განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2018
საქმის ნომერი
200100114613810
დავის ტიპი
177 2 ა , 177 2
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100114613810

№1/245-14

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

 

20 დეკემბერი, 2018 წელი თელავი

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, თ--–---------------–-------------------ის პროკურორის – შ------------

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატები – ჯ------------–-–---–ი

 

ბრალდებული: ი---- ხ--–---–-----ი

მამის სახელი: მ-----–-

დაბადებული: 0----------- წელს

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

განათლება: უ-----–---

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: ახმეტის რაიონი სოფელი მ-----ი

მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი კ----------–-----ი

 

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ.

 

ბრალდებული: ლ---- ტ-----–---–ი

მამის სახელი: ამირანი

დაბადებული: 0----------- წელს

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველოს

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

განათლება: უ-----–---

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: ყვარლის რაიონი სოფელი ა-–----ი

მცხოვრები: ყვარლის რაიონი სოფელი ა-–----ი

 

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ.

 

ბრალდებული: ბ------- ბ-–--–---–ი

მამის სახელი: გ-------

დაბადებული: 2----------- წელს

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი

განათლება: ს-–----–--

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი კ--–-----ი

მცხოვრები: ქ.თელავი, ვ-–----–----–-ს ქუჩა N21ა

 

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

ი---- ხ--–---–-----ის, ლ---- ტ-----–---–ის და ბ------- ბ-–--–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2014 წლის მაისის თვიდან, 2014 წლის 11 ივნისამდე, ქ.თელავში, ა-–---------------ი N93-ში მდებარე სს „კ----------------------------–იის“ საცავიდან, ი---- ხ--–---–-----ი, ლ---- ტ-----–---–ი და ბ------- ბ-–--–---–ი, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ სს „კ----------------------------–იის“ კუთვნილ ალუმინის ელექტროსადენებს 2160 კილოგრამის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით სს „კ----------------------------–იას“ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი 5616 ლარის ოდენობით.

 

ი---- ხ--–---–-----ის, ლ---- ტ-----–---–ის და ბ------- ბ-–--–---–ის მიმართ სასამართლომ დაადგინა:

 

2. მათ არ ჩაუდენიათ ბრალად წარდგენილი ქმედება და წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. ბრალდებულმა ლ---- ტ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა შემდეგი: იგი 2004 წელს მუშაობდა კ----------------------------–იაში, იყო გამრიცხველიანობის ჯგუფის წევრი. 2006 თუ 2007 წელს კი გადაიყვანეს სხვა სამსახურში და შემდეგ უფროსის ცვლილების გამო გაათავისუფლეს. ექვსი-შვიდი თვის შემდეგ კვალავ აიყვანეს სამსახურში, გამრიცხველიანობის ჯგუფში, თვითონ იყო ჯგუფის უფროსი მის ჯგუფში იყვნენ, ი---- ხ--–---–-----ი, ბ------- ბ-–--–---–ი და ლ---- დ------–-–---–ი. ისინი ყოველ დილით ადრე გადიოდნენ, ზაფხულში 3-4 საათზეც გასულან. 2014 წლის 11 ივნისს, იგი გამრიცხველიანობაში აღარ მუშაობდა, ზედამხედველობის სამსახურში გადაიყვანეს. მისი თანამდებობა ი---- ხ--–---–-----ს ჩააბარა, ხოლო თვითონ სთხოვეს, რომ ესწავლებინა ი---- ხ--–---–-----ისათვის.

4. იმ დღეს გამოცხადდა სამსახურში და ი-----–---ნმა უთხრა, რომ მასალა ჯერ არ იყო მზად და არ გასულიყვნენ თელავიდან. სამსახურში იყვნენ, ყავაც დალიეს, იქ ასევე იყვნენ დარაჯი თ---------- ზ------–---–იც და ლ----, იგივე ჯ----– დ------–---–ი, რომელიც იყო მტვირთავი, საწყობის მუშა, რომელიც ახალ მასალას მრიცხველებს, კაბელებს მანქანაზე უტვირთავდა. იქ იყო დ----- ტ----ეც დირექტორის მოადგილე კომერციული შესყიდვების საკითხებში. დ------–---–ი ძალიან ადრე მიდიოდა სამსახურში. მან ი-----–---ს სთხოვა, რომ ცოლშვილს აიყვანდა მანქანით, ი---- ხ--–---–-----მაც უთხრა ი-----–---ს, რომ მანქანას წაიღებდა. ხ--–---–-----ს ქონდა ჯართი -რკინის სახით და ჩაბარება უნდოდა, იგი თავისი მანქანით წავიდა და დაახლოებით ნახევარ საათში დაურეკა მან და სამმართველოს შენობასთან მისვლა სთხოვა. იგი მივიდა, მიკროავტობუსში გადაიტანეს მასალა და კ--------–ში წაიღეს. რაც შეეხება ჯიპიესს იგი ხშირად არასწორ მონაცემებს აჩვენებდა.

5. მისივე განმარტებით, სადაც სადენები იყრებოდა იქ ვიდეოკამერები იყო. მანქანებზე დაახლოებით 700-800 კილოგრამი დემონტირებული კაბელი ეტეოდა.

6. პროკურორის შეკითხვებზე განმარტა, რომ 2014 წლის 11 ივნისს დილით ადრე მივიდა, მაგრამ ზუსტი დრო არ ახსოვს, დაახლოებით 40 წუთში ან ერთ საათში გამოვიდა სამსახურიდან მიკროავტობუსით.

7. მისივე განმარტებით სამსახურის ეზოში ისე ვერ შეხვალ თუ დარაჯმა არ გააღო, დილით რომ გაიღება კარი, შემდეგ სულ ღია რჩება.

8. ბრალდებულმა ი---- ხ--–---–-----მა სასამართლო სხდომაზე თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა შემდეგი: 2014 წელს „კ----------------------------–იაში“ ის ლ---- ტ-----–---–ის რეკომენდაციით მიიღეს. იგი თავიდან გამრიცხველიანობის ჯგუფში მანტიორად მუშაობდა, შემდეგ დააწინაურეს და ჯგუფის უფროსად დანიშნეს. მუშაობას დილით ადრე იწყებდა, ზაფხულის პერიოდში დილის ხუთ საათზეც კი, ამის თაობაზე უფროსი მ--–---- ი-----–---ი ატყობინებდა. დილით ჯერ სამსახურის შენობაში მიდიოდნენ. ისინი რასაც აკეთებდნენ დეტალურად აბარებდა უფროსს. დილით როდესაც მიდიოდნენ კარებს დარაჯი აღებდა და შემდეგ ღიას ტოვებდა. თუ საწყობიდან უკვე გამოტანილი იყო მათთვის საჭირო ნივთები ტვირთავდნენ მანქანას და მიდიოდნენ სამუშაოს შესასრულებლად. როდესაც საქმეს ასრულებდნენ ისევ სამსახურში ბრუნდებოდნენ. საწყობს აბარებდნენ დენონტირებულ სადენებს, სადაც ისევ იწონებოდა და ბარდებოდა ადგილზე შედგენილი ოქმით.

9. 2014 წლის 11 ივნისს ნამდვილად იმყოფებოდა სამსახურში, დილით ადრე მივიდა, თუმცა ზუსტი დრო არ ახსოვს. სამსახურში დარაჯი - თემურ ზ------–---–ი, მ--–---- ი-----–---ი, ლ---- ტ-----–---–ი და ლ----, იგივე ჯ----– დ------–---–ი დახვდნენ. იქ ასევე იმყოფებოდა კომერციული დირექტორი ვინმე დათო, რომელიც სამსახურში რჩებოდა ღამით.

10. სამსახურში ის ფეხით მივიდა. ფოიეში დალიეს ყავა, არ გასულან და იქ არავინ შემოსულა. დარაჯმა მადუღარა მეორე სართულზე არსებული სამზარეულოდან ჩაიტანა. ბ------- ბ-–--–---–ი მას იმ დღეს სამსახურში საერთოდ არ უნახავს. იმავე დღეს მან მ--–---- ი-----–---ს ნახევარი საათით სთხოვა სამსახურის ავტომანქანა. მ--–---- ი-----–---მა ცოტა ხნით მოცდა სთხოვა და უთხრა, რომ მერე თუ სამუშაოზე არ წავიდოდნენ მანქანას გაატანდა. ამ საუბრის დროს ლ---- ტ-----–---–ი მანქანით გავიდა. იგი გავიდა სამსახურიდან. საკუთარ მანქანაზე მას საბურავი ქონდა დაშვებული და პოლიციის სამმართველოსთან იყო გაჩერებული. მან ლ---- ტ-----–---–ს დაურეკა და უთხრა, რომ მანქანა ჭირდებოდა და მიეკითხა მისთვის. ლ---- ტ-----–---–ი მივიდა მასთან, ის ჩაუჯდა მანქანაში და მისი მითითებით ლ---- ტ-----–---–მა წაიყვანა სოფელ კ--------–ში, სადაც ტელეფონზე დაურეკა ვინმე მ------ს და ესაუბრა მას ჯართთან დაკავშირებით. იგი შეხვდა მ------ს სახლთან და დაახლოებით 15 წუთიდან ნახევარი საათი პირისპირ ესაუბრა მას და ვერ შეთანხმდედ.

11. მანვე განმარტა, რომ 11 ივნისს მას მ------ უ----–-–---–ისთვის ფერადი ლითონი არ ჩაუბარებია. მანამდე მაისის თვეში ჩააბარა მ------ს სიმამრის ვ--–------ ბ----ის მიერ მიცემული სადენები. სადენები მოთავსებული იყო ტომრებში. მან სადენები მ------ უ----–-–---–ს ჩააბარა რესტორან „-–------ის“ ტერიტორიაზე რაღაც შენობაში, სადაც მ------ს ედგა სასწორი. სადენები ტომრებით მიიტანა. ჩაბარების დროს პირადობის მოწმობაც მიაწოდა მ------ს, მაგრამ მ------მ არ გამორათვა, განუმარტა, რომ არ იყო საჭირო, მ------ უ----–-–---–ს ჟურნალი არ ქონია.

12. მისივე განმარტებით, მათი სამსახურის მანქანაზე, შეუძლებელია 2 ტონა და ხუთასი კილო დემონტირებული სადენი დაეტიოს.

13. პროკურორის შეკითხვაზე განმარტა, რომ მას 2014 წლის 9 და 11 ივნისს მ------ უ----–-–---–ისათვის ჯართი არ უბარებია.

14. ბრალდებულმა ბ------- ბ-–--–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა შემდეგი: „კ----------------------------–იაში“ მუშაობა დაიწყო 2008 წელს. იგი მონტიორად მუშაობდა. აკეთებდა გამრიცხველიანობას, დენონტაჟს. ამ ბრალდებასთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის, რადგან 2014 წლის 11 ივნისს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამსახურში არ იმყოფებოდა. იმ დღეს იმყოფებოდა ქალაქ თელავში, ი---- ხ--–---–-----ი და ლ---- ტ-----–---–ი როდესაც კ--------–ში წავიდნენ იგი მათ არ შეხვედრია.

15. მოწმის მ-----– ბ---------–---–ის ჩვენებით, ელექტრო სადენების დათვალიერების ოქმით, დადგენილია, რომ მუშაობს შსს თ--–---------------–--------------–ოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა მ------ უ----–-–---–ი და შემდეგ დაათვალიარა თეთრი ფერის „მერსედესის“ სატვირთო ავტომანქანა, რომელზეც მოთავსებული იყო 2500 კილოგრამი, დაახლოებით 230-232 ალუმინის ელექტრო სადენები. მანქანა მოძრაობდა სოფელ კ--------–იდან თბილისის მიმართულებით, რა დროსაც პოლიციელებმა მანქანა საავტომობილო გზაზე გააჩერეს. დათვალიერებაში მის გარდა ასევე მონაწილეობდა მძღოლი მ------ უ----–-–---–ი. მან შეადგინა დათვალიერების ოქმი, სადაც დეტალურად დააფიქსირა დათვალიერების მიმდინარეობა. ამოღებული ელექტრო სადენები ხელწერილით ჩააბარა ე-------------------–იას.

16. ადვოკატის შეკითხვაზე, განმარტა, რომ მ------ უ----–-–---–ი ინდ.მეწარმეა, მაგრამ საბუთი მოსთხოვა თუ არა, არ ახსოვს. ახსოვს, რომ დათვალიერების ოქმის ასლი მ------ უ----–-–---–ისათვის არ გადაუცია. (იხ. სხდომის ოქმი და ელექტრო სადენების დათვალიერების ოქმი - ტომი I - ს.ფ. 9-11)

17. მოწმის მ------ უ----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის მაისში, მას დაურეკა ვინმე რ----- ტ-----–---–მა და დ----- მ-----–-–---–მა და უთხრეს, რომ სოფელ ა-–----ში ჰქონდათ 300 კგ. ალუმინი და ყიდიდნენ. იგი წავიდა საკუთარი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით და მივიდა დანიშნულ ადგილზე, სადაც უთხრეს, რომ ალუმინი მათი იყო. მან სიტყვიერი გარიგებით იყიდა, ერთ კილოგრამზე 2 ლარი გადაუხადა. 9 ივნისს გაეცნო მ------ (იგივე ი----) ხ--–---–-----ი და უთხრა, რომ ალუმინს ყიდდა, მას მიუტანეს 500 კილოგრამი ალუმინი და მათაც უთხრეს, რომ მოპარული არ იყო და საკუთარი იყო. იმავე დღეს, კიდევ 100 კგ. მიუტანეს, ხოლო 11 ივნისს ლომისობის დღესასწაულზე, 1000 კილოგრამი მიუტანეს და ესეც იყიდა.

18. მეორე დღეს ალუმინი სარეალიზაციოდ წაიღო თბილისში. გზაზე სიგარეტის საყიდლად გაჩერდა წინანდალში. ამ დროს პოლიციამ ჰკითხა სად მიჰქონდა ალუმინი, მან უპასუხა, რომ სარეალიზაციოდ მიჰქონდა. მას გადასცეს ელექტროსადენების დათვალიერების ოქმი და იგი წაიყვანეს პოლიციაში და დაკითხეს. მისი მანქანა პოლიციაში გააჩერეს და მეორე დღეს 9 საათზე დაიბარეს. მეორე დღეს როდესაც მივიდა მანქანა ე-------------------–იაში წააყვანინეს. საქონელი აწონეს და 2 ტონა და ოთხას სამოცი კგ. გამოვიდა, მას ხელი მოაწერინეს ჩაბარებაზე.

19. რ----- ტ-----–---–ის და დ----- მ-----–-–---–ის ჩაბარებული 300 კილოგრამი, შედგენოდა 35 გორგლისაგან, ხოლო ი---- ხ--–---–-----ის, ბ------- ბ-–--–---–ის და ლ---- ტ-----–---–ის მოტანილი შედგებოდა 197 გორგალისგან.

20. მისივე განმარტებით მას ძირითადად ი---- ხ--–---–-----თან ჰქონდა ურთიერთობა. ი---- ხ--–---–-----ს მოჰყვნენ ბ------- ბ-–--–---–ი და ლ---- ტ-----–---–ი, როდესაც სადენები მოუტანეს და გადმოტვირთვაში ესენიც ეხმარებოდნენ.

21. მანვე განმარტა, რომ მავთულები ცალკ-ცალკე დაალაგა და ამიტომ შეძლო გარჩევა, ვინ რა ჩააბარა. ელექტრო სადენები პოლიციის ბრძანებით ჩააბარა ე-------------------–იას. მან არ იცის რატომ არ უბრუნდება უკან სადენები, რადგან შესყიდვის მომენტში ი---- ხ--–---–-----ს ჰკითხა, მოპარულს ხომ არ აბარებდა. ი.ხ--–---–-----მა უპასუხა, რომ ჩიპიანი მანქანით მიჰქონდა მასთან და როგორ გაბედავდა მოპარულის ჩაბარებას. თვითონ ენდო. ფიქრობს, რომ ელექტრო სადენები არ აღმოჩნდება მოპარული და უკან დაუბრუნებენ.

22. მან დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებულ ოქმებზე არსებული ხელმოწერების სისწორე.

23. მანვე განმარტა, რომ ბ------- ბ-–--–---–ი პოლიციაში ნახა და მანამდე არ ყავდა ნანახი.

24. მოწმის ზ------ კ---–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს თ--–---------------–--------------–ოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2014 წლის 11 ივნისს სოფელ კ----------–-----ში შეხვდა პიროვნებას, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ თელავის რაიონის სოფელ კ--------–ში მცხოვრები პიროვნება მ------ უ----–-–---–ი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით უნდა გადაადგილებულიყო თბილისის მიმართულებით და უნდა გადაეტანა სარეალიზაციოდ გამზადებული მოპარული ფერადი ლითონი. მან შეადგინა პატაკი და აცნობა ხელმძღვანელობას.

25. მოწმის კ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს თ--–---------------–--------------–ოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2014 წლის 3 სექტემბერს, გამომძიებელ ლ----------–---–თან ერთად ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი - ქალაქ თელავში, ა-–---------------ზე მდებარე ე-------------------–იის შენობაში დაათვალიერა სათვალთვალო კამერები, რომელიც აფიქსირებდა როგორც წინა, ისე გვერდითა და უკანა ეზოებს, შენობაში მისაღებ ფოიეს და სხვადასხვა ობიექტებს. დათვალიერებას ასევე ესწრებოდა ე-------------------–იის უსაფრთხოების ინსპექტორი ი-------–---–ი. პირველი კამერა აფიქსირებდა ეზოში შესასვლელს და მთავარ კარს, ეზოს უკანა მხარეს, რომელშიც სხვადასხვა ნივთები იყო განთავსებული, შენობა ორსართულიანია. კამერა აფიქსირებს შემსვლელს და გამომსვლელს. მეორე სართულზეც იყო კამერა, რომელიც ფოიეს და გრძელ კალიდორს აფიქსირებდა. სართულები ერთმანეთთან დაკავშირებულია კიბით, რომელსაც პირველი სართულის კამერა აფიქსირებდა. ზუსტად არ ახსოვს კამერა აივანს აფიქსირებდა თუ არა. იგი ძირითადად კომპიურეტის მონიტორთან იდგა. როდესაც ლ----------–---–ი და ი-------–---–ი სახურავზე ავიდნენ კამერაში არ ჩანდნენ.

26. მოწმის ი----- მ---–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს კ----------------------------–იაში, ტრანსპორტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მას სამსახურში ევალება, მანქანების კონტროლი გამართულობის მხრივ, საწვავის შევსება და ჯპს-ის კონტროლი. მათ ყავთ სხვადასხვა ტიპის მანქანები. ელექტროსადენების დემონტაჟის დროს ძირითადად მარშუტკის ტიპის მანქანები გამოიყენებოდა. მათი ავტოპარკით სარგებლობის უფლება აქვთ თანამშრომლებს. 2014 წლის გაზაფხულზე მ------ (იგივე ი----) ხ--–---–-----ს მიმაგრებული ქონდა მარშუტკის ტიპის „ფორდ ტრანზიტის“, სახელმწიფო ნომრით „Q------“ ავტომანქანა. შესაძლოა ამ მანქანით სხვა თანამშრომელსაც ესარგებლა. ეს მანქანა სატვირთო იყო, მხოლოდ 4-5 ადამიანი შეიძლება მოთავსებულიყო, მანქანის მარშუტი „ჯპს-ით“ კონტროლდებოდა. ამ მანქანას, შეეძლო კახეთის რეგიონში მოძრაობა, ზუსტად სად არ ახსოვს. 2014 წლის 11 ივნისს, ჯპესის მონაცემებით, ეს მანქანა თელავიდან იყო გასული, კ--------–ში ჩასული და ისევ სათაოში იყო დაბრუნებული. მანქანა კ----------–-----ის გავლით წავიდა კ--------–ში. მოძრაობა დილით იყო და შუადღეს ისევ სამსახურში იყო დაბრუნებული. 2014 წლის 11 ივნისს რატომ წავიდა და დაბრუნდა ავტომანქანა თავდაპირველად არ დაინტერესებულა. შემდეგ როდესაც დაკითხეს, მაშინ გაარკვია, რომ ამ მანქანას ეს მარშუტი არ უნდა გაევლო. ფირმის ავტომობილის პირადი მიზნებისთვის გამოყენება ნებადართული არ არის.

27. ადვოკატრის შეკითხვაზე განმარტა, რომ ამ ავტომანქანის ტვირთამწეობა მაქსიმუმ ერთი ტონა შეიძლება იყოს. იგი ფიქრობს, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ამ მანქანაზე ორტონახევარი სადენები დაეტიოს, შეიძლება ტვირთი ატაროს, მაგრამ დატევით ვერ დაეტევა. 2014 წლის 11 ივნისს, ამ ავტომანქანას პარკირება არ ქონდა სამსახურში, ა-–---------------ზე იყო გაჩერებული.

28. პროკურორის დამატებით შეკითხვაზე განმარტა, რომ დაკვირვებით იცის, რომ ამ ავტომანქანაზე მისი ანალიზით, არ შეიძლება დაეტიოს 2 ტონა და ნახევარი სადენები.

29. მოწმის ი---- ი-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ე-------------------–იის კონტროლის თანამშრომლის თანამდებობაზე. მის კომპეტენციაში შედის მიღებისას თანამშომლების გადამოწმება, რამდენად ჯანსაღია ფსიქიკურად, არის თუ არა ნარკოტიკების მომხმარებელი და ა.შ. ი---- ხ--–---–-----ი, ბ------- ბ-–--–---–ი და ლ---- ტ-----–---–ი გამრიცხველიანობის სამსახურში იყვნენ. სამუშაო დღე იწყება 09:00 საათზე, თუმცა ამ პიროვნებებს ცოტა სხვანაირი გრაფიკი ქონდათ, ხშირად უწევდათ მივლინებაში წასვლა, ხან ადრე მისვლა და გვიან წასვლა, როგორც სამსახური მოითხოვდა.

30. მის კომპეტენციაში ასევე შედის კამერების შემოწმება. დილაობით კვირაში ორი სამჯერ ამოწმებენ კამერებს. როდესაც ეს შემთხვევა მოხდა, მათ კამერები შემოწმებული არ ქონდათ.

31. ე-------------------–იის შენობაში სამი კამერა დგას აღმოსავლეთის მხარეს, რომელიც ეზოს შემოსასვლელს აფიქსირებს. ერთი ფოიეში, უკან დასავლეთის მხარეს კარებთან და კიბეს ასასვლელთან, რომელიც კიბეს და მმართველის ოთახის კარებს აფიქსირებს. ზემოთ ორი კამერა, თავში და ბოლოში. სახურავზე განლაგებულია ორი კამერა, დასავლეთის მხარეს, რომლებიც ერთმანეთს უყურებენ და სამხრეთისკენ ორი კამერა. ტექნიკურად კამერებს ვერ გათიშავენ. კამერა შეიძლება გაითიშოს, როდესაც დიდი ხნით გამოირთვება ელექტროენერგია. იმ ოთახის გასაღები, საიდანაც კამერები ტექნიკურად იმართება ადრე კონტროლის სამსახურს ქონდა. მის გარდა გასაღები ქონდათ ს----------------–--ეს და მ-–-----------–---–ს. გამორიცხულია ვინმეს გაეთიშა კამერები. იმ დღეს სამსახურში იმყოფებოდნენ თ---- ზ------–---–ი, ი---- ხ--–---–-----ი, ლ---- ტ-----–---–ი, მუშა ლ---- დ------–---–ი, ი-----–---ი და სხვები აღარ ახსოვს. ი-----–---ი ხ--–---–-----ის, ბ-–--–---–ის და ტ-----–---–ის უფროსია. მათ აქვთ ჟურნალი და მოსვლისას და წასვლისას ხელს აწერენ თანამშრომლები.

32. ადვოკატის შეკითხვაზე განმარტა, რომ კამერები ინფორმაციას 24 დღის განმავლობაში ინახავს. კვირა ისე არ გავიდოდა, ერთხელ მაინც არ გაეკონტროლებინათ კამერა. მისივე ჩვენებით, შესაძლოა კიბის მიდგმით სახურავზე ისე ავიდეს ადამიანი, რომ კამერას გვერდი აუაროს. ერთდროულად არ შეიძლება კამერები გაითიშოს.ერთ კამერაზე, რომელიც დასავლეთის მხარესაა ჩანს, რომ ვიღაც ხელს აფარებს. კამერა, გაითიშა დაახლოებით 45 წუთიდან ერთ საათამდე დროით.

33. მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და ადასტურებს ოქმზე ხელმოწერის სისწორეს.

34. მოწმის მ------- ძ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სს „კ----------------------------–იაში“ საწყობის გამგის თანამდებობაზე. მასთან შედის მასალები და შემდეგ ნაწილდება სხვადასხვა სერვისცენტრში. ერთ დილას 09:00 საათზე, როდესაც მივიდა სამსახურში, ნახა, რომ პოლიციას მიყვანილი ყავდა დიდი მანქანა, რომელიც დატვირთული იყო ალუმინის მავთულის ხვიებით და გაიგო, რომ პოლიციამ გააჩერა ავტომანქანა და ამოიღო მავთული. შემდეგ დაათვალიერეს და აღწერეს ხვიები.

35. 2014 წელს, როდესაც ხდებოდა გამრიცხველიანობა, მისი კომპანიის თანამშრომლებს მასთან საწყობში შექონდათ დემონტირებული მავთულები. მათ შორის შეჰქონდა ხ--–---–-----ს, ბ-–--–---–სა და ტ-----–---–ს, რომლებიც ასევე მუშაობდნენ გამრიცხველიანობის ჯგუფში. ხ--–---–-----ი, ტ-----–---–ისა და ბ-–--–---–ის ჯგუფიდან ურთიერთობა ქონდა ხ--–---–-----თან, ვინაიდან, ის იყო ჯგუფის უფროსი და ხ--–---–-----ის არ ყოფნის შემთხვევაში იშვიათად ტ-----–---–თან.

36. დემონტაჟის შემდეგ, სანამ მასთან მიიტანდნენ მავთულს, მავთული ადგილზე იწონებოდა. აწონვას უდასტურებდა უფროსი და შემდეგ მიჰქონდათ მასთან. ის განმეორებით წონიდა და ამოწმებდა, რომ მანდვილად იგივე წონის მავთული მიიტანეს მასთან. ტვირთავდნენ სასაქონლო ზედნადებებს. დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი. წონებს შორის არსებითი სხვაობა არასდროს ყოფილა, მხოლოდ უმნიშვნელო 2-3 კგ. მიღება-ჩაბარების აქტები და სასაქონლო ზედნადებები ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს.

37. მისივე განმარტებით, ის მანქანა, რაც იმ დღეს პოლიციელებმა მიიყვანეს და მან ნახა, მის სამსახურთან არანაირ კავშირში არ იყო, ხოლო ის მავთული, რითიც იყო მანქანა დატვირთული, ისეთივე იყო, რაც ქონდათ მის კომპანიაში. მიტანილი მავთული, როგორც ახსოვს, წონით 2 ტონა და 260 კილო იყო, ხოლო ხვია 185 თუ 285 ზუსთად არარ ახსოვს. ეს ყველაფერი აქტში დაფიქსირდა რაზეც ხელი მოაწერა.

38. მანქანის პატრონს არ იცნობს, იცის, რომ კ--------–ელია. ამჯამად ამოღებული მავთული არის „კ----------------------------–იის“ ეზოში, განცალკევებით არის შენახული.

39. მანვე განმარტა, რომ დემონტაჟის შემდეგ მოტანილი მავთული ინახება მათი ადმინისტრაციული შენობის უკან, რომელიც მდებარეობს ქ.თელავში, ა-–---------------ზე N93-ში. ეს მავთული თავსდება, შენობის უკან და ქუჩიდან არ ჩანს. შენობა დაახლოებით 2 მეტრი სიმაღლის ცემენტის გალავნითაა შემოსაზღვრული. არასამუშაო საათებში, დარაჯი იმყოფება შენობაში. ეს მავთულები ძირითადად 2012-2013 წლებში შევიდა მათთან, როდესაც მოხდა დემონტაჟი და გამრიცხველიანობა. მან დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებულ ოქმებზე ხელმოწერების სისწორე.

40. მოწმის მ--–---- ი-----–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა სს კ----------------------------–იაში, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მისი ჯგუფის წევრები ამონტაჟებდნენ მრიცხველებს. მას ასევე ჰყავდა ინჟინრები. 2014 წელს სამუშაოები მიმდინარეობდა დედოფლისწყაროში, ლაგოდეხის რაიონში სოფელ კ----–ში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ი------------–--ში და ახმეტაში. ფაქტიურად მთელ კახეთში. 2014 წელს ელექტროსადენების შეცვლა და დემონტაჟი, რაც ახსოვს, განახორციელეს, სოფელ კ----–ში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჯ--------ეში, თელავის გასასვლელში. ი---- ხ--–---–-----ი, ლ---- ტ-----–---–ი და ბ------- ბ-–--–---–ი შეადგენდა ერთ ჯგუფს, რომელთაც ევალებოდათ მრიცხველის გადართვა, ჩამოხსნა, გაბმა და სადენების სამსახურში წამოღება. დემონტაჟს, რომელსაც უბანზე მანტიორი ასრულებდა, თვითონაც უნდა დასწრებოდა. ჩამოხსნილი სადენები იწონებოდა ადგილზე და შემდგომ საწყობში გადაჰქონდათ. საწყობშიც იწონებოდა, ნაკლებობა და მეტობა ბალანსდებოდა და ბარდებოდა საწყობის უფროსს. მავთული ეზოში ეყარა. დოკუმენტები საწყობის გამგეს ბარდებოდა. როდესაც მავთული მოსახლეს ეკუთვნოდა ის, საწყობში არ მიჰქონდათ. მავთული საწყობში ინახებოდა და იმ შემთხვევაში გამოჰქონდათ საწყობიდან, თუ სერვის ცენტრი წერილობით მიმართავდა.

41. მისივე განმარტებით, ყველა ჯგუფის უფროსს ჩაბარებული ჰქონდა მანქანა. „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსი. მას 2014 წლის 11 ივნისს, დილით ადრე, ი---- ხ--–---–-----მა სთხოვა მანქანა პირადი საქმისთვის და მან გაატანა. იმ დღეს ასევე ნახა ლ---- ტ-----–---–ი, ბ------- ბ-–--–---–ი არ უნახავს. 11 ივნისის ფაქტთან დაკავშირებით, ის თანამონაწილედ ჩათვალეს და გაათავისუფლეს სამსახურიდან.

42. მანვე განმარტა, რომ დ----- მ-----–-–---–ი და რ----- ტ-----–---–ი ჯგუფში მუშაობდნენ.

43. სამსახურში, „კ----------------------------–იის“ შენობაში, როგორც ახსოვს 12 იაფფასიანი კამერა იყო და ცოტა ხარვეზები ჰქონდათ. ორი კამერა უყურებდა იმ ადგილს, სადაც მავთულები ინახებოდა და შენობის სახურავზე კიბით შეიძლებოდა ასვლა.

44. მათი სამსხურის ყველა მანქანაზე იყო დაყენებული GPS. მცოდნე მძღოლს შეეძლო გაეთიშა GPS პროგრამა.

45. მოწმის დ----- მ-----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წელს პასუხისგებაში იყო მიცემული სს „კ----------------------------–იის“ კუთვნილ მავთულებთან დაკავშირებით. მან რ----- ტ-----–---–თან ერთად ჩააბარა 300 კგ. მავთული ვინმე მ------ს, ხოლო დანარჩენს 128 კგ.-ს ინახავდნენ რ----- ტ-----–---–ის სახლში. რომელიც შემდგომ გამომძიებლებმა ამოიღეს. მისი საქმე დამთავრდა და იგი იხდის სასჯელს. მას ბრალი ედებოდა მითვისებაში. იგი მუშაობდა სს „კ----------------------------–იაში.“ იგი სამსახურიდან იცნობს ი---- ხ--–---–-----ს, ლ---- ტ-----–---–ს და ბ------- ბ-–--–---–ს, მაგრამ მათთან ერთად არ ახორციელებდა მავთულის დემონტაჟს, „არ იღებდა მავთულს“ .

46. მოწმის რ----- ტ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის ივნისის თვეში მუშაობდა „ე-------------------–იაში,“ გამრიცხველიანობის ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე. მის ჯგუფში იყვნენ დ----- მ-----–-–---–ი, მ-----– ნ-------–---–ი და ზ----- ტ-----–---–ი. ი---- ხ--–---–-----ი და ბ------- ბ-–--–---–იც გამრიცხველიანობაზე მუშაობდნენ, ჯგუფის უფროსი ხ--–---–-----ი იყო. ლ---- ტ-----–---–ი სხვა მიმართულებით მუშაობდა და მათ სამსახურთან არ ჰქონდა შეხება. მას ბრალი წაუყნეს, იმიტომ, რომ როდესაც გამრიცხველიანობას აკეთებდნენ, მავთულებს აგროვებდნენ და შემდეგ ვინმე მ------სთან ჩააბარეს, რესტორან „-–------ში“ მანქანაში გადაულაგეს. მოგროვილი მავთულების ნაწილს, რაც არ ჩაუბარებიათ, სახლში ინახავდნენ და პოლიციამ ამოიღო.

47. მოწმის, დაზარალებულის წარმომადგენლის გ------- ზ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სს „კ----------------------------–იის“ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედის ქსელის ექსპლუატაცია, მიღებები, პროექტები, ზოგადად გამრიცხველიანობის საკითი და სხვა ტექნიკური საკითხები. სადენები იყო დემონტირებული და მიმდინარეობდა გამრიცხველიანობა. ხდებოდა მისი დემონტაჟი, შემდეგ წონიდნენ და საწყობში აბარებდნენ. 2014 წელს ძირითადად ლაგოდეხში მიმდინარეობდა გამრიცხველიანობა. ი---- ხ--–---–-----ი, ბ------- ბ-–--–---–ი და ლ---- ტ-----–---–ი მის სამსახურში მუშაობდნენ. ეს პიროვნებები გამრიცხველიანობის ჯგუფში იყვნენ. მან დანაშაულის შესახებ იცის, რომ სს „კ----------------------------–იის“ ეზოდან დაიკარგა სადენები. მერე შედგა კომისია, რომელმაც აწონა სადენები. აწონეს ის, რაც საქკაბელს გადაეცა და ისიც რაც გამოძიებამ დააბრუნა და სხვაობამ შეადგინა 2588 კგ. აქედან 400 კგ. აღიარეს რ----- ტ-----–---–მა და დ----- მ-----–-–---–მა. დარჩა 2160 კგ, რაც გამოდის 5616 ლარი.

48. მას მმართველმა უთხრა, რომ სადენები დაიკარგა, მასთან აღიარეს იმ პირებმა ვისაც თვლიან დამნაშავეებად და კამერებშიც ჩანს. იგი ითხოვს ზიანის ანაზღაურებას იმ პირისგან, ვინც წაიღო სადენები. ამჟამად სადენები ეზოში ინახება. გააძლიერეს დაცვის ზომები. ი---- ხ--–---–-----ი, ბ------- ბ-–--–---–ი და ლ---- ტ-----–---–ი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ვინაიდან, აღიარეს დანაშაული და ვიდეოკამერებშიც ჩანან.

49. ადვოკატის შეკითხვაზე განმარტა, რომ 2014 წლის მაისის თვიდან 2014 წლის 11 ივნისამდე სათაო ოფისში მიღებული იქნა 36 009 კილოგრამი ალუმინის მავთული, მათ შორის ფოლადნარევი 2689 კილოგრამი, აქედან საქკაბელზე გაიცა 28045 კილოგრამი, ხოლო აბონენტთა მომსახურების ცენტრებზე გაიცა 1474,5 კილოგრამი ალუმინის მავთული. კ-----------------------------------------–--მ გადმოსცა ამოღებული 2588 კილოგრამი ალუმინი.

50. პოლიციამ სადენები მათ მიუტანა მათივე სამსახურის მანქანით და კიდევ სხვა უცხო მანქანით.

51. ადვოკატის შეკითხვაზე განმარტა, რომ ზუსტად არ იცის საიდან წაიღეს სადენები, მაგრამ ლოგიკურია, რომ სადენებს წაიღებდნენ ეზოდან, თუმცა სადენების წაღება ერთჯერადად გაუჭირდებოდათ. სადენებს ობიექტიდან ვერ წაიღებდნენ, რადგან დემონტაჟის დროს ობიექტზე იწონება და აწონილი იგზავნება სათაოში, შემდეგ, კვლავ იწონება. სადენის მიმღებ პუნქტში ჩაბარებას ნებართვა სჭირდება, ჯართის ჩაბარებას არა. სადენების შეძენას რეგისტრაცია არ სჭირდება, ხოლო ჩაბარებას რაც შეეხებბა, მაშინ პოლიცია კითხულობს სადენი მათია თუ არა, ხოლო მოქალაქეს აქვს შეძენის საბუთი, ჩაბარებისას პოლიციას არ დაებადება კითხვა, თუ ვისია სადენები.

52. მანვე აჩვენა, რომ მასთან მისული იყო მოქალაქე ვ--–------ იგივე ვაჟა ბ----ე, უთხრა, რომ უნდოდა რეგისტრაციის აღდგენა, თავის ხაზზე და კითხა, როგორ უნდა გაეკეთებინა, კონსულტაცია სთხოვა. იგი მივიდა მის ობიქტზე და ნახა საყრდენები, სადაც ადრე დენის ხაზი გადიოდა და უთხრა, რომ იყო თავისი. ვაჟა ბ----ემ მის თანამშრომლებს უთხრა, რომ ნაწილი სადენების ჰქონდა და ნაწილზე ხარჯთაღვრიცხვა გაეკეთებინათ, მაგრამ ამ პროცესს მსვლელობა არ ქონია.

53. მოწმის გ------- მ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წელს მუშაობდა შსს თ--–---------------–-------------–--ს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. იგი სხვა გამომძიებლებთან ერთად იძიებდა ი---- ხ--–---–-----ის, ბ------- ბ-–--–---–ისა და ლ---- ტ-----–---–ის სისხლის სამართლის საქმეს. მან დაკითხა მოწმე მ------- ძ------–---–ი. დაკითხვა ჩატარდა კანონის სრული დაცვით.

54. მოწმის შ--–-- დ---–-----–---–ის ჩვენებითა და დვდ დისკის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მან ი---- ხ--–---–-----ის, ბ------- ბ-–--–---–ისა და ლ---- ტ-----–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე დაათვალიერა დვდ დისკი - სს „კ----------------------------–იის“ შენობის შიდა პერიმეტრის - დერეფანის და კიბის ასასვლელის ვიდეო ჩანაწერი, სადაც რაიმე მნიშვნელოვანი არ უნახავს. მან შეადგინა დათვალიერების ოქმი, სადაც სრულად ასახა დათვალიერების მიმდინერობა. (იხ. 2014 წლის 22 ივნისის დვდ დისკის დათვალიერების ოქმი - ტომი 1-ს.ფ.159-161).

55. მოწმის ლ-–- ო-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს თ--–---------------–--------------–ოს დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ი---- ხ--–---–-----ის, ბ------- ბ-–--–---–ისა და ლ---- ტ-----–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე, 2014 წლის 01 ივლისს, ლ---- ტ-----–---–ს და ი---- ხ--–---–-----ს წაუყენა ბრალი და დაკითხა ისინი ბრალდებულის სახით. მან შეადგინა დაკითხვის ოქმები, რასაც სრულად ეთანხმება.

56. მოწმის გ------- შ----------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ც--------–---------------–----------–-–--------------------ს დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან ი---- ხ--–---–-----ის, ბ------- ბ-–--–---–ისა და ლ---- ტ-----–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე 2014 წლის 15 აგვისტოს, პროკურორის დავალების საფუძველზე და მოსამართლის განჩინებით, ჩაატარა „მაგთიკომის“ ინფორმაციის გამოთხოვა. მან ეს ინფორმაცია ჩაწერა დისკზე და გადაგზავნა შსს თ--–---------------–-------------–--ში. მან შეადგინა ოქმი, სადაც სრულყოფილად ასახა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა.

57. მოწმის თ---------- ზ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წელს სულ რაღაც ორი კვირით მუშაობდა „კ----------------------------–იაში“ ღამის დარაჯად. მისი ოთახი მდებარეობდა პირველ სართულზე. იგი ძირითადად ფოიეში იმყოფებოდა და ღამით ორჯერ მაინც ახორციელებდა შემოვლას. ყოველ დილით 06:00 საათზე აღებდა კარებს. ამ დროს იწყებოდა მუშაობა და შემდეგ ვერაფერში ვერ ერეოდა. იმ დღეს, ტ-----–---–ი და ხ--–---–-----ი „მარშუტკით“ მივიდნენ. გაჩერდნენ ეზოში, მასთან შიგნით შევიდნენ, დაახლოებით ნახევარ საათში ყავა დალიეს და საუბრობდნენ ი-----–---იც იქ იყო. მ--–---- ი-----–---ი ანტენის გასასწორებლად ავიდა მაღლა და ჩამოვიდა. მათ სამსახურში ასევე მუშაობდა ლ---- დ------–---–ი, რომელიც ადრე მიდიოდა სამსახურში. იმ დღეს მათთან ერთდა იყო. შესაძლოა კიდევ ორი „მანტიორი“ ყოფილიყო, ზუსტად არ იცის. იგი მონაწილეობდა კამერის დათვალიერებაში და როგორც ახსოვს კამერას ეფარება ხელი 7-10 წუთი ითიშება და შემდეგ ისევ ირთვება. იგი არ შესწრებია ქურდობის ფაქტს, რომ ენახა რაიმე მსგავსი შემთხვევა, აუცილებლად მოახდენდა რეაგირებას.

58. მანვე განმარტა, რომ სადაც მავთულები ყრია იმ დღეს ბრალდებულები იქ არ გასულან.

59. მოწმის ა-–---- ბ---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წელს მუშაობდა შსს თ--–---------------–--------------–ოს დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე და მან გამოიძია ი---- ხ--–---–-----ის, ბ------- ბ-–--–---–ის და ლ---- ტ-----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება დაიწყეს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომ კ----------------------------–იიდან მოპარული იყო სადენები და მიქონდათ სარეალიზაციოდ. ეს სადენები ამოიღეს და ხელწერილით ჩააბარეს შესაბამის პირს. საქმეში ფიგურირებდნენ სხვა პირებიც რ----- ტ-----–---–ი და დ----- მ-----–-–---–ი, რომელთა საქმეც გამოიყო ცალკე წარმოებად და მათ მიმართ მითვისების მუხლით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მან დაათვალიერა დვდ დისკები, სადაც ასახულია, რომ უჩვეულო დროს სამსახურში შედის მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის ხ--–---–-----ი, შემდეგ ორ სამ წუთში ვიდეოგამოსახულებას უცხო ნივთი ეფარება, დაახლოებით 15-20 წუთში ირთვება კამერა. მანქანის ჯიპიარესი აფიქსირებს, რომ ეს მანქანა მიდის სოფელ კ--------–ში ჩამბარებელთან, მ------ უ----–-–---–თან, მ------ იგივე ი---- ხ--–---–-----ს სატელეფონო კონტაქტი აქვს ასევე ჩამბარებელთან. ამ დვდ დისკებზე იყო ასახული კ----------------------------–იის სათავლთავლო კამერების ჩანაწერი. ეს კამერები ეზოს შესასვლელსაც უყურებს, ხოლო ორი კამერა უყურებს იმ ადგილს სადაც დიდ გროვად ალაგია ელექტროსადენები და სადაც გაჩერდა ეს თეთრი ფერის მიკროავტობუსი. ზუსტად ეს კამერები გაითიშა. მან ი---- ხ--–---–-----ის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანიდან ამოიღო ჯიპიარესის მონაცემები და სატელეფონი ანძებიც გამოითხოვა და ეს ორი მიმართულება ემთხვევა ერთმანეთს - ი---- ხ--–---–-----მა როდესაც განახორციელა სატელეფონოო კონტაქტი დაფიქსირდა ანძაზე და ეს დაემთხვა მისი ჯიპიარესის მონაცემებს. მან ასევე კ----------------------------–იიდან ამოიღო შრომითი ხელშეკრულებები, ინვენტარიზაციის აქტები და სხვა დოკუმენტები. იგი ეთანხმება თავის ჩატარებულ ყველა საგამოძიებო მოქმედებას.

60. ადვოკატის შეკითხვებზე განმარტა, რომ ვიდაოკამერებში ზუსტად ახსოვს, რომ მ------ იგივე ი---- ხ--–---–-----ი ჩანს. მ------ უ----–-–---–ს ჰქონდა ფერადი ლითონების ჩაბარების ნებართვა, ამოიღეს თუ არა ეს დოკუმენტი არ ახსოვს. მან დაათვალიერა ვ--–------ ბ----ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული მაღალი ძაბვის ელექტრო ბოძები, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი. (იხ. ალუმინის მავთულის დათვალიერების ოქმი - ტომი 1 - ს.ფ34-36;. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი - ტომი 1. ს.ფ 121-123; დვდ დისკი N1ის დათვალიერების ოქმი - ტომი 1- ს.ფ 156-158; დვდ დისკი N2-ის დათვალიერების ოქმი - ტომი1. ს.ფ 162-164, 2014 წლის 23 ივნისის საგამოძიებო მოქმედების ოქმი - ტომი1 -ს.ფ. 165-167, დვდ დისკების დათვალიერების ოქმი - ტომი 2-ს.ფ.102-103; საგამოძიებო ექსპეტიმენტის ოქმი - ტომი 3. ს.ფ. 157-159; ხელშეკრელება N9 დათვალიერების ოქმი -ტომი3, ს.ფ. 199-200; საგამოძიებო ექსპეტიმენტის ოქმი - ტომი 3. ს.ფ. 201-203; ინვენტარიზაციის აქტის დათვალიერების ოქმი - ტომი 3. ს.ფ.-254-255; )

61. მოწმის ვ--–------ ბ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს გურჯაანის რაიონის სოფელ კ--------ში. მან 90-იან წლებში ჰქონდა მცირე საწარმო, ქონდა ფერმა, ჭაბურღილი, რომელიც ამჟამადაც მოქმედებს. იქ ქონდა ელექტროდენიც, მაგრამ იგი გაძარცვეს. მან მოასწრო ელქტროსადენების ჩამოჭრა და შეინახა სახლში, ხოლო ვინაიდან, დაცვა არ ყავდა მოპარეს ბოძები რომელზეც გადიოდა სადენები. მან გადაწყვიტა აღედგინა ელექტროობა და ე-------------------–იიდან ვინმე ზ-------–---–იც ყავდა ჩამოყვანილი აღდგენის თაობაზე, მაგრამ ისეთი თანხები სჭირდებოდა, რომ ვერ შეძლო აღდგენა. მას სახლში წაღებული სადენების ნაწილი თავის სიძეს მისცა ჩასაბარებლად, ხოლო ნაწილს სახლში ახლაც ინახავს. რამდენი კილო მისცა სიძეს არ იცის, არ აუწონია.

62. მისივე განმარტებით, მავთულები იყო სამწვერიანი და სიგრძით დაახლოებით ერთი კილომეტრი იყო.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

63. სასამართლომ, განიხილა რა ი---- ხ--–---–-----ის, ლ---- ტ-----–---–ისა და ბ------- ბ-–--–---–ის ბრალდების საქმე, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი---- ხ--–---–-----ის, ლ---- ტ-----–---–ისა და ბ------- ბ-–--–---–ის ბრალეულობას. საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებს.

64. ქურდობა ნიშნავს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას.

65. დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით ჩადენა, კი ნიშნავს იმას, რომ დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირები წინასწარ შეკავშირდნენ, შეთანხმდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩადენაში, ანუ წინასწარი შეთანხმებით მოქმედებენ ერთიანი დანაშაულებრივი განზრახვით.

66. მნიშვნელოვანი ზიანი კი არის ზიანი 150 ლარს ზევით.

67. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, ვერ დადასტურდა, რომ ი---- ხ--–---–-----მა, ლ---- ტ-----–---–მა და ბ------- ბ-–--–---–მა წინასწარი შეთანხმებით, ფარულად მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს სს „კ----------------------------–იის“ კუთვნილი სადენები.

68. ელექტროსადენების დათვალიერების ოქმით (ტომი 1, ს.ფ 9 ) დადგენილია, რომ 2014 წლის 11 ივნისს მ-----– ბ---------–---–მა თელავის რაიონში სოფელ წინანდალში საავტომობილო გზაზე დაათვალიერა მ------ უ----–-–---–ის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანის ძარაზე დატვირთული 232 გორგალი ელექტროსადენი, რომელიც უ----–-–---–ის განმარტებით 2500 კილოგრამია.

69. 2018 წლის 6 დეკემბერს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ მხარეთა მონაწილეობითა და ნივთმტკიცების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მ------- ძ------–---–ის თანდასწრებით, ყოფილი სს „კ----------------------------–იის“ ტერიტორიაზე დაათვალიერა ნივთმტკიცება.

70. დათვალიერების ოქმში არ ფიქსირდება, რომ ავტომანქანის ძარაზე ასევე იყო პოლიეთილენის ტომრებში მოთავსებული ელექტროსადენები. ტომრის ნახევები ნივთმტკიცების ადგილზე დათვალიერების დროს ნახა სასამართლომ. ნივთმტკიცების შენახვაზე პასუხისმგებელმა პირმა მ------- ძ------–---–მა დათვალიერების დროს განაცხადა, რომ მან პოლიციისგან ასევე ჩაიბარა ტომრებში მოთავსებული სადენები.

71. სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ უ----–-–---–მა აჩვენა, რომ 2014 წლის მაისში, მას დაურეკეს ვინმე რ----- ტ-----–---–მა და დ----- მ-----–-–---–მა და უთხრეს, რომ სოფელ ა-–----ში ჰქონდათ 300 კგ. ალუმინი და ყიდიდნენ. იგი წავიდა საკუთარი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით და მივიდა დანიშნულ ადგილზე, სადაც უთხრეს, რომ ალუმინი მათი იყო. მან სიტყვიერი გარიგებით იყიდა, ერთ კილოგრამზე 2 ლარი გადაუხადა. 9 ივნისს გაეცნო მ------ (იგივე ი----) ხ--–---–-----ი და უთხრა, რომ ალუმინს ყიდდა, მას მიუტანეს 500 კილოგრამი ალუმინი და მათაც უთხრეს, რომ მოპარული არ იყო და საკუთარი იყო. იმავე დღეს, კიდევ 100 კგ. მიუტანეს, ხოლო 11 ივნისს ლომისობის დღესასწაულზე, 1000 კილოგრამი მიუტანეს და ესეც იყიდა.

72. რ----- ტ-----–---–ის და დ----- მ-----–-–---–ის ჩაბარებული 300 კილოგრამი, შედგენოდა 35 გორგლისაგან, ხოლო ი---- ხ--–---–-----ის, ბ------- ბ-–--–---–ის და ლ---- ტ-----–---–ის მოტანილი შედგებოდა 197 გორგალისგან.

73. მისივე განმარტებით მას ძირითადად ი---- ხ--–---–-----თან ჰქონდა ურთიერთობა. ი---- ხ--–---–-----ს მოჰყვნენ ბ------- ბ-–--–---–ი და ლ---- ტ-----–---–ი, როდესაც სადენები მოუტანეს და გადმოტვირთვაშიც ეხმარებოდნენ.

74. სასამართლო სხდომაზე ამის საპირისპიროდ ასევე აჩვენა, რომ ბ------- ბ-–--–---–ი პოლიციაში ნახა და მანამდე არ ყავდა ნანახი.

75. სასამართლო ვერ გაიზიარებს მ------ უ----–-–---–ის ჩვენებას, ვინაიდან ის არის არაკეთილსინდისიერი მოწმე, მისი ჩვენება არადამაჯერებელია შემდეგი გარემოებების გამო. ის ჯერ ადასტურებს, რომ ბ------- ბ-–--–---–მა, ი---- ხ--–---–-----მა და ლ---- ტ-----–---–მა მიუტანეს სადენები, რომ ი---- ხ--–---–-----ს მიჰყვნენ ბ------- ბ-–--–---–ი და ლ---- ტ-----–---–ი და გადმოტვირთვაშიც ეხმარებოდნენ, ხოლო შემდეგ განმარტავს, რომ ბ------- ბ-–--–---–ი პოლიციაში ნახა და მანამდე ნანახი არ ჰყავდა. სასამართლოსთვის გაუგებარია, რომ თუ მ------ უ----–-–---–ი არ იცნობდა ბ------- ბ-–--–---–ს, მაშინ გამოძიებას და სასამართლოს რატომ უჩვენა, რომ ბ------- ბ-–--–---–ი, ლ---- ტ-----–---–თან ერთად ი---- ხ--–---–-----ს მანქანის გადმოტვირთვაში ეხმარებოდა. მის ასეთ ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებას ემყარება ბრალდების დადგენილება.

76. კეთილსინდისიერების კუთხით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ ფერადი ლითონის მიმღები პირი ვალდებულია სპეციალურ ჟურნალში დააფიქსიროს ჩამბარებელი პირის მონაცემები, მათ შორის პირადი ნომერი. ასეთი ჟურნალი მ------ უ----–-–---–ს არ აქვს, რაც თავის მხრივ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმადგენს. (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი 1792 მუხლი.)

77. ბრალდებული ი---- ხ--–---–-----ი ადასტურებს, რომ მან მ------ უ----–-–---–ს მაისის თვეში და არა 11 ივნისს, ჩააბარა ის ფერადი ლითონი, რომელიც მისი სიმამრის, ვ--–------ ბ----ის, საკუთრება იყო. ლითონის მიღების დროს მ------ უ----–-–---–ს წარუდგინა პირადობის მოწმობა, რომ დაეფიქსირებინა მისი მონაცემები, მაგრამ უ----–-–---–მა უპასუხა, რომ საჭირო არ იყო.

78. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ უ----–-–---–ი არასანდო მოწმეა, ის სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა კანონის გვერდის ავლით, არ აფიქსირებდა რა ჩამბარებელი პირის მონაცემებს. ასევე ჯერ დანაშაულის ჩადენაში ამხილა ბ------- ბ-–--–---–ი, ხოლო შემდეგ კი სასამართლოს განუმარტა, რომ არ იცნობს მას, პირველად პოლიციაში ნახა, მის ჩვენებაში ურთიერთგამომრიცხავი გარემოებების არსებობის გამო, სასამართლო არ იზიარებს მ------ უ----–-–---–ის ჩვენებას.

79. მოწმე ვ.ბ----ემ განმარტა, რომ მან გამომძიებელს წარუდგინა ხელშეკრულება, ელექტრო გადამცემი ხაზის თაობაზე და გამომძიებელმა დაათვალიერა ამ ხაზისგან დარჩენილი გადამცები ბოძები და გაზომა მანძილი. სისხლის სამართლის საქმეში (ტომი 3 ს.ფ. 198) დევს ვ--–------ ბ----ის მიერ გამომძიებლისთვის წარდგენილი ხელშეკრულება, დადებული 1991 წლის ივლისის თვეში დადებული ვ--------ის მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების მცირე საწარმო „კ--------ის“ დირექტორის შ--–-- ბ----ესა და კოოპერატივ „ენერგეტიკოსის“ დ-------------–---–ს შორის მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობის თაობაზე.

80. საამშენებლო სამუშაოები განისაზღვრა ოცი ათასი მანეთით.

81. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (ტომი 3 ს.ფ 201-203) დადგენილია, რომ გამომძიებელმა ა-–---- ბ---–---–მა ვ--–------ ბ----ის მონაწილეობით გაზომა ის ტერიტორია, სადაც სავარაუდოდ გადიოდა ვ.ბ----ის მიერ ნაჩვენები ელექტრო გადამცემი ხაზები. დადგინდა მანძილი, რაც 1200 მეტრს წარმოადგენს.

82. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვ--–------ ბ----ეს ნამდვილად ჰქონდა ალუმინის ელექტროსადენები და რაც სიძეს, ი---- ხ--–---–-----ს გადასცა. ამდენად ი---- ხ--–---–-----ის ჩვენება, რომ მან ტომრებით ჩააბარა ის ალუმინის სადენები, რაც სიმამრმა ვ--–------ ბ----ემ მისცა, სარწმუნოა, მითუმეტეს, რომ ნივთმტკიცების დათვალიერებისას სასამართლომ ნახა პოლიეთილენის ტომრების ნახევები.

83. ბრალდების ვერსიით ბ------- ბ-–--–---–მა, ი---- ხ--–---–-----მა და ლ---- ტ-----–---–მა 2014 წლის 11 ივნისს გათიშეს სს „კ----------------------------–იის“ კუთვნილი ორი სათვალთვალო კამერა, ეზოდან გაიტაცეს სადენები და იმავე დღეს 1000 კილოგრამი ალუმინის სადენი ჩააბარეს მ------ უ----–-–---–ს.

84. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იყო უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით დგინდება, რომ 06:24 საათზე და 06:25 საათზე ითიშება ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე კამერა. გათიშვამდე ფიქსირდება, რომ ეზოში მოძრაობს მიკროავტობუსის სტილის ავტომანქანა, თუმცა ვერ დგინდება ავტომანქანის მოდელი და სახელმწიფო ნომერი.

85. შენობის შიდა ჩანაწერებით (ჩანაწერი ფაილი CH05-20140611 – 053001) გდინდება, რომ 06:16 საათზე შენობაში მოძრაობს რამდენიმე მამაკაცი, ერთ ერთს ხელში უჭირავს ელექტრო ჩაიდანი. მამაკაცები შედიან ერთ ოთახში და გარკვეული პერიოდი იქ რჩებიან. შენობიდან, იმ პერიოდში როცა გარე კამერა ითიშება, ისინი არ გადიან. გამოძიების ეტაპზე არ ჩატარებულა ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა, რომ დადგენილიყო, თუ ვინ არის ის ხალხი, რომელიც შენობის შიდა კამერით ფიქსირდება. სასამართლო გაიზიარებს ბრალდებულ ი---- ხ--–---–-----ის ჩვენებას, რომ ფირზე ასახულია თვითონ და ამ ფირით დგინდება, რომ მაშინ როდესაც გარე კამერები გაითიშა, ის შენობაში იმყოფებოდა და ეზოში არ გასულა.

86. აღნიშნული ასევე დაადასტურა დარაჯმა, მოწმე თ---------- ზ------–---–მა, რომელმაც აჩვენა, რომ 2014 წლის 11 ივნისს, ლ---- ტ-----–---–ი და ი---- ხ--–---–-----ი „მარშუტკით“ მივიდნენ, მანქანა გაჩერდნენ ეზოში და შიგნით შევიდნენ მასთან, დაახლოებით ნახევარ საათში ყავა დალიეს და საუბრობდნენ. შენობაში ასევე იმყოფებოდა მ--–---- ი-----–---ი და ლ---- დ------–---–ი. იგი მონაწილეობდა კამერის დათვალიერებაში და, როგორც ახსოვს, კამერას ეფარება ხელი 7-10 წუთი ითიშება და შემდეგ ისევ ირთვება. იგი არ შესწრებია ქურდობის ფაქტს, რომ ენახა რაიმე მსგავსი შემთხვევა, აუცილებლად მოახდენდა რეაგირებას. იმ ადგილზე სადაც მავთულები ყრია იმ დღეს ლ---- ტ-----–---–ი და ი---- ხ--–---–-----ი არ გასულან.

87. მოწმე თ---------- ზ------–---–მა დაადასტურა, რომ შიდა კამერით გადაღებულ ფირში ჩანს, რომ სხვა პირებს შორის მასთან ერთად იმყოფება ლ---- ტ-----–---–ი და ი---- ხ--–---–-----ი. რაც შეეხება ბ------- ბ-–--–---–ს, ის საერთოდ არ ჩანს არც ფირში და ვერც ვერავინ ადასტურებს, რომ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს იქ იმყოფებოდა.

88. ის ფაქტი, რომ ბ------- ბ-–--–---–ი 11 ივნისს დილით არ იმყოფებოდა სამსახურში დაადასტურა მოწმე მ--–---- ი-----–---მა, განმარტა, რომ 2014 წლის 11 ივნისს, დილით ადრე, ი---- ხ--–---–-----მა სთხოვა მანქანა და მან გაატანა. იმ დღეს ასევე ნახა ლ---- ტ-----–---–ი, ბ------- ბ-–--–---–ი არ უნახავს.

89. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ ბრალდებულ ლ---- ტ-----–---–ის ჩვენებით ადმინისტრაციულ შენობაში ღამის თევით რჩებოდა კომერციული დირექტორი დ----- ტ----ე. გამოძიებას არ დადუდგენია და სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა ასეთი მოწმე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბრალდების მიხედვით, ბრალდებულები მაისის თვიდან 11 ივნისის ჩათვლით ეტაპობრივად იპარავდნენ ალუმინის სადენს, შესაძლოა ამ მოწმეს დაედასტურებინა ან უარეყო ხსენებული გარემოება.

90. ნივთმტკიცების ადგილზე დათვალიერების დროს გაირკვა, რომ ნივთმტკიცებას უკავია საკმაოდ მოცულობითი ადგილი. ნივთმტკიცება წარმოადგენს სხვადასხვა დიამეტრის ალუმინის გორგალს ოქმის მიხედვით 232 ცალს. მოწმე მ------ უ----–-–---–ი განმარტავს, რომ მას 11 ივნისს ბრალდებულებმა მიუტანეს 1000 (ათასი) კილოგრამი ალუმინის მავთული. გამოძიებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის გზით არ დადგენილა ამ წონის და მოცულობის ალუმინის მავთულის გორგალი დაეტეოდა თუ არა იმ ავტომანქანაზე, რომლითაც სამხასურებრივად სარგებლობდნენ ბრალდებულები.

91. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდების კიდევ ერთ მტკიცებულებას ავტომანქანის GPS მონაცემებს. (ტომი 1. ს.ფ106) ამ მონაცემებით დგინდება Q------ სახელმწიფო ნომრის ავტომანქანის გადაადგილება 2014 წლის 11 ივნისის 05:31 საათიდან 08:24 საათის შუალედში. ბრალდებულმა ი---- ხ--–---–-----მა დაადასტურა, რომ ვინაიდან, საკუთარი ავტომანქანა გაუფუჭდა სამსახურის მანქანით, რომელსაც მართავდა ლ---- ტ-----–---–ი, მივიდა სოფელ კ--------–ში, სადაც მ------ უ----–-–---–ს ესაუბრა ჯართთან დაკავშირებით. მას სურდა ახმეტის რაიონის ერთ ერთი სოფლიდან წამოეღო და ჩაებარებინა ჯართი, მიტოვებული, დაშლილი ტრაქტორი. იგი მ------ს სახლთან შეხვდა, დაახლოებით 15 წუთიდან ნახევარი საათი პირისპირ ესაუბრა. საუბრის დროს გაირკვა, რომ ჯართის მიტანა უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე მ------ უ----–-–---–ი გადაუხდიდა და ამის გამო ვერ შეთანხმდნენ.

92. ბრალდებულებს ი---- ხ--–---–-----ს, ბ------- ბ-–--–---–სა და ლ---- ტ-----–---–ს ბრალად ერაცხებათ, რომ 2014 წლის მაისის თვიდან 11 ივნისამდე, „კ----------------------------–იიდან“ იპარავდნენ და მ------ უ----–-–---–ს აბარებდნენ ალუმინის მავთულს. მ------ უ----–-–---–ი განმარტავს, რომ მ------ (იგივე ი----) ხ--–---–-----ი გაიცნო 9 ივნისს, და მისგან იმავე დღეს ორჯერ, ჯერ 500 კილოგრამი ალუმინი და შემდეგ კიდევ 100 კგ. მავთული ჩაიბარა, ხოლო 11 ივნისს ლომისობის დღესასწაულზე, 1000 კილოგრამი ალუმინი მიუტანეს და ესეც იყიდა.

93. მ------ უ----–-–---–ის ჩვენების მიხედვით მან ალუმინი ბრალდებულებისგან ჩაიბარა 9 და 11 ივნისს. ასეთ ვითარებაში გამოძიება უნდა დაინტერესებულიყო და თუ მაისის თვის დასაწყისიდან არა, 9 ივნისიდან მაინც უნდა ამოეღო სამსახურებრივი ავტომანქანის GPS მონაცემები, რაც გაამყარებდა ან უარყოფდა მ------ უ----–-–---–ის ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებას.

94. საქმის მასალების მიხედვით სამივე ბრალდებულს 2014 წლის 30 ივნისს (ტომი 2 ს.ფ 5, 15, 25) წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის 2 ნაწილის ა, გ, დ ქვეპუნქტებითა და 177 მუხლის მეორე ნაწილის ა და მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით. ბრალის წარდგენას წინ უსწრებდა ი---- ხ--–---–-----ის, ბ------- ბ-–--–---–სა და ლ---- ტ-----–---–ის შინაარსობლივად ერთნაირი ჩვენებები (ტომი1 ს.ფ 23, 27, 37) რომლის მიხედვითაც მათ ნაწილი სადენები დემონტაჟის შემდეგ საწყობში აღარ ჩააბარეს და მიითვისეს. გამოძიებამ „კ----------------------------–იიდან“ გამოითხოვა ი---- ხ--–---–-----ის, ბ------- ბ-–--–---–ისა და ლ---- ტ-----–---–ის სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილი დემონსტრირებისა და მიღება ჩაბარების აქტები, დარწმუნდა რომ მითვისებას ადგილი არ ჰქონია და 2014 წლის 04 ოქტომბერს (ტომი 3, ს.ფ 256, 264, 272) ი---- ხ--–---–-----ს, ბ------- ბ-–--–---–სა და ლ---- ტ-----–---–ს წარედგინათ ახალი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, იმ განსხვავებით, რომ მანამდე ბრალად შერაცხული მითვისებული ქონება, ფარულად დაუფლებულ ქონებით ჩანაცვლდა და ქურდობაზე გადაკვალიფიცირდა.

95. სასამართლოსთვის გაუგებარია თუ, მაისის თვიდან 11 ივნისის ჩათვლით, ი---- ხ--–---–-----ი, ბ------- ბ-–--–---–ი და ლ---- ტ-----–---–ი ეტაპობრივად იპარავდნენ ალუმინის მავთულს, რაც საკმაოდ მოცულობითია, როგორ ვერ შეამჩნია „კ----------------------------–იის“ ადმინისტრაციამ. საქმის მასასლების მიხედვით, მათ ქურდობის თაობაზე პოლიციამ, ოპერატიული ინფორმაციის მიღებისა და მ------ უ----–-–---–ის გაჩერების შემდეგ შეატყობინა. მანამდე არცერთ ფაქტზე ქურდობის მუხლით გამოძიება არ დაწყებულა.

96. სასამართლო განიხილავს ბრალდების მხარის კიდევ ერთ მტკიცებულებას, შემავალ და გამავალ სატელეფონო ზარებს. ბრალდების მხარის აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სატელეფონო ზარების შემავალი და გამავალი დეტალური ნუსხით დასტურდება, რომ ი.ხ--–---–-----ი მოპარულ ფერად ლითონს აბარებდა რა მ------ უ----–-–---–ს, წინასწარ უკავშირდებოდა ტელეფონით. სასამართლო განმარტავს, რომ შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების დეტალური ნუსხა იძლევა შესაძლებლობას დადგინდეს, მხოლოდ კონკრეტულ ტელეფონის ნომრებს შორის სატელეფონო კავშირის არსებობა და კავშირის დრო. მისი ანალიზით, ობიექტურად შეუძლებელია საუბრების შინაარსობრივი მხარის დადგენა, თუ რაზე საუბრობდნენ სატელეფონო კომუნიკაციის სუბიექტები განხორციელებული ზარების დროს, ანუ ობიექტურად შეუძლებელია აღნიშნული მტკიცებულება ადასტურებდეს მოპარული ფერადი ლითონის თაობაზე მხარეებს შორის მოლაპარაკებას. კიდეც რომ არასადავოდ მივიჩნიოთ ი---- ხ--–---–-----სა და მ------ უ----–-–---–ს შორის სატელეფონო კომუნიკაცია ბრალდების გასამყარებლად უნდა დასტურდებოდეს, რომ ი---- ხ--–---–-----მა, ბ------- ბ-–--–---–მა და ლ---- ტ-----–---–მა წინასწარი შეთანხმებით მოიპარეს ფერადი ლითონი, რასაც აღნიშნული მტკიცებულება ვერ ადასტურებს, მითუმეტეს, რომ კომუნიკაციის ორივე მხარე ადასტურებს სხვადასხვა გარემოებებს, რაზეც მათ ისაუბრეს.

97. ამრიგად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება ინფორმაციის წყაროა, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

98. მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენსა და პირის დამნაშავედ ცნობას, უნდა შეფასდეს ორი მთავარი კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ, მათი უტყუარობის თვალსაზრისით, პირველ რიგში, ხოლო შემდეგ – მათი საკმარისობის თვალსაზრისით, თუკი ისინი უტყუარად იქნება მიჩნეული, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე დროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილი კიდევ უფრო აზუსტებს აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებას კონკრეტულად მტკიცებულებებთან მიმართებით, რომლის მიხედვით, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. გარდა ამისა, იმავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. თუ რას გულისხმობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, ამას განმარტავს საქართველოს სსსკ–ის მე–3 მუხლის მე–13 პუნქტი, რომელიც უთითებს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობაზე, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს აგრეთვე საქართველოს სსსკ–ის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დებულება, რომლის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

99. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულები ი---- ხ--–---–-----ი, ბ------- ბ-–--–---–ი და ლ---- ტ-----–---–ი წარდგენილ ბრალდებაში სრულად უნდა გამართლდენ, ვინაიდან, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა მათ მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე, 258-ე, 260-ე, 269 - 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

100. ი---- ხ--–---–-----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.

101. ლ---- ტ-----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.

102. ბ------- ბ-–--–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.

103. ი---- ხ--–---–-----ის, ლ---- ტ-----–---–ისა და ბ------- ბ-–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 ივლისის N12-266-14 განჩინებით დაყადაღებულ ე---------- ბ----ის (პირადი №1----------) კუთვნილ უძრავ ქონებას და თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 ივლისის N12-267-14, N12-268-14 განჩინებებით დაყადაღებულ რ----- ი-----–---ის (პირადი №2----------) კუთვნილი უძრავ ქონებას.

104. ნივთიერი მტკიცებულება - ალუმინის სადენები, რაც ინახება სს „კ----------------------------–იის სათავსოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

105. ექვსი ცალი სი დი დისკი, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

106. გამართლებულებს უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

107. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

108. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური