გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/11542-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი
მოსარჩელეები - 1 - ნი------------–---–ი
2 - თე------------------–---–ი
3 - და-–------–-----–---–ი
წარმომადგენელი - ნი----------–--ე
მოპასუხე - სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო
წარმომადგენელი - მა-------------ე
დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. უმკვიდროდ იქნეს ცნობილი ვა---–-------–---–----------------------–--ის სახელზე რიცხული სახლთმფლობელობა, მდებარე: თბილისი, შ. ცი-–----------------------------–-------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით ლიტერი „ა“ ორსართულიანი შენობა 216.0 კვ.მ, ლიტერი „ბ“ ორსართულიანი შენობა 138.0 კვ.მ, ლიტერი „გ“ ორსართულიანი შენობა 248.0 კვ.მ, აგრეთვე ლიტერი „დ-კ-ლ-მ-ნ-ს“ (დამხმარე) 133.0 კვ.მ.
1.2. გადაეცეთ მოსარჩელეებს უსასყიდლოთ საკუთრებაში ვას--–-------–---–-----------------------–--ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, შ. ცი-–----------------------------–-------- კერძოდ:
1. და-–------–-----–---–ს გადაეცეს სახლთმფლობელობა საერთო შიდა ფართით - 170.38 კვ.მ, რომელიც შედგება N1 შენობა - 24.83 კვ.მ, N2 შენობა - 9.90 კვ.მ, N3 ორსართულიანი შენობა საერთო ფართით - 135.60 კვ.მ. (და-–------–-----–---–ის სახლთმფლობელობის აზომვა შესრულებულია ი/მ „მი----–-------ს“ მიერ საკადასტრო აგეგმვით ნახაზზე და შენობა-ნაგებობების შიდა აზომვით ნახაზზე 16.---2---–-).
2. თე------------------–---–ს გადაეცეს სახლთმფლობელობა საერთო შიდა ფართით - 304.67 კვ.მ, რომელიც შედგება N1 შენობა - 37.91 კვ.მ, N2 - ორსართულიანი შენობა საერთო ფართით - 220.28 კვ.მ, და N3 და N4 შენობებისგან - 46.48 კვ.მ. (თე------------------–---–ის სახლთმფლობელობის აზომვა შესრულებულია ი/მ „მი----–-------ს“ მიერ 16.---2---–- საკადასტრო აგეგმვით ნახაზზე და 1.0--2---–- შენობა-ნაგებობების შიდა აზომვით ნახაზზე).
3. ნი------------–---–ს გადაეცეს სახლთმფლობელობა საერთო შიდა ფართით - 339.88 კვ.მ, რომელიც შედგება N1 ორსართულიანი შენობა - 79.6 კვ.მ, N 2 და N3 ორსართულიანი შენობებისგან საერთო ფართით - 252.25 კვ.მ. და N4 შენობებისგან - 8.03 კვ.მ. (ნი------------–---–ის სახლთმფლობელობის აზომვა შესრულებულია ი/მ „მი----–-------ს“ მიერ 16.---2---–- საკადასტრო აგეგმვით ნახაზზე და 1.0--2---–- შენობა-ნაგებობების შიდა აზომვით ნახაზზე).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს წარმომადგენელმა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ტექნიკური აღრიცხვის არქივისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების თანახმად, უძრავ ნივთზე, მდებარე: ცი-–------------------–-------, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი: 1150 კვ.მ, ლიტერი „ა“ (საცხოვრებელი) - 216.00 კვ.მ, ლიტერი „ბ“ (საცხოვრებელი) - 138.00 კვ.მ, ლიტერი „გ“ (საცხოვრებელი) - 138 კვ.მ, ლიტერი „დ-კ-ლ-მ-ნ-ს“ (დამხმარე) - 133 კვ.მ. რეგისტრირებულია ვას--–-------–---–-----------------------–--ის საკუთრებად.
(მტკიცებულება: ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება, ს.ფ. 24, 119-120)
3.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარდგენილი უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათის თანახმად, ქ. თბილისი, ცი-–------------------–-------, უძრავი ნივთის მოსარგებლედ მითითებული არიან ვ----–-------–---–---------------------–--ე, საფუძველი: ტექნიკური აღრიცხვის ბარათი, აღრიცხული 1986 წელს. შენობა-ნაგებობის მახასიათებლები: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: ლიტერი „ა“ (საცხოვრებელი) ფართით - 216 კვ.მ, ლიტერი „ბ“ (საცხოვრებელი) ფართით - 138 კვ.მ, ლიტერი „გ“ (საცხოვრებელი) ფართით - 248 კვ.მ, დამხმარე ნაგებობები: ლიტერი „დ-კ-ლ-მ-ნ-ს“ ფართით - 133 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - 1150 კვ.მ.
(მტკიცებულება: ინფორმაცია, ს.ფ. 25)
3.2.3. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობებით დადასტურებულია, რომ გი-------------–--ის გარდაცვალების თარიღია - 1992 წლის 7 სექტემბერი, ხოლო ვა---–-------–---–-ს გარდაცვალების თარიღია - 1977 წლის 31 მაისი.
(მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობები, ს.ფ. 27, 30)
3.2.4. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან და ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან, 1992 წლის 7 სექტემბერს გარდაცვლილი გი-------------–--ის სამკვიდრო ქონების თაობაზე არ იძებნება რეგისტრირებული ჩანაწერი და ასევე არ იძებნება ჩანაწერი დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
(მტკიცებულება: სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაცია, ს.ფ. 28-29)
3.2.5. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან და ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან, 1977 წლის 31 მაისს გარდაცვლილი ვა---–-------–---–-ს სამკვიდრო ქონების თაობაზე არ იძებნება რეგისტრირებული ჩანაწერი და ასევე არ იძებნება ჩანაწერი დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
(მტკიცებულება: სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაცია, ს.ფ. 31-32)
3.2.6. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათებით ქ. თბილისში, ცი-–-------------------–--–-------------ში ში-------–-----–---–ი რეგისტრირებული იყო 1964 წლის 13 ოქტომბრიდან, ად-------–-----–---–ი - 1965 წლის 11 აპრილიდან, ხოლო და-–------–-----–---–ი - 1981 წლის 23 სექტემბრიდან.
(მტკიცებულება: საინფორმაციო ბარათები, ს.ფ. 20, 41-42)
3.2.7. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობებით დგინდება, რომ ში-------–-----–---–ის გარდაცვალების თარიღია - 1989 წლის 3 ივნისი, ხოლო ად-------–-----–---–ის გარდაცვალების თარიღია - 1990 წლის 10 ივლისი.
(მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობები, ს.ფ. 36-37)
3.2.8. 2017 წლის 14 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, და-–------–-----–---–ი ცნობილ იქნა ად-------–-----–---–ის პირველი რიგის მემკვიდრედ - მეუღლე, რომელსაც მემკვიდრეობით გადაეცა მამკვიდრებლის - ად-------–-----–---–ის და მისი 1989 წლის 03 ივნისს გარდაცვლილი მამის - ში-------–-----–---–ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომელიც მათ გააჩნდათ გარდაცვალების მომენტისათვის.
(მტკიცებულება: სამკვიდრო მოწმობა, ს.ფ. 38-40)
3.2.9. საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობების თანახმად, გი-----------–---–--------–--------------–---–-ს მშობლებს წარმოადგენდნენ ილ------–--------------------------–---–ი (მამა) და ელ-------------------------–---–ი (დედა).
(მტკიცებულება: დაბადების მოწმობები, ს.ფ. 44, 50)
3.2.10. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობების თანახმად, ილ-----------–---–-ს გარდაცვალების თარიღია - 1987 წლის 23 ნოემბერი, გი-----------–---–-ს გარდაცვალების თარიღია - 2012 წლის 29 ნოემბერი, ხოლო შო------------–---–ის გარდაცვალების თარიღია - 1991 წლის 19 იანვარი.
(მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობები, ს.ფ. 43, 45, 49)
3.2.11. 2017 წლის 05 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, თე------------------–---–ი ცნობილ იქნა გი-----------–---–-ს პირველი რიგის მემკვიდრედ - შვილი, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები, რომელიც გი-----------–---–ს გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის.
(მტკიცებულება: სამკვიდრო მოწმობა, ს.ფ. 46-48)
3.2.12. 1996 წლის 2 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, შო------------–---–ის მემკვიდრედ ცნობილ იქნა მზ------–--–---–ი (მეუღლე).
(მტკიცებულება: სამკვიდრო მოწმობა, ს.ფ. 51)
3.2.13. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის თანახმად, მზ------–--–---–ის გარდაცვალების თარიღია - 2015 წლის 10 აპრილი.
(მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობა, ს.ფ. 52)
3.2.14. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათებით დგინდება, რომ ქ. თბილისში, შ. ცი-–-------------------–--–-------------ში შო------------–---–ი რეგისტრირებული იყო 1963 წლის 06 ივნისიდან, მზ------–--–---–ი - 2002 წლის 22 ივლისიდან, ნი------------–---–ი - 1997 წლის 21 ივლისიდან, ხოლო თე------------------–---–ი - 1978 წლის 18 ივლისიდან.
(მტკიცებულება: საინფორმაციო ბარათები, ს.ფ. 22-23, 55-57, 70-71)
3.2.15. საქმეში წარმოდგენილი ს-------–----- მიერ გაცემული ინფორმაციებითა და აბონენტის ბრუნვის ისტორიების მიხედვით, მისამართზე: თბილისი, ცი-–-------–--------ში N------- აბონენტად 1996 წლიდან ფიქსირდება „ტუ----–---–- ნ.“; N------- აბონენტად 1996 წლის ინფორმაციით ფიქსირდებოდა „სუ-–-----–---–--–----------–ის ძე“, 2016 წლის 07 ივნისიდან კი ფიქსირდება „სუ-–-----–---–--–--.“; ხოლო N------- აბონენტად 1996 წლიდან ფიქსირდება „გ.ი. ტუ----–---–-“.
(მტკიცებულება: ს-------–----- მიერ გაცემული ინფორმაცია, აბონენტის ბრუნვის ისტორია, ს.ფ. 33-35, 182-229)
3.2.16. საქმეში წარმოდგენილი ი/მ „მი----–-------ს“ მიერ შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის თანახმად, შ. ც--–------------–--–--------ში მდებარე სახლთმფლობელობიდან და-–------–-----–---–ის მიერ დაკავებულ ფართს წარმოადგენს: საერთო შიდა ფართი: 170.33 კვ.მ, მათ შორის: შენობა N1/1 - 1 სართული - 24.83 კვ.მ; შენობა N2/1 - 1 სართული - 9.90 კვ.მ; შენობა N3/2 - 1 სართული - 50.50 კვ.მ, 2 სართული - 85.10 კვ.მ; თე------------------–---–ის მიერ დაკავებულ ფართს წარმოადგენს: საერთო შიდა ფართი: 304.67 კვ.მ, მათ შორის: შენობა N1/1 - 1 სართული - 37.91 კვ.მ; შენობა N2/2 - 1 სართული - 112.06 კვ.მ, 2 სართული - 108.22 კვ.მ; შენობა N3/1, N4/1 - საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი - 46.48 კვ.მ; ხოლო ნი------------–---–ის მიერ დაკავებულ ფართს წარმოადგენს: საერთო შიდა ფართი: 339.88 კვ.მ, მათ შორის: შენობა N1/2 - 1 სართული - 26.64 კვ.მ, 2 სართული - 52.96 კვ.მ; შენობა N2/1, N3/2 - 1 სართული - 113.87 კვ.მ, 2 სართული - 138.38 კვ.მ; შენობა N4/1 - დამხმარე ფართი - 8.03 კვ.მ.
(მტკიცებულება: საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები, ს.ფ. 121-145)
3.2.17. სასამართლოს სხდომაზე მოწმის ჩვენების თანახმად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ და-–------–-----–---–ი, თე------------------–---–ი და ნი------------–---–ი წარმოადგენენ ქ. თბილისში, ცი-–--------–--–--------ში მდებარე უძრავი ქონების მოსარგებლის უფლებამონაცვლეებს, რომლებიც დღემდე ცხოვრობენ აღნიშნულ ბინაში.
(მტკიცებულება: 2018 წლის 26 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი ს.ფ. 182-229)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით მოსარგებლის უფლებამონაცვლეებს და შესაბამისად, მათი მოთხოვნა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლეა პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნი------------–---–ი, თე------------------–---–ი და და-–------–-----–---–ი წარმოადგენენ თბილისი, შ. ცი-–--------–--–--------ში არსებული უძრავი ქონების მოსარგებლის უფლებამონაცვლეებს, რომელთა მამკვიდრებლებმა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება მოიპოვეს ქონების მესაკუთრეებთან - ვა---–-------–---–თან და გი-------------–--ესთან საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით.
6.2. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გარდაცვლილ ვა---–-------–---–სა და გი-------------–--ეს ანდერძით მემკვიდრეები არ დარჩენიათ, ასევე არ მოიპოვება ინფორმაცია მათი კანონისმიერი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეზე დადგენილ გარემოებათა შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ და-–------–-----–---–ი, თე------------------–---–ი და ნი------------–---–ი წარმოადგენენ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეების უფლებამონაცვლეებს და შესაბამისად, მათი მოთხოვნა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე სამართლებრივად დასაბუთებულია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ასევე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, მოპასუხეს არ ეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. და-–------–-----–---–ის, თე------------------–---–ისა და ნი------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. უმკვიდროდ იქნეს ცნობილი ვა---–-------–---–----------------------–--ის სახელზე რიცხული სახლთმფლობელობა, მდებარე: თბილისი, შ. ცი-–----------------------------–-------- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით ლიტერი „ა“ ორსართულიანი შენობა 216.0 კვ.მ, ლიტერი „ბ“ ორსართულიანი შენობა 138.0 კვ.მ, ლიტერი „გ“ ორსართულიანი შენობა 248.0 კვ.მ, აგრეთვე ლიტერი „დ-კ-ლ-მ-ნ-ს“ (დამხმარე) 133.0 კვ.მ.
1.2. გადაეცეთ მოსარჩელეებს უსასყიდლოთ საკუთრებაში ვას--–-------–---–-----------------------–--ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, შ. ცი-–----------------------------–-------- კერძოდ:
1.2.1. და-–------–-----–---–ს გადაეცეს სახლთმფლობელობა საერთო შიდა ფართით - 170.38 კვ.მ, რომელიც შედგება N1 შენობა - 24.83 კვ.მ, N2 შენობა - 9.90 კვ.მ, N3 ორსართულიანი შენობა საერთო ფართით - 135.60 კვ.მ. (და-–------–-----–---–ის სახლთმფლობელობის აზომვა შესრულებულია ი/მ „მი----–-------ს“ მიერ საკადასტრო აგეგმვით ნახაზზე და შენობა-ნაგებობების შიდა აზომვით ნახაზზე 16.---2---–-).
1.2.2. თე------------------–---–ს გადაეცეს სახლთმფლობელობა საერთო შიდა ფართით - 304.67 კვ.მ, რომელიც შედგება N1 შენობა - 37.91 კვ.მ, N2 - ორსართულიანი შენობა საერთო ფართით - 220.28 კვ.მ, და N3 და N4 შენობებისგან - 46.48 კვ.მ. (თე------------------–---–ის სახლთმფლობელობის აზომვა შესრულებულია ი/მ „მი----–-------ს“ მიერ 16.---2---–- საკადასტრო აგეგმვით ნახაზზე და 1.0--2---–- შენობა-ნაგებობების შიდა აზომვით ნახაზზე).
1.2.3. ნი------------–---–ს გადაეცეს სახლთმფლობელობა საერთო შიდა ფართით - 339.88 კვ.მ, რომელიც შედგება N1 ორსართულიანი შენობა - 79.6 კვ.მ, N 2 და N3 ორსართულიანი შენობებისგან საერთო ფართით - 252.25 კვ.მ. და N4 შენობებისგან - 8.03 კვ.მ. (ნ------------–---–-- სახლთმფლობელობის აზომვა შესრულებულია ი/მ „მი----–-------ს“ მიერ 16.---2---–- საკადასტრო აგეგმვით ნახაზზე და 1.0--2---–- შენობა-ნაგებობების შიდა აზომვით ნახაზზე).
2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი