განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160141318002639271
საქმე #1/260-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ჯემალ კოპალიანი
სხდომის მდივანი - ვერიკო ნინიაშვილი, თამარ სისვაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------ სა---–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბრალდებული - გუ----- ბა--------- (დაბადებული - 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მა-------–ი, სოფელი ქე–--–--
ადვოკატი - ვა-–------ ას------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111 126 -ე მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით .
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
ბრალდებული -ტელ------ ბა--------- (დაბადებული - 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მა-------–ი, სოფელი ქე–--–--
ადვოკატი - მა-- რე---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
თარჯიმანი - ნა--–- იბ---------ა.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 2 სექტემბერს, მა-------–ის რაიონის სოფელ ქე–--–--ში, გუ----- ბა--------მა თავის საცხოვრებელ სახლში, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, თავის არეში ხელის არაერთჯერადად დარტყმით იძალადა მეუღლის ემ--–-- გა------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცასა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 7 სექტემბერს, მა-------–ის რაიონის სოფელ ქე–--–--ში, გუ----- ბა--------მა თავის საცხოვრებელ სახლში, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, ყელის არეში ხელის ძლიერად მოჭერით, დახრჩობის იმიტაციით იძალადა მეუღლის ემ--–-- გა------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა ემ--–-- გა------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 13 სექტემბერს, მა-------–ის რაიონის სოფელ ქე–--–--ში, გუ----- ბა--------მა თავის საცხოვრებელ სახლში, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, თავის არეში ხელის ორჯერადად დარტყმით იძალადა მეუღლის ემ--–-- გა------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა ემ--–-- გა------ამ განიცასა ფიზიკური ტკივილი.
გუ----- ბა---------ს მხრიდან სისტემატიურად ხორციელდებოდა რა მეუღლის ემ--–-- გა------ას მიმართ ცემა და ძალადობა, 2018 წლის 15 სექტემბერს დაახლოებით 23:00 საათზე მა-------–ის რაიონის სოფელ ქე–--–--ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, პირად მობილურ ტელეფონზე მიღებული ტექსტური შეტყობინების მეუღლის მიერ წაკითხვით განაწყენებულმა გუ----- ბა--------მა ცხვირის არეში დაარტყა მუშტი მეუღლეს ემ--–-- გა------ას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი წაიქცა. ამის შემდეგ გუ----- ბა--------მა ზურგის არეში ფეხის ჩარტყმით ფიზიკურად იძალადა წაქცეულ ემ--–-- გა------აზე, რომელმაც მოახერხა გაქცევა. გუ----- ბა--------- ქუჩაში დაეწია მეუღლეს ემ--–-- გა------ას, რომელსაც თმებში მოქაჩვით და ყელის არეში ხელის ძლიერად მოჭერით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. ასევე გუ----- ბა---------ს დედამ ტელ------ ბა--------ამ იმავე მოტივით, თუ რატომ წაიკითხა მეუღლის ტელეფონში მიღებული მოლკე ტექსტური შეტყობინება, მუშტების თავის არეში არაერთჯერადად დარტყმით ფიზიკურად იძალადა რძლის ემ--–-- გა------ას მიმართ. დედამთილის ძალადობისგან თავის დასაღწევად ემ--–-- გა------ა ძირს დაეცა, რის შემდეგაც მეუღლემ გუ----- ბა--------მა წაქცეულ ემ--–-- გა------ას კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ზურგისა და ფეხების არეში ურტყამდა ფეხებს, გუ----- ბა---------ს და ტელ------ ბა--------ას მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ემ--–-- გა------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ემ--–-- გა------ამ მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ ცხოვრობს მა-------–ის რაიონის სოფელ ქე–--–--ში, იგი არის ბრალდებულ გუ----- ბა---------ს მეუღლე და ტელ------ ბა--------ას რძალი. მისი განმარტებით გამოძიების პროცესში მის მიერ მიცემული ჩვენება არის სრულყოფილი და იმ დროისთვის უფრო კარგად ახსოვდა მომხდარი ფაქტი. სექტემბრის თვეში თარიღი არ ახსოვს ღამის სამ საათზე მისი მეუღლე მოვიდა სახლში, რის გამოც მას უთხრა საყვედური, აღნიშნულზე განაწყენებულმა გუ----- ბა--------მა მას გაარტყა სახეში ხელი, მანვე განმარტა, რომ გუ----- ბა--------მა იგი ცემა 2018 წლის 2, 7 და 13 სექტემბერს. 2018 წლის 15 სექტემბერს საღამოს იმყოფებოდა სახლში ოჯახის წევრებთან ერთად, დაახლოებით 23:00 საათზე მისი მეუღლის გუ----- ბა---------ს ტელეფონზე შევიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება. მეუღლის ტელეფონი აიღო და შემოსული სმს-სი წაიკითხა. მის მეუღლეს ვიღაც ქალი სასიყვარულო წერილს წერდა, ამაზე გაბრაზდა შევედა საძინებელ ოთახში და გუ----- ბა--------- გააღვიძა, გაბრაზებული და ანერვიულებული უყვიროდა მას, რომ აეხსნა თუ რას ნიშნავდა ეს და ვინ სწერდა მას სასიყვარულო წერილებს ტელეფონზე. გუ----- ბა--------- გაბრაზდა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.კამათზე მათ საძინებელ ოთახში შევიდა მისი დედამთილი. გუ----- ბა--------მა ცხვირში მარჯვენა ხელის მუშტი ჩამარტყა, მის დარტყმულზე ძირს დავარდა და ძირს დავარდნილს გუ----- ბა--------მა მარჯვენა ფეხი ჩაარტყა ზურგში. წამოდგომა მოახერხა და თავის დაღწევის მიზნით გარეთ სახლის ეზოში გაიქცა და სახლის ეზოდან ქუჩაში გავიდა. ქუჩაში გასულს დაეწია გუ----- ბა--------- და თმებით დაიჭირა, მარჯვენა ხელი ყელში მოუჭირა და იხჩობდა, ამ დროს ტელ------ ბა--------ა გავიდა ქუჩაში და დაუწყო ყვირილი, შენ ვინ გეკითხებოდა ტელეფონი რატომ აიღეო და ორივე ხელის მუშტებს თავში ურტყამდა, იგი შეეცადა მათგა თავის დამეღწევას და ძირს დავარდა. ძირს დავარდნილს გუ----- ბა--------მა ორივე ფეხებით დაუწყო ცემა, ზურგისა და ფეხების არეში, ამ დროს იგი ვყვიროდი და საშველად ხალხს ეძახდი. მან მოახერხა გაქცევა და ქუჩაში სიბნელეში დაიმალა, ამის შემდეგ 112-ში დაურეკა და ითხოვა პოლიციის დახმარება. მანვე განმარტა, რომ იგი შეურიგდა ბრალდებულებს და ითხოვა გუ----- ბა---------ს განთავისუფლება.
2.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა გუ----- ბა--------მა თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ არის დაზარალებულ ემ--–-- გა------ას მეუღლე. 2018 წლის 2, 7, 13 და 15 სექტემბერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ემ--–-- გა------ას. კერძოდ 2018 წლის 2 სექტემბერს, მა-------–ის რაიონის სოფელ ქე–--–--ში, თავის საცხოვრებელ სახლში, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა თავის არეში. 2018 წლის 7 სექტემბერს, ყელის არეში მოუჭირა ხელი ძლიერად, 2018 წლის 13 სექტემბერს, თავის არეში ხელის ჩაარტყა ორჯერ. იგი სისტემატიურად ახორციელდებოდა მეუღლის ემ--–-- გა------ას ცემა და ძალადობას, მანვე 2018 წლის 15 სექტემბერს დაახლოებით 23:00 საათზე მა-------–ის რაიონის სოფელ ქე–--–--ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, პირად მობილურ ტელეფონზე მიღებული ტექსტური შეტყობინების მეუღლის მიერ წაკითხვით განაწყენებულმა ცხვირის არეში დაარტყა მუშტი მეუღლეს ემ--–-- გა------ას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი წაიქცა. ამის შემდეგ გზურგის არეში ფეხის ჩარტყა მას. ემ--–-- გა------ა გაიქცა ქუჩაში, გუ----- ბა--------- ქუჩაში დაეწია მეუღლეს თმებში მოქაჩა და ყელის არეში ხელის ძლიერად მოჭერით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. მასთან ერთად მის მეუღლის ემ--–-- გა------ას მიმართ, თავში რამდენიმეჯერ დარტყმის გზით იძალადა მისმა დედამ ტელ------ ბა--------ამ. გუ----- ბა---------ს განმარტებითვე იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
2.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ტელ------ ბა--------ამ თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ცხოვრობს მა-------–ის რაიონის სოფელ ქე–--–--ში და არის ემ--–-- გა------ას დედამთილი. 2018 წლის 15 სექტემბერს დაბრუნდა საკოლმეურნეო ბაზრიდან, რა დროსაც სახლში დახვდა ესემეს შეტყობინების წაკითხვასთან და--ვშირებით ნაჩხუბარი შვილი გუ----- ბა--------- და რძალი ემ--–-- გა------ა. მათ მოუწოდა დამშვიდებისა და შერიგებისკენ. დაინახა როგორ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა გუ----- ბა--------მა მეუღლეს, ეს უკანასკნელი გუ----- ბა---------საგან თავის დასაღწევად გაიქცა ქუჩაში, რა დროსაც ამანვე, ქუჩაში, იმ მოტივით, თუ რატომ წაიკითხა მეუღლის ტელეფონში მიღებული მოლკე ტექსტური შეტყობინება, მუშტების თავის არეში არაერთჯერადად დარტყმით ფიზიკურად იძალადა რძლის ემ--–-- გა------ას მიმართ. ამის შემდეგ ემ--–-- გა------ა ძირს დაეცა, რის შემდეგაც, გუ----- ბა--------მა წაქცეულ ემ--–-- გა------ას კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ზურგისა და ფეხების არეში ურტყამდა ფეხებს.
2.4. გუ----- ბა---------სა და ტელ------ ბა--------ას მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გარდა მათი აღიარებითი ჩვენებებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ემ--–-- გა------ას, მოწმე მა----- ის----–---ის, ას--- იუ----–--ის ჩვენებებს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №007627418 დასკვნას.
2.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გუ----- ბა---------სა და ტელ------ ბა--------ას სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები გარდა დაზარალებულის ჩვენებისა არსებით სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.6. ბრალდებულმა გუ----- ბა--------მა საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ და სასამართლოს სთხოვა მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება.
2.7. ბრალდებულმა ტელ------ ბა--------ამ საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ და სასამართლოს სთხოვა მის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენება.
2.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის16 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №007627418 დასკვნით დადგენილია, რომ ემ--–-- გა------ას ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულზე, რაც მიყენებულია რაიმე მკბრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2.9. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან და--ვშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
2.11. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან.
2.12. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
2.13. სასამართლო სასამართლოში გამოკვლეულ და საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებებს რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1.პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნებაგანწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა სა--ნონმდებლო აქტებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა...”
3.2. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ასევე 111 126 -ე მუხლის 12 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ან ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.
3.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები გარდა დაზარალებულის ჩვენებისა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის ბრალდების დადგენილება გუ----- ბა---------სა და ტელ------ ბა--------ას მიერ განხორციელებული ქმედების დაკვალიფიცირება ძალადობად სამართლებრივად მართებულია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში არსებული და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით: დაზარალებულ ემ--–-- გა------ას, მოწმე მა----- ის----–---ის, ას--- იუ----–--ის ჩვენებებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №007627418 დასკვნით, ასევე ბრალდებულ გუ----- ბა---------ს და ტელ------ ბა---------ს აღიარებითი ჩვენებებებით უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გუ----- ბა--------მა და ტელ------ ბა--------ამ ჩაიდინეს ძალადობა ჯგუფურად, კერძოდ: 2018 წლის 2 სექტემბერს, მა-------–ის რაიონის სოფელ ქე–--–--ში, გუ----- ბა--------მა თავის საცხოვრებელ სახლში, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, თავის არეში ხელის არაერთჯერადად დარტყმით იძალადა მეუღლის ემ--–-- გა------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცასა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 7 სექტემბერს, მა-------–ის რაიონის სოფელ ქე–--–--ში, გუ----- ბა--------მა თავის საცხოვრებელ სახლში, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, ყელის არეში ხელის ძლიერად მოჭერით, დახრჩობის იმიტაციით იძალადა მეუღლის ემ--–-- გა------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა ემ--–-- გა------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 13 სექტემბერს, მა-------–ის რაიონის სოფელ ქე–--–--ში, გუ----- ბა--------მა თავის საცხოვრებელ სახლში, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, თავის არეში ხელის ორჯერადად დარტყმით იძალადა მეუღლის ემ--–-- გა------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა ემ--–-- გა------ამ განიცასა ფიზიკური ტკივილი.
გუ----- ბა---------ს მხრიდან სისტემატიურად ხორციელდებოდა რა მეუღლის ემ--–-- გა------ას მიმართ ცემა და ძალადობა, 2018 წლის 15 სექტემბერს დაახლოებით 23:00 საათზე მა-------–ის რაიონის სოფელ ქე–--–--ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, პირად მობილურ ტელეფონზე მიღებული ტექსტური შეტყობინების მეუღლის მიერ წაკითხვით განაწყენებულმა გუ----- ბა--------მა ცხვირის არეში დაარტყა მუშტი მეუღლეს ემ--–-- გა------ას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი წაიქცა. ამის შემდეგ გუ----- ბა--------მა ზურგის არეში ფეხის ცარტყმით ფიზიკურად იძალადა წაქცეულ ემ--–-- გა------აზე, რომელმაც მოახერხა გაქცევა. გუ----- ბა--------- ქუჩაში დაეწია მეუღლეს ემ--–-- გა------ას, რომელსაც თმებში მოქაჩვით და ყელის არეში ხელის ძლიერად მოჭერით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. ასევე გუ----- ბა---------ს დედამ ტელ------ ბა--------ამ იმავე მოტივით, თუ რატომ წაიკითხა მეუღლის ტელეფონში მიღებული მოლკე ტექსტური შეტყობინება, მუშტების თავის არეში არაერთჯერადად დარტყმით ფიზიკურად იძალადა რძლის ემ--–-- გა------ას მიმართ. დედამთილის ძალადობისგან თავის დასაღწევად ემ--–-- გა------ა ძირს დაეცა, რის შემდეგაც მეუღლემ გუ----- ბა--------მა წაქცეულ ემ--–-- გა------ას კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ზურგისა და ფეხების არეში ურტყამდა ფეხებს, გუ----- ბა---------ს და ტელ------ ბა--------ას მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ემ--–-- გა------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3.5. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით, დადგენილია, რომ დაზარალებული ემ--–-- გა------ა არის ბრალდებულ ტელ------ ბა--------ას რძალი და ბრალდებულ გუ----- ბა---------ს მეუღლე, საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწე---ნ ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3.6. ამდენად, ბრალდებულები გუ----- ბა---------, ტელ------ ბა--------ა და დაზარალებული ემ--–-- გა------ა საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად.
3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ტელ------ ბა--------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, ხოლო გუ----- ბა--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111 126-მუხლის 12 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
4.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან და--ვშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4.5. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.
4.6. მოცემულ შემთხვევაში, გუ----- ბა---------ს და ტელ------ ბა--------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ, ხოლო შემამსუბუქებელ გარემოებებად სასამართლო მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დაზარალებულმა ემ--–-- გა------ამ აპატია გუ----- ბა--------ს და ტელ------ ბა--------ას ჩადენილი ქმედება და შერიგდნენ.
4.7. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულების კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებულები წარსულში არ არიან ნასამართლევები, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულების მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულების შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, დამნაშავის რესოციალიზაცია.
4.8. სასამართლო ითვალისწინებს გუ----- ბა---------ს და ტელ------ ბა--------ას შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გუ----- ბა--------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 111 126-მუხლის 12 ნაწილით და ამავეკოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს: საქართველოს სსკ-ის 111 126 -ე მუხლის 12 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით. საქართველოს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეუნქტით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, მასვე იარაღთან და--ვშირებული უფლებები უნდა შეეზღუდოს 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად ნკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გუ----- ბა--------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ტელ------ ბა--------ას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს: თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
4.9. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან გუ----- ბა--------მა და ტელ------ ბა--------ამ ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არიან ნასამართლევი და აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, ასევე მათი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს გამოსაცდელი ვადა. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, გუ----- ბა--------სა და ტელ------ ბა--------ას უნდა დაეკისროს სსკ-ის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
5. ნივთმტკიცების, აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:
გუ----- ბა---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ტელ------ ბა--------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,59-ე, 63-66-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გუ----- ბა--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 111 126-მუხლის 12 ნაწილით და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111 126 -ე მუხლის 12 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეუნქტით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, მასვე შეეზღუდოს იარაღთან და--ვშირებული უფლებები 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის -მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად ნკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გუ----- ბა--------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდევადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი, მასვე იარაღთან და--ვშირებული უფლებები შეეზღუდოს 1 (ერთი) წლის ვადით.
გუ----- ბა---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლი განთავისუფლდეს სასამართლოს დარბაზიდან.
გუ----- ბა--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 16 სექტემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით.
ტელ------ ბა--------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდევადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
ტელ------ ბა---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლი-ს თანახმად მსჯავრდებულებს განემარტოთ, რომ არ შეიცვალონ თავიანთი მუდმივი ბინადრობის ადგილი პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ჯემალ კოპალიანი