გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
120210018002422015
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2422015-2/344-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’

წარმომადგენელი - ი-----–- გ-----–--

მოპასუხე - ი-----–- ე-----–-–---–ი

წარმომადგენელი - ი-----–- ბ---------

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ი-----–- ე-----–-–---–ს სს“ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 26.02.2010წ. ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 20 მარტს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების – 126.79 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 89.50 აშშ დოლარი, პროცენტი - 6.40 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 30.89 აშშ დოლარი.

 

1.2. მოპასუხე ი-----–- ე-----–-–---–ს სს“ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 26.02.2010წ. ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების – 7344.29 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6715.80 აშშ დოლარი, პროცენტი - 259.99 აშშ დოლარი, საკომისიო - 38.79 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 329.71 აშშ დოლარი.

 

1.3. მოპასუხე ი-----–- ე-----–-–---–ს სს“ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 26.02.2010წ. ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს მიუღებელი შემოსავალი ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან - 2018 წლის 26 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 1.65 აშშ დოლარი.

 

1.4. მოპასუხე ი-----–- ე-----–-–---–ს სს“ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 26.02.2010წ. ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს პირგასამტეხლო ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან - 2018 წლის 26 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 1.34 აშშ დოლარი.

 

1.5. მოპასუხე ი-----–- ე-----–-–---–ს სს“ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 26.02.2010წ. ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 21 მარტს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების – 92149.96 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 85156.54 ლარი, პროცენტი - 4169.02 ლარი, საკომისიო - 131.08, პირგასამტეხლო - 2693.32 ლარი.

 

1.6. მოპასუხე ი-----–- ე-----–-–---–ს სს“ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 26.02.2010წ. ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 21 მარტს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს მიუღებელი შემოსავალი ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან 2018 წლის 26 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 26.24 ლარი.

 

1.7. მოპასუხე ი-----–- ე-----–-–---–ს სს“ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 26.02.2010წ. ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 21 მარტს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს პირგასამტეხლო ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან - 2018 წლის 26 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 17.03 ლარი.

 

1.8. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ი-----–- ე-----–-–---–ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ--–--------––---, ჯ----–-ს ქ. N--, ს/კ 6--09.--.0--.01.--- და ქალაქი ბ---------ი, წ------------ს ქ. N-, ს/კ 6--03.--.---.01.---.

 

1.9. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ი-----–- ე-----–-–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.

 

მოსარჩელემ იშუამდგომლა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2010 წლის 26 თებერვალს სს "ს----------–--------ს" და ი-----–- ე-----–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება NGAI0-----, რომლის თანახმადაც მსესხებლის საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 300 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0–48 პროცენტი.

 

ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შორის 31.08.2016 წელს და 21.03.2017 წელს შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად, საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარით ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში, მოქმედების ვადა განისაზღვრა 300 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0-48 პროცენტი. ასევე, მხარეებმა შეთანხმებით განსაზღვრეს საკომისიოს ოდენობა 0-დან 5%-მდე.

 

2010 წლის 26 თებერვლის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების N GAI0----- უზრუნველყოფის მიზნით სს "ს----------–--------ს" და ი-----–- ე-----–-–---–ს შორის 2010 წლის 26 თებერვალს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N SAI0----- რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა ი-----–- ე-----–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ--–--------––---,ჯ----–-ს ქ. N---, ბინა N-, საკადასტრო კოდი N 6--09.--.0--.01.---;

 

ასევე, ზემოაღნიშნული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს “ს----------–--------ს" და ი-----–--- კ------ეს შორის 2010 წლის 26 თებერვალს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება NSAI0----- რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა ი-----–--- კ------ის საკუთრებამა არსებული უძრავი ქონება მდებარე ქალაქი ბ---------ი,წ------------ ქ. N-, ს--------------, ს--------–---, N- საკადასტრო კოდი 6--03.--.---.01.---; ამჟამად მოცემული უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს ი-----–- ე-----–-–---–ი.

 

2010 წლის 26 თებერვლის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების N GAI0----- ფარგლებში 2014 წლის 20 მარტს სს "ს----------–--------ს" და ი-----–- ე-----–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართი N-917842 (საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის მოთხოვნების უზრუნველყოფიფად იპოთეკა/გირავნობით დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება). რომლის თანახმადაც ი-----–- ე-----–-–---–ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 650 (ექვსას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 60 თვით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით.

 

2010 წლის 26 თებერვლის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების N GAI0----- ფარგლებში 2016 წლის 31 აგვისტოს სს "ს----------–--------ს" და ი-----–- ე-----–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება NGAI0------4580864, რომლის თანახმადაც ი-----–- ე-----–-–---–ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 8 200 (რვა ათას ორასი) აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 9% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 60 თვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასხდელი თანხის 0,5 %–ის ოდენობით. ასევე დაზღვევის მართვის საკომისიო.

 

2010 წლის 26 თებერვლის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების NGAI0----- ფარგლებში 2017 წლის 21 მარტს სს "ს----------–--------ს" და ი-----–- ე-----–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება NGAI0------54]8765, რომლის თანახმადაც ი-----–- ე-----–-–---–ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 95 780 (ოთხმოცდათხუთმეტი ათას შვიდას ოთხმოცი) ლარის ოდენობით, წლიური 11.25% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 96 თვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5 %–ის ოდენობით. ასევე დაზღვევის მართვის საკომისიო.

 

სს „ს----------–--------ის" მიერ საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება

შესრულებულ იქნა სრულად – კერძოდ მსესხებლებზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლების მიერ დაირღვა კრედიტის დაფარვის გრაფიკი.

 

ი-----–- ე-----–-–---–ს მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებებისა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ. მის მიერ დარღვეული იქნა გადახდის გრაფიკი, რას გამოც მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო ბანკის სასარგებლოდ.

 

მსესხებლის მიერ პერიოდულად ირღვეოდა გრაფიკით გათვალისწინებული გადახდები, 2014 წლის 20 მარტის (დაზღვევის კრედიტი) ხელშეკრულებაზე 2017 წლის 15 ნოემბრის შემდგომ შეწყდა გადახდები; 2016 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულებაზე 2017 წლის 16 ნოემბრის შემდგომ შეწყდა გადახდები, ხოლო 2017 წლის 21 მარტის ხელშეკრულებაზე კი 2017 წლის 20 ოქტომბრის შემდეგ.

 

ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხე ი-----–- ე-----–-–---–ს სს „ს----------–--------ის" სასარგებლოდ დღევანდელი მდგომარეობით ერიცხება შემდეგი დავალიანებები:

 

2014 წლის 20 მარტის (დაზღვევის კრედიტი) ხელშეკრულებიდან გამომდინარე – 126.79 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 89.50 აშშ დოლარი, პროცენტი - 6.40 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 30.89 აშშ დოლარი.

 

2016 წლის 31 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან NGAI0------4580864 გამომდინარე - 7344.29 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 6 71580 აშშ დოლარი, პროცენტი - 259.99 აშშ დოლარი, საკომისიო – 38.79 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო – 329.71 აშშ დოლარი.

 

2017 წლის 21 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან NGAI0------5418765 გამომდინარე - 92146.6 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 85 156.54 ლარი, პროცენტი - 4 169.02 ლარი, საკომისიო -131.08 ლარი, პირგასამტეხლო - 2 693.32 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ი-----–- ე-----–-–---–მა სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2010 წლის 26 თებერვალს სს "ს----------–--------ს" და ი-----–- ე-----–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება NGAI0-----, რომლის თანახმადაც მსესხებლის საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 300 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0–48 პროცენტი.

 

3.1.2. 2010 წლის 26 თებერვალს სს "ს----------–--------ს" და ი-----–- ე-----–-–---–ს შორის გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ NGAI0----- ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შორის 31.08.2016 წელს და 21.03.2017 წელს შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად, საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარით ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში, მოქმედების ვადა განისაზღვრა 300 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0-48 პროცენტი. ასევე, მხარეებმა შეთანხმებით განსაზღვრეს საკომისიოს ოდენობა 0-დან 5%-მდე.

 

3.1.3. 2010 წლის 26 თებერვლის საბანკო მომსახურების შესახებ GAI0----- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს "ს----------–--------ს" და ი-----–- ე-----–-–---–ს შორის 2010 წლის 26 თებერვალს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N SAI0-----, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ი-----–- ე-----–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ--–--------––---, ჯ----–-ს ქ. N---, ბინა N- საკადასტრო კოდი N 6--09.--.0--.01.---;

 

3.1.4. 2010 წლის 26 თებერვლის საბანკო მომსახურების შესახებ NGAI0----- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს ”ს----------–--------ს" და ი-----–--- კ------ეს შორის 2010 წლის 26 თებერვალს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N SAI0-----, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ი-----–--- კ------ის საკუთრებამა არსებული უძრავი ქონება მდებარე ქალაქი ბ---------ი, წ------------ს ქ. N-, ს--------------, ს--------–---, საკადასტრო კოდი 6--03.--.---.01.---; დღეისათვის მოცემული უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს ი-----–- ე-----–-–---–ი.

 

3.1.5. 2014 წლის 20 მარტს სს "ს----------–--------ს" და ი-----–- ე-----–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართი N-917842, რომლის თანახმადაც, ი-----–- ე-----–-–---–ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 650 (ექვსას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 60 თვით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით.

 

3.1.6. 2016 წლის 31 აგვისტოს სს "ს----------–--------ს" და ი-----–- ე-----–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება NGAI0------4580864, რომლის თანახმადაც ი-----–- ე-----–-–---–ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 8 200 (რვა ათას ორასი) აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 9% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 60 თვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5 %–ის ოდენობით. ასევე დაზღვევის მართვის საკომისიო.

 

3.1.7. 2017 წლის 21 მარტს სს "ს----------–--------ს" და ი-----–- ე-----–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება NGAI0------5418765, რომლის თანახმადაც ი-----–- ე-----–-–---–ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 95 780 (ოთხმოცდათხუთმეტი ათას შვიდას ოთხმოცი) ლარის ოდენობით, წლიური 11.25% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 96 თვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5 %–ის ოდენობით. ასევე დაზღვევის მართვის საკომისიო.

 

3.1.8. მოპასუხემ დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი და პირობები, 2017 წლის ნოემბრის თვიდან შეწყვიტა გადახდები.

 

3.1.9. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება NGAI0-----;

- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დამატებითი პირობები, 31.08.2016წ.

- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დამატებითი პირობები, 21.03.2017წ.

- 26.02.2010წ. იპოთეკის ხელშეკრულება N SAI0-----;

- 26.02.2010წ. იპოთეკის ხელშეკრულება N SAI0-----;

- 20.03.2014წ. საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;

- 31.08.2014წ. საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;

- 31.03.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულება;

- კრედიტის გადახდის გრაფიკი;

- საბანკო მომსახურების პირობები;

- ანგარიშიდან ამონაწერები;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- შეტყობინება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხე ი-----–- ე-----–-–---–ის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება თანხის გადახდის თაობაზე, ასევე, ზედიზედ, გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას. რის გამოც მოსარჩელე მხარის მიერ 2018 წლის 5 იანვრიდან მოპასუხესთან გაგზავნილ იქნა გამაფრთხილებელი წერილი, რომლითაც მას ეცნობა, სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის გამო 14 დღის ვადაში სრულად დაეფარათ სს ,,ს----------–--------ის“ მიმართ არსებული დავალიანება, რაც მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული, რის გამოც 2018 წლის 26 მარტს შეწყდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები.

 

3.2.2. მოპასუხე ი-----–- ე-----–-–---–ის დავალიანება სს ,,ს----------–--------ის’’ წინაშე შეადგენს:

 

- 2014 წლის 20 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 126.79 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 89.50 აშშ დოლარი, პროცენტი - 6.40 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 30.89 აშშ დოლარი.

 

- 2016 წლის 31 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 7344.29 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6715.80 აშშ დოლარი, პროცენტი - 259.99 აშშ დოლარი, საკომისიო - 38.79 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 329.71 აშშ დოლარი.

 

- 2017 წლის 21 მარტს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 92149.96 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 85156.54 ლარი, პროცენტი - 4169.02 ლარი, საკომისიო - 131.08 ლარი, პირგასამტეხლო - 2693.32 ლარი.

 

3.2.3. მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო არაგონივრულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება NGAI0-----;

- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დამატებითი პირობები, 31.08.2016წ.

- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დამატებითი პირობები, 21.03.2017წ.

- 26.02.2010წ. იპოთეკის ხელშეკრულება N SAI0-----;

- 26.02.2010წ. იპოთეკის ხელშეკრულება N SAI0-----;

- 20.03.2014წ. საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;

- 31.08.2014წ. საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;

- 31.03.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულება;

- კრედიტის გადახდის გრაფიკი;

- საბანკო მომსახურების პირობები;

- ანგარიშიდან ამონაწერები;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- შეტყობინება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 327-ე, 867-ე, 361-ე, 427-ე, 873-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე, 301-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სს ''ს----------–--------სა'' და ი-----–- ე-----–-–---–ს შორის საკრედიტო (სესხის) ხელშეკრულებების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ი-----–- ე-----–-–---–ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

ამავე კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ს----------–--------სა’’ და ი-----–- ე-----–-–---–ს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ი-----–- ე-----–-–---–ის მიერ, 2017 წლის ნოემბრის თვიდან შეწყვიტა გადახდები. ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია, ასევე, ზედიზედ, სულ ცოტა ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადა და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს 20.03.2014წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 89.50 აშშ დოლარს, 31.08.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან - 6715.80 აშშ დოლარს, ხოლო 21.03.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან - 85156.54 ლარს. ამდენად ძირითადი თანხის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს 20.03.2014წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 6.40 აშშ დოლარს, 31.08.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან - 259.99 აშშ დოლარს, ხოლო 21.03.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან - 4169.02 ლარს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისიწნებული გადახდა არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განახევრდეს.

 

სამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. შესაბამისად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს აღნიშნული პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა, როგორც დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღის - 2018 წლის 26 მარტის მდგომარეობით, ასევე, ამ ცნობის გაცემიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოთხოვნილი პროცენტი , სასამართლოს ასევე შეუსაბამოდ მაღალი მიაჩნია, შესაბამისად დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის დღიდან 2018 წლის 26 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დასაკისრებელი პირგასამტეხლო ყოველდღიურად უნდა განისაზღვროს - 2016 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 0.67 აშშ დოლარით, ხოლო 2017 წლის 21 მარტს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 8,51 ლარით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხისათვის სს ,,ს----------–--------ის'' სასარგებლოდ 2016 წლის 26 მარტიდან (ხელშეკრულების შეწყვეტიდან), 2016 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად სარგებლის გადახდის დაკისრებას რაც ყოველთვიურად შეადგენს 1.65 აშშ დოლარს. 2017 წლის 21 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების აღსრულებამდე სარგებლის გადახდის დაკისრებას რაც ყოველთვიურად შეადგენს 26.24 ლარს.

 

აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისროს 31.08.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამოდინარე გადაწყვეტილების აღსრულებამდე სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1.65 აშშ დოლარს, ხოლო 21.03.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების აღსრულებადმე სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 26.24 ლარს.

 

6.5. 2010 წლის 26 თებერვალს სს ,,ს----------–--------სა“ და ი-----–- ე-----–-–---–ს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით NSAI0----- სს ,,ს----------–--------სა“ და ი-----–- ე-----–-–---–ს შორის, 2010 წლის 26 თებერვალს დადებული NGAI0----- სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ი-----–- ე-----–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ-----––---, ჯ----–-ს ქ. N---ში, საკადასტრო კოდით 6--09.--.0--.01.--- ასევე 2010 წლის 26 თებერვალს სს ,,ს----------–--------სა“ და ი-----–--- კ------ეს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით NSAI0------ სს ,,ს----------–--------სა“ და ი-----–- ე-----–-–---–ს შორის 2010 წლის 26 თებერვალს დადებული NGAI0----- სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ი-----–--- კ------ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ.ბ---------ი, წ-------ს ქუჩა N--ში, საკადასტრო კოდით 6--03.--.---.01.---. აღნიშნული უძრავი ქონება 05.08.2010წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მოპასუხე ი-----–- ე-----–-–---–ის საკუთრებად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ერთის მხრივ სს ,,ს----------–--------სა” და მეორეს მხრივ ი-----–- ე-----–-–---–სა და ი-----–--- კ------ეს შორის 2010 წლის 26 თებერვალს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებების 14.1. მუხლის თანახმად, სს ,,ს----------–--------ს” უფლება მიეცა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით აღსრულება მიაქციოს იპოთეკის საგანზე, ხოლო იმავე ხელშეკრულებების 13.4-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს მიეცა უფლება აღსრულება იპოთეკის საგნის გარდა მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას.

 

აღნიშნულ ნორმათა დეფინიციიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ ი-----–- ე-----–-–---–ი და ი-----–--- კ------ე - შემდგე ი-----–- ე-----–-–---–ი, რომლებიც არიან იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრენი, მოსარჩელესთან გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებებით იკისრეს პასუხისმგებლობა, რომ თუკი არ მოხდებოდა მოვალის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - გადახდის გრაფიკის შესაბამისად სესხის დაფარვა, მაშინ იპოთეკით დატვირთულ უძრავი ქონებაზე მიქცეული იქნებოდა აღსრულება სს ,,ს----------–--------ის” მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, აღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა სესხის გადახდასთან დაკავშირებით და მას გააჩნია დავალიანება ბანკის წინაშე, ამიტომ აღნიშნული დავალიანების დასაფარავად უნდა მოხდეს იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებათა რეალიზაცია იძულებითი აუქციონის გზით.

 

6.5. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2010 წლის 26 თებერვალს საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 3.5, ასევე 26.02.2010წ. იპოთეკის ხელშეკრულების 20.2 პუნქტში მითითებულია: მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელის აღძვრისას სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 5000.25 ლარი.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე ი-----–- ე-----–-–---–ს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 4652,05 ლარი. ასევე, სს ,,ს----------–--------ს’’ უნდა დაუბრუნდეს მის მეირ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 0,25 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ს----------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ი-----–- ე-----–-–---–ს (პ/ნ 4----------) სს“ს----------–--------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 26.02.2010წ. ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 20 მარტს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების – 111.35 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 89.50 აშშ დოლარი, პროცენტი - 6.40 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 15.45 აშშ დოლარი.

 

1.2. მოპასუხე ი-----–- ე-----–-–---–ს (პ/ნ 4----------) სს“ს----------–--------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 26.02.2010წ. ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების – 7179.43 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6715.80 აშშ დოლარი, პროცენტი - 259.99 აშშ დოლარი, საკომისიო - 38.79 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 16--85 აშშ დოლარი.

 

1.3. მოპასუხე ი-----–- ე-----–-–---–ს (პ/ნ 4----------) სს“ს----------–--------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 26.02.2010წ. ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს მიუღებელი შემოსავალი ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან - 2018 წლის 26 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად - 1.65 აშშ დოლარი.

 

1.4. მოპასუხე ი-----–- ე-----–-–---–ს (პ/ნ 4----------) სს“ს----------–--------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 26.02.2010წ. ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს პირგასამტეხლო ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან - 2018 წლის 26 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 0.67 აშშ დოლარი.

 

1.5. მოპასუხე ი-----–- ე-----–-–---–ს (პ/ნ 4----------) სს“ს----------–--------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 26.02.2010წ. ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 21 მარტს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების – 90803.3 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 85156.54 ლარი, პროცენტი - 4169.02 ლარი, საკომისიო - 131.08 ლარი, პირგასამტეხლო - 1346.66 ლარი.

 

1.6. მოპასუხე ი-----–- ე-----–-–---–ს (პ/ნ 4----------) სს“ს----------–--------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 26.02.2010წ. ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 21 მარტს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს მიუღებელი შემოსავალი ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან - 2018 წლის 26 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად - 26.24 ლარი.

 

1.7. მოპასუხე ი-----–- ე-----–-–---–ს (პ/ნ 4----------) სს“ს----------–--------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 26.02.2010წ. ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 21 მარტს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს პირგასამტეხლო ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან - 2018 წლის 26 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად - 8.51 ლარი.

 

1.8. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ი-----–- ე-----–-–---–ის (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება: მდებარე ქ--–--------––---, ჯ----–-ს ქ. N--, ს/კ 6--09.--.0--.01.--- და ქალაქი ბ---------ი, წ------------ს ქ. N-, ს/კ 6--03.--.---.01.---.

 

1.9. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ი-----–- ე-----–-–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.

 

2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

3. მოპასუხე ი-----–- ე-----–-–---–ს (პ/ნ 4----------) სს“ს----------–--------ის“ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 4652,05 ლარის გადახდა.

 

4. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1684 ლარიდან 0,25 (ნოლი მთელი ოცდახუთი) ლარი (რეფერენსი 181016050).

 

5. გადაწყვეტილებაზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გაცემის ნაწილში, შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი