გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210310017002017163
საქმე №3/106-17წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი
სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი
მოსარჩელე - შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - დავების დეპარტამენტი, მა----- ნო-----, მა----- გი----–---–-.
მოპასუხეები - 1. შპს ,------’’; 2. ფ.კ. თა---- ბა--–---–-; 3. შპს ,,ბ--- ბ--–------’’; 4. ი.მ. ,,ოთ--- ბა--–---–-’’
წარმომადგენელი- პა---- ლო-–-----, ლი-–- მა--------
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეები შპს ,------’’-ი, ფ.კ. თა---- ბა--–---–-, შპს ,,ბ--- ბ--–------’’ და ი.მ. ,,ოთ--- ბა--–---–-’’ ცნობილი იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.
მოსარჩელის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს ,,ბ--- +’’-ს ერიცხება აღიარებული საგადასახდო დავალიანება 306 312 ლარის ოდენობით. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, 2016 წლის 10 მაისს შპს ,,ბ--- +’’-ის ქონებაზე ყადაღის დადების მიზნით გამოიცა ბრძანება N049-111. 2016 წლის 27 აპრილს დაფუძნდა შპს ,,ბ----ბ--–------’’, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი არის შპს ,,ბ--- +’’-ის დირექტორის თა---- ბა--–---–-ს შვილი ოთ--- ბა--–---–-. 2017 წლის 03 მაისს შპს ,,ბ----ბ--–------ს’’-ის ქონებაზე ყადაღის დადების მიზნით გამოიცა ბრძანება N049-298. ი.მ, ოთ--- ბ---შ---–მა 2016 წლის პერიოდში თავისივე შპს ,,ბ--- ბი-–------ა’’ გაუწია 785 966 ლარის მომსახურება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ შესაგებელი, ხოლო მოპასუხე ოთ--- ბ---შ---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ისი სარჩელს არ ცნობს და განმარტა, რომ ყადაღის აქტები აქვს გასაჩივრებული და აღნიშნულის შედეგს ელოდება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს ,,ბ--- +’’-ს ერიცხება აღიარებული საგადასახდო დავალიანება 306 312 ლარის ოდენობით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შედარების აქტი
3.1.2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, 2016 წლის 10 მაისს შპს ,------’’-ს ქონებაზე ყადაღის დადების მიზნით გამოიცა ბრძანება N049-111.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 10 მაისს შპს ,------’’-ის ქონებაზე ყადაღის დადების მიზნით გამოიცემული ბრძანება N049-111.
3.1.3. 2016 წლის 27 აპრილს დაფუძნდა შპს ,,ბ--- ბ--–------’’, რომლის 100% წილის მფლობელი არის ოთ--- ბა--–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესრიდან;
3.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საქმის სხვა გარემოებების შესწავლის შედეგად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს ,,ბ--- +’’-ს ერიცხება აღიარებული საგადასახდო დავალიანება 306 312 ლარის ოდენობით. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, 2016 წლის 10 მაისს შ-- ,,ბ--- +’’-ის ქონებაზე ყადაღის დადების მიზნით გამოიცა ბრძანება N049-111. 2016 წლის 27 აპრილს დაფუძნდა შპს ,,ბ----ბ--–------’’, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი არის შპს ,,ბ--- +’’-ის დირექტორის თა---- ბა--–---–-ს შვილი ოთ--- ბა--–---–-.
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაადასტურა მოპასუხის მიმართ სარჩელის საფუძვლიანობა მათ შორის რეალურად არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. დადგენილია, რომ აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამ მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს იმ ურთიერთობათა ჩამონათვალს, რომელიც განეკუთვნება განსაკუთრებულ ურთიერთობებს. კერძოდ, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან. ხოლო მე-3 ნაწილში კი განსაზღვრულია იმ პირთა ჩამონათვალი ვინ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის კონტროლი გულისხმობს: სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას, დირექტორობას და ამ თანამდებობებზე პირების დანიშვნის უფლებას; ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 20 პროცენტის ფლობას. ხოლო, მე-6 ნაწილი განმარტავს, რომ ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსი საგადასახადო მიზნებისათვის გვთავაზობს ურთიერთდამოკიდებული პირების ცნებას. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სახელმწიფოს შემოსავლები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადასახადები დამოკიდებული არ უნდა იყოს გადასახადის გადამხელთა ერთმანეთს შორის ურთიერთობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პირებს კოდექსი განიხილავს ურთიერთდამოკიდებულ პირებად.
6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ამდენად, ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირად დადგენა სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამ შემთხვევაში, სასამართლომ უდავოდ უნდა დაადგინოს ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, ვინაიდან მისი გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და გადასახადის გადამხდელი ამ სხვა პირის მიერ გამოყენებულია გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების მიზანია დაცული იქნას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები.
სასამართლო განმარტავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, რომ საწარმოს არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა იგი დამოკიდებულია სხვა პირზე, ანუ ამ შემთხვევაში დამფუძნებელი (პარტნიორი) არ განიხილავს მის მიერ დაფუძნებულ პირს, როგორც დამოუკიდებელ და მისგან განცალკევებულ სუბიექტს. ამდენად, კომპანიის დამფუძნებელი მის მიერ დაფუძნებული კომპანიის ქონებას აღიქვამს, როგორც საკუთარ ქონებას. უფრო კონკრეტულად კი, დამფუძნებელი (პარტნიორი) უნდა იყოს გამიჯნული მის მიერ დაფუძნებული პირისაგან, რომელიც ითვლება დამოუკიდებელ იურიდიულ პირად და მას ეკისრება პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარი ვალდებულებებზე და არა დამფუძნებლის ვალდებულებებზე.
აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ზემოაღნიშნული ნორმის მიზნებისათვის ურთიერთდამოკიდებულება არ გულისხმობს და არ მოიცავს იმას, რომ დამფუძნებელს - პარტიორს გააჩნია გარკვეული წილი კონკრეტულ საწარმოში და ურთიერთდამოკიდებულება უნდა მოიცავდეს იმ გარემობასაც, რომ გადასახადის გადამხდელი სხვა პირის მიერ გამოყენებული იქნეს გადასახადების გადახდევინებისათვის თავის არიდების მიზნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ დამფუძნებელი (პარტნიორი) არ არის გამიჯნული საწარმოსაგან, ანუ დამფუძნებელი მოქმედებს ისე, თითქოს საწარმო არ წარმოადგენს მისგან განცალკევებულ იურიდიულ პირს, სასამართლო დაადგენს, რომ დამფუძნებელი და საწარმო ერთი და იგივე პირია, შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი მმართველი შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული კომპანიასთან არავითარი დოკუმენტური კავშირებით, არ იყოს კომპანიის დამფუძნებელი (პარტნიორი). ამასთან, ფაქტობრივ მმართველად პირის მიჩნევისათვის საჭიროა ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებს ამგვარი ფაქტის არსებობას (რაიმე სახის დოკუმენტაცია ან/და მოწმეთა ახსნა-განმარტება).
6.4. სასამართლო მხედველობაში იღებს რა საქმეზე დადგენილი ფაქტების შინაარსს, მიიჩნევს, რომ თა---- ბა--–---–- შპს ,,ბ--- ბ--–------ს’’-ს დაფუძნებისას მოქმედებდა შპს ,------’’-სს ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი ვალდებულებებისათვის და ასევე მოსალოდნელი უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო მიზნებისათვის მოპასუხეეები აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში სსკ-ის 246-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს. მათ შორის განხორციელებული ოპერაცია შედეგობრივად მიმართული იყო მნიშვნელოვანი ფულადი რესურსების გარიდების გზით კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობისაკენ და გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდებისაკენ.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ შეამოწმა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა საქმის მასალებთან და მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით იქნა დადასტურებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოპასუხეების - შპს ,------’’-ის, ფ.კ. თა---- ბა--–---–-ს, შპს ,,ბ--- ბ--–------სა’’; და ი.მ. ,,ოთ--- ბა--–---–-ს’’ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
’’სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით: საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელზე გადასახადის, მოსაკრეფლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ერთი მხარის განთავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამდენად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ, 100 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიება
სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 1991 -ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებული იქნან შპს ,------’’-ი(ს/ნ2--------), ფ.კ. თა---- ბა--–---–-(პ/ნ 4----------), შპს ,,ბ--- ბ--–------სა’’(ს/ნ 4--------) და ი.მ. ,,ოთ--- ბა--–---–-’’ (პ/ნ 4----------);
3. გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუყოვნებლივ;
4. სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში;
5. მოპასუხეებს, შპს ,------’’-ს, ფ.კ. თა---- ბ---შ---–ს, შპს ,,ბ--- ბი-–------ა’’ და ი.მ. ,,ოთ--- ბ---შ---–ს’’ დაეკისროთ სოლიდარულად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ, 100 (ასი) ლარის ოდენობით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ.№15) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი