გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/10506-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე - ა-------------–---------------------------ი"
წარმომადგენელი - ს--–-------------ია, უ–------------ე
მოპასუხე - შ----------ი"
წარმომადგენელი - კ---------------ი, ვ-–-----------------–-–---–ი
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ქ--–--------–----------–----–-------------ია
წარმომადგებელი - მ--------------–-–---–ი
დავის საგანი - უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის უკან დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე - შ----------ს“ მოსარჩელე ა-------------–---------------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული საავანსო თანხის _ 331220.12 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2----–-–----------------ს ა------------–-----–------------–----–-------------------------------სა“ და შ----------ს“ შორის გაფორმდა პარკის განაშენიანებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების თაობაზე ხელშეკრულება. 2010 წლის 6 სექტემბერს გაფორმდა შეთანხმება N-, 2009 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობების გადაცემის თაობაზე, რომლის თანახმად, 2010 წლის 6 სექტემბრიდან სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე ა------------–-----–------------–----–-------------------------------ის“ ნაცვლად გახდა ა-------------–---------------------------ი“.
ს-----------–----------------------------“-ს მიერ შ----------ისათვის“ 2009 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების ფარგლებში სხვადასხვა დროს ჩარიცხულ იქნა როგორც ავანსი, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე თანხები. 2016 წლის 4 მარტს შ----------ი“-ს მიერ წარდგენილ იქნა მოსარჩელისათვის წერილი N-------------- რომლითაც შ----------იმ“ მიაწოდა ა-----------–---------------------------ს“ რ----------ის კეთილმოწყობისათვის შესრულებული სამუშაოს აქტები 2016 წლის მარტის მდგომარეობით. ა-----------–---------------------------ი“-ს მიერ 2017 წლის 12 იანვარს მოპასუხისათვის მიწერილ იქნა N----- წერილი, რომლითაც შ----------ი“-ს ეცნობა რომ 2017 წლის 10 იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა დებიტორული დავალიანება - გაუქვითავი ავანსის ნაშთი 521685.01 ლარი. შ----------ს“ ეთხოვა აღნიშნულ თანხაზე წარედგინა საბანკო გარანტია და ამ თანხის ფარგლებში მოსარჩელე განუსაზღვრავდა სამუშაოებს.
შ----------ი“-ს მიერ 2017 წლის 18 იანვარს წარდგენილ იქნა ა-----------–---------------------------ში“ N------------- წერილი, რომლითაც გამოთქვავდა მზადყოფნას გაუქვითავი ავანსის ფარგლებში შეესრულებინა 2016 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმებით დავალებული სამუშაო - ბეჭდური ბეტონის მოედნის მოწყობა - 190 464.89 ლარის ოდენობით და ასევე წარედგინა აღნიშნულ თანხაზე საბანკო გარანტია. რაც შეეხება დარჩენილ ავანსს, რომელიც შეადგენდა 331220.12 ლარს, შ----------ი“-ს განცხადებით, მათ შესრულებული ჰქონდათ აღნიშნული ღირებულების სამუშაოები.
შ----------ი“-ს მიერ 2017 წლის 24 იანვარს ა-------------–---------------------------ისათვის“ წარდგენილ იქნა ს-----------------“-ს საბანკო გარანტია N--------------- 190465 ლარზე. 2017 წლის 10 თებერვალს მოსარჩელის მიერ შ----------ისათვის“ წარდგენილ იქნა N------ წერილი, რომლითაც მოსარჩელემ ითხოვა 5 დღის განმავლობაში წარედგინა მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა ფონდის დაკვეთით შ----------ი“-ს მიერ აღნიშნული სამუშაოების განხორციელება ან/და ამავე ვადაში წარედგინა 331220.12 ლარზე ავანსის უზრუნველყოფის გარანტია.
შ------------“-ს დღემდე არ წარმოუდგენია აღნიშნული სამუშაოების დაკვეთაზე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რაც დაადასტურებდა, რომ მოპასუხის მიერ ფონდის დაკვეთით მართლაც განხორციელდა შესაბამისი სამუშაოები. შესაბამისად, ადგილი აქვს შ----------ი“-ს მიერ უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტს 331220.12 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შ----------ი“-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2----–-–----------------ს ა------------–-----–------------–----–-------------------------------სა“ და შ----------ს“ შორის გაფორმდა პარკის განაშენიანებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების თაობაზე ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოპასუხე დამკვეთის დავალებით ასრულებდა სამუშაოებს, ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით. პროექტის მოცულობისა და ობიექტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, პერმანენტულად ხორციელდებოდა პროექტის კორექტირება, სამუშაოებისა ან/და საქონლის დამატებითი შესრულება-შესყიდვა, რისი დასტურიცაა მხარეებს შორის ხელშეკრულებაში განხორციელებული არაერთი ცვლილება.
სარჩელით მოთხოვნილი თანხის 331220 ლარის ფარგლებში, მოპასუხემ ა-------------–---------------------------ი“-ს დავალებით შემდგომში რ----------ის ტერიტორიაზე დასამონტაჟებლად 2010 წლის 22 აპრილს შეიძინა 49 სანათი, საიდანაც 16 სანათი დამონტაჟდა პარკში მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებულ ადგილებში და მოხდა სიტყვიერი შეთანხმება, რომ პროექტის დასრულების ეტაპზე დამონტაჟდებოდა დარჩენილი სანათებიც. ვინაიდან, შ----------ი“-ს იმ მომენტისათვის არ გააჩნდა სანათების შესანახად თავისუფალი ადგილი, სანათები გადატანილ იქნა ფონდის საწყობში, სადაც ინახება დღემდე. 2016 წლის 25 ივლისს შ----------მა“ აცნობა ა-----------–---------------------------ს გადაეცა მისთვის სანათები და მიეთითებინა მათი მონტაჟის წერტილები, თუმცა აღნიშნულ წერილზე ფონდის მხრიდან რეაგირება არ მომხდარა. შ----------ი“-ს მიერ სანათების შესყიდვაზე შ-----------–------ათვის“ გადახდილ იქნა 76195 ლარი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელის დავალებით, შ----------ი“-მ რ----------ის ტერიტორიაზე პარკის კეთილმოწყობის სამუშაოების ფარგლებში შეასრულა შემდეგი სამუშაოები: ბეტონის სკამების და საყვავილეების მოწყობა, მაშველების შენობის სარემონტო სამუშაოები, რ---------------------ე 90 გრადუსიანი დახრილობის კლდის ზედაპირზე მთასვლელების ზოლის მოწყობის სამუშაოები, გარე გაზსადენის ქსელის მოწყობა. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს 2----–-–---------–--ის დასკვნის თანახმად, ზემოაღნიშნული სამუშაოების ღირებულება განსაზღვრულ იქნა 267374.57 ლარით. ჯამში მოპასუხის მიერ საქონლის შესყიდვისა და სამუშაოების შესრულებაზე გაწეული ხარჯი შეადგენს 343569.57 ლარს, რაც გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2----–-–----------------ს ა------------–-----–------------–----–-------------------------------ს“ და შ----------ს’’ შორის გაფორმდა პარკის განაშენიანების და კეთილმოწყობის სამუშაოების თაობაზე ხელშეკრულება.
ხელშეკრულების საგანს 1.1. პუნქტის თანახმად წარმოადგენდა შ-----------“-ს მიერ ქ. თბილისში, რ---------------------ე პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების დანართად წარდგენილი პარკის განაშენიანების პროექტის და ჩასატარებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. დამკვეთი იღებდა ვალდებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით და ვადებში მოეხდინა შემსრულებელთან ანგარიშსწორება.
ხელშეკრულებითა და დანართებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი მაქსიმალური ღირებულება განისაზღვრა 50 000 000 ლარით დღგ-ს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2009 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულება პარკის განაშენიანების და კეთილმოწყობის სამუშაოების თაობაზე (ს.ფ. 20-26).
_ შეთანხმება მხარეთა შორს 2----–-–----------------ს დადებული ხელშეკრულების რედაქტირების თაობაზე (ს.ფ 31-37)
3.1.2. 2010 წლის 06 სექტემბრის შეთანხმებით, დამკვეთსა და შემსრულებელს შორის 2----–-–----------------ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობების გადაცემის თაობაზე, სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე ა(----------–-----–------------–----–---------------------ის“ ფონდის ნაცვლად გახდა ა-------–--------------------–----–---------------–--------------–--------------------------ი“. ამავე შეთანხმების მე-6 პუნქტით 2009 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებით შემსრულებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2011 წლის 30 ივნისი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2010 წლის 06 სექტემბრის შეთანხმება 2009 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობების გადაცემის თაობაზე (ს.ფ. 27-28);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებლი, სასამართლოს სხდომის ოქმები).
3.1.3. ერთის მხრივ ა-------------–---------------------------სა“ და მეორეს მხრივ შ----------ი“-ს შორის გაფორმებული 2010 წლის 06 სექტემბრის შეთანხმებით, 2----–-–------------------–--------------ით, 2----–-–--------------------- და 2----–-–----------ს მხარეებს შორის გაფორმებული შ--------------ის საფუძველზე ხელშეკრულებით განსაზღვრული შემსრულებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოების სრული მოცულობით დასრულების და დამკვეთისათვის გადაცემის საბოლოო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 31 დეკემბერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2010 წლის 06 სექტემბრის შეთანხმება 2009 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობების გადაცემის თაობაზე (ს.ფ. 27-28);
- 2----–-–------------------–------------- (ს.ფ 29-30)
- 2----–-–------------------–------------- (ს.ფ. 30);
- 2----–-–----------ის შ------------- (ს.ფ. 31-37);
3.1.4. ერთის მხრივ ა-------------–---------------------------სა“ და მეორეს მხრივ შ----------ი“-ს შორის გაფორმებული 2----–-–----------ს გაფორმებული შეთანხმებით, 2----–-–----------------ს დადებული ხელშეკრულების ტექსტი შეიცვალა და ამოქმედდა ხელშეკრულების ტექსტის ახალი რედაქცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2009 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულება პარკის განაშენიანების და კეთილმოწყობის სამუშაოების თაობაზე (ს.ფ. 20-26).
_ შეთანხმება მხარეთა შორს 2----–-–----------------ს დადებული ხელშეკრულების რედაქტირების თაობაზე (ს.ფ 31-37)
3.1.5. ა-------------–---------------------------ი“-ს მიერ შ----------ისათვის“ 2009 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების ფარგლებში ჩარიცხული იქნა ავანსი 5130000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალება #--- (ს.ფ. 48);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებლი, სასამართლოს სხდომის ოქმები).
3.1.6. ა-------------–---------------------------ი“-ს 12.01.2017 წერილით, შ----------ი“-ს ეცნობა, რომ 2----–-–----------------ს პარკის კეთილმოწყობაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 10 იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა დებიტორული დავალიანება - გაუქვითავი ავანსის ნაშთი 521 685.01 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებლი, სასამართლოს სხდომის ოქმები).
- თ---–---------------------------ის 12.01.2017 წლის N----- წერილი (ს.ფ. 61).
3.1.7. შ----------ი“-ს 2017 წლის 18 იანვრის წერილით ა-----------–---------------------------ს“ ეცნობა რომ შ----------ი“ გამოთქვამდა მზადყოფნას გაუქვითავი ავანსის ფარგლებში შეესრულებინა 2016 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმებით დავალებული სამუშაო - ბეჭდური ბეტონის მოედნების მოწყობა, ღირებულებით - 190464.89 ლარი და წარედგინა აღნიშნულ თანხაზე საბანკო გარანტია. რაც შეეხება დარჩენილი ავანსის ნაშთს - 331220.12 ლარს, შ----------ი“-ის განმარტებით მის მიერ შესრულებული სამუშაოების (ბეტონის სკამების და საყვავილეების მოწყობა, მაშველების შენობის სარემონტო სამუშაოები, რ---------------------ე 90 გრადუსიანი დახრილობის კლდის ზედაპირზე მთასვლელების ზოლის მოწყობის სამუშაოები, გარე გაზსადენის ქსელის მონტაჟი, სანათების რეალიზაცია) დადგენის მიზნით საჭირო იყო საექსპერტო დასკვნის მომზადება და ავანსის მოცულობის კორექტირება ამ ღირებულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);
- 2017 წლის 18 იანვრის შ----------ი“-ს წერილი ( ს.ფ. 62);
3.1.8. 2017 წლის 24 იანვარს შ----------ი“-ს მიერ ა-----------–---------------------------ისათვის“ წარდგენილ იქნა ს-----------------“-ს საბანკო გარანტია 190465 ლარზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებლი, სასამართლოს ხდომის ოქმები);
- 2017 წლის 24 იანვრის საბანკო გარანტია #--------------- (ს.ფ. 63);
3.1.9. ა-----------–---------------------------მა 2017 წლის 10 თებერვლის წერილით შ----------ი“-ს შესთავაზა წარედგინა მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც დადასტურებოდა ფონდის დაკვეთით შ----------ი“-ს მიერ 2017 წლის 18 იანვრის წერილში მითითებული სამუშაოების განხორციელება ან/და ამავე ვადაში წარდგენილ ყოფილიყო 331220.12 ლარზე ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებლი, სასამართლოს ხდომის ოქმები);
- თ---–---------------------------ის 10.02.2017 წლის N------ წერილი (ს.ფ. 64).
3.1.10. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 1-------წლის N--------- საინჟინრო დასკვნის თანახმად, ბეტონის სკამების და საყვავილეების მოწყობა, 90 გრადუსიანი დახრილობის კედლის ზედაპირის მთასვლელთა ზოლის მოწყობა, გარე გაზსადენის ქსელის მოწყობა და მაშველების შენობის სარემონტო სამუშაოების ფაქტიური მოცულობები 2010 წლის II კვარტლის დონეზე მოცემული ერთეულ ღირებულებების გათვალისწინებით შეადგენს 267374.57 ლარს დღგ-სა და სხვა დარიცხვების ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ 233-259).
3.1.11. შ--------ი“-ს მიერ შპს“ პროლაითისაგან“ 2010 წლის 22 თებერვალს შეძენილ იქნა 49 ერთეული სანათი; ერთი ერთეულის ღირებულება შეადგენდა 1555 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადასახადო ანგარიშფქტურა, სასაქონლო ზედნადები (ს.ფ 208-209).
- შ----------–----ის“ წერილი (ს.ფ 286).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოხმობილი ნორმების შინაარსი ცხადყოფს, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მისი მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
3.2.1 სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რ---------------------ე პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები, კერძოდ ბეტონის სკამების და საყვავილეების მოწყობა, მაშველების შენობის სარემონტო სამუშაოები, 90 გრადუსიანი დახრილობის კლდის ზედაპირზე მთასვლელების ზოლის მოწყობის სამუშაოები, გარე გაზსადენის ქსელის მოწყობა განხორციელებულია შ----------ი“-ს მიერ.
სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო სამართალში აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპი, რომლის ფარგლებშიც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ-ის 4.1. მუხლი).
სასამართლო მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება სადავო სამართალურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. იმ გარემოების დასტურად, რომ შ--------ი“-ს მიერ რ----------ის ტერიტორიაზე, პარკის კეთილმოწყობის მიზნით განხორციელდა ბეტონის სკამების და საყვავილეების მოწყობა, მაშველების შენობის სარემონტო სამუშაოები, რ---------------------ე 90 გრადუსიანი დახრილობის კლდის ზედაპირზე მთასვლელების ზოლის მოწყობის სამუშაოები და გარე გაზსადენის ქსელის მოწყობა, წარმოდგენილ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც თან ერთვის შესრულებული სამუშაოების აქტები (ფორმა N2-ები), შ--------ი“-ს და შ----------ს“ შორის დადებული 2010 წლის 26 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება (ბეტონის სკამებისა და საყვავილეების დამზადების თაობაზე), მათ შორის 2011 წლის 7 თებერვალს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, შ--------ი“-ს და შ-------–---ი“-ს შორის 2011 წლის 13 ივლისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი (რ---------------------ე მთასვლელთა კედლის მოწყობის თაობაზე), ასევე მასალის შესყიდვის დოკუმენტაცია და ფოტოილუსტრაცია.
სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც რომ რ----------ი, რომელზედაც მოპასუხე კომპანია ახორციელებდა სამუშაოებს წარმოადგენს ქ--–--------–----------–----–------ის საკუთრებაში არსებულ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს, რაც საპროექტო დავალების განსაკუთრებულ მოთხოვნათა შესაბამისად და დამკვეთის მხრიდან ინსპექტირების პირობებში (ხელშეკრულების 5.2 პუნქტი, ახალი რედქციის 9.2 პუნქტი), ლოგიკურად გამორიცხავდა დამკვეთის ნებასურვილის გარეშე პარკის ტერიტორიაზე ისეთი ხილული სამუშაოების განხორციელებას, როგორიცაა მითითებული სამუშაოები.
შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც არც მოსარჩელეს და არც მესამე პირს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირწონედ არ წარმოუდგენიათ რაიმე სახის მტკიცებულება რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხე კომპანიის მიერ პარკის კეთილმოწყობის სადავო სამუშაოების თავად ან მესამე პირის მიერ განხორციელების ფაქტი, არც იმ გარემოებაზე მიუთითებიათ რომ განხორციელებული სამუშაოები არ შეესაბამებოდა ა-------------–---------------------------ი“-ს ნება-სურვილს _ სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისა და ქ.თ---–----------–----–--------------ის პოზიციას, რომ მათთვის უცნობია თუ ვის მიერ იქნა განხორციელებული რ----------ის ტერიტორიაზე 267 374.57 ლარის ღირებულების კეთილმოწყობის სამუშაოები.
3.2.2. საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შ----------ი“-ს მიერ 2010 წლის 22 აპრილს შეძენილი 49 სანათიდან, 15 ერთეული მოპასუხე კომპანიის მიერ დამონტაჟებულია რ----------ის ტერიტორიაზე, ხოლო 20 სანათი აღრიცხულია ა-----------–---------------------------ი“-ს ბალანსზე და ინახება მის სასაწყობე ფართში.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას მას ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ანგარიშ-ფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, დასტურდება და არც მოსარჩელე მხარეს გაუხდია სადავოდ ის ფაქტი, რომ შ----------ი“-მ შ-----------–----ი“-სგან 2010 წლის 22 აპრილს შეიძინა 49 ერთეული ელექტროლამპა _ სანათი. თუმცა მხარეთა შორის სადავოა გარემოება, სწორედ აღნიშნული სანათების ნაწილია თუ არა დამონტაჟებული რ----------ის ტერიტორიაზე, ხოლო ნაწილი განთავსებული მოსარჩელესთან და განხორციელდა თუ არა სანათების მონტაჟი მოპასუხე კომპანიის მიერ.
მოსარჩელე მხარე საკუთარ პოზიციას, ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ სანათი დასახელებით „--------- არ იძებნება ა-----------–---------------------------ის საწყობში და საბალანსო მონაცემებში. გარდა ამისა არ არსებობს შ--------ი“-ს მიერ ფონდისათვის აღნიშნული სანათების გადაცემის (დასაწყობების) აქტი.
თავის მხრივ, ა(ა)იპ „თ---–---------------------------ი“ არ უარყოფს და ადასტურებს იმ გარემოებას რომ ფონდის საწყობში ინახება 20 ცალი სანათი, კოდირებული 1-------- კოდით, რომელთა ფონდის ბალანსზე აღრიცხვაც განხორციელდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე ქ.თ---–----------–----–--------------ის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 27 მარტის ბრძანებით წარმოდგენილი რეკომენდაციის შესაბამისად.
ქ--–--------–----------–----–-------------იამ, ასევე დაადასტურა ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით რ----------ის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ვიზუალურად მოპასუხის მიერ შეძენილი სანათების მსგავსი 15 ერთეული ერთი ტიპის სანათი, თუმცა ვის მიერ დამონტაჟდა სანათები უცნობია.
მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის ბალანსზე რიცხულ და შ--------ი“-ს მიერ შ---------–----ი“-საგან შეძენილ სანათების უნიკალურ კოდში ფიქსირდება სხვაობა ციფრი „1“ (შ--------ი“-ს მიერ შეძენილი სანათები კოდირებულია 7------- კოდით, ხოლო ფონდის საწყობში განთავსებული სანათები _ 1-------- კოდით) სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების, კერძოდ შ----------ი“-ს მიმართვის პასუხად შ-----------–----ი“-ს მიერ გაცემული წერილობითი პასუხის, მოსარჩელის მიერ დადასტურებული სანათების ვიზუალური მსგავსების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეზე შეკრებილი სხვა წერილობითი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნევს, სადავო გარემოებას, რომ შ-----------ი“-ს მიერ 2010 წლის 22 აპრილს შეძენილი 49 სანათიდან, 15 ერთეული დამონტაჟებულია რ----------ის ტერიტორიაზე, ხოლო 20 სანათი აღრიცხულია ა-----------–---------------------------ი“-ს ბალანსზე და ინახება მის სასაწყობე ფართში.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე შ--------ი“-ს 2016 წლის 15 ივლისის წერილზეც, რომლითაც დასტურდება რომ ფონდის მიერ ჯერ კიდევ დებიტორიული დავალიანების არსებობის თაობაზე მოპასუხისათვის მიმართვამდე, შ--------ი“-ს გენერალურმა დირექტორმა თავად მიმართა ა-----------–---------------------------ს გადაეცა მისთვის სანათები, პროექტის ფარგლებში მათი მონტაჟის წერტილების მითითებით. აღნიშნული წერილის პასუხად მოსარჩელემ 17.08.16წ წერილით კომპანიას აცნობა, რომ მის საწყობში და ბალანსზე არ იძებნებოდა სანათები - კოდით „---------, ისე რომ არ უარყვია/არ შედავებია ადრესატის მიერ 25.07.16წლის წერილში მითითებულ ფაქტებს.
რაც შეეხება დარჩენილ 14 სანათს (რომელთაგან ერთის მონტაჟი და დემონტაჟი მოპასუხის განმარტებით განხორციელდა „დამკვეთის“ მითითებით) მოსარჩელის მფლობელობაში არსებობის ფაქტს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის შ--------ი“-ს მიერ ფონდისათვის კონკრეტული ოდენობის სანათის შესანახად გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას ა(ა)იპ თ---–---------------------------ისათვის 20-ზე მეტი სანათის, დამონტაჟებამდე შესანახად გადაცემის თაობაზე.
სასამართლო განმეორდება და წინა პუნქტის მსგავსად, ამჯერადაც მიუთითებს, რომ რ----------ი, რომელზედაც მოპასუხე კომპანია ახორციელებდა სამუშაოებს წარმოადგენს ქ--–--------–----------–----–------ის საკუთრებაში არსებულ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს, რაც ლოგიკურად გამორიცხავდა პარკში დამკვეთის ნებასურვილის გარეშე 15 სანათის მონტაჟის ფაქტს. ხოლო იმ პირობებში, როდესაც არც მოსარჩელეს და არც მესამე პირს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირწონედ არ წარმოუდგენიათ პარკის კეთილმოწყობის მიზნით საკუთარი ან მესამე პირის მიერ 15 სანათის შეძენა-დამონტაჟების დამადასტურებელი მტკიცებულება და არც იმ გარემოებაზე მიუთითებიათ რომ მათი მონტაჟი განხორციელდა ა-------------–---------------------------ი“-ს ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ შ--------ი“-ს მიერ შეძენილი სანათებიდან 15 სანათი დამონტაჟდა რ---- ტერიტოტიაზე ა-------------–---------------------------ი“-ს ნება-სურვილს შესაბამისად, ხოლო 20 სანათი დამონტაჟებამდე შესანახად გადაცემულ იქნა მოსარჩელისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადასაზადო ანგარიშფაქტურა, სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.208-209);
- 2016 წლის 25 ივლისის შ----------ი“-ს წერილი (ს.ფ. 207);
- ქ.თ---–----------–----–--------------ის 17.08.16წ (ს.ფ.267)
- თ---–---------------------------ის 2016 წლის 08 ნოემბრის წერილი (ს.ფ 269);
-ს------------------------------------------------------------------------------ის მმართველის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ 270);
-შ--------–---------------ის“ 05.10.18წ მოხსენებითი ბარათი(ს.ფ.289);
- შ--------ი“ მიმართვა შ---------–----ი“ -სადმი (ს.ფ.285);
- შ-----------–----ი“-ს წერილი (ს.ფ 286).
3.2.3. შ----------ი“-მ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და შესაგებლის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოების _ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, ა-------------–---------------------------ი“-ს დაკვეთით კონკრეტული სამუშაოების შესრულების ფაქტის დადასტურება.
დადგენილია, რომ 2----–-–----------------ს ა------------–-----–------------–----–-------------------------------სა“ და შ----------ს“ შორის გაფორმდა პარკის განაშენიანებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების თაობაზე ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე არაერთი შეთანხმების შედეგად, შემსრულებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოების სრული მოცულობით დასრულების და დამკვეთისათვის გადაცემის საბოლოო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 31 დეკემბერი, ხოლო 2----–-–----------ს გაფორმებული შეთანხმებით, 2----–-–----------------ს დადებული ხელშეკრულების ტექსტი შეიცვალა და ამოქმედდა ხელშეკრულების ტექსტის ახალი რედაქცია.
ხელშეკრულების თანახმად ხელშეკრულებითა და დანართებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი მაქსიმალური ღირებულება დღგ-ს ჩათვლით განისაზღვრა 50 000 000ლარით. ხელშეკრულების როგორც თავდაპირველი, ასევე 2----–-–----------ის შეთანხმებით რედაქტირებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, შესასრულებელი სამუშაოები შემსრულებელს უნდა განეხორციელებინა ეტაპობრივად, (შეთანხმების 1.2.პუნქტი), თითოეულ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი დგინდებოდა მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებით/შეთანხმებებით, რომელსაც/რომლებსაც განუყოფელ ნაწილად თან უნდა დართვოდა შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (1.4 პუნქტი); ფაქტობრივად განხორციელებული სამუშაოების ჩამონათვალი შესრულებული სამუშაოების (ფორმა N2) სახით შედგენილი იქნებოდა შემსრულებლის მიერ და ეტაპობრივად წარედგინებოდა დამკვეთს (1.5 პუნქტი); ავანსის სახით შემსრულებლისათვის გადახდილი თანხა პროპორციულად გამოიქვითება ხელშეკრულების 5.1. და 5.2. პუნქტებში მითითებული დოკუმენტების წარმოდგენის შესაბამისად ანგარიშსწორების ვალდებულებიდან (3.6 პუნქტი); 5.1 პუნქტის თანახმად დამკვეთის მიერ შესრულება მიღებულად ჩაითვლებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ; მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებამდე შემსრულებელი დამკვეთს წარუდგენდა შესრულებული სამუშაოს აქტს (ფორმა N2) და ანგარისსწორებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტს; დამკვეთი უფლებამოსილი იყო წარმოქმნილი აუცილებლობის შემთხვევაში დაეზუსტებინა შესასრულებელ სამუშაოთა აქტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების ფარგლებში (7.2.2. პუნქტი); სამუშაოების თითოეული ეტაპისათვის შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვების ერთობლიობა წარმოადგენდა ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვას (12.5 პუნქტი).
2009 წლის 31 დეკემბრის პარკის განაშენიანებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების თაობაზე ხელშეკრულების თავდაპირველი რედაქციის 2.4.3 პუნქტის თანახმად შემსრულებლის ვალდებულებას წარმოადგენდა გაეთვალისწინებინა დამკვეთის მოტივირებული შენიშვნები, ინტერესები და წინადადებები; ხოლო 3.4 პუნქტით განსაზღვრული იყო რომ პარკის თანდართული პროექტით გათვალისწინებული მასალების, მოწყობილობების, მწვანე ნარგავების ან/და სხვა სახის პროდუქციის შემსრულებლის მიერ შეძენის მიზნით, შესაძლებელი იყო შემსყიდველისათვის თანხების ავანსად გადახდა, რომელსაც შემსრულებელი გამოიყენებდა მხოლოდ კონკრეტული პროდუქციის შესაძენად. ამ ფორმით ავანსად გადახდილი თანხები ასევე ექვემდებარება გამოქვითვას შემდგომში ხელმოწერილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებიდან და ფორმა N2-ებიდან.
უდავო გარემოებაა რომ ა-------------–---------------------------ი“-ს მიერ შ----------ისათვის“ 2009 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების ფარგლებში სხვადასხვა დროს განხორციელდა ჩარიცხვები მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ხოლო 01.0714წ მოპასუხისათვის ავანსის სახით გადახდილ იქნა 5130000 ლარი.
წინამდებარე სარჩელით სადავოა სწორედ გაუქვითავი ავანსის ნაშთის არსებობა და მისი დაბრუნების საფუძვლიანობა. ა-------------–---------------------------ი“ საკუთარ პოზიციას ამყარებს ხელშეკრულების წერილობითი ფორმის დაუცველობაზე და იმ გარემოების დასტურად, რომ შ--------ის“ მიერ მართლაც ფონდის დაკვეთით განხორციელდა სადავო სამუშაოები მოპასუხისაგან ითხოვს ორმხრივად ხელმოწერილი დოკუმენტის წარმოდგენას 03.06.2014 წლის შეთანხმების 12.2 პუნქტზე მითითებით, რომლის თანახმად ,,თუ წარმოიშვა/დადგინდა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია“. აღნიშნულის პასუხად მოპასუხე მხარე უთითებს, რომ სამუშაოების შესრულების პროცესში, პროექტის მოცულობიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელთა მხრიდან ზეპირი დავალებების საფუძველზე შ----------ი“-ს მიერ შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და შინაარსი ,,პერმანენტულად იცვლებოდა“ და მოგვიანებით აისახებოდა მიღება-ჩაბარების აქტებში, რისი დასტურიცაა მხარეთა შეთანხმებებით ხელშეკრულებაში განხორციელებული არაერთი ცვლილება და 2014 წლის 3 ივლისის შეთანხმების 1.5 პუნქტი, რომლის თანახმადაც ,,ფაქტობრივად განხორციელებული სამუშაოების ჩამონათვალი შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა N2) სახით შედგენილი იქნება შემსრულებლის მიერ და ეტაპობრივად წარედგინება დამკვეთს“.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები, მსგავსი ურთიერთობებისათვის წერილობითი ფორმის დაცვის სავალდებულოობას არ ითვალისწინებს და შესაბამისად, წინამდებარე დავის გადასაწყვეტად სასამართლო გამოიყენებს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის მარეგულირებელ კერძოსამართლებრივ რეგულაციებს.
ამასთანავე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებებზეც, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებული სადავო სამუშაოები/საქონლის შესყიდვა შესრულებულია მხარეებს შორის არსებული სახელშეკრულებო ვადის ფარგლებში, მყარად განსაზღვრული ხარჯთაღრიცხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა, მხარეთა შორის არც ის გარემოებაა გამხდარა სადავო, რომ 2----–-–----------------ს დადებული ხელშეკრულებების გარდა, მათ შორის სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებიც არსებობდა და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ რ----------ის ტერიტორიაზე განხორციელებული კეთილმოწყობის სამუშაოები: ბეტონის სკამების და საყვავილეების მოწყობა, მაშველების შენობის სარემონტო სამუშაოები, 90 გრადუსიანი დახრილობის კლდის ზედაპირზე მთასვლელების ზოლის მოწყობის სამუშაოები, გარე გაზსადენის ქსელის მოწყობა, ასევე სანათების შეძენა-მონტაჟი განხორციელებულია შ----------ი“-ს მიერ მოსარჩელესთან გაფორმებული 2----–-–----------------ს პარკის განაშენიანებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების თაობაზე ხელშეკრულების ფარგლებში, ა-------------–---------------------------ი“-ს მითითებითა და დამკვეთის ნება-სურვილის შესაბამისად, ამასთანავე დამკვეთმა მიიღო შესრულება.
საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა სადავო ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები არ უთითებენ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, მიიჩნია რომ ა-------------–---------------------------ი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 317-ე, 629-ე, 630-ე 976-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. უდავო გარემოებაა, რომ 2----–-–----------------ს დამკვეთს _ ა------------–-----–------------–----–-------------------------------სა“ და შემსრულებელს _ შ----------ი’’-ს შორის გაფორმდა პარკის განაშენიანების და კეთილმოწყობის სამუშაოების თაობაზე ხელშეკრულება. 2010 წლის 06 სექტემბრის შეთანხმების საფუძველზე დამკვეთის უფლება-მოვალეობები გადაეცა ა-------–--------------------–----–---------------–--------------–--------------------------ს“. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შ-----------“-ს მიერ ქ. თბილისში, რ---------------------ე პარკის კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულება პარკის განაშენიანების პროექტის და ჩასატარებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის დაბრუნების თაობაზე ეფუძნება არა სახელშეკრულებო საფუძვლებს, არამედ გამომდინარეობს კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან. კონკრეტულად მოსარჩელე ითხოვს: 2009 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხისათვის ჩარიცხული გაუქვითავი ავანსის ნაშთის _ 331220.12 ლარის დაკისრებას, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე.
ამდენად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი გვევლინება, რომლის თანახმადაც, შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის (მოცემულ შემთხვევაში - შ----------ი“-ს) ქონების გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალ ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ავანსის თანხის ფარგლებში მას შესრულებული აქვს კონკრეტული სამუშაოები, კერძოდ რ---------------------ე ბეტონის სკამების და საყვავილეების მოწყობა, მაშველების შენობის სარემონტო სამუშაოები, 90 გრადუსიანი დახრილობის კლდის ზედაპირზე მთასვლელების ზოლის მოწყობის სამუშაოები, გარე გაზსადენის ქსელის მოწყობა, შეძენილი და დამონტაჟებული აქვს სანათები. ჯამში მის მიერ პარკის კეთილმოწყობის მიზნით შესრულებული სამუშაოების ღირებულება და სანათების შესყიდვის ღირებულება შეადგენს 343 569.57 ლარს, რაც განაპირობებს ფონდის სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე - მეორადი მოთხოვნები) და სხვა)“ ( სუსგ №ას-774-723-2017, 11.10.2017).
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეები ერთმანეთთან ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმყოფებოდნენ, რომლის ფარგლებშიც მოპასუხემ მოსარჩელის დაკვეთით განახორციელა რ---------------------ე პარკის კეთილმოწყობისა და განაშენიანების სამუშაოები; სასამართლოს მიერ ასევე დადგენილ იქნა რომ მოპასუხემ ობიექტის კეთილმოწყობის მიზნით განახორციელა ისეთი სამუშაოები, როგორიცაა ბეტონის სკამების და საყვავილეების მოწყობა, მაშველების შენობის სარემონტო სამუშაოები, 90 გრადუსიანი დახრილობის კლდის ზედაპირზე მთასვლელების ზოლის მოწყობის სამუშაოები, გარე გაზსადენის ქსელის მოწყობა, ხელშეკრულებით გთვალისწინებული მიზნებისათვის შეიძინა და ობიექტზე დაამონტაჟა 15 სანათი, ხოლო 20 სანათი დამონტაჟებამდე, შესანახად გადასცა მოსარჩელეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო თუ ტარიფი არ არსებობს, მაშინ ჩვეულებრივი ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოდავე მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს, რომ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები, მსგავსი ურთიერთობებისათვის წერილობითი ფორმის დაცვის სავალდებულოობას არ ითვალისწინებს, ხოლო რაც შეეხება შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების საკითხს, მნიშვნელოვანია არა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების ფორმალური გარემოების _ მიღება-ჩაბარების აქტის არსებობა, არამედ შეთანხმებული სამუშაოების რეალურად შესრულება და დამკვეთის მიერ შესრულების მიღება. შესაბამისად, მართალია, საქმეში არ არის წარმოდგენილი სადავო სამუშაოების განხორციელების თაობაზე მხარეთა წერილობითი შეთანხმება და ორმხრივად ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტები, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთსეჯერების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ--------ი“-ს მიერ მხარეთა შორის არსებული ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში დამატებით განხორციელდა 267374.57 ლარის კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე შეძენილ და ობიექტზე დაამონტაჟებულ იქნა 15 სანათი, ხოლო შემსრულებლის მიერ შეძენილი 20 სანათი დამონტაჟებამდე შესანახად გადაეცა და დასაწყობებულ იქნა მოსარჩელესთან; აღნიშნული სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულების თანახმად, არ გაქვითულა ავანსის სახით შემსრულებლისათვის გადახდილი თანხიდან.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა კონდიქციური ვალდებულების ფარგლებში ა-------------–---------------------------ი“-ს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საფუძველი და შ-----------ი“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შესრულებული სამუშაოებისა (ბეტონის სკამების და საყვავილეების მოწყობა, მაშველების შენობის სარემონტო სამუშაოები, 90 გრადუსიანი დახრილობის კლდის ზედაპირზე მთასვლელების ზოლის მოწყობის სამუშაოები, გარე გაზსადენის ქსელის მოწყობა) და 35 სანათის შეძენის ღირებულებასა და მოსარჩელის მიერ მითითებულ 331220.12 ლარის გაუქვითავ საავანსო თანხებს შორის სხვაობის (331220.12-267374.57-54425 ლარი) 9420.55 ლარის დაბრუნება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფისათვის 150 ლარი;
წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შ----------ი“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 142.20 ლარი, სასამართლო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, ხოლო სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ოდენობა უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 29.12.2016 წლის №2/6/623 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის სიტყვები: ,,ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“. გადაწყვეტილება საკანონმდებლო მაცნის ელექტრონულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია (იხ. www.matsne.gov.ge ). ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიულმა პირებისათვის სახელმწიფო ბაჟი განასაზღვრულია 50 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 100 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო 50 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს შ----------ი“-ს.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
რამდენადაც წინამდებარე გადაწყვეტილებით ა-------------–---------------------------ი“-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის საფუძველზე, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------ის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა-------------–---------------------------ი“-ს სარჩელი მოპასუხე შ----------ი”-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.2. შ----------ი“-ს მოსარჩელე ა-------------–---------------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 9420.55 ლარის გადახდა.
2. შ----------ი“-ს მოსარჩელე ა-------------–---------------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 142.20 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
3. ა-------------–---------------------------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 13 აპრილს (საგადასახადო მოთხოვნა #0----) სარჩელის უზრუნველყოფაზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი