გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/480-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.12.2018წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - მ--- ბ-----ე
მოპასუხე - მ-----– ს-----ე
დავის საგანი - მამობის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოსარჩელე მ--- ბ-----ე სარჩელით ითხოვს მისი შვილის დ-- გ-–-----–-ს (პ/ნ 6----------) მამად ცნობილი იქნას მოპასუხე - მ-----–ი ს-----ე (პ/ნ 6-----------. გარდა ამისა, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ მოხდეს დ-- გ-–-----–-ს დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა. კერძოდ, მამის გრაფაში ჩაწერილ იქნას მ-----– ს-----ე. ბავშვის სახელი დარჩეს უცვლელი. ბავშვს მიეკუთვნოს თავისი ბიოლოგიური მამის გვარი - ს-----ე.
მოსარჩელის განმარტებით, ცხოვრობს ქალაქ ქუთაისში, ბ-------- ქუჩა მ----------------ში. 2002 წლის 26 სექტემბერს დაქორწინდა მოქალაქე ალ---------ე გლ-----–--ე. რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახში ურთიერთობა დაიძაბა, გახშირდა კონფლიქტები, 2009 წელს მოსარჩელე - მ--- ბ-----ე შვილთან ერთად წავიდა მეუღლის ოჯახიდან და საცხოვრებლად გადავიდა ცალკე. განქორწინება არ გაუკეთებია, ხოლო ბავშვთან ურთიერთობის საკითხი ურთიერთმოლაპარაკებით დაარეგულირეს.
2014 წლის 27 თებერვალს გარდაიცვალა მ--- ბ-----ის მეუღლე - ალ---------ე გ-–-----–-.
ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ გაიცნო მოქალაქე მ-----– ს-----ე და მასთან ერთად დაიწყო ცხოვრება. 2010 წლის 1-------- მ--- ბ-----ეს შეეძინა შვილი დ-- გ-–-----–-. რადგანაც პირველ მეუღლესთან მას ხელი არ ჰქონდა გაწერილი და იყო რეგისტრირებულ ქორწინებაში, ბავშვი სამშობიაროდან გამოიყვანა ალ---------ე გ-–-----–-ს გვარზე, სინამდვილეში კი ბავშვის მამაა მ-----–ი ს-----ე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე მ-----–ი ს-----ემ წარმოდგენილი შესაგებლით ცნო სარჩელი. განმარტა, რომ თანახმაა დაკმაყოფილდეს მ--- ბ-----ის სასარჩელო მოთხოვნა; დ-- გ-–-----–- ნამდვილად მისი შვილია.
2.2.მოპასუხე მიხელი ს-----ე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და ცნო სარჩელი
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1.მოსარჩელე - მ--- ბ-----ე ცხოვრობს ქალაქ ქუთაისში, ბ-------- ქუჩა მ----------------ში;
3.1.2.2002 წლის 26 სექტემებრს მ--- გ-–-----–- დაქორწინდა მოქალაქე ალ---------ე გლ-----–--ე. ერთად თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი დ-- გ-–-----–-, დაბადებული 2004 წლის 25 ივნისს.
მტკიცებულება:
– მ--- ბ-----ის დაბადების მოწმობის ასლი;
– ნია გ-–-----–-ს დაბადების მოწმობის ასლი.
3.1.3.ალ---------ე გ-–-----–- გარადიცვალა 2014 წლის 27 თებერვალს.
მტკიცებულება:
– ალ---------ე გ-–-----–-ს გარდაცვალების მოწმობა.
3.1.4.ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ, მ--- ბ-----ემ გაიცნო მოქალაქე მ-----– ს-----ე და მასთან ერთად დაიწყო ცხოვრება. 2010 წლის 1-------- შეეძინათ ბავშვი დ-- გ-–-----–-. რადგანაც მ--- ბ-----ეს პირველ მეუღლესთან ხელი არ ჰქონდა გაწერილი და იყო რეგისტრირებულ ქორწინებაში, ბავშვი სამშობიაროდან გამოიყვანა ალ---------ე გ-–-----–-ს გვარზე. სინამდვილეში კი ბავშვის მამაა მ-----– ს-----ე.
მტკიცებულება:
- მხარეთა ასხნა-განმარტება. დ-- გ-–-----–-ს დაბადების მოწმობის ასლი.
3.1.5. აწ. გარდაცვლილი ალ---------ე გ-–-----–-ს მშობლები, თანახმა არიან, მ--- ბ-----ის მეორე ბავშვს შეეცვალოს გვარი გ-–-----–- და მიეცეს მისი ბიოლოგიური მამის გვარი ს-----ე.
მტკიცებულება:
– ნოტარიულად დადასტურებულ თანხმობა.
3.2.სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხემ მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ მოისმინა რა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, 2010 წლის 1-------- დაბადებული დ-- გ-–-----–-ს მამად ცნობილი უნდა იქნეს მ-----–ი ს-----ე და შესაბამისი ცვლილება შევიდეს დაბადების სააქტო ჩანაწერში, მასვე უნდა შეეცვალოს გვარი და დარეგისტრირდეს როგორც ს-----ე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-ევროპული კონვენცია ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ქორწინების გარეშე დაბადებული თითოეული ბავშვის მამობის დადგენა შეიძლება დამყარდეს ან დადგინდეს ნებაყოფლობითი აღიარებით ან სასამართლო გადაწყვეტილებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს.
სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას.
6.2.,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 31-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ მამობის დადგენის შემთხვევაში რეგისტრაციას ახორციელებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო.
ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი ,,მამობის დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება, თუ: გ) მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა საქართველოს სასამართლომ”
ამავე კანონის 33-ე მუხლის მიხედვით კი მამობის დადგენის შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს მამობის დადგენის რეგისტრაციას და შესაბამისი ცვლილება შეაქვს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში.
ვინაიდან დ-- გ-–-----–-ს მამად დადგენილი იქნა მ-----– ს-----ე, სამოქალაქო რეესტრის ორგანო სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია მოახდინოს მამობის დადგენის რეგისტრაცია და დ-- გ-–-----–-ს დაბადების სააქტო ჩანაწერში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება. კერძოდ, დ-- გ-–-----–-ს მამად მიუთითოს მ-----– ს-----ე, ასევე დ-- გლოველს შეუცვალოს გვარი და გ-–-----–-ს ნაცვლად ბავშვის გვარად უნდა მიეთითოს ს-----ე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან მოპასუხემ საქმის მომზადების ეტაპზე სრულად ცნო სარჩელი, მხარეები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-3, 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364 -ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე მ--- ბ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. 2010 წლის 1-------- დაბადებული დ-- გ-–-----–-ს (პ/ნ 6----------) მამად ცნობილი იქნას მ-----–ი ს-----ე (პ/ნ 6-----------;
3. შევიდეს ცვლილება დ-- გ-–-----–-ს დაბადების სააქტო ჩანაწერში და დ-- გ-–-----–-ს მამის გრაფაში მამად მითითებული იქნას მ-----–ი ს-----ე (პ/ნ 6-----------. ასევე დ-- გლოველს შეეცვალოს გვარი და მიეთითოს - ს-----ე;
4. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე