გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 030210018002323490
N 2/226-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.11.2018 წელი ქ.ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე შპს ,,ბ---”
დირექტორი რ---- ა----–--ე
მოპასუხე შპს ,,ს----------–-------–------–--“
წარმომადგენლები: ზ---- ი------ი, თ----- გ-------–---ი
დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს შპს ,,ს----------–-------–------–--ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 7000 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 04 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 128 877 ლარით. თუმცა, მოსარჩელემ ნაცვლად 128 877 ლარის სამუშაოების შესრულებისა შეძლო შეესრულებინა მხოლოდ 25000 ლარის ღირებულების სამუშაოები. რადგან, მოსარჩელე მითითებული ხელშეკრულების მიხედვით ვალდებული იყო სამუშაოები შეესრულებინა დამკვეთის მიერ მითითებული მოცულობებისა და პირობების შესაბამისად, რომლის გათვალისწინებით მოსარჩელემ ობიექტზე ბრტყელი სახურავის ქანობის მოსაწყობად გამოიყენა სამშენებლო მასალა - პემზა, რომლის რაოდენობა გახდა სახურავის დამატებითი დატვირთვის და ჩამონგრევის მიზეზი ნათქვამია თვით მოპასუხის მიმართვის საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, რაც სადავო არ გამხდარა. რის გამოც, არაერთხელ იქნა მოსარჩელის მიერ სიტყვიერი თუ წერილობითი განცხადებით მოპასუხისათვის მიმართული შესრულებული სამუშაოების ღირებულების 25000 ლარის ანაზღაურების შესახებ თუმცა, უშედეგოდ.
2017 წლის 05 იანვარს მოპასუხემ მოსარჩელეს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 25000 ლარი, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების თანახმად 2017 წლის 03 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
მოსარჩელე მოპასუხის ქმედებით დაზარალდა ერთი მხრივ იმ გარემოებით, რომ დააკლდა გამოცდილება რომელსაც ამ კონკრეტული სახელმწიფო შესყიდვით ელოდებოდა, კერძოდ, 128877 ლარის ღირებულების ნაცვლად თავის გამოცდილებას დაამატა მხოლოდ 25000 ლარის ღირებულების გამოცდილება, რაც არც კი ასახულა ერთიან ელექტრონულ სისტემაში. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ამ კონკრეტულ ტენდერზე მოსარჩელესვადაგადაცილებული დღეები უფიქსირდება და ხდება მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის შემლახავი გარემოების საფრთხისშემცველი. ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელემ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში განიცადა გარკვეული სახის მატერიალური ზიანი. კერძოდ, მოსარჩელის დირექტორს - წარმომადგენელს ფიზიკური პირის სახით საქართველოს ბანკთან გაფორმებული ქონდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე გახდა სოლიდარული მოვალე/თანამსესხებელი და მასზე სრულად გავრცელდა ხელშეკრულებისა და მისი დანართებით გათვალისწინებული უფლება მოვალეობანი. მათ შორის პირგასამტეხლო შესასრულებელი ვალდებულების ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლო და მისი ოდენობა განსაზღვრულია ასევე, 2016 წლის 04 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 11.3 პუნქტში , რომლის თანახმად, მიმწოდებელი უფლებამოსილია მოთხოვოს შემსყიდველს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოცემულ მომენტში გადასარიცხი თანხის 0.1%-ის ოდენობით.
დავის საგანი - 7000 ლარი გამოანგარიშებულია 2016 წლის 01 აპრილიდან 2017 წლის 05 იანვრამდე (ხელშეკრულების 11.3 პუნქტი) ანუ 280 დღე x 0.1 % (25000ლარის) დღეში უდრის 25 ლარს. ხელშეკრულების შეწყვეტა არ მომხდარა - გავიდა ვადები. 2016 წლის 04 მარტისთვის უნდა შესრულებულიყო სამუშაოები, 01 აპრილი არის ის დრო აღებული გონივრული ვადით, იქედან თუ რა ვადა იყო საჭირო მიღება-ჩაბარების აქტი რომ გაფორმებულიყო, რომელიც არ გაფორმებულა.
ამდენად, მითითებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოსარჩელეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება, რომლის გათვალისწინებით გაუგზავნეს წერილობითი მოთხოვნა მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ, სადაც ასევე აღინიშნა, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გამოყენებული იქნებოდა სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, განმარტეს, რომ ის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, დაკმაყოფილდა შპს ,,ბ---ს“ სარჩელი შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. შპს ,,ს----------–-------–------–--ს“ მოსარჩელის შპს ,,ბ---ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 25000 ლარი და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 750 ლარის გადახდა. არ დაკმაყოფილდა შპს ,,ს----------–-------–------–-ის შეგებებული სარჩელი შპს ,,ბ---ს“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
3.1.2. 2016 წლის 04 იანვარს შპს ,,ს----------–-------–------–--სა" და შპს ,,ბ---ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ბ---ს“ უნდა განეხორციელებინდა შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ კუთვნილი საამქროს სარემონტო სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 128877 ლარით.
3.1.3. შენობის სახურავის სარემონტო სამუშაოების წარმოებისას ჩამოინგრა შენობის სახურავი, რის გამოც ვერ გაგრძელდა სარემონტო სამუშაოები.
3.1.4. მოპასუხემ მოსარჩელეს არ გადაუხადა შესრულებული სამუშაოების ღირებულება 25000 ლარი.
3.1.5. შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ დაკვეთით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატრა ექსპერტიზა, რომლის N001468416 დასკვნით, შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ კუთვნილი მექანიზმებით საამქროს შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მომხდარი ავარია გამოწვეულია არასათანადო დონეზე ჩატარებული კვლევით და პემზის 10 სმ-იანი თბოსაიზოლაციო ფენის და ქვიშა ცემენტის ხსნარის მოჭიმვის მოწყობის შედეგად წარმოქმნილი დამატებითი ფატვირთვებით, რომელმაც გადააჭარბა გადახურვის წიბოვანი ფილის ზიდვის უნარის ზღვრულ მნიშვნელობას.
3.1.6. შპს ,,ბ---ს'' სახურავის ჩამონგრევამდე შესრულებული ჰქონდა სამუშაოების ნაწილი, რომლის ღირებულება შეადგენს 25000 ლარს.
3.1.7. შპს ,,ს----------–-------–------–-ის'' კუთვნილი შენობის სახურავის ჩამონგრევა გამოწვეულია დამკვეთის შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ ბრალით.
4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. შპს ,,ს----------–-------–------–--სა“ და შპს ,,ბ---ს“ შორის დადებული 2016 წლის 04 იანვრის ხელშეკრულების 11.3. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 7.2. პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს შემსყიდველს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოცემულ მომენტში გადასარიცხი თანხის 0.1%-ის ოდენობით.
4.2.2. შპს ,,ს----------–-------–------–--სა“ და შპს ,,ბ---ს“ შორის დადებული 2016 წლის 04 იანვრის ხელშეკრულების 7.2. პუნქტის შესაბამისად, ანგარიშსწორება მიმწოდებელთან შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც მთლიანად, ასევე, ეტაპობრივად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის განმავლობაში.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
უნდა დაკმაყოფილდეს შპს ,,ბ---ს“ სარჩელი შპს ,,ს----------–-------–------–-ისათვის“ პირგასამტეხლოს სახით 7000 ლარის დაკისრების თაობაზე.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
7. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის, პირგასამტეხლო არისმხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ის ერთგვარი სტიმულია ვალდებულების შესრულებისთვის, რადგან ურთიერთობის მონაწილემ იცის, რომ თუ არ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მას მოუწევს გარკვეული ფულადი თანხის გადახდა.
პირგასამტეხლო მოვალეს ეკისრება უპირობოდ, ანუ სულ ერთია კრედიტორმა განიცადა ზიანი თუ არა. ვალდებულების დარღვევის ფაქტი უკვე საკმარისი მიზეზია რომ კრედიტორმა მოითხოვოს პირსაგამტეხლოს გადახდა.
არსებობს ალტერნატიული და კუმულატიური პირგასამტეხლო: პირველი გხვდება მაშინ, როცა დაზარალებულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს ან პირგასამტეხლო ანაზღაურება, ან დაკისრებული ვალდებულების შესრულება, ანდა ხელშეკრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. მეორე შემთხვევაში, დაზარალებულს შეუძლია როგორც პირგასამტეხლოს, ასევე ზიანის ანაზღაურება ან დაკისრებული ვალდებულების შესრულება.
ხელშეკრულების დადებისას მხარეებს შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ პირსაგამტეხლოს რაოდენობა, რომელიც შესაძლოა ბევრად აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს. ზოგადად პირგასამტეხლო უნდა შეესაბამებოდეს სავარაუდო ზიანის რაოდენობას.
2016 წლის 04 იანვარს შპს ,,ს----------–-------–------–--სა და შპს ,,ბ---ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ბ---ს“ უნდა განეხორციელებინდა შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ კუთვნილი საამქროს სარემონტო სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 128877 ლარით.
შენობის სახურავის სარემონტო სამუშაოების წარმოებისას ჩამოინგრა შენობის სახურავი, რის გამოც ვერ გაგრძელდა სარემონტო სამუშაოები.
მოპასუხემ მოსარჩელეს არ გადაუხადა შესრულებული სამუშაოების ღირებულება 25000 ლარი.
შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ დაკვეთით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატრა ექსპერტიზა, რომლის N001468416 დასკვნით, შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ კუთვნილი მექანიზმებით საამქროს შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მომხდარი ავარია გამოწვეულია არასათანადო დონეზე ჩატარებული კვლევით და პემზის 10 სმ-იანი თბოსაიზოლაციო ფენის და ქვიშა ცემენტის ხსნარის მოჭიმვის მოწყობის შედეგად წარმოქმნილი დამატებითი ფატვირთვებით, რომელმაც გადააჭარბა გადახურვის წიბოვანი ფილის ზიდვის უნარის ზღვრულ მნიშვნელობას.
შპს ,,ბ---ს'' სახურავის ჩამონგრევამდე შესრულებული ჰქონდა სამუშაოების ნაწილი, რომლის ღირებულება შეადგენს 25000 ლარს.
შპს ,,ს----------–-------–------–-ის'' კუთვნილი შენობის სახურავის ჩამონგრევა გამოწვეულია დამკვეთის შპს ,,ს----------–-------–------–-ის ბრალით.
შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ დაკვეთით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატრა ექსპერტიზა, რომლის N001468416 დასკვნით, შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ კუთვნილი მექანიზმებით საამქროს შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მომხდარი ავარია გამოწვეულია არასათანადო დონეზე ჩატარებული კვლევით და პემზის 10 სმ-იანი თბოსაიზოლაციო ფენის და ქვიშა ცემენტის ხსნარის მოჭიმვის მოწყობის შედეგად წარმოქმნილი დამატებითი ფატვირთვებით, რომელმაც გადააჭარბა გადახურვის წიბოვანი ფილის ზიდვის უნარის ზღვრულ მნიშვნელობას.
შპს ,,ბ---ს'' სახურავის ჩამონგრევამდე შესრულებული ჰქონდა სამუშაოების ნაწილი, რომლის ღირებულება შეადგენს 25000 ლარს.
შპს ,,ს----------–-------–------–-ის'' კუთვნილი შენობის სახურავის ჩამონგრევა გამოწვეული იყო დამკვეთის შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ ბრალით.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, დაკმაყოფილდა შპს ,,ბ---ს“ სარჩელი შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. შპს ,,ს----------–-------–------–--ს“ მოსარჩელის შპს ,,ბ---ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 25000 ლარი და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 750 ლარის გადახდა. არ დაკმაყოფილდა შპს ,,ს----------–-------–------–-ის შეგებებული სარჩელი შპს ,,ბ---ს“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
შპს ,,ს----------–-------–------–--სა“ და შპს ,,ბ---ს“ შორის დადებული 2016 წლის 04 იანვრის ხელშეკრულების 11.3. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 7.2. პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს შემსყიდველს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოცემულ მომენტში გადასარიცხი თანხის 0.1%-ის ოდენობით.
შპს ,,ს----------–-------–------–--სა“ და შპს ,,ბ---ს“ შორის დადებული 2016 წლის 04 იანვრის ხელშეკრულების 7.2. პუნქტის შესაბამისად, ანგარიშსწორება მიმწოდებელთან შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც მთლიანად, ასევე, ეტაპობრივად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის განმავლობაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მსჯელობას დავის საგნის - 7000 ლარის გამოთვლისა და გამოანგარიშების შესახებ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ პირგასამტეხლო უნდა აითვალოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებიდან, რადგან პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარეობს. პირგასამტეხლოს დაკისრება იმ პერიოდიდან უნდა აითვალოს, როდესაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და თანხა არ გადაიხადა მოპასუხემ.
სასამართლო გადაწყვეტილება უკვე ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს და იგი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას არ შეიცავს. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანიდან პირგასამტეხლოს გამოანგარიშება არამართებული იქნება.
8. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 210 ლარის ოდენობით გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს შპს ,,ბ---ს“ სარჩელი შპს ,,ს----------–-------–------–-ისათვის“ პირგასამტეხლოს სახით 7000 ლარის დაკისრების თაობაზე.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე