთხვევის თანხის უკან დაბრუნება - 196 573,97 ლარი, დამატებით ფინანსური ჯარიმა 150 998,82 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №04----- გადაწყვეტილება (ს. ფ. 12-15);

-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;

-მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.2.1.მოცემულ საქმეზე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებული აქვს არასრულყოფილად, არ გამოიკვლია საქმის გარემოებები სრულყოფილად. კერძოდ, სადავო აქტის 7.10, 7.63, 7.64, 7.70, 7.81, 7.82, 7.83,7.84, 7.87,7.89, 7.90, 7.91, 7.93, 7.95, 7.96, 7.99 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები ისე მიიჩნია „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-19 მუხლის მესამე პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების საფუძვლად, რომ შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ საანგარიშო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ადგილი ხომ არ ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, ან შეუსაბამობას; 7.56, 7.60, 7.62, 7.67, 7.73, 7.74, 7.75, 7.76, 7.77, 7.78, 7.79, 7.80 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევები ისე მიიჩნია სამედიცინო ისტორიის შეუსაბამოდ, რომ წარმოდგენილი არ არის შესაბამისი სპეციალისტების დასკვნა; 7.12, 7.13, 7.44, 7.52 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისას კოდების გადაფარვა ისე მიიჩნია ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების საფუძვლად, რომ არ დაასაბუთა აღნიშნული.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარგდენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ.

 

მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოების შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ №2 დანართში დაფიქსირებული შემთხვევები დახურულია ჰისტომორფოლოგიურგი დასკვნის მიღებამდე, ამასთან აუცილებელია მოსარგებლის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომრის ჩაწერა. შესაბამისად, ელექტრონულ პორტალზე მითითებული ნომერი არ დასტურდება სალაროს შემოსავლების ქვითრებით.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,კ-–----------------ს" წარმომადგენლის სარჩელი მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია; „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №2--------- შემოწმების აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 15 თებერვლის №04----- გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში; დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №2--------- შემოწმების აქტისა (7.10, 7.12, 7.13, 7.52, 7.56, 7.60, 7.62, 7.63, 7.64, 7.67, 7.70, 7.73, 7.74,7.75, 7.76, 7.77, 7.78, 7.79, 7.80, 7.81, 7.82, 7.83, 7.87, 7.89, 7.90, 7.91, 7.93, 7.95, 7.96, 7.97, 7.99 პუნქტების ბათილად ცნობა) და 2018 წლის 15 თებერვლის №04----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,კლ---------------ს" დაეკისრა 347 572,79 ლარი, მათ შორის ანაზღაურებული შემთხვევის თანხის უკან დაბრუნება - 196 573,97 ლარი, დამატებით ფინანსური ჯარიმა 150 998,82 ლარი.

 

,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და ი-----დიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ; ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგი----- ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი), ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა)პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – რეგულირების სააგენტო). ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგი ხორციელდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ შერჩევის პრინციპით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №2--------- შპს ,,კ-–----------------ს" 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 01 იანვრამდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების აქტის 7.10, 7.63, 7.64, 7.70, 7.81, 7.82, 7.83, 7.84, 7.87, 7.89, 7.90, 7.91, 7.93, 7.95, 7.96, 7.99 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები შეეხება ისეთ გარემოებებს, როდესაც კოდების დასაწყისი იდენტურია, ხოლო დასრულების თარიღი არ არის მითითებული, ელექტრონულად მოთხოვნილი და სამედიცინო ისტორიაში მითითებული თერაპიაში გადასვლის დრო არ არის თანხვედრაში, კალკულაციით მოთხოვნილი თარიღი არ შეესაბამება შემთხვევის პერიოდს, შემთხვევის პერიოდი არ შეესაბამება სამედიცინო ისტორიაში მითითებულ თარიღს. მოპასუხემ არ გამოიკვლია დასახელებული პუნქტებით დადგენილი გარემოებები და შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ აღნიშნული შეუსაბამობები გამოწვეული იყო თუ არა მექანიკურად, ტექნიკური ხარვეზით. საყურადღებოა ნ----- ჩ-----ს შემთხვევა, როდესაც მოპასუხის მიერ შეფასება არ მიეცა ლაბორატორიული კვლევის ჟურნალში არსებულ მონაცემებს, რომელიც ემთხვევა ჰოსპიტალიზაციის თარიღს.

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) ხორციელდება განმახორციელებლის მიერ, თანხის ანაზღაურებამდე ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან: ხარვეზით წარდგენილი შემთხვევები მიმწოდებელს ელექტრონულად ეგზავნება მთლიან შესრულებასთან ერთად. ხარვეზის აღმოსაფხვრელად და, საჭიროების შემთხვევაში, ნაბეჭდი სახით დოკუმენტაციის განმეორებით წარსადგენად, მიმწოდებელს ეძლევა 5 სამუშაო დღე. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, შემთხვევები განიხილება როგორც ანაზღაურებას დაქვემდებარებული, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობისას, შემთხვევა არ ანაზღაურდება;

დადგენილება ხარვეზის აღმოსაფხვრელად 5 დღიან ვადას ითვალისწინებდა 2013 წლის მდგომარეობითაც.

 

დადგენილების №1 დანართის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებისას ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და მისი დადარება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხასთან, რის საფუძველზეც შედგება ჩაბარებული დოკუმენტაციის რეესტრი, ორმხრივი ხელმოწერით. წარდგენილი დოკუმენტაციის შეუსაბამობის აღმოჩენისას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ითვლება არასრულყოფილად და არ ხდება მისი მიღება. მიმწოდებელს ეძლევა 2 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პაკეტის ხელახლა წარსადგენად, ერთ საანგარიშგებო პერიოდში ერთჯერადად.

 

დასახელებული ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ პროგრამის განმახორციელებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, პროგრამის მიმწოდებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება შეუძლია როგორც შემთხვევის შესახებ შეტყობინებისას, საანგარიშო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ისე, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებისას ან ანაზღაურებაზე უარის თქმის ეტაპზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ თვითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასახელებულ პუნქტებში უნდა შეაფასოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი შესრულება ხომ არ წარმოადგენს ხარვეზს, რომლისთვისაც დადგენილების მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დადგენილია ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხემ გასაჩივრებული შემოწმების აქტის 7.56, 7.60, 7.62, 7.67, 7.73, 7.74, 7.75, 7.76, 7.77, 7.78, 7.79, 7.80 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევები ისე მიიჩნია სამედიცინო ისტორიის შეუსაბამოდ, რომ არ არსებობს სპეციალისტის დასკვნა დიაგნოზის და ჩატარებული მკურნალობის უზუსტობასთან დაკავშირებით.

 

გასაჩივრებული შემოწმების აქტის 7.12, 7.13, 7.52 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილი აქვს გადაცემული კოდების დროებით გადაფარვას.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზი----- მოვლისა და ინტენსი----- მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას.

 

განსახილველ შემთხვევაში ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ ნ-----–- ლ------ს შემთხვევაში, რომელიც მკურნალობას გადიოდა 2013 წლის 30 ოქტომბრიდან 02 ნოემბრამდე პერიოდში, გ--------- ლ------ს შემთხვევაში, რომელიც მკურნალობას გადიოდა 2013 წლის 27 მაისი 2013 წლის 30 მაისის პერიოდში, ს-------- თ-----–---–ის შემთხვევაში რომელიც მკურნალობას გადიოდა 2015 წლის 06 თებერვალს, შემთხვევა უნდა ანაზღაურებულიყო მითითებული დადგენილების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე, თუ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ან/და დოკუმენტები არ ასახავს სინამდვილეს.

 

საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასება უნდა მისცეს აღნიშნულს და მიუთითოს დასახელებულ შემთხვევებში მიმწოდებლის მიერ ადგილი ჰქონდა შემთხვევის შესახებ მონაცემების და დოკუმენტაციის უსწორობას, სინამდვილესთან შეუსაბამობას, თუ დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევას. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი მოქმედებს 2017 წლის 30 ოქტომბრიდან.

 

მოპასუხეს მიმწოდებლის მიერ გადაცემული ინფორმაცია არ გადაუმოწმებია სრულყოფილად, არ მიუცია შესაბამისი შეფასება თითოეულისათვის, მოპასუხეს ყველა სადავო შემთხვევაში არ შეუსწავლია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარგებლეებმა მიმწოდებლისგან მიიღეს თუ არა სამედიცინო მომსახურება, აღნიშნული კი ეწინააღმდეგება დადგენილების მიზანს საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსს ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილის შესახებ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა _ შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ შეასრულა კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობები, რის შედეგადაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №2--------- შემოწმების აქტისა და 2018 წლის 15 თებერვლის №04----- გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას თუ რა გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე დააფუძნა მოპასუხემ თავისი გადაწყვეტილება. გასაჩივრებული აქტების შემთხვევაში მითითებულია მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ რაც სამედიცინო დოკუმენტაციაშია ასახული და ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების პუნქტები.

 

ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტი. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №2--------- შპს ,,კ-–----------------ს" 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 01 იანვრამდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი შემოწმების აქტი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 15 თებერვლის №04----- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი სადაო აქტის 7.16; 7.31; 7.40; 7.42; 7.44; 7.55; 7.58; 7.66; 7.69; 7.72; 7.86; 7.88; 7.94 პუნქტები და მათ საფუძველზე განსაზღვრული საჯარიმო სანქციები. სხვა ნაწილში ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. შპს ,,კ-–----------------ს" მიმართ დარჩენილი საბოლოო ფინანსური ვალდებულებები შეადგენს 347 572,79 ლარს, მათ შორის ანაზღაურებული შემთხვევის თანხის უკან დაბრუნება - 196 573,97 ლარი, დამატებით ფინანსური ჯარიმა 150 998,82 ლარი.

 

სასამართლოს მოსაზრებით სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები კერძოდ შეფასება არ მისცა შემოწმების პერიოდს, კერძოდ გასაჩივრებული აქტის შინაარსიდან გამომდინარე, პროგრამის განმახორციელებელმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, 2017 წელს პროგრამის მიმწოდებელს საჯარიმო სანქციები ცალკეულ შემთხვევებში დააკისრა 2013 და 2014 წლებში, მაშინ როდესაც ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის 151-ე მე-2 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შემთხვევის დასრულებიდან კონტროლის განხორციელების 5 წლიანი ვადა მოქმედებს 2015 წლის 26 ოქტომბრიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საერთო წესის თანახმად, კანონის მოქმედების ძალა შემოფარგლულია კანონის გამოქვეყნებისა და გაუქმების პერიოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ გამოიყენება: ა) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც განხორციელდა მის გამოცემამდე და ბ) იმ ფაქტების მიმართ, რომელიც დადგა მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ; ორივე შემთხვევა წარმოადგენს უმაღლესი ი-----დიული პრინციპის ორ მხარეს: განსახილველ ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლო გამოიყენებს იმ კანონს, რომლის მოქმედების პირობებში ამ ფაქტებს ჰქონდა ადგილი. კანონის უკუძალის მინიჭება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს, რომლითაც დაუშვებელია აქტს უკუქცევითი ძალა მიენიჭოს, თუკი იგი აუარესებს პირის მდგომარეობას. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული, რომ კანონის შეფარდებისას სასამართლო იყენებს ფაქტობრივი გარემოებების ხდომილებისას არსებულ კანონს და არა საკითხის გადაწყვეტისას მოქმედ კანონს (საქმე#ბს-1013-599(კ-05); საქმე #ბს-672-658(კ-12); საქმე #ბს-618-606 (კ-12); საქმე #ბს-849-831(კ-12); საქმე #ბს-57-52(კ-13).

 

შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახალი განხილვისას კონტროლის განხორციელების 5 წლიანი ვადა არ უნდა გაავრცელოს 2015 წლის 26 ოქტომბრამდე არსებულ შემთხვევებზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას- გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონისმიერ განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი)

 

საკასაციო სასამართლომ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-246-243 (კ-14) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების ი-----დიულ შედეგს და არაპირიქით.

 

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

სასამართლო კეთილსინდისიერი ადმინისტრირების სტანდარტის საფუძველზე განმარტავს, რომ პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მისი განცხადების დარეგისტრირება (ასეთის უდავოდ დადგენის შემთხვევაში) იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - განცხადების კანონით დადგენილ ვადაში განხილვა-გადაწყვეტის წარმოშობას, რის მიმართ პირის კანონიერი მოლოდინი პატივსადები და სამართლებრივი დაცვის ღირსია. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს ვინაიდან, სახელმწიფომ კანონით უზრუნველყო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით, ამ პროცესში კი უფლებამოსილმა ორგანომ მაქსიმალურად უნდა შუწყოს ხელი ამ უფლების ეფექტურ რეალიზებას და არ უნდა დაუშვას მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური საფუძვლებით მოსარჩელის მიერ მოსარგებლეთათვის განხორციელებული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

სარ-----ლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,კ-–----------------ს" წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 ოქტომბრის შპს ,,კ-–----------------ს" №2--------- შემოწმების აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 15 თებერვლის №04----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი;

 

3. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე შპს ,,კ-–----------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი