განაჩენი

სისხლის სამართლის 17.12.2018
საქმის ნომერი
330100118002495353
თარიღი
17.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N---------

(N0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების - ი-----------–-–---–-ს, მ-----------–---–-ს,ბრალდებულ - ნ-----------ის,ადვოკატ - ა----–-–---–---–-ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ნ--------–--------–-------ის (დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, უმაღლესი განათლების მქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-----------------–----------------–-----------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (05 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (03 ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ-----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (05 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (03 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, კერძოდ:

მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.

მოწმეების: გ---------------–---ის, ლ-–-------------ს, კ------------–--ის, ს--–-----–-–---–---–ის, ი---------–---–ის, თ---------–--ს, ს---------–----–----ის, ნ-------------–---–ის, ბრალდებულ ნ-----------ის გამოკითხვის ოქმებით; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით; გამოთხოვილი ინფორმაციით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ნ-----------ემ ჩაიდინა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (05 ეპიზოდი) და ასევე - თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია (03 ეპიზოდი).

ნ-----------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 09 მარტს, ნ-----------ემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ნ-------------–---–ის სს ,,ს----------–--------ის“ პლასტიკური ბარათის ანგარიშის ნომერი და პირადი მონაცემები, სს „ს----------–--------იდან“ სესხის მიღების მიზნით, ნ-------------–---–ის სახელით, ამავე ბანკში მოტყუებით გააკეთა განაცხადი, კერძოდ, გააგზავნა ნ-------------–---–ის პირადი მონაცემები, თითქოსდა ამ უკანასკნელს სურდა სესხის მიღება. სესხის დამტკიცების შემდეგ კი ჩარიცხული თანხა ნ-------------–---–ის ანგარიშიდან ნომრით - G--------------------, ნ-----------ემ გადაირიცხა საკუთარ ანგარიშზე ნომრით - G-------------------- და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სს „ს----------–--------ის“ კუთვნილ ფულად თანხას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით სს „ს----------–--------ს“ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2018 წლის 05 მარტს, ნ-----------ემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ნ-------------–---–ის სს ,,ს----------–--------ის“ პლასტიკური ბარათის ანგარიშის ნომერი და პირადი მონაცემები, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ქ------------------------დან“ სესხის მიღების მიზნით, ნ-------------–---–ის სახელით, ამავე შპს-ში მოტყუებით გააკეთა განაცხადი, კერძოდ, გააგზავნა ნ-------------–---–ის პირადი მონაცემები, თითქოსდა ამ უკანასკნელს სურდა სესხის მიღება. სესხის დამტკიცების შემდეგ კი ჩარიცხული თანხა ნ-------------–---–ის ანგარიშიდან ნომრით - G--------------------, ნ-----------ემ გადაირიცხა საკუთარ ანგარიშზე ნომრით -G-------------------- და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს „ქ------------------------ს“ კუთვნილ ფულად თანხას 200 (ორასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით შპს „ქ------------------------ს“ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2018 წლის 05 მარტს, ნ-----------ემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ნ-------------–---–ის სს ,,ს----------–--------ის“ პლასტიკური ბარათის ანგარიშის ნომერი და პირადი მონაცემები, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ბ-----------იდან“ სესხის მიღების მიზნით, ნ-------------–---–ის სახელით, ამავე შპს-ში მოტყუებით გააკეთა განაცხადი, კერძოდ, გააგზავნა ნ-------------–---–ის პირადი მონაცემები, თითქოსდა ამ უკანასკნელს სურდა სესხის მიღება. სესხის დამტკიცების შემდეგ კი ჩარიცხული თანხა ნ-------------–---–ის ანგარიშიდან ნომრით - G--------------------, ნ-----------ემ გადაირიცხა საკუთარ ანგარიშზე ნომრით - G-------------------- და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს „ბ-----------ის“ კუთვნილ ფულად თანხას 125 (ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით შპს „ბ-----------ს“ მიადგა 125 (ას ოცდახუთი) ლარის მატერიალური ზიანი.

2018 წლის 02 მარტს, ნ-----------ემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ნ-------------–---–ის სს ,,ს----------–--------ის“ პლასტიკური ბარათის ანგარიშის ნომერი და პირადი მონაცემები, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ა-------ადან“ სესხის მიღების მიზნით, ნ-------------–---–ის სახელით, ამავე შპს-ში მოტყუებით გააკეთა განაცხადი, კერძოდ, გააგზავნა ნ-------------–---–ის პირადი მონაცემები, თითქოსდა ამ უკანასკნელს სურდა სესხის მიღება. სესხის დამტკიცების შემდეგ კი ჩარიცხული თანხა ნ-------------–---–ის ანგარიშიდან ნომრით - G--------------------, ნ-----------ემ გადაირიცხა საკუთარ ანგარიშზე ნომრით - G-------------------- და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს „ა-------ას“ კუთვნილ ფულად თანხას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით შპს „ა-------ას“ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2018 წლის 05 მარტს, ნ-----------ემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ნ-------------–---–ის სს ,,ს----------–--------ის“ პლასტიკური ბარათის ანგარიშის ნომერი და პირადი მონაცემები, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ვ---------------დან“ სესხის მიღების მიზნით, ნ-------------–---–ის სახელით, ამავე შპს-ში მოტყუებით გააკეთა განაცხადი, კერძოდ, გააგზავნა ნ-------------–---–ის პირადი მონაცემები, თითქოსდა ამ უკანასკნელს სურდა სესხის მიღება. სესხის დამტკიცების შემდეგ კი ჩარიცხული თანხა ნ-------------–---–ის ანგარიშიდან ნომრით - G--------------------, ნ-----------ემ გადაირიცხა საკუთარ ანგარიშზე ნომრით - G-------------------- და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს „ვ---------------ის“ კუთვნილ ფულად თანხას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით შპს „ვ---------------ს“ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2018 წლის 06 და 07 მარტს, ნ-----------ემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ნ-------------–---–ის სს ,,ს----------–--------ის“ პლასტიკური ბარათის ანგარიშის ნომერი და პირადი მონაცემები, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „4--------იდან“ სესხის მიღების მიზნით, ნ-------------–---–ის სახელით, ამავე შპს-ში მოტყუებით გააკეთა განაცხადი, კერძოდ, გააგზავნა ნ-------------–---–ის პირადი მონაცემები, თითქოსდა ამ უკანასკნელს სურდა სესხის მიღება. სესხის დამტკიცების შემდეგ კი ჩარიცხული თანხა ნ-------------–---–ის ანგარიშიდან ნომრით - G--------------------, ნ-----------ემ გადაირიცხა საკუთარ ანგარიშზე ნომრით - G-------------------- და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს „4--------ის“ კუთვნილ ფულად თანხას 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით შპს „4--------ს“ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2018 წლის 05 მარტს, ნ-----------ემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ნ-------------–---–ის სს ,,ს----------–--------ის“ პლასტიკური ბარათის ანგარიშის ნომერი და პირადი მონაცემები, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ტ---ოდან“ სესხის მიღების მიზნით, ნ-------------–---–ის სახელით, ამავე ბანკში მოტყუებით გააკეთა განაცხადი, კერძოდ, გააგზავნა ნ-------------–---–ის პირადი მონაცემები, თითქოსდა ამ უკანასკნელს სურდა სესხის მიღება 200 (ორასი) ლარის ოდენობით, თუმცა გაკეთებულ განაცხადზე შპს „ტ---ოს“ მიერ სესხი არ დამტკიცდა. სესხის დამტკიცების შემთხვევაში კი ჩარიცხულ თანხას ნ-------------–---–ის ანგარიშიდან ნომრით - G--------------------, ნ-----------ე გადაირიცხავდა საკუთარ ანგარიშზე ნომრით - G-------------------- და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლებოდა შპს „ტ---ოს“ კუთვნილ ფულად თანხას 200 (ორასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით შპს „ტ---ოს“ შესაძლოა მისდგომოდა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2018 წლის მარტის თვეში, ნ-----------ემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ნ-------------–---–ის სს ,,ს----------–--------ის“ პლასტიკური ბარათის ანგარიშის ნომერი და პირადი მონაცემები, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ს------------იდან“ სესხის მიღების მიზნით, ნ-------------–---–ის სახელით, ამავე ბანკში მოტყუებით გააკეთა განაცხადი, კერძოდ, გაგზავნა ნ-------------–---–ის პირადი მონაცემები, თითქოსდა ამ უკანასკნელს სურდა სესხის მიღება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, თუმცა გაკეთებულ განაცხადზე შპს „ს------------ის“ მიერ სესხი არ დამტკიცდა. სესხის დამტკიცების შემთხვევაში კი ჩარიცხულ თანხას ნ-------------–---–ის ანგარიშიდან ნომრით - G--------------------, ნ-----------ე გადაირიცხავდა საკუთარ ანგარიშზე ნომრით - G-------------------- და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლებოდა შპს „ს------------ის“ კუთვნილ ფულად თანხას 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით შპს „ს------------ს“ შესაძლოა მისდგომოდა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2018 წლის 05 მარტს, ნ-----------ემ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ნ-------------–---–ის სს ,,ს----------–--------ის“ პლასტიკური ბარათის ანგარიშის ნომერი და პირადი მონაცემები, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ო--–-------------იდან“ სესხის მიღების მიზნით, ნ-------------–---–ის სახელით, ამავე ბანკში მოტყუებით გააკეთა განაცხადი, კერძოდ, გააგზავნა ნ-------------–---–ის პირადი მონაცემები, თითქოსდა ამ უკანასკნელს სურდა სესხის მიღება 200 (ორასი) ლარის ოდენობით, თუმცა გაკეთებულ განაცხადზე შპს „ო--–-------------ის“ მიერ სესხი არ დამტკიცდა. სესხის დამტკიცების შემთხვევაში კი ჩარიცხულ თანხას ნ-------------–---–ის ანგარიშიდან ნომრით - G--------------------, ნ-----------ე გადაირიცხავდა საკუთარ ანგარიშზე ნომრით - G-------------------- და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლებოდა შპს „ო--–-------------ის“ კუთვნილ ფულად თანხას 200 (ორასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით შპს „ო--–-------------ს“ შესაძლოა მისდგომოდა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ნ-----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

ნ-----------ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ას სამოციდან ორას საათამდე ვადით, გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ვადით, შინაპატიმრობას ერთიდან ორ წლამდე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით, ხოლო ნ-----------ის მიმართ ასევე ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (05 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (03 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები, კერძოდ, თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელთა დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მითითებული მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

სასამართლო სასჯელთა დანიშვნის დროს ნ-----------ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს ნასამართლევი არ იყო, ცდილობდა დაზარალებული კომპანიებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, მას ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (05 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (03 ეპიზოდი) გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელები - ჯარიმის სახით, რომელთა ოდენობაც უნდა განისაზღვროს ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნებისა და მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამასთან, ნ-----------ეს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით დადგენილი წესით.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

სს ,,ს----------–--------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სს ,,ს----------–--------ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ნ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სს ,,ქ-----------------------ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

ნ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ნ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ა-------ას“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

ნ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ვ---------------ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

ნ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,4--------ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

ნ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ტ---ოს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

ნ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ს------------ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

ნ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ო--–-------------ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სს ,,ს----------–--------ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმამ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ქ-----------------------ს“, შპს ,,ა-------ას“, შპს ,,ვ---------------ის“ და შპს ,,4--------ის“ ეპიზოდები), 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და იმავე კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს ,,ტ---ოს“, შპს ,,ს------------ის“ და შპს ,,ო--–-------------ის“ ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები;

საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით (ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი), ნ-----------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, შთანთქოს მოცემული განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

საბოლოოდ, ნ-----------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 04 (ოთხი) წელი.

ნ-----------ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განჩინებით, ნ-----------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ნ-----------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება, ასევე დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნ-----------ის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს მსჯავრდებული ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

სს ,,ს----------–--------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე