გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.11.2018
საქმის ნომერი
330310018002480679
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3/3460-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელეები: ე-–----------------–-–---–ი, ნ-----–--------–-–---–ი

წარმომადგენელი: ი-----------ე

 

მოპასუხეები: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი/დ--------------------ი

წარმომადგენელი: ს--------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დ--------------------ის სოციალური აგენტის მიერ შედგენილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 15 მარტის ოქმი;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დ--------------------ის 2018 წლის 21 მარტის №0------------- გადაწყვეტილება ე-–----------------–-–---–ის მიმართ;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დ--------------------ის 2018 წლის 28 მარტის №0------------- გადაწყვეტილება ნ-----–--------–-–---–ის მიმართ;

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის №0------- გადაწყვეტილება ე-–--------ა და ნ-----–--------–-–---–ების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

 

1.5. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს/დ--------------------ს ე-–----------------–-–---–ის და ნ-----–--------–-–---–ის ცალ-ცალკე ოჯახებად შემოწმება, დეკლარაციის შედგენა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭება.

 

მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი 2005-2007 წლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულნი იყვნენ ცალ-ცალკე ოჯახებად, ხოლო 2007 წლიდან ერთ ოჯახად დარეგისტრირდნენ, სოციალური აგენტის მითითების შესაბამისად. აღნიშნული გრძელდებოდა 2016 წლამდე. მოსარჩელეთა მითითებით, არაერთხელ მიმართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს, დამოუკიდებელ ოჯახებად რეგისტრაციის მიზნით მათი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესასწავლად.

 

მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ ისინი არიან მარტოხელა პენსიონერები, რომლებიც ცხოვრობენ მომიჯნავედ მდებარე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ბინებში. მათივე განმარტებით, ცალ-ცალკე არიან რეგისტრირებულნი კომუნალურ გადამხდელებად და აქვთ დამოუკიდებელი საოჯახო შინამეურნეობა. ნ-----–--------–-–---–ი 1999 წლიდან არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მასზე ზრუნავს ე-–----------------–-–---–ი, რომელიც ფიზიკურად ეხმარება დას. მოსარჩელეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წარმოადგენენ ორ დამოუკიდებელ ოჯახს და ერთად არ ცხოვრობენ.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო. მისი მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ნ-----–--------–-–---–ს აქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი (მკვეთრად გამოხატული ხარისხით).

 

ნ-----–--------–-–---–მა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციის მიზნით პირველად მიმართა 2005 წლის 24 აგვისტოს. მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება განხორციელდა: 1. 2005 წლის 23 ოქტომბერს; 2. 2007 წლის 20 იანვარს; 3. 2007 წლის 10 ივლისს; 4. 2008 წლის 16 მარტს; 5. 2011 წლის 16 დეკემბერს; 6. 2012 წლის 11 იანვარს; 7. 2014 წლის 3 სექტემბერს. 2014 წლის 28 ნოემბერს გაუუქმდა რეგისტრაცია, მიზეზით: დეკლარაციაში არ ფიქსირდება რეგულარული შემოსავალი, პროცენტის სახით.

 

ნ-----–--------–-–---–ი მონაცემთა ბაზაში მეორედ დარეგისტრირდა 2015 წლის 18 იანვარს, გადამოწმდა 2016 წლის 17 მაისს და შეუწყდა რეგისტრაცია 2016 წლის 18 ნოემბერს, მიზეზით: არ აცნობეს სააგენტოს ლეგალური შემოსავალი.

 

ნ-----–--------–-–---–მა მონაცემთა ბაზაში მესამედ რეგისტრაციის მიზნით განაცხადით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს 2016 წლის 24 ნოემბერს. რეგისტრაცია გაუუქმდა 2017 წლის 10 თებერვალს, მიზეზით: ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი. რეგისტრაციის უფლება შეეზღუდა 1 წლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დ--------------------ის 2018 წლის 16 იანვრის №0------------ წერილი (ს.ფ. 61);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დ--------------------ის 2018 წლის 4 იანვრის №0----------- წერილი (ს.ფ. 197).

 

3.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 თებერვლის №0------ გადაწყვეტილებით:

1. ე-–----------------–-–---–ის 2018 წლის 15 იანვრის №3--- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. უარი ეთქვა ე-–----------------–-–---–ს სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (დ--------------------ი) უფლებამოსილი პირის მიერ 2017 წლის 28 დეკემბერს შევსებული ოქმის „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ და 2018 წლის 4 იანვრის №0----------- წერილის ბათილად ცნობაზე;

3. ე-–----------------–-–---–ის ოჯახს მოეხსნა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვა;

4. სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ი----------ძე) დაევალა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახისათვის განმეორებითი რეგისტრაციის აკრძალვის მოსახსნელად საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;

5. ე-–----------------–-–---–ს განემარტა, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციისათვის საჭირო იყო სააგენტოს ტერიტორიული ერთეულისათვის შესაბამისი განაცხადით მიმართვა, რის შემდეგაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის მიერ ოჯახის დეკლარაციის შევსებისას მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მინიჭებული სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე, მიიღებოდა გადაწყვეტილება სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობა) დანიშვნის თაობაზე;

6. სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალა ე-–----------------–-–---–ის მხრიდან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, ე. გ-----–-–---–-- ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების უზრუნველყოფა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 თებერვლის №0------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 153-157).

 

3.3. ე-–----------------–-–---–მა 2018 წლის 21 თებერვლის განცხადებებით სოციალური მომსახურების სააგენტოში მოითხოვა მისი და მისი დის - ნ-----–--------–-–---–ის (რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და არ შეუძლია გადაადგილება) ოჯახების გადამოწმება, ცალ-ცალკე ოჯახებად რეგისტრაცია. ოჯახის საკითხის სადავოობის გამო, მისამართზე ვიზიტი განახორციელა უფროსმა სოციალურმა აგენტმა, დ------ის რაიონის მუნიციპალიტეტის საუბნო განყოფილების უფროსთან ერთად.

 

სოციალურმა აგენტმა მიიჩნია, რომ ნ-----–ა და ე-–----------------–-–---–ები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დასარეგისტრირებლად წარმოადგენენ ერთ ოჯახს, ვინაიდან ნ-----–--------–-–---–ი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და საჭიროებს მომვლელს, ხოლო მისი და - ე-–----------------–-–---–ი უვლის მას. მართალია, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ნ-----–ა და ე-–----------------–-–---–ებს საკუთრებაში აქვთ ცალ-ცალკე ფართი, შესაბამისად, სააბონენტო ნომრებიც, მაგრამ ვიზუალური დათვალიერებისას იკვეთება შინასამეურნეო საქმიანობის ერთობლივი წარმოება, კერძოდ, საცხოვრებელი ადგილის ერთობლივი გამოყენება, მისი მოვლა-პატრონობა, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვება და ამ საშუალებების განკარგვა-განაწილება.

 

სოციალური აგენტის განმარტებით, ოჯახს არაერთხელ გააცნეს ოჯახის განმარტება. მიუხედავად ახსნა-განმარტებისა, ე-–----------------–-–---–ი არ დასთანხმდა დეკლარაციის ერთად შევსებას. ამასთან, ოჯახს მოსაფიქრებლად მიეცა დრო.

 

ამხანაგობა „----–--“ თავმჯდომარის - ა-----------–---–ის 2019 წლის 19 მარტის №2---- წერილის თანახმად, ე-–--------ა და ნ-----–--------–-–---–ები ოჯახის დეკლარაციის შევსებისათვის სავალდებულო პირობების მიხედვით, წარმოადგენენ ერთ ოჯახს.

 

სოციალური აგენტის მეორე ვიზიტი განხორციელდა 2018 წლის 15 მარტს, თუმცა ე-–----------------–-–---–ის მოთხოვნა ცალკე ოჯახად რეგისტრაციის შესახებ არ შეცვლილა. შესაბამისად, გაფორმდა ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ.

 

2018 წლის 2 და 15 მარტს უფლებამოსილი პირის მიერ ქ. თბილისში, ფ------ის ქ. №---ში ე-–----------------–-–---–ის (უფლებამოსილი წარმომადგენელი) ოჯახის (საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------) შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის ოქმი, იმ მიზეზით, რომ ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი. ამასთან, ოჯახის მიმართ გამოყენებული იქნა ღონისძიება - „ერთწლიანი შეზღუდვა“. ამავე ოქმის თანახმად, ვერ მოხდა ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრა და ორივე ვიზიტის ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა ნ-----–--------–-–---–მა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (უფროსი სოციალური აგენტის) 2018 წლის 27 აპრილის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 15);

- გ------------–--–ის განმარტება (ს.ფ. 151);

- ამხანაგობის „----–--“ თავმჯდომარის - ა-----------–---–ის 2019 წლის 19 მარტის №2---- წერილი (ს.ფ. 152);

- ე-–----------------–-–---–ის 2018 წლის 21 თებერვლის №1---- განცხადება (ს.ფ. 145);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 15 მარტის ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 149).

 

3.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დ--------------------ის 2018 წლის 28 მარტის №0------------- გადაწყვეტილებით ე-–----------------–-–---–ს უარი ეთქვა ნ-----–--------–-–---–ის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მიზეზით: ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დ--------------------ის 2018 წლის 28 მარტის №0------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 144).

 

3.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დ--------------------ის 2018 წლის 21 მარტის №0------------- გადაწყვეტილებით ე-–----------------–-–---–ს ეცნობა, რომ სოციალური აგენტის ვიზიტის დროს შეივსო ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ, მიზეზით: ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი. შესაბამისად, ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

 

ამავე გადაწყვეტილებით ე-–----------------–-–---–ს მომდევნო 1 წლის განმავლობაში აეკრძალა ბაზაში რეგისტრაციის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დ--------------------ის 2018 წლის 21 მარტის №0------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 146-147).

 

3.6. ე-–--------ა გ----–-–---–ისა და ნ-----–--------–-–---–ის წარმომადგენელმა ი-----------ემ 2018 წლის 19 აპრილის №3---- ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დ--------------------ის 2018 წლის 21 მარტის №0------------- და 2018 წლის 28 მარტის №0------------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს განეხორციელებინა (დ--------------------ი) ე-–----------------–-–---–ისა და ნ-----–--------–-–---–ის ცალ-ცალკე ოჯახად შემოწმება და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭება.

 

ე-–--------ა გ----–-–---–ისა და ნ-----–--------–-–---–ის წარმომადგენელმა ი-----------ემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარადგინა ი---------------–---–ისა და გ---–------------–--ის განცხადება.

 

ი---------------–---–მა (მცხოვრები: ქ. თბილისი, თ-------------–------------------------------–----------------------) და გ---–------------–--ემ (მცხოვრები და რეგისტრირებული მისამართზე: ქ. თბილისი, დ-----------–-----–------------------) სანოტარო წესით დამოწმებული ხელმოწერებით დაადასტურეს, რომ ნ-----–--------–-–---–ი და მისი და - ე-–----------------–-–---–ი ცალ-ცალკე ოჯახებად, განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობებში მუდმივად ცხოვრობენ. მათ ცალ-ცალკე აქვთ საკუთრებები, იხდიან კომუნალური გადასახადებს. ისინი ცალ-ცალკე ეწევიან საოჯახო მეურნეობას. ნ-----–--------–-–---–ი მართალია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და სავარძელსაა მიჯაჭვული, მაგრამ იგი ეტლის საშუალებით გადაადგილდება და თავს თვითონ უვლის. მისი დის ან მეგობრების მიერ მიტანილ საკვებს თავადვე ამზადებს, ძირითადად სარგებლობს მზა კერძებითა და ნახევარფაბრიკატებით. ის პირად ჰიგიენასაც თვითონ იცავს. ისინი ცალ-ცალკე შინასამეურნეო საქმიანობას ეწევიან (საკუთრებაში აქვთ ცალ-ცალკე სამზარეულო, საძინებელი, საკვები პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები და სხვა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ე-–----------------–-–---–ისა და ნ-----–--------–-–---–ის წარმომადგენელის ი-----------ის 2018 წლის 19 აპრილის №3---- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 129-134);

- ი---------------–---–ისა და გ---–------------–--ის განცხადება (ს.ფ. 135-136);

 

3.7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის №0------- გადაწყვეტილებით ე-–--------ა გ----–-–---–ისა და ნ-----–--------–-–---–ის წარმომადგენელს ი-----------ეს უარი ეთქვა 2018 წლის 19 აპრილის №3---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის №0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 81-89).

 

3.8. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ვ-–------------------------------------------------------------------------------------------------ში მდებარე უძრავი ქონებიდან ბინა №3, საერთო ფართით 82,33 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ-----–--------–-–---–ის სახელზე, ხოლო ბინა №1, საერთო ფართით: 22,24 კვ.მ. - ე-–----------------–-–---–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 07.10.2015წ. (ს.ფ. 47-48);

 

3.9. №0------ სააბონენტო ბარათზე სს ,,თ--–--ის“ აბონენტად ე-–----------------–-–---–ი ფიქსირდება 2005 წლის 11 იანვრიდან, ქ. თბილისი, ე------------------- ფ------ის ქ. №--/1ა, ბინა №1.

 

სატელეფონო ნომერი 3-------- აღრიცხულია ე-–----------------–-–---–ის სახელზე, 2007 წლის 8 იანვრიდან, მისამართზე: ქ. თბილისი, ე------------------- ფ------ის (ყოფ. ვ----------ს) ქ. №--.

 

№0------ სააბონენტო ბარათზე სს ,,თ--–--ის“ აბონენტად ნ-----–--------–-–---–ი ფიქსირდება 1999 წლიდან, ქ. თბილისი, ე------------------- ფ------ის ქ. №--/1ა.

 

სატელეფონო ნომერი 3--------- აღრიცხულია ნ-----–--------–-–---–ის სახელზე, 1992 წლის 1 იანვრიდან, მისამართზე: ქ. თბილისი, ე------------------- ფ------ის (ყოფ. ვ----------ს) ქ. №--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,თ--–--ის“ 2018 წლის 23 იანვრის №0---------- წერილი (ს.ფ. 22);

- №0------ აბონენტის ბრუნვის ისტორია 2005 წლის 11 იანვრიდან 2018 წლის 5 იანვრამდე პერიოდში (ს.ფ. 23-30);

- სს „ს--–-----ის“ 2018 წლის 14 თებერვლის №2------- წერილი (ს.ფ. 21);

- სს „ს--–-----ის“ მიერ გაცემული ცნობა პირად ანგარიშზე ბრუნვების შესახებ (ს.ფ. 31-35);

- სს „ს--–-----ის“ 2018 წლის 14 თებერვლის №2------- წერილი (ს.ფ. 36);

- სს ,,თ--–--ის“ 2018 წლის 23 იანვრის №0---------- წერილი (ს.ფ. 37);

- №0------ აბონენტის ბრუნვის ისტორია 1999 წლის 6 აგვისტოდან 2018 წლის 5 იანვრამდე პერიოდში (ს.ფ. 38-46).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა ე-–----------------–-–---–ის და ნ-----–--------–-–---–ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია; ევროპის სოციალური ქარტია; „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დ--------------------ის სოციალური აგენტის მიერ შედგენილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 15 მარტის ოქმი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დ--------------------ის 2018 წლის 21 მარტის №0------------- გადაწყვეტილება ე-–----------------–-–---–ის მიმართ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დ--------------------ის 2018 წლის 28 მარტის №0------------- გადაწყვეტილება ნ-----–--------–-–---–ის მიმართ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის №0------- გადაწყვეტილება ე-–--------ა და ნ-----–--------–-–---–ების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად კანონშესაბამისია სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დ--------------------ისათვის ე-–----------------–-–---–ის და ნ-----–--------–-–---–ის ცალ-ცალკე ოჯახებად შემოწმების დავალების, დეკლარაციის შედგენისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ.

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა საარსებო შემწეობის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

მითითებული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

სასამართლო მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესზე, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.

 

აღნიშნული წესის მე-2 მუხლის მიხედვით, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

მითითებული წესის მე-4 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები, ხოლო მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მაძიებელი ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ადგენს, რომ მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას.

 

ამავე წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ სამართალ-ურთიერთობაში გამოყენებულ ტერმინებს ადგენს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლი, რომლის თანახმად, მაძიებელი არის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახი, რომელიც შეიძლება გახდეს სოციალური დახმარების მიმღები; ხოლო ოჯახი ამ წესის მიზნებისათვის განმარტებულია როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი. მითითებული ნორმის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შინასამეურნეო საქმიანობა ეს არის ოჯახის საკეთილდღეოდ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებასა და ამ საშუალებების (ფული, პროდუქტები, ტანსაცმელი და ა.შ.) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლზე, რომლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.

 

სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციის „A“ ბლოკის – „ოჯახის საცხოვრებელი“ შევსებამდე, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ზუსტად უნდა განუმარტოს ოჯახს, თუ რა იგულისხმება „ოჯახის“ ცნებაში. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ამჩნევს ოჯახის ხელოვნურად გაყოფის ან ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების მცდელობას, მაშინ აღნიშნული ფაქტის დაზუსტებას ახდენს საცხოვრებელი პირობების ყურადღებით შემოწმების მეშვეობით (მაგ.: საძინებლები, პირადი ჰიგიენის საგნები და სხვა). ყურადღება უნდა მიექცეს, თუ როგორ ხდება მარაგების შენახვა და განაწილება მოცემულ ოჯახში, უნდა შემოწმდეს ცხოვრობენ, თუ არა ისინი ერთ საცხოვრისში და აქვთ თუ არა მათ საერთო სამზარეულო, საერთო კომუნალური მრიცხველი, საერთო შესასვლელი და ა.შ. სააგენტოს უფლებამოსილ პირს ენიჭება მოქმედების თავისუფლება ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დასადგენად.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ერთ საცხოვრისში მოცემულ ოჯახთან ერთად ცხოვრობს სხვა ოჯახი (მაგ.: ეს შეიძლება იყოს მშობლების, შვილების, ნათესავების ან არანათესავების ოჯახი), რომელიც ამ ოჯახისაგან დამოუკიდებლად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია დამატებითი გამოკითხვის საშუალებით, გადაამოწმოს ხელოვნურად ხომ არ იყოფა ოჯახი. მე-4 პუნქტის მიხედვით კი, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არ ეთანხმება ოჯახის ხელოვნური დაყოფის/გაერთიანების ფაქტს, სააგენტოს უფლებამოსილი პირი წყვეტს ოჯახის დეკლარაციის შევსებას და არსებული წესის შესაბამისად ავსებს ოქმს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ (დანართი №3).

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტი ნ-----–ა და ე-–----------------–-–---–ების ოჯახის გადამოწმების მიზნით მათ საცხოვრებელ მისამართზე გამოცხადდა დ------ის რაიონის მუნიციპალიტეტის საუბნო განყოფილების უფროსთან ერთად, ორჯერ - 2018 წლის 2 და 15 მარტს. ასევე, დადგენილია, რომ მან ნ-----–--------–-–---–თან გასაუბრების გზით და მისამართზე არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2018 წლის 15 მარტს შეადგინა ე-–--------ა და ნ-----–--------–-–---–ების ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი. კერძოდ, ორივე ვიზიტის ფაქტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 15 მარტის ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა ნ-----–--------–-–---–მა, თუმცა სასამართლოსთვის უცნობია სადავო საკითხთან დაკავშირებით მან რა ინფორმაცია მიაწოდა სოციალურ აგენტს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოქმს ჩანაწერიდან გამომდინარე, ოჯახის უფლებამოსილ პირთან, ე-–----------------–-–---–თან შეხვედრა ვერ მოხდა, იმ დროს, როდესაც სოციალური აგენტი მოხსენებით ბარათში მიუთითებს, რომ ორივე ვიზიტისას ე-–----------------–-–---–მა უარი განაცხადა დეკლარაციის ერთობლივად შევსებასთან დაკავშირებით. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ დ------ის რაიონის მუნიციპალიტეტის საუბნო განყოფილების უფროსის - გ------------–---–ისა და ამხანაგობის თავმჯდომარის - ა-----------–---–ის განმარტებებით, ე-–--------ა და ნ-----–--------–-–---–ები, ოჯახის დეკლარაციის შევსების მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენენ ერთ ოჯახს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ არცერთმა მათგანმა არ მიუთითა თავის განმარტებაში, კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნიეს მოსარჩელეები ერთ ოჯახად.

 

ამასთან, რაც შეეხება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, მათ შორის, სოციალური აგენტის მოსაზრებას, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დასარეგისტრირებლად ნ-----–ა და ე-–----------------–-–---–ები არიან დები, წარმოადგენენ ერთ ოჯახს ნ-----–--------–-–---–ის შეზღუდული შესაძლებლობისა და მომვლელის საჭიროების გამო, სასამართლო მიიჩნევს დაუსაბუთებლად და აღნიშნავს, რომ სხვა პირის დახმარების საჭიროება ავტომატურად არ გულისხმობს დასახმარებელი პირისა და დამხმარე პირის ერთ ოჯახად ყოფნას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოპასუხე თავად ადასტურებს მოსარჩელეების მომიჯნავედ, დამოუკიდებელ ფართებში ცხოვრების ფაქტს. სოციალური აგენტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ნ-----–--------–-–---–ი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და საჭიროებს მომვლელს, ხოლო მისი და - ე-–----------------–-–---–ი უვლის მას. მართალია, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ნ-----–ა და ე-–----------------–-–---–ებს საკუთრებაში აქვთ ცალ-ცალკე ფართი, შესაბამისად, სააბონენტო ნომრებიც, მაგრამ ვიზუალური დათვალიერებისას იკვეთება შინასამეურნეო საქმიანობის ერთობლივი წარმოება, კერძოდ, საცხოვრებელი ადგილის ერთობლივი გამოყენება, მისი მოვლა-პატრონობა, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვება და ამ საშუალებების განკარგვა-განაწილება. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული ი---------------–---–ისა და გ---–------------–--ის განცხადება, რომლითაც მათ დაადასტურეს, რომ ნ-----–--------–-–---–ი და მისი და - ე-–----------------–-–---–ი მუდმივად ცხოვრობენ ცალ-ცალკე ოჯახებად, მათ საკუთრებაში არსებულ, დამოუკიდებელ, განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობებში. შესაბამისად, ცალ-ცალკე გააჩნიათ კომუნალური გადასახადები და ცალ-ცალკე ეწევიან საოჯახო მეურნეობას. ნ-----–--------–-–---–ი მართალია სავარძელსაა მიჯაჭვული, მაგრამ იგი ეტლის საშუალებით გადაადგილდება და თავს თვითონ უვლის. მისი დის ან მეგობრების მიერ მიტანილ საკვებს დამოუკიდებლად იმზადებს, ძირითადად სარგებლობს მზა კერძებითა და ნახევარფაბრიკატებით. ის პირად ჰიგიენასაც თვითონ იცავს. ისინი ცალ-ცალკე ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ცალ-ცალკე აქვთ სამზარეულო, საძინებელი, საკვები პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები და სხვა). სასამართლო აქვე გაამახვილებს მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს ე-–----------------–-–---–ის განმარტებაზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მზრუნველობას იჩენს დის - ნ-----–--------–-–---–ის მიმართ.

 

ამდენად, სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის, ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და აბონენტებად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების, ასევე, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას ნ-----–ა და ე-–----------------–-–---–ის მიერ შინასამეურნეო საქმიანობის ერთობლივ წარმოებასთან დაკავშირებით.

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა მათ მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დ--------------------ის 2018 წლის 21 მარტის №0------------- და 2018 წლის 28 მარტის №0------------- გადაწყვეტილებების სახით, 2018 წლის 19 აპრილს გაასაჩივრეს ზემდგომ თანამდებობის პირთან - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელთან და მოითხოვეს, როგორც მათი ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისთვის (დ--------------------) ე-–----------------–-–---–ისა და ნ-----–--------–-–---–ის ცალ-ცალკე ოჯახად შემოწმებისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების დავალება.

 

ასევე, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის №0------- გადაწყვეტილებით ე-–--------ა გ----–-–---–ისა და ნ-----–--------–-–---–ის წარმომადგენელის ი-----------ეს უარი ეთქვა 2018 წლის 19 აპრილის №3---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ისე მიიღოს გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით, რომ დამატებით არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მაშინ, როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს როგორც მიზანშეწონილობის, ასევე, კანონიერების თვალსაზრისით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

6.5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამასთან, მითითებული კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას. ხოლო ამავე კოდექსის 331 მუხლი კი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან

 

ამრიგად, სასამართლო, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დ--------------------ის სოციალური აგენტის მიერ შედგენილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 15 მარტის ოქმი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დ--------------------ის 2018 წლის 21 მარტის №0------------- და 2018 წლის 28 მარტის №0------------- გადაწყვეტილებები, ასევე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის №0------- გადაწყვეტილება ე-–--------ა და ნ-----–--------–-–---–ების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხეს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს/დ--------------------ს დაევალოს ე-–----------------–-–---–ის და ნ-----–--------–-–---–ის ცალ-ცალკე ოჯახებად შემოწმება, დეკლარაციის შედგენა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე-–----------------–-–---–ის და ნ-----–--------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დ--------------------ის სოციალური აგენტის თამარ სიდამონიძის მიერ შედგენილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 15 მარტის ოქმი; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დ--------------------ის 2018 წლის 21 მარტის N0------------- გადაწყვეტილება ე-–----------------–-–---–ის მიმართ; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის/დ--------------------ის 2018 წლის 28 მარტის N0------------- გადაწყვეტილება ნ-----–--------–-–---–ის მიმართ; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის N0------- გადაწყვეტილება ე-–--------ა და ნ-----–--------–-–---–ების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

 

3. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს/დ--------------------ს ე-–----------------–-–---–ის და ნ-----–--------–-–---–ის ცალ-ცალკე ოჯახებად შემოწმება, დეკლარაციის შედგენა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭება;

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე