გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210018002674060
N2-1140-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხ-–------ რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე ზ------–----ძე
წარმომადგენელი ნინო იასაღაშვილი
მოპასუხეები: თ------------–--------------------–--ე
დავის საგანი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ყადაღისაგან გათავისუფლდეს შემდეგი ქონება: 1. კომპიუტერის კომპლექტი ღირებული 700 ლარად; 2. კომპიუტერის მაგიდა ღირებული 70 ლარად; 3. ,,ჰიტაჩის" ფირმის მაცივარი ღირებული 800 ლარად; 4. ,,ევროგაზის" ფირმის გაზქურა ღირებული 500 ლარად; 5. 6 ცალი ხის სკამი, ღირებული 500 ლარად; 6.ავეჯი ,,კედელი" ღირებული 800 ლარად;
სარჩელი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე: გ--------------–-ძის სასარგებლოდ თ------------–----ათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ ყადაღა დაედო მოძრავ ნივთებს, რომლებიც აღმასრულებელმა თ------------–---- საკუთრებად მიიჩნია. ზ------–----ძის განმარტებით კი დაყადაღებული ნივთები მოსარჩელეს ეკუთვნის.
2. მოპასუხის პოზიცია
გ--------------–-ძემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო. თ------------–--ემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მოსარჩელის შვილის მარიამ გოგალაძისათვის გ--------------–-ძის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, 2018 წლის 1 ოქტომბერს, აღწერა და ყადაღა დაადო ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------–- მდებარე ქონებას - სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულ ნივთებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2018 წლის 1 ოქტომბრის აქტი (ს.ფ. 18-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის მითითებით, აღმასრულებლის მიერ აღწერილი და ყადაღადადებული ნივთები მოვალეს არ ეკუთვნის და მისი საკუთრებაა, რის დასადასტურებლადაც მიუთითა სესხის შესახებ ხელშეკრულებებზე, საგარანტიო ტალონებზე, ცნობაზე და მოწმების ე-–---------–-–---–-ს და ნ------------–--ლის ჩვენებებზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დადგინდა, რომ მასში აღნიშნული ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, 44-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 172-ე მუხლები. სამართლებრივი შეფასება
6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს;
6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის);
6.3. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, აღმასრულებელელმა გადახდევინება უნდა განახორციელოს მოვალის კუთვნილი ქონებიდან;
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. ნივთების დაყადაღებით მოსარჩელეს აეკრძალა ამ ნივთების განკარგვა – ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადება. ვინაიდან, მხარეებმა სადავოდ არ გახადეს, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაყადაღებული ქონება მოსარჩელის და არა მოვალის საკუთრებაა, შესაბამისად, მათზე გადახდევინების მიქცევა არ შეიძლება, ამიტომ უნდა გათავისუფლდნენ ყადაღისაგან;
6.5. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია 2012 წლის 6 იანვრით დათარიღებული სესხის ხელშეკრულებები ზ------–----ძესა და შპს ,,კრედოს“ შორის (ს.ფ.21-28, 31-36), საგარანტიო ტალონი (ს.ფ.29) რომელთა თანახმად, დაყადაღებული მაცივარი, სარეცხი მანქანა, კომპიუტერი, სარეცხი მანქანა,რომლის თანახმად, ,,კრედოს“ მიერ გაცემული სესხით, ნ------–-----–---–-- სკამები შეძენილია განვადებით ზ------–----ძის მიერ. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები ზ------–----ძის საკუთრებაა, მან იყიდა რამოდენიმე წლის წინათ, როდესაც თ------------–--ე, რომელიც ახლა 23 წლისაა, ბავშვი იყო;
ამ გარემოების საწინაააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოდგენილა. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად თვლის, რომ ეს ნივთები მოსარჩელეს ეკუთვნის;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, გ--------------–-ძემ სარჩელი ცნო სასამართლოს მთავარ სხდომამდე და მასმოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა არ უნდა დაეკისროს.
მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ შეტანილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 ლარი უნდა გადახდეს თ------------–--ეს, რომელმაც არც შესაგებელი წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.
მოსარჩელეს არ აქვს დაზუსტებული სახელდობრ, რა თანხის დაკისრებას მოითხოვს მოპასუხეებისათვის და ზოგადად მიუთითებს მოპასუხე მხარეს დაეკისროს სასამართლო ხარჯები. ვის მიერ გაწეული, რა ხარჯი უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს, კონკრეტულად, აღნიშნული არ არის და ეს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
ყადაღისაგან გათავისუფლდეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 1 ოქტომბერს,ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------–- შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ყველა ნივთი: 1. კომპიუტერის კომპლექტი ღირებული 700 ლარად; 2. კომპიუტერის მაგიდა ღირებული 70 ლარად; 3. ,,ჰიტაჩის" ფირმის მაცივარი ღირებული 800 ლარად; 4. ,,ევროგაზის" ფირმის გაზქურა ღირებული 500 ლარად; 5. 6 ცალი ხის სკამი, ღირებული 500 ლარად; 6. ავეჯი ,,კედელი" ღირებული 800 ლარად;
2. თ------------–--ეს გადახდეს ზ------–----ძის სასრგებლოდ 100 ლარი - მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხ-–------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხ-–------ რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი