გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/21269-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე - ს---------–---------------–------------------–------ი
წარმომადგენელი - თ---–------–-–---–ი, ი------------ე
მოპასუხე - ს------------------------------–--ა"
წარმომადგენელი - ა-–-------------------ე
დავის საგანი - სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ს------------------------------–--ა"-ს მოსარჩელე ს---------–---------------–------------------–------ის სასარგებლოდ დაეკისროს სადაზღვევო შემთხვევების დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 10538.28 ლარის ოდენობით;
1.2. მოპასუხე ს------------------------------–--ა"-ს მოსარჩელე ს--------–---------------–------------------–------ის სასარგებლოდ დაეკისროს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო 843.04 ლარის ოდენობით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 14 თებერვალს ს-------------------------------–---სა“ და ს-------–---------------–------------------–------ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №------------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაზღვეულ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული ავტომობილები, მათ შორის, ,---------------------------------------–-–--------------------------.
აღნიშნული ხელშეკრულების დ------------ის 2.11 პუნქტის თანახმად, ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი არ უნდა ყოფილიყო შემსყიდველის კუთვნილი ავტოსატრანსპოტრო საშუალების მიერ გზაზე მოძრაობის წესების დარღვევა.
2017 წლის 18 დეკემბერს ავტომანქანა ,--------------------------------, წითელ შუქნიშანზე გავლის შედეგად შეეჯახა ავტომანქანა ნ-------------------.
მზღვეველმა უარი განაცხადა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების თანახმად გააჩნდა ვალდებულება აენაზღაურებინა ზიანი, რომელიც გამოწვეული იყო ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ გზაზე მოძრაობის წესების დარღვევით.
მოსარჩელის განმარტებით, საუბარია ს--–---------------–---------------ის მანქანაზე, რომლის მძღოლიც ფორსმაჟორულ სიტუაციაში ახორციელებდა საქმიანობას. მისი მხრიდან თუნდაც მოძრაობის წესების დარღვევა ემსახურება გაცილებით დიდი სიკეთის - ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას. ამდენად, მისი განმარტებით მზღვეველის უარი ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენითმა ღირებულებამ შეადგინა 9254.88 ლარი.
2017 წლის 14 თებერვალს №------------ ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე, დაზღვეულ იქნა ავტომობილი ,----------------------------------. 2017 წლის 15 აპრილს 8-----------ის მძღოლმა გ---------------–---–მა მიხურა გაჩერებული ავტომობილის ,------------------------------------ის უკანა კარი და მასზე დამაგრებული მინა დაიბზარა და დაიმსხვრა. აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებულ იქნა საპარტული პოლიციის რეაგირების ოქმში. ავტომობილის აღდგენითმა ღირებულებამ შეადგინა 1283.40 ლარი, თუმცა სადაზღვევო კომპანია უარს აცხადებს თანხის ანაზღაურებაზე.
მოსარჩელე ითხოვს სადაზღვევო კომპანიისაგან ზიანის სრულად ანაზღაურებას და თანხის გადახდის დაყოვნებისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს -843.04 ლარის დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების დ------------ის 2.11 პუნქტი გულისხმობს, რომ სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს ზიანს იმის მიუხედავად თუ ვინაა ზიანის გამომწვევი, თუმცა, ეს პუნქტი ვერ განსაზღვრავს ბრალის ხარისხს, რომელსაც იმპერატიულად არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი.
მოპასუხის განმარტებით, 2.11 პუნქტის გაგება ისე, რომ უფლებამოსილი მძღოლის ქმედებით გამოწვეული ნებისმიერი განზრახი თუ უხეში გაუფრთხილებელი ქმედება უნდა დაექვემდებაროს ანაზღაურებას - წარმოადგენს არასწორ სამართლებრივ შეფასებას და ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსს.
,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლი ადგენს წესებს, რომლებიც უნდა დაიცვას სასწრაფო დახმარების მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას, რათა დარღვევა ჩაითვალოს საპატიოდ. ანუ რა უნდა გააკეთოს სპეციალური დანიშნულების ავტომანქანის მძღოლმა საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებთან შედარებით უპირატესობის მოსაპოვებლად. ამასთან პრიორიტეტით სარგებლობა მძღოლს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. როგორც საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი დოკუმენტაციიდან ჩანს, ს--–---------------------------ამ შუქნიშნის წითელ ფერზე გაიარა ისე, რომ არ ჰქონდა ჩართული სპეციალური მაშუქი სიგნალი (ლურჯი ციმციმა) და არ იყენებდა სპეციალურ ხმოვან სიგნალს (არ ახდენდა მოძრაობის სხვა მონაწილეთა ინფორმირებას საფრთხის შესახებ, ავარიის თავიდან არიდების მიზნით), ამასთან მძღოლი არათუ დარწმუნდა, რომ მას გზას უთმობდნენ (რის ვალდებულება ასევე გააჩნდა), არამედ თავად შეეჯახა მწვანე შუქნიშანზე მოძრაობის წესების დაცვით მოძრავ ავტომანქანას.
რაც შეეხება ავტომანქანის უკანა კარის მინის დაბზარვას, მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული შემთხვევა არ შედის დაზღვეულ რისკებში. 14.02.2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულების დ------------ის 1.1 პუნქტში მოცემულია ყველა რისკი, რომელსაც მოიცავს დაზღვევა, განსახილველი შემთხვევა კი არ ჯდება არცერთ დაზღვეულ რისკში. ამასთანავე, ხელშეკრულების დ------------ის 3.1. პუნქტისა და 3.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევად არ ითვლება და სტანდარტულ გამონაკლისად მიიჩნევა შემთხვევა, თუ შესაბამისი რისკი დაზღვეული არაა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 14 თებერვალს, ერთის მხრივ, სსიპ ,,ს--–---------------–------------------–------ს“, როგორც „შემსყიდველსა“ და მეორეს მხრივ, ს-------------------------------–---“-ს, როგორც „მიმწოდებელს“ შორის გაფორმდა N------------ ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა შემსყიდველის ბალანსზე არსებული დ------------ში და დ------------ში (ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი და მონაცემები) მითითებული ავტოსატრანსპორტო საშულებების დაზღვევის მომსახურება (C----------) ტექნიკური დავალების და სადაზღვევო პირობების (დ-----------) შესაბამისად.
ხელშეკრულების 17.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, განსაზღვრულ იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ნაწილის 0.02%-ის ოდენობით.
შესყიდვის ობიექტის ჯამური ღირებულება შეადგენდა 415733.85 ლარს.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 2018 წლის 1 აპრილამდე პერიოდით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N------------ ხელშეკრულება (ს.ფ. 16-23);
- 2017 წლის 14 თებერვლის N------------ ხელშეკრულების დ-----------,2, 3 (ს.ფ 24-31).
3.1.2 2017 წლის 18 დეკემბერს დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი, დაზღვეული ავტომანქანა - “----------------------------–-–--------------------------.
ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევად ცნობილ იქნა ს-------–---------------–------------------–------ის მძღოლი ს------------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- 2017 წლის 18 დეკემბრის ს------------–---–ის და მ--------–--ის ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 34-36);
- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (ს.ფ 37).
3.1.3. 2017 წლის 14 თებერვალს გაფორმებული N------------ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე დაზღვეულ იქნა ავტომობილი ,---------------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N------------ ხელშეკრულების დ----------- (ს.ფ. 24);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.4. ფაქტი რომ 2017 წლის 15 აპრილს ,--------------------------------- მძღოლმა გ---------------–---–მა მიხურა გაჩერებული ავტომობილის უკანა კარი, რა დროსაც მასზე დამაგრებული მინა დაიბზარა და დაიმსხვრა, მხარეთა შორის სადავო არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი სასამართლო სხდომის ოქმები);
- საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმი (ს.ფ 45-46).
3.1.5. ავტომობილი “-------------------”-ს აღდგენითი ღირებულება 9254.88 ლარი, ხოლო ,------------------“-ს აღდგენითი ღირებულება _ 1283.40 ლარია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ------------------------“-ს ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 44);
- შ-------------------------ი“-ს ინვოისი (ს.ფ 47).
3.1.6. ს------------------------------–---“-მ უარი განაცხადა ს--–---------------–------------------–------ის ბალანსზე რიცხული ავტომობილების “-------------------”-ს ს------------------------- და ,------------------”-ს სახ. ნომრით N-------- დაზიანებასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურების შესახებ დამზღვევის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს-------------------------------–---“-ს გენერალური დირექტორის კ-----------------ის 20.03.2018 წლის წერილი (ს.ფ. 42-43);
- ს-------------------------------–---“-ს 2017 წლის 02 აგვისტოს წერილი (ს.ფ 48).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი კი ორიენტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას მას ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. ამდენად შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
3.2.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დასტურდება რომ 2017 წლის 18 დეკემბერს ავტოსაგზაო შემთხვევა განხორციელდა სსიპ-ს--–---------------–------------------–------ის მძღოლის ბრალეული ქმედებით, უხეში გაუფრთხილებლობით.
სასამართლომ მიუთითებს რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და იგი უნდა განისაზღვროს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენითა და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. უხეში გაუფრთხილებლობა სწორედ იმ წესებისა და მითითებების დარღვევა, შეუსრულებლობაა, რომელიც სავალდებულოდ უნდა იცოდეს მსგავსი მოქმედების განმახორციელებელმა პირმა.
სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას, რომ როდესაც “საუბარია ს---–---------------–---------------ის მანქანაზე, რომლის მძღოლიც ფორსმაჟორულ სიტუაციაში ახორციელებს საქმიანობას, მისი მხრიდან თუნდაც მოძრაობის წესის დარღვევა ემსახურება გაცილებით დიდი სიკეთის _ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას“ და მიუთითებს, რომ ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალება, მიუხედავად მისი დანიშნულებისა, წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, რაც ავალდებულებს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს დაიცვას სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციები საგზაო მოძრაობის შესახებ და მათ მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, მართონ გონივრული და სათანადო წინდახედულების ფარგლებში. აღნიშნული მოთხოვნა ასევე ვრცელდება ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლებზეც (მათ შორის ს--–---------------–---------------ის ავტომანქანის მძღოლებზე), რომლებსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კანონი ასევე ანიჭებთ უფლებამოსილებას, გადაუხვიონ ყველასათვის სავალდებულო რეგულაციებს, მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით, რათა მაქსიმუმამდე შემცირდეს საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის იმაზე მეტი ზიანის მიყენების რისკი, ვიდრე ეს აუცილებელია იმ უაღრესად საჭირო და საზოგადოებისათვის სასარგებლო მიზნის მისაღწევად, რასაც გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად, კონკრეტული დანიშნულების ავტომანქანები ახორციელებენ. კერძოდ, სასამართლო მიუთითებს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც: „ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ლურჯ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალიც. სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა ჩართოს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. ასეთივე უფლებით სარგებლობს იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც მიაცილებს ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალება და რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები. საგზაო მოძრაობის მონაწილეები კი ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ“.
მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულ იქნა მძღოლის წითელ შუქნიშანზე გავლის შედეგად, თუმცა ის გარემოება, რომ ს-------–---------------–------------------–------ის კუთვნილ ავტომანქანას გადადგილებისას ჩართული ჰქონდა ციმციმა და ხმოვანი სიგნალი, რაც მას მიანიჭებდა პრიორიტეტით სარგებლობის უფლებას სადავოა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება სადავო სამართალურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
კონკრეტულ შემთხვევაში სხვა მტკიცებულება გარდა მხარის ახსნა-განმარტებისა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის განხორციელებისას ს--–---------------–---------------ის ავტომანქანას ჩართული ჰქონდა სპეციალური სიგნალი (ლურჯი ციმციმა) და იყენებდა სპეციალურ ხმოვან სიგნალს, წარმოდგენილი არ არის; მეტიც, თავად მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართული დაზარალებულ მ-----–--ის 1-------– ახსნა-განმარტება მოსარჩელის პოზიციის საწინააღმდეგო ფაქტის დამადასტურებელია.
სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ავტოსაგზაო შემთხვევის განხორციელების დროსა (0----სთ) და ადგილს, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ სსიპ - ს--–---------------–---------------ის მძღოლი დაჯარიმებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის და როგორც საქმის მასალების დასტურდება მის მიერ არ მომხდარა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნევს, რომ ს-------–---------------–------------------–------ის კუთვნილ ავტომანქანას ჩართული არ ჰქონდა ციმციმა და ხმოვანი სიგნალი, მძღოლი არ იყო დარწმუნებული რომ მას გზას უთმობდნენ და წითელ შუქნიშანზე გავლის შედეგად განახორციელა შეჯახება მწვანე შუქზე მოძრაობის წესების დაცვით მოძრავ ავტომანქანაზე, რის გამოც მისი ქმედება უნდა შეფასდეს როგორც უხეში გაუფრთხილებლობა.
საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა სადავო ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები არ უთითებენ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 417-418-ე, 799-ე 829-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი კი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი.
დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, რეალური ხელშეკრულებაა, რომლის მხარეებსაც წარმოადგენენ ერთის მხრივ დამზღვევი და მეორეს მხრივ მზღვეველი. ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა. სადაზღვევო შემთხვევა კი წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს - იგი უკვე დამდგარი ვითარებაა, რომლის დადგომის ალბათობაც გათვალისწინებულია დაზღვევის ხელშეკრულებით.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2017 წლის 14 თებერვალს, ერთის მხრივ, სსიპ ,,ს--–---------------–------------------–------ს“, როგორც „შემსყიდველსა“ და მეორეს მხრივ, ს-------------------------------–---“-ს, როგორც „მიმწოდებელს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა შემსყიდველის ბალანსზე არსებული დ------------ში და დ------------ში (ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი და მონაცემები) მითითებული ავტოსატრანსპორტო საშულებების დაზღვევის მომსახურება (C----------) ტექნიკური დავალების და სადაზღვევო პირობების (დ-----------) შესაბამისად;
დადგენილია რომ 2017 წლის 18 დეკემბერს დაახლოვებით 0---- საათზე, ქ-----–--–---------–---------------------------ის კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი, დაზღვეული ავტომანქანა - “----------------------------–-–--------------------------, რომლის აღდგენითი ღირებულება შ---------------------ის მიერ გაცემული პროფორმა ინვოისის თანახმად, შეადგენს 9254.88 ლარს.
2017 წლის 14 თებერვალს, სსიპ ,,ს--–---------------–------------------–------ს“ და ს-------------------------------–---“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ასევე დაზღვეულ იქნა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქაა ,--------------------------------. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 15 აპრილს, დაზღვეული ავტომანქანის მძღოლმა გ---------------–---–მა მიხურა გაჩერებული ავტომობილის უკანა კარი, რა დროსაც მასზე დამაგრებული მინა დაიბზარა და დაიმსხვრა. ფაქტი დაფიქსირებულ იქნა საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმით. ხოლო ავტომანქანის დაზიანებული დეტალის აღდგენითმა ღირებულებამ შეადგინა 1283.40 ლარი.
ს------------------------------–---ს“ წინააღმდეგ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში ემყარება სადაზღვევო კომპანიის მიერ დამდგარი ზიანის ანაზღაურების სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობას, რაც გამოიხატა ს-------------------------------–---ს“ მიერ მოსარჩელისათვის ზემოხსენებული სადაზღვევო შემთხვევებიდან გამომდინარე თანხის აუნაზღაურებლობაში. კერძოდ მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის უარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ს--–---------------–---------------ის მანქანის მძღოლის მხრიდან ადგილი ქონდა ბრალეულ ქმედებას, საკუთარი ქმედების შესაძლო შედეგის მიმართ სუბიექტურ დამოკიდებულებას უხეში გაუფრთხილებლობის ფორმით, რაც სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის საფუძველზე გამორიცხავდა მზღვეველის ვალდებულებას აენაზღაურებინა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი; ხოლო რაც შეეხება მეორე შემთხვევას (დაკავშირებულს დაზღვეული ავტომანქანის მინის დამსხვრევასთან), ზიანის ანაზღაურების შესახებ დამზღვევის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სადაზღვევო კომპანიის უარი არგუმენტირებულ იქნა იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ არ არსებობდა 2017 წლის 14 თებერვალს, სსიპ ,,ს--–---------------–------------------–------ს“ და ს-------------------------------–---“-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევა.
გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.2.1.პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულ იქნა სსიპ ს---–---------------–---------------ის ცენტრის უფლებამოსილი მძღოლის, უხეში გაუფრთხილებლობით, რაც განაპირობა მის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფამ.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
2017 წლის 14 თებერვალს, სსიპ ,,ს--–---------------–------------------–------ს“ და ს-------------------------------–---“-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დ------------ით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადაზღვევო პირობების თანახმად, ავტოტრანსპორტის სრული დაზღვევა მოიცავდა სხვადასხვა სადაზღვევო შემთხვევებს, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების ან მისი ნაწილის ან მის კომპლექტაციაში არსებული ნებისმიერი სპეციალური აღჭურვილობის (ჟანგბადის დიდი ბალონი რედუქტორითა და ფლოუმეტრით, საკაცე ან მისი სადგომი, საინფუზიო სითხის საკიდი, ციმციმა და ხმოვანა, რაცია, ვიდეო-რეგისტრატორი, მაგნიტაფონი, ჯი პი ეს მოწყობილობა) დაზიანებას ან განადგურებას (უფლებამოსილი მძღოლის ბრალეულობის მიუხედავად), რაც გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევით, ხანძრით, თვითაალებით, მეხის დაცემით ან/და აფეთქებით, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, ვანდალიზმით, რაიმე საგნის დაცემით, სტიქიური უბედურებებით, მათ შორის: მიწისძვრა, სეტყვა ან უბედური შემთხვევით (მოულოდნელი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია დაზიანება გარეშე და აშკარა მიზეზებით).
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ ხელშეკრულების თანახმად სადაზღვევო კომპანიას გააჩნდა ვალდებულება აენაზღაურებინა დამდგარი ზიანი, ვინაიდან ხელშეკრულების დ------------ის 2.11 პუნქტის თანახმად, ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი არ უნდა იყოს შემსყიდველის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ გზაზე მოძრაობის წესების დარღვევა, ასევე არ ეთანხმება მოპასუხე მხარის არგუმენტაციას რომ ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიცავს მითითებას მძღოლის უხეში გაუფთხილებლობის პირობებში, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების მოვალეობის შესახებ, 2.11 პუნქტი კი განსაზღვრავს მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევი პირის ვინაობას, სადაზღვევო კომპანიას არ ეკისრება დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის შესაბამისად;
სასამართლო განმარტავს: სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით. „თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი მზღვეველს ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან დამზღვევის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებმა აღნიშნულისაგან განსხვავებულ პირობაზე შეთანხმების სურვილის არსებობისას (კერძოდ, ბრალის მიუხედავად მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულება), ამის შესახებ ხელშეკრულებაში პირდაპირ უნდა მიუთითონ. თუ ხელშეკრულებით მხარეები პირდაპირ არ გაითვალისწინებენ ამ პირობას (პირდაპირ არ შეთანხმდებიან დამზღვევის ბრალით სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ), აღნიშნული შემთხვევა დარეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით, რომელიც განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მომხდარი შემთხვევისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს“ (იხ. 2015 წლის 30 ოქტომბრის #ას-1319-1257-2014 გადაწყვეტილება).
რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების, დ------------ით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადაზღვევო პირობების 1.1.2 პუნქტი შეიცავს დებულებას, იმის თაობაზე რომ ავტოტრანსპორტის სრული დაზღვევა მოიცავს სხვადასხვა სადაზღვევო შემთხვევებს და მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებას ან განადგურებას, უფლებამოსილი მძღოლის ბრალეულობის მიუხედავად, რაც გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევით - შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით არ არსებობდა სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის წინაპირობები და მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 9254.88 ლარის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისათვის 1283.40 ლარის დაკისრების თაობაზე, სასამართლო ისევ და ისევ მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ნორმის დანაწესს, ასევე ხელშეკრულების დ------------ის 3.1. პუნქტსა და 3.1.1. ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, სადაზღვევო შემთხვევად არ ითვლება და სტანდარტულ გამონაკლისად მიიჩნევა შემთხვევა, თუ შესაბამისი რისკი დაზღვეული არაა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად მიაჩნევს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადაზღვევო პირობების შესაბამისად არ დასტურდება ს-------------------------------–---”-ს ვალდებულება აუნაზღაუროს დამზღვევს ავტომობილი ,------------------“-ს, ს------------ მინის ჩამსხვრევით გამოწვეული ზიანი, ვინაიდან მხარეთა შორის უფლებებისა და ვალდებულების განმსაზღვრელი ხელშეკრულებისა და დ------------ის თანახმად სატრანსპოტო საშუალების ცალკეული ნაწილის თვითნებურად დაზიანება, თუ სახეზე არ იქნება სტიქიური უბედურება, „მოულოდნელი მოვლენა“ განპირობებული გარეშე და აშკარა მიზეზებით არ წარმოადგენს დამზღვევის მიერ დაზღვეულ რისკს, რაც უფლებამოსილს ხდის სადაზღვევო კომპანიას უარი განაცხადოს დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ - მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გააჩნია მზღვეველის მიმართ პირველადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება, შესაბამისად სსიპ „ს--–---------------–------------------–------ი“ უფლებამოსილია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოითხოვოს მხარეთა მიერ ხელშეკრულების 17.1. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 9254.88 ლარის 8%-ის _ 740.39 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან ს-------–---------------–------------------–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან მოპასუხეს უნდა დაეკისროს 299.85 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს---------–---------------–------------------–------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ს-------------------------------–---”-ს ს---------–---------------–------------------–------ის სასარგებლოდ დაეკისროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 9254.88 ლარის ოდენობით.
1.2. ს---------–---------------–------------------–------ის სასარჩელო მოთხოვნა ს-------------------------------–---”-ს სასარგებლოდ 1283.4 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
1.3. ს-------------------------------–---”-ს ს---------–---------------–------------------–------ის სასარგებლოდ დაეკისროს 740.39 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა.
2. ს-------------------------------–---”-ს სსიპ-ს--–---------------–------------------–------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 299.85 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი