გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210016001299533
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/7702-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი

მოსარჩელე - შ----------------–------–----------------–---ა“, შ-------------–---ა“

წარმომადგენელი - ა--------------ე

მოპასუხე - ს-------------------------------------------–-----ი“

წარმომადგენელი - ა------------------ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე, ს-------------------------------------------–-----ს“ მოსარჩელე შ-------------–---ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის – 4057 ლარის ანაზღაურება.

1.2 მოპასუხე, ს-------------------------------------------–-----ს“ მოსარჩელე შ----------------–------–----------------–---ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის – 2400 ლარის ანაზღაურება (სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულ იქნა 17.04.2018 წლის სასამართლო სხდომაზე).

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

შ-------------–---ა“-ს საკუთრებაშია 97 კვ.მ ფართი მდებარე: ქ. თ---–--–---------------------ში. აღნიშნული ფართიდან შ-------------–---ა“-ს 40 კვ.მ ფართი გაქირავებული აქვს შ----------------–------–----------------–---ა“-ზე თვეში 1500 ლარად. ამავე მისამართზე, სართულით მაღლა, განთავსებულია ს-------------------------------------------–-----ი“-ს საკუთრებაში არსებული ფართი.

 

2014 წლის 15 ოქტომბერს ს-------------------------------------------–-----ი“-ს საკუთრებაში არსებული ფართიდან მოხდა წყლის ჩასვლა შ-------------–---ა“-ს და შ----------------–------–----------------–---ა“-ს ფართში, რაც დაფიქსირებულ იქნა შემთხვევის ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ შესაბამისი ოქმის შედგენით. ს-------------------------------------------–-----ს“ ზიანი არ აუნაზღაურებია.

 

2016 წლის 06 თებერვალს ს-------------------------------------------–-----ი“-ს ფართიდან კვლავ მოხდა შ-------------–---ა“-ს ფართში წყლის ჩასვლა, რამაც ზიანი მიაყენა შ-------------–---ა“-ს ქონებას და შეუძლებელი გახადა შ----------------–------–----------------–---ა“-ს ფუნქციონირება.

 

შ----------------–------–----------------–---ა“-მ ს-------------------------------------------–-----ი“-ს მიერ მიყენებული ზიანის დადგენის მიზნით მიმართა შპ--------------–---------------“-ს, რომლის მიერ მოხდა შ-------------–---ა“-ს და შ----------------–------–----------------–---ა“-ს მიმართ მიყენებული ზიანის დაანგარიშება.

 

შპ--------------–---------------“-ს მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ს-------------------------------------------–-----ი“-ს მიერ შ-------------–---ა“-ს მიმართ მიყენებული ზიანი განისაზღვრა 3721ლარით (სამშენებლო სარემონტო სამუშაოები) და 336 ლარით (გაუთვალისწინებელი ხარჯი), ჯამში 4057 ლარით, ხოლო შ----------------–------–----------------–---ა“-ს მიმართ მიყენებული ზიანი 10674.64 ლარით (ოფისის მოცდენის ღირებულება სარჩელის წარდგენის დღისათვის).

 

შ----------------–------–----------------–---ა“-მ ასევე გასწია აუდიტის მომსახურების ხარჯი - 500 ლარი, ელექტრო ინჟინრის მომსახურებაზე 100 ლარი და საადვოკატო მომსახურების ხარჯი 600 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ს-------------------------------------------–-----მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სადავო გახადა ს-----------------------------------------–-----ის“ მიერ მოსარჩელეთათვის როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე მოსარჩელე მხარის მიერ განსაზღვრული ზიანის ოდენობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ. თ---–--–------------------------–--------------------------------, პირველ სართულზე მდებარე 97 კვ.მ უძრავი ქონების მესაკუთრეა შ-------------–---ა“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 25-26).

 

3.1.2. ქ. თ---–--–------------------------ში, შ-------------–---ა“-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარეობს ს-------------------------------------------–-----ის“ საკუთრებაში არსებული ფართის ქვედა სართულზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ 23-24).

 

3.1.3. შ-------------–---ა“-სა და შ----------------–------–----------------–---ა“-ს შორის 2016 წლის 01 იანვარს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით დასტურდება რომ „მეიჯარემ“ - შ-----------–---ამ“, „მოიჯარეს“ _ შ----------------–------–----------------–---ა“-ს დროებით სარგებლობაში გადასცა ქ. თ---–--–------------------ში მდებარე უძრავი ქონებიდან, 40 კვ.მ, ყოველთვიური საიჯარო ქირის გადახდის პირობით, სამი წლის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, სასმართლო სხდომის ოქმები);

- 2016 წლის 01 იანვრის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 27-30).

 

3.1.4 2016 წლის 6 თებერვალს შ-----------–---ას“ საკუთრებაში არსებული და შ----------------–------–----------------–---ა“-სათვის იჯარით გადაცემული ფართი დაზიანდა, წყლის ჩასვლის შედეგად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–--------------–ის რეაგირების ოქმი (ს.ფ.34-35);

- ს-------------------------------------------–-----ი“-ს 2016 წლის 25 თებერვლის წერილი (ს.ფ. 80).

- აუდიტორული დასკვნა 1-------წ (ს.ფ183-189)

-ფოტომასალა (დისკი ს.ფ 218)

 

3.1.5. 2016 წლის 25 თებერვალს ს-------------------------------------------–-----ის“ გენერალურმა დირექტორმა წერილით მიმართა შ----------------–-----–----------------–---ა“-ს და გამოთქვა მზაობა აღედგინა წყლის ჩასვლამდე არსებული მდგომარეობა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ს-------------------------------------------–-----ი“-ს 2016 წლის 25 თებერვლის წერილი (ს.ფ. 80).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მითითებული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლით მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

3.2.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შ-------------–---ა“-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანება გამოწვეულია ს-------------------------------------------–-----ი“-ს კუთვნილი ფართიდან წყლის ჩადინების შედეგად.

 

უპირველეს ყოვლისა, სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებულ სარჩელებზე, სწორედ მოსარჩელე (დაზარალებული) მხარის ვალდებულებაა დაამტკიცოს როგორც მისთვის მიყენებული ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას მას ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს: მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–--------------–ის რეაგირების ოქმზე; ს-------------------------------------------–-----ი“-ს გენერალური დირექტორის 2-------წ N---- წერილზე, რომლითაც დასტურდება, რომ ს-------------------------------------------–-----ი“ გამოთქვამს მზადყოფნას აღადგინოს წყლის ჩასვლამდე არსებული მდგომარეობა და ამ მიზნით შ--------------–------–----------------–---ას“ სთავაზობს 2016 წლის 27 თებერვალს ობიექტზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით დაშვებულ იქნენ შესაბამისი პირები; ასევე 2----–-–---------------–ის ელექტრომოწყობილობის დათვალიერების შესახებ აქტზე, რომლითაც დასტურდება რომ ს-------------------------------------------–-----ი“-ს წარმომადგენელ, ელექტრო ინჟინერ კ-------–---–სა და შ----------------–------–----------------–---ა“-ს წარმომადგენლის-ელექტროინჟინერ ა---–-----ის მიერ ერთობლივად განხორციელდა 2016 წლის 6 თებერვალს წყლის ჩადინების შედეგად, შპ--------------–------–----------------–---ას“ საკუთრებაში არსებული ელექტროაპარატურისა და ინსტრუმენტების შემოწმება _ და აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე, დასაბუთებულად მიიჩნევს მოსარჩელე მხარის მტკიცებას მოპასუხის ფართიდან შ-----------–---ას“ საკუთრებაში არსებულ ფართში წყლის ჩასვლის თაობაზე.

 

საგულისხმოა, მოპასუხე მხარის ინიციატივით საქმეზე მოწმედ გამოძახებულ ს-------------------------------------------–-----ი“-ს სამეურნეო სამსახურის მენეჯერის გ-----------–--ის ჩვენებაც, რომელმაც მიუთითა, რომ წყლის მილის სიძველის გამო წარსულშიც ქონდა ადგილი წყლის ჩადინებას, რის შემდეგაც ს-----------------------ამ დაზარალებულებს გაუკეთა რემონტი“; და რომ სადავო შემთხვევაშიც, მოსარჩელეთათვის შეთავაზებული იქნა დახმარება, გამოძახებულ იქნენ ხელოსნები, თუმცა მოსარჩელე მხარემ კუთვნილ ფართში მათ დაშვებაზე უარი განაცხადა;

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია, მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართული მტკიცებულებების საპირწონედ არცერთი კონკრეტული მტკიცებულება, მოწმედ დაკითხული გ----–--ის ჩვენებით კი გამყარებულ იქნა მოსარჩელეთა პოზიცია სადაზღვევო კომპანიის კუთვნილი ფართიდან წყლის არაერთხელ გაჟონვის ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, იმის თაობაზე რომ შ-----------–---ას“ კუთვნილ ფართში წყლის ჩადინება განხორციელდა სწორედ მოპასუხე მხარის საკუთრებაში არსებული ფართიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_ შეტყობინება, ქ.თბილისის საპატრულო პოლიციის 1-------წ ოქმი (31-32);

_ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2----–-–--------------–ის რეაგირების ოქმი (ს.ფ.34-35);

_ ს-------------------------------------------–-----ი“-ს გენერალური დირექტორის 2-------წ N---- წერილი (ს.ფ.80);

_ 2----–-–---------------–ის ელექტრომოწყობილობის დათვალიერების შესახებ აქტი (ს.ფ. 140),- გ----–--ის ჩვენება ( სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. მოპასუხე მხარის პოზიცია შ-----------–---ას“ კუთვნილ ფართში, ,------------–------–----------------–---ა“-ს ფუნქციონირების ფაქტის დაუდასტურებლობის თაობაზე, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამასთან, ივარაუდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება მხარეთა გონივრული განსჯისა და ურთიერთშორის პოზიციების შეჯერების შედეგია, სადაც თითოეულ მხარეს შეგნებული და გააზრებული აქვს თავისი ქმედება, რეალური შესაძლებლობები და გათვალისწინებული აქვს ის რისკები, რაც შეიძლება ხელშეკრულების შესრულებასა თუ მის შეუსრულებლობას მოჰყვეს.

 

არსებობს სამოქალაქო უფლებები, რომელთა არსებობა მხოლოდ საჯარო რეესტრის ჩანაწერიდან ვლინდება, თუმცა მათ რიცხვს არ მიეკუთვნება იჯარის ხელშეკრულება და მოცემულ შემთხვევაში, საიჯარო ხელშეკრულების ნამდვილობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა შეფასდეს.

 

საქმეში წარმოდგენილია შ-------------–---ა“-სა და შ----------------–------–----------------–---ა“-ს შორის 2016 წლის 01 იანვარს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება რომ „მეიჯარემ“ _ შ-----------–---ამ“, „მოიჯარეს“ _ შ----------------–------–----------------–---ა“-ს დროებით სარგებლობაში გადასცა ქ. თ---–--–------------------ში მდებარე უძრავი ქონებიდან, 40 კვ.მ, ყოველთვიური საიჯარო ქირის გადახდის პირობით, სამი წლის ვადით; 2016 წლის 06 თებერვალს თბილისის საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილ რეაგირების ოქმში ფიქსირდება, რომ ,------------–--------–--------------–---აში“ ზედა სართულიდან ჩამოდიოდა დიდი რაოდენობით წყალი“, ელექტრომოწყობილობების დათვალიერების შესახებ 2----–-–---------------–ის აქტით ასევე ცალსახად დასტურდება რომ კონკრეტულ ფართში ფუნქციონირებს შ----------------–------–----------------–---ა“ და განლაგებულია ამ უკანასკნელის კუთვნილი ელექტროაპარატურა და ინსტრუმენტები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, სასმართლო სხდომის ოქმები);

- 2016 წლის 01 იანვრის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 27-30).

- 2----–-–---------------–ის თბილისის საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმი (ს.ფ.34-35);

- ელექტრომოწყობილობების დათვალიერების შესახებ 2----–-–---------------–ის აქტი(ს.ფ.140)

 

3.2.3 სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, მოპასუხის მიერ შ-------------–---ასათვის“ 3721 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის არა მხოლოდ საკუთარ ბრალეულობას დამდგარ ზიანთან მიმართებაში, არამედ მიყენებული ზიანის ოდენობასაც და აპელირებს მის მიერ წარმოდგენილ 2016 წლის 15 აპრილის შ----------ის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვაზე, რომლის თანახმადაც ჩატარებული სამუშაოების და რეალიზებული მასალების ღირებულება მოიცავს 1011.6 ლარს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას შ-----------–---ასათვის“ მიყენებული ზიანის 1011.6 ლარის ოდენობით განსაზღვრის თაობაზე და მიუთითებს, რომ როგორც შ----------ის განცხადებაშია აღნიშნული დამდგარი ზიანის ოდენობა განსაზღვრულ იქნა 2016 წლის 15 აპრილს, მოპასუხის მიერ მიწოდებული ფოტომასალისა და ობიექტის ზომების გათვალისწინებით; შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, დაეყრდნოს მოსარჩელის დაკვეთით ჩატარებულ აუდიტის დასკვნას, რომლის თანახმადაც, შ--------------“-ის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება, გაუთვალისწინებელი ხარჯების გარეშე შეადგენს 3730 ლარს, ხოლო გაუთვალისწინებელი 5%-იანი ხარჯის გათვალისწინებით 4066 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2----–-–---------------–ის აუდიტორული დასკვნა (ს.ფ.183-189)

- ფოტომასალა (იხ.CD დისკი ს.ფ. 225).

- შ----------ის განცხადება

 

3.2.4 სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, მოპასუხის მიერ შ----------------–------–----------------–---ა“-სათვის 2400 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამართალწარმოების პროცესში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და აგრეთვე, იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი.

 

ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართული 2----–-–---------------–ის შპ--------------–---------------“-ს აუდიტორული დასკვნის თანახმად, ,,შესწავლილ იქნა საბუღალტრო დოკუმენტაცია, რის შედეგადაც აუდიტორის მიერ მოხდა შ----------------–------–----------------–---ა“-ს შემოსავლების გაშიფვრა. დადგინა, რომ საბუღალტრო დოკუმენტაციის მიხედვით, წყლის ჩასვლის შედეგად ჩაშლილი სამუშაო რეჟიმის მიხედვით ზიანი დღიურად (საშუალოდ) შეადგენს 240 ლარს, 06 თებერვლიდან 16 თებერვლამდე შემოსავლები შეადგენს 2400 ლარს“.

 

2018 წლის 13 მარტის სასამართლო სხდომაზე, დაკითხვისას აუდიტორმა ნ-------–---–---–მა წარმოადგინა აუდიტორული დასკვნის დედანი და განმარტა, რომ მის მიერ ზიანის გაანგარიშება განხორციელდა შ----------------–------–----------------–---ა“-ს პირველადი დოკუმენტების, კერძოდ საკასო აპარატის ჩეკებისა და საბანკო ანგარიშებზე 2016 წლის 01 ივლისიდან 2017 წლის 01 თებერვლამდე ჩარიცხული თანხის შემოსავლების გაანგარიშების საფუძველზე.

 

მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ს----–--------–---------------იდან გამოთხოვილი (2015-2016 წლების შ----------------–------–----------------–---ას" და შ-------------–---ა"-ს შემოსავლებსა და მოგებასთან დაკავშირებული) ინფორმაციით ასევე დასტურდება რომ 2015 წელს შ----------------–------–----------------–---ა“-ს ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა 77381 ლარს, ხოლო 2016 წელს _ 123249.64 ლარს.

 

სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული, არგუმენტირებული მსჯელობა, რაც სასამართლოს შეუქმნიდა შინაგან რწმენას ზიანის ოდენობასთან მიმართებით, შპ--------------–---------------“-ს შეფასების ანგარიშში მითითებული დასკვნის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ შეუთავაზებია. შესაბამისად მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ----------------–------–----------------–---ა“-მ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და კონკრეტული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2----–-–---------------–ის აუდიტორული დასკვნა (ს.ფ.183-189)

- შ--------–---------------ის 2-------წ წერილი (ს.ფ. 254-255).

- ელექტრომოწყობილობების დათვალიერების შესახებ 2----–-–---------------–ის აქტი (ს.ფ.196)

 

საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა სადავო ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები არ უთითებენ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიაჩნევს, რომ შ----------------–------–----------------–---ა“-ს და შ-------------–---ა“-ს სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე, 412-ე, 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები ითხოვენ ს-------------------------------------------–-----ი“-საგან ზიანის ანაზღაურებას სწორედ დელიქტური ვალდებულების საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო და უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს ზემოაღნიშნული სამივე (პირის ბრალეული ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის) წინაპირობა. მოსარჩელის მიერ საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს იწვევს.

 

მოსარჩელე მხარემ სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოების – ს-------------------------------------------–-----ი“-ს მიერ ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა კონკრეტული მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე მხარემ სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, დამაჯერებელ არგუმენტებზე მითითებით, რომელიც ასევე სათანადო მტკიცებულებებით იქნებოდა გამყარებული, ვერ განახორციელა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზაცია. შედეგად, გადაწყვეტილების 3.2.1. -3.2.3 პუნქტებში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის ქმედებით როგორც შ-----------–---ას“ კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანების ფაქტი, ასევე ყველა ის საჭირო კომპონენტი, რაც სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად ზიანის ანაზღაურების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილი და 409-ე მუხლი, განსაზღვრავენ დაზარალებული პირის ხელყოფილი უფლების აღდგენის საფუძვლებს. ნორმათა ანალიზით კი დგინდება, რომ ზიანის ფულადი კომპენსაციის გზით ანაზღაურების წინაპირობების არსებობისას სამართლიან ბალანსს წარმოადგენს იმგვარი კომპენსაცია, რომელიც, ფაქტობრივი რეალობის გათვალისწინებით, დაზარალებულს მისცემს იმ უფლებრივ მდგომარეობაში აღდგენის შესაძლებლობას, რაც ზიანის მიყენებამდე არსებობდა, იმ პრინციპის მხედველობაში მიღებით, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მიადგა სხვა პირს.

 

განსახილველ შემთხვევაში შ-------------–---ა“-მ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი, მოპასუხის დელიქტური ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობის დადასტურება სასამართლოსათვის სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, რომელიც მოპასუხეს სარწმუნო მტკიცებულებებით არ გაუქარწყლებია; შესაბამისად, სახეზეა დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რომლის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ეყრდნობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შპ--------------–---------------“-ს დასკვნას და მიიჩნევს, რომ ს-------------------------------------------–-----ს“ შ-------------–---ა“-ს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით უნდა დაეკისროს, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება 4057 (3721+336) ლარის ოდენობით.

 

6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანხმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 01 იანვრის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, შ-------------–---ა“-ს კუთვნილი ფართიდან 40 კვ.მ უძრავი ქონება, დროებით სარგებლობაში აქვს გადაცემული შ----------------–------–---------------–---ა“-ს.

 

შ-------------–--------------ას“ დასკვნის თანახმად მოსარჩელის სარგებლობაში არსებულ ფართში წყლის ჩასვლის შედეგად, ოფისის 10 დღით მოცდენის ხარჯმა შეადგინა 2400 (240X10) ლარი, რომელიც ასევე უნდა გადახდეს მოპასუხეს შ----------------–------–---------------–---ა“-ს სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარჩელზე თანდართული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 442 ლარი;

 

შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად; კერძოდ, შ-------------–---ა“-ს სასარგებლოდ 121.7 ლარის, ხოლო შ----------------–------–----------------–---ა“-ს სასარგებლოდ 72 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე მხარეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 248.3 ლარი, მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნის შემცირების პროპორციულად.

 

7.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, რომელიც ანაზღაურებას ექვემდებარება გონივრულ ფარგლებში, თუმცა არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულების, საქმის სირთულისა და გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურებადი ოდენობა უნდა განისაზღვროს 250 ლარის ოდენობით და გადახდეს მოპასუხეს შ----------------–------–----------------–---ა“-ს სასარგებლოდ.

 

ს-------------------------------------------–-----“-ს ასევე უნდა დაეკისროს შ----------------–------–---------------–---ა“-ს სასარგებლოდ აუდიტის ხარჯის 500 ლარის ანაზღაურება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.შ-------------–---ა“-ს სარჩელი მოპასუხე ს-------------------------------------------–-----ი“-ს მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

1.1მოპასუხე ს-------------------------------------------–-----ს“ მოსარჩელე შ-------------–---ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 4057 ლარის გადახდა.

2.შ----------------–------–----------------–---ა“-ს სარჩელი მოპასუხე ს--------------------------------------------–-----ი“-ს მიმართ დაკმაყოფილდეს;

2.1მოპასუხე ს-------------------------------------------–-----ს“ მოსარჩელე შ----------------–------–----------------–---ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2400 ლარის გადახდა.

 

3.ს-------------------------------------------–-----ს“ შ----------------–------–----------------–---ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს, აუდიტორული მომსახურების 500 ლარისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 250 ლარის ოდენობით.

 

4.ს-------------------------------------------–-----ს“ მოსარჩელე შ-------------–---ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან _ 121.7 ლარის ანაზღაურება.

5.ს-------------------------------------------–-----ს“ მოსარჩელე შ----------------–------–----------------–---ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან _ 72 ლარის ანაზღაურება.

6.მოსარჩელე შ----------------–------–----------------–---ა“-ს (ს/კ 4--------) და შ-------------–---ა“-ს (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს ა--------------ის (ს/ნ 5----------) მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (442 ლარი) - 248.3 ლარი, რომელიც გადახდილია ა--------------ის მიერ 2016 წლის 30 მარტს შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადასახადო დავალება #-).

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

8.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი