განაჩენი

სისხლის სამართლის 25.10.2018
საქმის ნომერი
140100118002535002
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002535002

საქმე №1/258-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 25 “ ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა

 

მანანა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - ნანა გუგუტიშვილის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მაია გრიგოლიშვილის,ბრალდებულ ო----- მ-------–---–-ს

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდების გამო:

 

ო----- გ--–-ს-ძე მ-------–---–-ს (დაბადებული 19-- წლის 0-------------, საქართველოს მოქ--–--ე, პ/ნ 2----------, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, მცხოვრები ქ--–-------–-----------–----–----------ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით გათვალისწი-ნებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2018 წლის 18 აპრილს, შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილებაში დაიწყო გამო-ძიება სისხლის სამართლის №082180418001 საქმეზე, გ------- მ-------–---–-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

ამ საქმეზე ო----- მ-------–---–- ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2018 წლის 19 აპრილს, 10:00 საათზე. 2018 წლის 20 აპრილს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათ-ვის და გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიებად შეერჩა პატიმრობა.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედ-ვით, ო----- მ-------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის გან-ზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ--–-------–-----------–---–-------------ში მდებარე მისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ო----- მ-------–---–მა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი დანის დარტყმით ძმას - გ------- მ--------–---–ს მიაყენა ჭრილობა ყელის არეში, რის შედეგად გ------- მ-------–---–- გარდა-იცვალა.

 

დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა ნანა გუგუტიშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულე-ბები: მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილისა და ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმები, ნივთიერი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეთა შეთანხმებით, პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამაჯერებლად ადასტურებს ო----- მ-------–---–-სათვის წაყენებულ ბრალდებას. გამომდინარე აქედან, პროკურორმა იშუ-ამდგომლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით გათვალის-წინებული დანაშაულის ჩადენაში ო----- მ-------–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და, მისი პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, დაზარალებულის პოზიციისა და ბრალ-დებულის ნასამართლობის გათვალისწინებით, მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, (იხ. 2018 წლის 18 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

იმისდა მიუხედავად, რომ დაცვის მხარის წარმომადგენელთა მიერ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება უდავოდ იქნა მიჩნეული, ისინი არ დაეთანხმნენ ო----- მენაბდი-შვილისათვის წაყენებულ ბრალდებას. კერძოდ, დასკვნითი სიტყვის წარდგენისას ბრალ-დებულის ადვოკატმა მაია გრიგოლიშვილმა აღნიშნა, რომ ძმის - გ------- მ-------–---–-ს მკვლელობის განზრახვაში ო----- მ-------–---–- თავს დამნაშავედ არ ცნობს და მათ მიერ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა განპირობებულია მხოლოდ ო----- მ-------–---–-ს პოზიციით. ადვოკატის განმარტებით, გამოძიება იყო მიკერძოებული, არ გამოკვლეულა, იყო თუ არა ქმედება ჩადენილი უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ან აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ამდენად, ადვოკატის მოსაზრებით, ბრალდე-ბის მხარემ სასამართლოში არ წარადგინა ის მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ო----- მ-------–---–-ს ბრალდებას. ამ გარემოებე-ბის გათვალისწინებით, ადვოკატმა ითხოვა ო----- მ-------–---–-ს მიერ ჩადენილი ქმე-დების სწორი სამართლებრივი შეფასება, მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა და, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენება, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც, (იხ. 2018 წლის 18 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ ო----- მ-------–---–-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტი უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილი იმ პრეიუდიციული მნიშ-ვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ და არ ხდი-ან სადავოდ. კერძოდ,მ---- მ--–--ის მოწმედ გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ქ--–-- კ---–-, ს-------–---–-------------ში მდებარე ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში მეუღლესთან - ო----- მ-------–---–თან, მცირეწლოვან შვილებთან - ნ---- მ-------–---–-თან და ქ------- მ--–--ესთან და მეუღლის მამასთან - გ--–- მ-------–---–თან ერთად. ამავე სახლში ცხოვრობდა მისი მეუღლის ძმა, აწ გარდაცვლილი გ------- მ-------–---–-. 2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 11:00 საათზე, მისი მეუღლე ო----- მ-------–---–- წავიდა კასპის პრობაციის ბიუროში, სადაც იმყოფებოდა აღრიცხვაზე და დაბრუნდა შუა-დღის პერიოდში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, რის შემდეგაც კვლავ გავიდა სახლიდან და წაიღო არაყი, რადგან, მისივე განცხადებით, აპირებდა გარდაცვლილი ძმის - კ--- მ-------–---–-ს საფლავზე მისვლას. დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე მ---- მ--–--ე ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა თავის საძინებელ ოთახში, რა დროსაც ო----- მ-------–----–- სახლში მივიდა მთვრალი და შევიდა მისაღებ ოთახში. ამ დროს გ------- მ-------–----–- იმყოფებოდა თავის ოთახში, ხოლო გ--–- მ-------–---–- გასული იყო სამუშაოდ. სახლში მისვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ო----- მ-------–---–მა დაიწყო ყვირილი, მან აგრეთვე იმ მიზეზით, რომ საჭმელი არ მოეწონა, სამზარეულოდან გამოიტანა თეფში და ესროლა მათი საძინებელი ოთახის კედელს. ხმაურზე თავისი ოთახიდან გამოვიდა გ------- მ-------–---–-, რომელმაც ო----- მ-------–---–ს მოუწოდა, დამშვიდებულიყო, რის შემდეგაც ისინი შევიდნენ მისაღებ ოთახში, სადაც მოუხდათ შელაპარაკება. მ---- მ--–--ე მოერიდა რა კონფლიქტს, ბავშვებთან ერთად გავიდა ეზოში და დაიმალა სააბა-ზანოს კედლის უკან, რა დროსაც მისი შვილი - ნ---- მ-------–---–- ტელეფონით დაუ-კავშირდა გ--–- მ-------–---–ს, რომელსაც სთხოვა, რომ მალე მისულიყო სახლში. მათ ესმოდათ ო----- და გ------- მ-------–---–ებს შორის ჩხუბის და გინების ხმა, კერძოდ, მ---- მ--–--ემ გაარჩია, რომ გ------- მ-------–---–მა ო----- მ-------–---–ს ჰკითხა, თუ რატომ დაარტყა, რაზეც ო----- მ-------–---–მა ყვირილით უპასუხა: „დაგარტყი კი არა, მოგკლავ“. აღნიშნულზე გ------- მ-------–--–მა ო----- მ-------–---–ს უთხრა: „ბიჭო, მაგ დანას გაგთხრიო“, ხოლო ეს უკანასკნელი კვლავ აგინებდა და მოკვლით ემუქრებოდა გ------- მ-------–---–ს. დაახლოებით ერთ წუთამდე დროის პერიოდში მას შემდეგ, რაც გაიგონა გ------- მ-------–---–-ს სიტყვები „რატომ დამარტყი“, მ---- მ--–--ემ დაინახა, რომ სახლიდან ჩქარი ნაბიჯით გამოვიდა გ------- მ-------–---–-, რომელსაც ხელი ყელ-ზე ჰქონდა მიდებული. გ------- მ-------–---–მა დაუძახა მას, შემდეგ კი გაიქცა ეზოდან გასასვლილი კარის მიმართულებით. დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ ეზოში გავიდა ო----- მ-------–---–-ც, რომელიც ეძახდა მას და, ვინაიდან მ---- მ--–--ემ არ უპასუხა, შებრუნდა სახლში. მას ასევე ესმოდა, რომ ო----- მ-------–---–- ეზოშიც და სახლშიც რაღაცას ამტვრევდა. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ საცხოვრებელ სახლში მივიდნენ პოლი-ციის თანამშრომლები, რის შემდეგაც იგი შევიდა სახლში და ნახა, რომ დერეფნისა და მისაღები ოთახის იატაკი მოსვრილი იყო სისხლის ლაქებით და ძირს ეყარა ჭურჭლის ნამსხვრევები. ამასთან, ო----- მ-------–---–ს, რომელიც იმყოფებოდა მისაღებ ოთახში, სისხლით ჰქონდა მოსვრილი ორივე ხელი, (იხ. ტ.1, ს.ფ. 175-180)

 

არასრულწლოვანი მოწმეების - ნ---- მ-------–---–-სა და ქ------- მ--–--ის გამოკით-ხვის ოქმებით ასევე დასტურდება, რომ 2018 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე ო----- მ-------–---–- სახლში მივიდა მთვრალი და შელაპარაკება მოუხდა გ------- მ--------–---–თან, რა დროსაც ისინი დედასთან - მ---- მ--–--ესთან ერთად გავიდნენ ეზოში და დაიმალნენ სააბაზანო ოთახის კედლის უკან. ამ დროს მათ ესმოდათ ო----- და გ------- მ-------–---–ებს შორის ჩხუბისა და გინების ხმა, მაგრამ თუ რას ეუბნებოდნენ ერთმა-ნეთს - ვერ გაარჩიეს. რამდენიმე ხნის შემდეგ გაიგონეს ეზოში გამოსული გ------- მ--------–---–ის ხმა, რომელიც ეძახდა მ---- მ--–--ეს, დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ სახ-ლიდან გამოვიდა ო----- მ-------–---–-ც, რომელმაც ასევე დაუძახა მ---- მ--–--ეს, მაგრამ მ---- მ--–--ემ არც ერთს უპასუხა. პოლიციის თანამშრომლების მისვლის შემდეგ მ---- მ--–--ე შევიდა სახლში, ხოლო ნ---- მ-------–---–- და ქ------- მ--–--ე დარჩნენ ეზოში და მათ ო----- და გ------- მ-------–---–ები აღარ უნახავთ, (იხ. ტ.1, ს.ფ. 272-275; 276-279)

 

გ--–- მ-------–---–-ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 18 აპრილს, დაახლო-ებით 20:00 საათზე იგი ავტომანქანით გავიდა სახლიდან სამუშაოდ, რა დროსაც ნახა ო----- მ-------–---–-, რომელიც, სხვა პირებთან ერთად, იდგა მათი საცხოვრებელი სახ-ლის ეზოსთან. მან ო----- მ-------–---–ს უთხრა, რომ შესულიყო სახლში და გააგრძელა მოძრაობა. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მას ტელეფონზე ორჯერ, 3-5 წუთის იტერვა-ლით დაურეკა შვილიშვილმა - ნ---- მ-------–---–მა, რომელმაც ჩურჩულით უთხრა, რომ მალე მისულიყო სახლში. დაუყოვნებლივ სახლში წასვლა ვერ მოახერხა, ვინაიდან მის მანქანაში იმყოფებოდა მგზავრი, რომელიც ჯერ დატოვა მისამართზე, შემდეგ კი წავიდა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით და, არ მისული სახლთან, დაახ-ლოებით 100 მეტრში დაინახა გ------- მ-------–---–-, რომელსაც ყელზე ხელი ჰქონდა მიბჯენილი და მორბოდა მისი ავტომანქანის მიმართულებით. გ------- მ-------–---–-, რომელსაც პირიდან სისხლი მოსდიოდა და ვერ ლაპარაკობდა, მან ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანა საავადმყოფოში, რის შემდეგაც დაუკავშირდა მ---- მ--–--ეს, რომლისგანაც შეიტყო, რომ გ------- მ-------–---–- დაჭრა ო----- მ-------–---–მა, რომელიც იმყოფე-ბოდა სახლში, ხოლო თვითონ მ---- მ--–--ე ბავშვებთან ერთად იმალებოდა ეზოში. აღნიშნულის შესახებ მან შეატყობინა პოლიციას და ითხოვა ო----- მ-------–---–-ს დაკა-ვება. გ--–- მ-------–---–მა ასევე განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულ იქნა დანა, რომელიც ეკითვნის ო----- მ-------–---–ს, (იხ. ტ.1, ს.ფ. 125-129)

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ო----- მ-------–---–-ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას სამზარეულოს ოთახში, კარადის გამოღებულ უჯრაში ნანახი და ამოღებულ იქნა შავტარიანი დასაკეცი დანა, რომლის პირზე და ტარზე აღინიშნებოდა სისხლის მსგავსი ლაქები, (იხ. ტ.1, ს.ფ. 13-52)

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, ფიქ-სატორიანი დასაკეცი დანების ტიპზე და მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ, ცალმხრივლე-სილი პირის მქონე ცივ იარაღთა კატეგორიას, (იხ. ტ.4, სასამართლო წარმოების მასალები)

 

ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ამოღებული დანის პირზე და ტარზე არსებული ადამიანის სისხლის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი გ------- მ-------–---–-ს გენეტიკური პროფილის იდენტურია, ხოლო მინორული წილი იდენტურია ო----- მ-------–---–-ს გენეტიკური პროფილისა, (იხ. ტ.2, ს.ფ. 181-199)

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 20 აპრილის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ო----- მ-------–---–ს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა: ნაჭდევები მარჯვენა და მარცხენა სხივ-მაჯის სახრების არეში, სისხლნაჟღენთები ორივე სხივ-მაჯის უკანა ზედაპირზე, სწორკიდეებიანი ზედაპირული ხასიათის ჭრილობები მარჯვენა მტევ-ნის მე-2 თითის არეში. დაზიანებები სწორკიდეებიანი ჭრილობების სახით მიყენებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით, ყველა სხვა დაზიანებები - მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ერთობლიობაში ეს დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მი-თითებულ თარიღს, (იხ. ტ.2, ს.ფ. 2-3)

 

სასამართლო-სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური და ჰისტოლოგიური ექსპერტი-ზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ გ------- მ-------–---–-ს სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, კისრის მიდამოში არსებული ნაკვეთი ჭრილობიდან განვითარებული სისხლდენის შედეგად; გ------- მ-------–---–-ს გვამს აღენიშნებოდა დაზიანებები კისრის მიდამოში ნაკვეთი ჭრილობის, მიმდებარე რბილ და ფაშარ ქსოვი-ლებში სისხლჩაქცევების, ფარისებრი არტერიის, ფარისებრი არტერიის ტოტების, ფარი-სებრი ვენის ტოტების, ხორხის დაზიანების სახით; დაზიანებები განვითარებულია სიკვ-დილამდე წინა უახლოეს პერიოდში, რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებით დადგენილ თარიღს და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან; გ------- მ-------–---–-ს ჭრილობის არ-ხის მიმართულებაა წინიდან უკან, მარცხნიდან მცირედ მარჯვნივ და მცირედ ქვემოდან ზემოთ, (იხ. ტ.4, სასამართლო წარმოების მასალები) ამდენად, მითითებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დას-ტურდება, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა - ეკუთვნის ო----- მ-------–---–ს და მასვე ჰქონდა ოგი მომარჯვებული გ------- მ-------–---–თან შელაპარაკების დროს. ასევე დადგენილია, რომ დაზარალებულ გ------- მ-------–---–-ს მხრიდან ადგილი არ ჰქონდა ო----- მ-------–---–-ს მიმართ მართლსაწინააღმდეგო ძალადობის, მისი მძიმე შეურაც-ხყოფის ან/და სხვა მძიმე ამორალური ქმედების ჩადენის ისეთ ფაქტს, რაც შესაძლებელია, ყოფილიყო ო----- მ-------–---–-ს უეცარი და ძლიერი სულიერი აღელვების გამომწვევი მიზეზი.

 

ამასთან ერთად, ო----- მ-------–---–-ს მიერ დანის მომარჯვების ფაქტის, მისი და დაზა-რალებულის მოქმედებების, როგორც ინკრიმინირებული ქმედების ჩადენამდე, ასევე ამ ქმედების ჩადენის შემდეგ, მათ მიერ მიღებული დაზიანებების სიმძიმის ხარისხის, მათი სხეულზე განლაგებისა და ლოკალიზაციის ერთობლიობაში გათვალისწინებით სასამარ-თლოს მიაჩნია, რომ ო----- მ-------–---–-, მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადე-ნისას, არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. შესაბამისად, არ არსე-ბობს საფუძველი, რომ მისი მოქმედება შეფასდეს როგორც აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილი სიცოცხლის მოსპობა ან ამ ფარგლების გადაცილებით ჩადენილი მკვლელობა.

 

გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, ო----- მ-------–---–-ს მიერ მისთვის ბრა-ლად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტი დასტურდება აგრეთვე:

- მოწმე მ-----–----------- გამოკითხვის ოქმით, (ტომი 1, ს. ფ. 206-208);

- მოწმე ლ----–------–---–-- გამოკითხვის ოქმით, (ტომი 1, ს. ფ. 209-211);

- მოწმე ლ--–-------–-–---–-- გამოკითხვის ოქმით, (ტომი 1, ს. ფ. 212-214);

- მოწმე გ------- თ----–---–-- გამოკითხვის ოქმით, (ტომი 1, ს. ფ. 283-285);

- მოწმე პ--------------- გამოკითხვის ოქმით, (ტომი 1, ს. ფ. 260-262);

- მოწმე ზ------–---–------- გამოკითხვის ოქმით, (ტომი 1, ს. ფ. 215-217);

- მოწმე ზ------ მ-------–---–-ს გამოკითხვის ოქმით, (ტომი 1, ს. ფ. 172-174);

- მოწმე გ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმით, (ტომი 1, ს. ფ. 257-259);

- მოწმე ვ-–---------------–---–-- გამოკითხვის ოქმით, (ტომი 1, ს. ფ. 263-265);

- ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით, (ტომი 2, ს. ფ. 181-199);

- ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, (ტომი 1, ს. ფ. 54-67);

- ამოღების ოქმებით, ნიმუშის აღების ოქმებით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებუ-ლებებით.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესა-ბამისად მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმა-ნეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუა-რად დასტურდება ო----- მ-------–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ოჯახის წევრის გან-ზრახ მკვლელობის ჩადენის ფაქტი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლო-ბის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ - დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლ-საწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორიელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

ო----- მ-------–---–-სათვის სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას, როგორც ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლომ გაითვა-ლისწინა ის ფაქტი, რომ მან ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

როგორც ო----- მ-------–---–-ს პასუხისმგებლობისა და სასჯელის დამამძიმებელს, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ იგი არაერთხელ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. სასამართლომ აგრეთვე მხედველობაში მიიღო, რომ თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა არის პასუხისმგებ-ლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

ერთობლიობაში ამ გარემოაბათა გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დადგენილი სანქციის - შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის ფარგლებში ო----- მ-------–---–ს სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვე-ტისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის წინა ნასამართლობა და ამ დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალების განმეორებით, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება) სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროება და მიაჩნია, რომ საბოლოო სასჯელი ო----- მ-------–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ო----- მ-------–---–-სათვის დანიშნული საბოლოო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 11(თერთმეტი) წლის ვადით - სრულად უზრუნველყოფს სას-ჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ო----- გ--–-ს-ძე მ-------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 11(თერთმეტი) წლის ვადით;

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ო----- მ-------–---–-ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და, თანახმად ამავე კოდექ-სის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლე-ბის აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

3. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ო----- მ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზო-მად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11(თერთმეტი) წლის ვადით;

4. ო----- მ-------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს;

 

5. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ო----- მ-------–---–ს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 აპრილიდან;

 

6. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საგნების და ნივთების, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში) საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

6.1. მოსაკეცი დანა, შემთხვევის ადგილისა და ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული სისხლის კვალი (სულ 24 ფუთა), ავტომანქანიდან ამოღებული სის-ხლის კვალი, თეფშისა და მინის ნამტვრევები, უჯრის სახელურიდან და ზედაპი-რიდან აღებული ანაწმენდები, საექსპერტო კვლევისათვის აღებული ნიმუშები - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

6.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ვერცხლისფერი კოვზი, ე.წ. “მაუსი“ სადენით, ყელსაბამი, ნოუთბუქი, მობილური ტელეფონები, გ------- მ--------–---–ის ტანსაცმელი, ო----- და გ--–- მ-------–---–ებისაგან ამოღებული ტან-საცმელი, მ---- მ--–--ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და რეზინის ქოშები, გ--–- მ-------–---–-საგან ამოღებული “მერსედესის“ ფირმის, სახელმწიფო-სარეგის-ტრაციო ნომრით U-------- ავტომანქანა - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობე-ლებსა და დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტი-ლების მიღების შემდეგ;

 

6.3. ერთ ერთეული CD დისკი, ერთ ერთეული DVD დისკი და სსიპ 112-ის მიმართვის წერილზე დართული ერთი ერთეული დისკი - საქმის შენახვის ვადით დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს;

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საა-პელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი