განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2018
საქმის ნომერი
140100118002492158
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002492158

საქმე №1/220-18

გორის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი

სხდომის მდივანი მერი შატაკიშვილი

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ-----– ბ-----–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ------ თ------ის ძე ვ---–---–ი - დაბადებული 1--- წლის 1-----–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------- ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები ქ. გორი, ს----ის ქუჩა N51

 

ადვოკატი - გ------- ჯ-------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: მუქარა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

 

დისპოზიცია: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა.

 

სხდომის სახე - სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 28 აპრილს, შუადღის საათებში, ქ. გორში, ს----ის ქუჩა N51-ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ------ ვ---–---–ი მეუღლეს - ლია მ------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მათ შორის მის ხელთ არსებული COMBAT-PP-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რა დროსაც ლ-- მ------–---–მა განიცადა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.

 

მ------ ვ---–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა 9 მილიმეტრი ნომინალური კალიბრის COMBAT-PP-ს ტიპის პისტოლეტს, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღების კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. აღნიშნული პისტოლეტი ამოღებული იქნა შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 28 აპრილს, ქ. გორში, ს----ის ქუჩა N51-ში მდებარე მ------ ვ---–---–ის საცხოვრებელი სახლში ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკისას.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

მ------ ვ---–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება, კერძოდ, რაც გათვალისწინებულ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.

 

მ------ ვ---–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება, რაც გათვალისწინებულ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის უდავოდ ცნობილი მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლო გადაწყვეტილება, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მ------ ვ---–--–ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში), ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას აღნიშნულ ნაწილში მ------ ვ---–--–ის უდანაშაულობის თაობაზე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება შესაბამის მტკიცებულებათა ერთობლიობა მ------ ვ---–--–ის მიმართ ხსენებული ქმედების (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა) დადასტურებისათვის.

 

განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულ-- ასევე იხელმძღვანელოს გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით მხოლოდ პრეიუდიციის არსებობის შემთხვევაში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.“ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პრეიუდიუციულად დადგენილი გარემოება (ფაქტი) დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს და გონივრულობის თვალსაზრისით, არც დავას ექვემდებარება. შესაბამისად, საპროცესო ეკონომიის ფარგლებში, საქმის განხილვის დროს, მხარე დამატებითი მტკიცების პროცედურისგან თავისუფლდება. აღნიშნულ გარემოებათა არსებობისას სასამართლო ვალდებულ-- განაჩენის დადგენისას სამართლებრივი მსჯელობა წარმართოს უდავო მტკიცებულებათა ფარგლებში, რაც თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე და პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მტკიცებულების უპირობოდ მიღებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე მიღების მიუხედავად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვალდებულ-- გაითვალისწინოს მტკიცებულებათა შეფასების კრიტერიუმები, კერძოდ, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით,“ ვინაიდან არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ბარბერა, მესაგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა, ხოლო საქმეზე ბელიჩე რუსეთის წინააღმდეგ, განმარტა, რომ ევროპულ სასამართლოსთან შედარებით ეროვნული სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, რადგან მას აქვს უპირატესი შესაძლებლობა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68; ასევე, 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32). აღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენის დადგენისას, მტკიცებულებები განხილული უნდა იქნას (შეფასდეს) დადგენილი სტანდარტის (რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა) ფარგლებში და დადგინდეს შესაბამისი ფაქტების არსებობა ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის დისპოზიციურ შემადგენლობებთან.

 

ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ სათანადო ყურადღებით განიხილა და განსაკუთრებული სიფრთხილით შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი ძირითადი არგუმენტები (პოზიციები), მათ შორის უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, კერძოდ:

 

სიცოხლის მოსპობის მუქარა მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან

გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს მუქარისთვის. სასამართლო განმარტავს, რომ მუქარა სპეციფიკურ დანაშაულს წარმოადგენს. ის ძალ--ნ ახლოს დგას განზრახვის გამომჟღავნებასთან, ვინაიდან მუქარის შემთხვევაში სუბიექტის ქმედება ძირითადად გამოიხატება საუბარში (შესაძლოა მუქარის მეტი რეალობის აღქმისათვის პირი რაიმე საგანსაც იყენებდეს), თუმცა მას შეიძლება თან ახლდეს უარყოფითი ემოციების გამოხატვა, გარკვეული ქმედებებიც, საერთო დაძაბული ფონი, წარსულში რაიმე ფაქტები და ა. შ. როგორც ცნობილ--, სისხლის სამართალი ქმედების სამართალ--, რაც იმას ნიშნავს, რომ ისჯება არა განზრახვის გამომჟღავნება, არამედ ქმედების ჩადენა, თუმცა კანონმდებელმა მუქარა იმდენად საშიშად და საფრთხის შემცველად მიიჩნია, რომ საწყის ეტაპზევე მისი დასჯადობა დააწესა, მიუხედავად იმისა, განხორციელდება თუ არა ის რეალურად. აღნიშნულით კონკრეტული ფიზიკური აქტის განხორციელებამდე დაიცვა კონსტიტუციით დაცული სიცოცხლე (განსახილველ საქმეში ადგილი ჰქონდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას). მიუხედავად იმისა, რომ მუქარა ჰგავს განზრახვის გამომჟღავნებას, ის მაინც ვერ მიიჩნევა ასეთად და სინამდვილეში სსკ-ის 151-ე მუხლი განზრახვის გამომჟღავნების ფარგლებს სცდება, რის გამოც ასევე გამართლებულ-- მისი დანაშაულად აღიარება. კერძოდ, ერთი მხრივ, ის გულისხმობს არა ნებისმიერ მუქარას, არამედ მხოლოდ სიცოცხლის სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მიმართ არსებულს მუქარას, რა დროსაც დაცულ-- უმაღლესი ღირებულებები; მეორე მხრივ, აღნიშნული ნორმის შემადგენლობა დაფუძნებული არ არის ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული და მას ისეთი ფონი ერთვის, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში უჩნდება, შედეგად კი დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს. ამდენად, ამ ეტაპზევე მუქარას გარკვეული უარყოფითი შედეგები მოჰყვება.

 

სასამართლო სხდომაზე, მოწმე ნაილი ფ-----ემ სასამართლო სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის (შვილის) წინააღმდეგ.

 

სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ლ-- მ------–---–მა განმარტა, რომ ბრალდებულ მ------ ვ---–---–თან თანაცხოვრების ბოლო პერიოდში დაეძაბა ურთიერთობა, რაც გამოწვეული იყო ბრალდებულის მიერ ხშირი ალკოჰოლის მოხმარებით, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. 2018 წლის 28 აპრილს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე - მ------ ვ---–---–ი დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ მოკვლით, რა დროსაც განიცადა შიში და რეალურად აღიქვა, რომ აგრესიულად განწყობილი მეუღლე განზრახვას სისრულეში მოიყვანდა. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მ------ ვ---–---–ი იარაღის დემონსტრირებით ემუქრებოდა მას. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ შვილები, რომლებიც მამის დამშვიდებას ცდილობდნენ. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე თ----- ვ---–---–მა. ასევე, იდენტური შინაარსის ინფორმაცია დგინდება არასრუწლოვანი მოწმე თ----- ვ---–---–ის გამოკითხვის ოქმითაც.

 

რაც შეეხება უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს, კერძოდ, ბრალდებულ მ------ ვ---–---–ის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 28 აპრილს იგი დაკავებული იქნა ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტთან დაკავშირებით.

 

შეტყობინების ბარათით (წყარო 112) დგინდება, რომ შეტყობინების ინიციატორია თ----- ვ---–---–ი, რომლის განმარტებით მამა - მ------ ვ---–---–ი იარაღით ემუქრება ოჯახის წევრებს.

 

ალკოტესტზე შემოწმების ოქმის მიხედვით, მ------ ვ---–---–ს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა.

 

ნარკოლოგიური №302236 დასკვნის მიხედვით, მ------ ვ---–---–ი არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმდების ქვეშ.

 

მოწმე გ------- პ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 28 აპრილს ელსმენით მიიღეს შეტყობინება (შეტყობინების ინიციატორი იყო თ----- ვ---–---–ი) მ------ ვ---–---–ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის თაობაზე. აღნიშნულ ფაქთან დაკავშირებით მ------ ვ---–---–ი დაკავებული იქნა ბრალდებული სახით. ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია დგინდება მოწმეების - უბნის ინსპექტორ გამომძიებლის დავით ჭ-------ის და გამომძიებელ გ------- მ-----–---–ის მიერ. დაკავების პროცესში რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ადგილი არ ჰქონია.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება უშუალო ადგილი, სადაც დაზარალებული ლ-- მ------–---–ი უთითებს მისი მეუღლის მ------ ვ---–---–ის მხრიდან იარაღით დამუქრების ფაქტს. აღნიშნული ასახულ-- ასევე თანდართული ფოტომასალაში.

 

ბრალდებული მ------ ვ---–---–ი არ დაეთანხმა გამოკვლეულ მტკიცებულებათა შინაარს და განმარტა, რომ იგი უდანაშაულოა, ვინაიდან მისი მხრიდან მუქარის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებების შედეგად, დგინდება, რომ მ------ ვ---–---–ი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და ამ დროს გამოვლენილი აგრესიის შედეგად, მეუღლის - ლ-- მ------–---–ის მიმართ განახორციელა მუქარა, რა დროსაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში გაუჩნდა. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ მუქარა განხორციელდა ოჯახის წევრის მიმართ, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნაში მითითებულ სუბიექტს, კონკრეტულად მეუღლეს.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელ-- არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლ--ნად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ასეთი შიშის განცდა დადასტურებულ-- განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად სხვა მოწმეთა ჩვენებებით, ასევე უდავო მტკიცებულებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ------ ვ---–---–მა ოჯახის წევრის - მეუღლის ლ-- მ------–---–ის მიმართ განახორციელა მუქარა, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.

 

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა:

 

აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გამოიკვლ-- და შეაფასა შემდეგი მტკიცებულებები, კერძოდ:

 

ბრალდებულ მ------ ვ---–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ამოღებული იქნა ფისტოლეტი მჭიდით, მასში მოთავსებული ვაზნებით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი გორის რაონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით.

 

2018 წლის 29 აპრილის, N26/ბ ბალისტიკური ექსპერიზის დასკვნის თანახმად, N36842 ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ. ნომინალური კალიბრის პისტოლეტის მოდელი ,,COMBAT-PP“. წარმოდგენილი პისტოლეტი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 2. 1 (ერთი) ცალი ობიექტი წარმოადგენს 9 მმ ნომინალური კალიბრის პისტოლეტებისათვის განკუთვნილ მჭიდს, მჭიდი დამზადებულ-- ქარხნული წესით, არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულების----რ გამოსაყენებლად. 3. წარმოდგენილი 1 (ერთი) ცალი ობიექტი არის 9 მმ. ნომინალური კალიბრის ვაზნა, რომელიც კუსტარული წესით დამუხტულ-- 1.7 მმ (10 ნომერი) დიამეტრის საფანტით და წარმოადგენს 9 მმ. ნომინალური კალიბრის თავდაცვითი დანიშნულების, პისტოლეტებისა და რევოლვერებისათვის განკუთვნილ ვაზნას. (მათ შორის წარმოდგენილი N36842 პისტოლეტისთვისაც) წარმოდგენილი ვაზნა არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. სასამართლო სხდომაზე, ჩვენების მიცემისას ჩატარებული ექსპერტიზის შინაარსის სისწორე დაადასტურა. აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხული იქნა ექსპერტი ტ------– ჩ---–--ე, რომელმაც დაადსტურა დასკვნის სისწორე, და ასევე განმარტა, რომ გასაკვლევად წარდგენილ ,,COMBAT-PP“ მოდელის პისტოლეტს ლულის არხში არ გააჩნდა სტაციონალური ტიხარი-მზღუდავი, რომელიც ხელს უშლის ჭურვების გასროლას. თავდაპირველი გამოკვლევით დადგინდა, რომ ობიექტი დამზადებულ-- ქარხნულად და წარმოადგენს აირის იარაღთა კატეგორიას (არ იყო საფანტის პისტოლეტი), თუმცა ტიხარ-მზღუდავის არარსებობის გამო შესაძლებელ-- ჭურვის გასროლა და აღნიშნულით ცოცხალი ძალის განადგურება. მხარეთა შეკითხვებზე, თუ რის საფუძველზე განმარტავს ექსპერტი, რომ ლულის არხში სტაციონალური ტიხარი-მზღუდავის არსებობა ასეთი მოდელის იარაღისთვის ყველა შემთხვევაში სავალდებულოა, აღნიშნა, რომ იგი ეყრდნობა საცნობარო მონაცემებს, თუმცა ამ მონაცემთა (ცნობარი, ლიტერატურა, რეკომენდაცია) წარმომავლობის თაობაზე დასკვნაში არ აუსახავს.

 

N----- ნებართვის გაცემის დოკუმენტის მიხედვით დგინდება, რომ N36842 „COMBAT-PP“ მოდელის პისტოლეტის მფლობელ-- მ------ თ------ის ძე ვ---–---–ი, დაბად. 7/13/1---, მცხ: გორი, შაუმიანის 51. ნებართვა გაცემულ-- 9/13/2005, ხოლო ნებართვის მოქმედების ვადად მითითებულ-- 9/12/2008.

 

საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფარმაციო ცენტრის (სამმართველოს) იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსის მ------ ნათიძის წერილით დგინდება, რომ კომპიუტერული ბაზის მონაცემების მიხედვით, მოქ. მ------ ვ---–---–ის (პ/ნ №-----------) სახელზე რეგისტრირებული „COMBAT-PP“ სისტემის პისტოლეტი N-----, მიეკუთვნება საფანტს იარაღებს და პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 04/09/2002 წელს.

 

სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა მ------ ვ---–---–ის 2002 წლის 4 სექტემბრის განცხადება, სადაც იგი ითხოვს საკუთრებაში არსებული საფანტის პისტოლეტის რეგისტრაციაში გატარებას დადგენილი წესით. ასევე, მ------ ვ---–---–ის 2005 წლის 6 სექტემბრის განცხადება, N----- საფანტის COMBAT-PP“ სისტემის პისტოლეტის ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ.

 

შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმარველოს ანკეტის მიხედვით, 2005 წლის 7 სექტემბერს (გაცემულ-- 13.09.2005 წ.) ხელახალ რეგისტრაციაში გატარდა N----- პისტოლეტი 2008 წლის 13 სექტემბრამდე ვადით.

 

ბრალდებულმა მ------ ვ---–---–იმა განმარტა, რომ იგი უდანაშაულოა, მისი მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღი მას წლების წინ ჰქონდა რეგისტრირებული, თუმცა, ამ ეტაპზე, ხელახალი რეგისტრაციის ვადა არ დაიცვა, რაც არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას და შესაბამისად, იგი უნდა გამართლდეს.

 

აღნიშნულ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად, სასამართლო სრულ--დ იზიარებს ბრალდებულ მ------ ვ---–---–ის პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან წარმოდგენილ მტკიცებულებათა შესწავლით და ანალიზით არ დადასტურდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ფაქტი.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლ--ნი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილ-- საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულ--, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა. შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, მატერიალური, შედეგიანი დანაშაულ--, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ის რომ სიცოცხლის მოსპობის თაობაზე ბრალდებულის მხრიდან აგრესიული ქმედებით დაზარალებულს შეექმნა მუქარის განხორციელების რეალური საფრთხის შეგრძნება, დადასტურდა საქმეში არსებულს მოწმეების ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სუბიექტურ მხრივ მუქარა ჩადენილ-- განზრახვით. მუქარის მოტივს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს. ამ დანაშაულის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუვალობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული დამთავრებულ-- მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს ასევე დამნაშავის მიზანს, კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. შესაძლოა ბრალდებულს არ ჰქონდეს მიზნად სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის დაშინება. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულ--, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც მეუღლეს ლ-- მ------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლ--ნი შიში.

 

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები ბრალდების ამ ნაწილში არ გამოვლენილა.

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა) გათვალისწინებულ ქმედებას, სასამართლო განმარტავს, რომ ამ დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღი. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, „იარაღი არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილ-- ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად; ხოლო ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, „ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილ-- ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.“

 

განსახილველ საქმეზე დადგინდა, რომ მ------ ვ---–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული N----- „COMBAT-PP“ სისტემის პისტოლეტი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, წინარე პირობებიდან გამომდინარე, აუცილებელ-- დადგინდეს რამდენად არსებობს ბრალდებულის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციური შემადგენლობის ნიშნები. წინარე პირობებში სასამართლო გულისხმობს იმ დადგენილ გარემობებს, რომელიც ბრალდებულის მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის მართლზომიერებას ეხება და შესაბამისად, უშუალო კავშირშია თავდაპირველი რეგისტრაციის ღონისძიებებთან. წარმოდგენილი გაცხადებებით და შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმარველოს ანკეტით დგინდება, რომ მ------ ვ---–---–ს რეგისრაციაში ჰქონდა ხსნებული იარაღი 2002 წლის 4 სექტემბრიდან 2008 წლის 13 სექტემბრამდე. მას შემდეგ ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია. აღნიშნული კანონმდებლის მიერ არ არის მიჩნეული სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცეცხლსასროლი იარაღის ნებისმიერი ხელახალი რეგისტრაციის გავლის პროცედურის დაუცველობა გამოიწვევდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ასეთი შემთხვევა რეგულირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით და ექცევა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ქვეშ, კერძოდ: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 182-ე მუხლის თანახმად, ადამინისტრაციულ სამართალდარვევას წარმოადგენს მოქალაქეთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) დადგენილი ვადების ან შინაგან საქმეთა ორგანოებში მისი აღრიცხვაზე აყვანის წესების დარღვევა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დროს. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე ბრალდებულის მიერ განხორცელებული ქმედება არ არის დასჯადი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და არ შეესაბამება ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ნიშნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ------ ვ---–---–ის ამ ნაწილში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს N----- „COMBAT-PP“ სისტემის პისტოლეტის ლულის არხში სტაციონალური ტიხარი-მზღუდავის არარსებობის თაობაზე: საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა უშუალოდ მ------ ვ---–---–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ტიხარი-მზღუდავის ამოღების ფაქტს. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ექსპერტის განმარტებას, რომ ხსენებული ტიპის იარაღებში აუცილებელ-- ტიხარი-მზღუდავის არსებობა, თუმცა ასეთი კატეგორიული განმარტებისას ექსპერტი თუ რა სახის ცნობარს და ლიტერატურას ეყრდნობა, დასკვნაში არ არის ასახული (შესაბამისად, არც სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაუკონკრეტებია), ხოლო რაც შეეხება მჭიდს და ვაზნას, არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ------ ვ---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობებები არ გააჩნია.

 

სასამართლო შესაბამისი ყურადღებით განიხილავს დაზარალებულის მკაცრ პოზიციას მ------ ვ---–---–ის დასჯასთან დაკავშირებით.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელ-- ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლ--ნია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლ--ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლ--ნობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა და მისი შედეგების გათვალისწინება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლ--ნობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასამართლო ვალდებულ-- მხედველობაში მიიღოს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ ვ---–---–ის სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ------ ვ---–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

მ------ ვ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება 3 (სამი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების შეზღუდვის ვადა აეთვალოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

 

მ------ ვ---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 აპრილიდან.

 

ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის იარაღი - მ------ ვ---–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ ნომინალური კალიბრის პისტოლეტი - ,,COMBAT-PP“.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი