განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100118002493167
№1-158/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17.12.2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე
პროკურორი - დ----- ხ------–---–ი
ბრალდებული - გ------- მ-------ე
ადვოკატი - თ---------- ქ--–---ა, გ---–- თ----------
საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173060518007 საქმე
ბრალდებულ გ------- მ-------ის მიმართ
მამის სახელი: თ-----ი;
დაბადებული: 21.04.1--- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, ხ----;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
პირადი ნომერი: 5----------;
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი;
რეგისტრირებული: ხ----ს რაიონი, სოფელი ქ-------- მე-15 ქ. №6
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ხ----ს რაიონი, სოფელი ი---------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის დადგენილებით გ------- მ-------ეს ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის დაედო ადმინისტრაციული სახდელი.
2. ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადაებულმა გ------- მ-------ემ, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი", რაც 2018 წლის 07 მაისს დაუდგინდა ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად.
3. გ------- მ-------ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს საერთო წონით - 0,024 გრამი, რაც 2018 წლის 06 მაისს, დაახლოებით 22:10 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში, მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მებაჟე - ოფიცრის ბ----- კ----ის მიერ გ------- მ-------ის პირადი დათვალიერებისას იქნა აღმოჩენილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ.
4.. 2018 წლის 07 მაისის №901348 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, გ------- მ-------ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ბუპრენორფინის მოხმარება.
5. 2018 წლის 27 თებერვლის ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით გ------- მ-------ეს ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის დაედო ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით.
6 გ------- მ-------ემ დაადასტურა ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტი.
7.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ25 ნაწილის თანახმად უკანონო მომხმარებელია - პირი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარს I, II ან III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას, მაგრამ არა აქვს ჩამოყალიბებული მასზე დამოკიდებულება.
8. ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებაა და მისი მოხმარება საჭიროებს ექიმის სპეციალურ ნებართვას.
9. გ------- მ-------ეს ექიმის ნებართვა ზემოთაღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის არ აქვს.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- მ-------ემ ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ბუტრენორფინი.
11. როგორც სასამართლომ აღნიშნა, 2018 წლის 27 თებერვლის ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, გ------- მ-------ე ცნობილი იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენად და ადმინისტრაციულ სახდელად დაედო ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
12. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39-ე მუხლის შენიშვნის თანახმად სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
13. გ------- მ-------ე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო 2018 წლის 27 თებერვალს, ხოლო განმეორებით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება დაუდგინდა 2018 წლის 07 მაისს.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული გ------- მ-------ე 2018 წლის 07 მაისს ითვლებოდა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებულ პირად და მან ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი", რაც 2018 წლის 07 მაისს დაუდგინდა ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად.
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა.
15. მოწმის სახით დაკითხული შემოსავლების სამსახურის სგპ "სარფის" მებაჟე ოფიცერი ბ----- კ----ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 06 მაისს, მან როგორც მორიგე მებაჟე ოფიცერმა სამსახურებრივ მოვალეობის შესრულების დროს განახორციელა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსული გ------- მ-------ის პირადი დათვალიერება, რა დროსაც მას ქურთუკის მარჯვენა მკლავის გადანაკეცში უნახა კონვალუტის გადანაჭერი სამი ცალი აბით, რომელზეც იკითხებოდა წარწერა "Suboxone", აღნიშნული კონვალუტის ჩამონაჭერი სამი ცალი აბით დაილუქა ადგილზე შემოსავლების სამსახურის სპეციალურ პაკეტში და შედგა სათანადო დათვალიერების ოქმი.
16. მოწმის სახით დაკითხული შემოსავლების სამსახურის სგპ "სარფის" მებაჟე ოფიცერი ი-----–- შ----ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 06 მაისს, იგი საბაჟო გამშვებ პუქტში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს, რა დროსაც მებაჟე ოფიცერმა ბ----- კ----ემ აცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთის რესპუბლიკიდან გადმოკვეთა გ------- მ-------ემ, რომლის ქცევა მოეჩვენა საეჭვოდ და მიიღო გადაწყვეტილება დათვალიერების თაობაზე. გ------- მ-------ეს თავდაპირველად განუმარტეს საბაჟო პროცედურების შესახებ, ამავდროულად მისცეს წინადადება აკრძალული და არადეკლარილირებული ნივთების ნებაყოფილობით დეკლარირების, თუმცა მისგან მიიღეს უარი, რის შემდეგაც იგი გადაიყვანეს მგზავრის დათვალიერების სპეციალურ ოთახში, განუმარტეს მას უფლებები და ბ----- კ----ემ დაათვალიერა გ------- მ-------ე პირადად და გ------- მ-------ეს ქურთუკის მარჯვენა მკლავის გადანაკეცში უნახა კონვალუტის გადანაჭერი სამი ცალი აბით, რომელზეც იკითხებოდა წარწერა "Suboxone", აღნიშნული კონვალუტის ჩამონაჭერი სამი ცალი აბით დაილუქა ადგილზე შემოსავლების სამსახურის სპეციალურ პაკეტში და შედგა სათანადო დათვალიერების ოქმი.
17. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 6 მაისის თარიღით შედგენილი მგზავრის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ მებაჟე ოფიცერმა ბ----- კ----ემ ცვლის უფროსი ი-----–- შ----ის მონაწილეობით 22.07 საათიდან 22.25საათის შუალედში გ------- მ-------ის პირადი დათვალიერების დროს გ------- მ-------ეს ქურთუკის მარჯვენა მკლავის გადანაკეცში აღმოჩენილი მედიკამენტი "Suboxone"-ის 3 ცალი აბი დალუქა პაკეტში სერია ა N 0462804 და ოქმის ასლი ჩაბარდა გ------- მ-------ეს.
18 . სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ---- ი-------ის და ლევან პ------- ჩვენებებით 2018 წლის 6 მაისს გამომძიებელმა ლევან შ--------ამ სასაზღვრო გამშვებ პუნქტი"სარფის" ადმინისტრაციულ შენობაში მებაჟე ოფიცერი ბ----- კ----ისგან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოიღო გ------- მ-------ის დათვალიერების დროს ამოღებული აბები დალუქული პაკეტის სახით.
19 სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამომძიებელი ლევან შ--------ას მერ შედგენილი დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 07 მაისს, 00.27 სააათიდან 00.34 საათის მონაკვეთში გამომძიებელმა დაათვალიერა მებაჟე ოფიცრის ბ----- კ----ის მიერ წარდგენილი დალუქული პოლიეთილენის პაკეტი წარწერით "შემოსავლების სამსახური", სერია ა N 0462804.
20. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 07 მაისს, 00.45 საათიდან 00.58 საათის შუალედში, გამომძიებელმა ლევან შ--------ამ გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, სასაზღვრო გამშვები პუნქტი "სარფის" ადმინისტრაციულ შენობაში, მებაჟე ოფიცრის ბ----- კ----ისგან ამოიღო დალუქული პოლიეთილენის შენაფუთი წარწეით სერია "ა" N 0462804, რომელიც მოთავსდა გამჭვირვალე ფერის ფაილში და დაილუქა .
21. 2018 წლის 07 მაისის №ქ/272 ექსპერტის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა პოლიმერიული პაკეტი, თავმოკრული თეთრი ფერის ძაფით და დალუქული თეთრი ფერის ქაღალდის ფირფიტაზე დაკრული ქარალდის ლუქით, მრგვალი ბეჭდის ანაბეჭდით. დამოწმებული ხელმოწერებით და საჭდეზე შესრულებული ხელნაწერი ტექსტით "2018 წლის 07 მაისს ს.გ.პ. სარფის მებაჟე ოფიცერი ბ----- კ----ისმიერ წარმოდგენილი და ამოღებული ნივთი". რომლის მთლიანობა არ იყო დარღვეული. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა პოლიმერული მასალის ფაილი, დალუქული შემოსავლების სამსახურის ლუქით, სერია ა N 0462804, რომელშიც იდო ერთ ცალ კონვალუტის ფირფიტის ჩამონაჭერი, წარწერით ,,Suboxone 8mg/2mg buprenorphine/naloxone” ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის სამი ცალი მთლიანი ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს - 0,024 გრამის ოდენობით;
22. სასამართლო სხდომაზე ნივთმტკიცების გამოკვლევით ასევე დადგინდა, რომ ექსპერტის მიერ ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ დალუქულ პაკეტში მოთავსებული იყო კიდევ 2 პაკეტი, ერთი შს სამინისტროს პაკეტი, მეორე პოლიეთილენის პაკეტი წარწერით "შემოსავლების სამსახური", სერია ა N 0462804, წითელი ფერის წებოვანი ლენტით, ხოლო მასში იდო ერთი ცალი კონვალუტის ფირფიტის ჩამონაჭერი, წარწერით ,,Suboxone 8mg/2mg buprenorphine/naloxone”, სამი ცალი აბით.
23. 2018 წლის 06 მაისის №21-10-11/58557 შემოსავლების სამსახურის წერილის თანახმად 2018 წლის 06 მაისს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,სარფის” კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა მოქალაქე გ------- მ-------ე. მისი პირადი დათვალიერების დროს ტანთცმული შავი ფერის კაპიშონიანი ქურთუკის მკლავის გადანაკეცში აღმოჩენილი იქნა მედიკამენტი Suboxone 3 ცალი აბი.
24.. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტში დაცული ელექტრონული ბაზის თანახმად გ------- მ-------ემ სასაზღვრო გამშვები პუნქტი ,,სარფი“ გადმოკვეთა - შემოსვლა 06.05.2018 წელი 22:06 საათი.
25.”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
26. ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია II, №10 რეგისტრაციით და 0,024 გრამი ,,ბუპრენორფინი” წარმოადგენს დიდ ოდენობას;
27. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ13) პუნქტის თანახმად შეძენაა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება; ხოლო ჰ11 პუნქტის თანახმად შენახვაა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა;
28..”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.
29.გ------- მ-------ეს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის” შეძენისა და შენახვის თაობაზე.
30. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის თანახმად სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანა.
31. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად სასაზღვრო გამტარი პუნქტია - საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;
32. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი” მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი საქართველოში შემოტანა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.
33. ამდენად წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ გ------- მ-------ემ, სასაზღვრო გამტარი პუქტის ,,სარფის" გავლით საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი ისე, რომ მას არ გააჩნია ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის” საქართველოში შემოსატანად სპეციალური ნებართვა.
34. მართალია დაცვის მხარემ მიიჩნია, რომ ვინაიდან 2018 წლის 6 მაისის თარიღით შედგენილ მგზავრის დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ რომ მებაჟე ოფიცერმა ბ----- კ----ის გ------- მ-------ის პირადი დათვალიერების დროს აღმოჩენილი მედიკამენტი გადააგზავნა საქ. შსს აჭარის ა.რ. პლიიციის დეპარტამენის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში, ხოლო ექსპერტიზა ჩაუტარდა გამომძიებელი ლევან შ--------ას მიერ მებაჟე ოფიცერი ბ----- კ----ისგან ამოღებულ აბებს და ეს გარემოება იწვევს ეჭვს, რომ მოხდა ნივთების შეცვლა, მაგრამ სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ მოსაზრებას შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მებაჟე ოფიცერი ბ----- კ----ემ 2018 წლის 6 მაისს 22.07 საათიდან 22.25 საათის შუალედში გ------- მ-------ის პირადი დათვალიერების დროს გ------- მ-------ეს ქურთუკის მარჯვენა მკლავის გადანაკეცში აღმოაჩინა მედიკამენტი "Suboxone"-ის 3 ცალი აბი, რომელიც ადგილზე დალუქა პაკეტში წარწერით "შემოსავლების სამსახური". აღნიშნულ პაკეტს გააჩნდა უნიკალური კოდი: სერია "ა " N 0462804. დადგენილია ის გარემოებაც, რომ გამომძიებელმა ლევან შ--------ამ მებაჟე ოფიცერი ბ----- კ----ისგან პაკეტის გაუხსნელად ამოიღო პაკეტი, კოდით: სერია "ა " N 0462804, მოათავსა ახალ პაკეტში და დალუქა. ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტის ჩვენებით დგინდება, რომ გამოსაკვლევად გადაგზავნილი სამი ცალი აბი დალუქული იყო 2 პაკეტში, გარეთა პაკეტი გამომძიებელი ლევან შ--------ას მიერ, ხოლო მასში აღმჩნდა კიდევ ერთი პაკეტი წარწერით"შემოსავლების სამსახური", კოდი: სერია "ა " N 0462804 , დადგენილია ისიც, რომ ხსენებული პაკეტების მთლიანობა დარღვეული არ იყო, და მხოლოდ ის, რომ მებაჟე ოფიცერმა ოქმში მიუთითა, რომ ამოღებული პაკეტი გადაიგზავნა პოლიციის სამმართველოში, ხოლო ფაქტიურად მოხდა ხსენებული პაკეტის ამოღება, არ წარმოდგენს გონივრული ეჭვის საფუძველს, რომ მოხდა ნივთმტკიცების გამოცვლა, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლა ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობა.
35 . აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- მ-------ემ უკანონოდ შეიძინა, შეინახა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ,,ბუპრენორფინი”.
სამართლებრივი შეფასება:
36. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
37. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
38. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
39 .საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
40. .საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
41. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
42. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
43. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
44. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
34. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- მ-------ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
35. გ------- მ-------ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
36. გ------- მ-------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა გამოძიებიასტან თანამშრომლობა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
37. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ------- მ-------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა.
38. გ------- მ-------ეს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1.გ------- მ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის საარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ------- მ-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
`ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლით.
2. გაუქმდეს მსჯავრდებულ გ------- მ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
3. გ------- მ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 07 მაისიდან.
4.გ------- მ-------ის მიმართ უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
5. ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი 0,024 გრამი, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილებაში საქმეზე გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე
ხვიჩა კიკილაშვილი