განაჩენი

სისხლის სამართლის 06.12.2018
საქმის ნომერი
330100118002491230
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 დეკემბერი 2--- წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნ---- ნ-----ია

სხდომის მდივანი თ----- შ--------ე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ა------–------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა-–- თ------ის ძე ა-–----------ი - დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–-–------------------–---–--------–------------ში

 

ადვოკატები - ლ--------------–-----–--–-----------–---–ი

 

კვა-–-ფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2--- წლის 16 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თბილისში, ვ-–-–-------------------–---–--------–------------ში, ა-–- ა-–----------ი მასთან ერთად მცხოვრებ ბებიას, გ---–----ა კ--------ს შეეკამათა წინა დღეს გამოძახებული სასწრაფო დახმარების გამო. აღნიშნული მიზეზით ა-–- ა-–----------მა სამზარეულოდან გამოიტანა ცივი იარაღი - ყვითელტარიანი დანა და სიტყვებით: „არ გაცოცხლებ“, „დაგკლავ ღორივითო“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა გ---–----ა კ--------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულ გ---–----ა კ--------ის ჩვენებით, ქ. თბილისში, ვ-–-–-------------------–---–--------–------------ში ცხოვრობს შვილთან თ---------- ა-–----------თან, შვილიშვილთან ა-–- ა-–----------თან და მის ცოლ-შვილთან ერთად. 2--- წლის 16 მაისს, სიტყვიერი კონფლიქტი მოუვიდა შვილიშვილთან ა-–- ა-–----------თან, რა დროსაც დანა თავად ეჭირა ხელში და იქვე ეზოში, ხის ძირში დააგდო. კონფლიქტის მიზეზი გახდა წინა დღეს ბრალდებულისათვის გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რამაც ა-–-ს გაღიზიანება გამოწვია, ვინაიდან ნასამართლევია და დამატებითი პრობლემები არ ჭირდებოდა. დაზარალებულის განმარტებით, ა-–- ძა-–-ან აღელვებული იყო, რის გამოც შეეშინდა რამე არ დაეშავებინა და გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რაც შემდეგ ინანა. დაზარალებულის ჩვენებით, პოლიციელებს თავად შეუძღვა ეზოში, მათ კი ა-–- დააკავეს. დაზარალებულის განმარტებით, ეს იყო ბრალდებულთან კამათის პირველი შემთხვევა და მანამდე საპატრულო პოლიციის გამოძახების ფაქტები ვერ გაიხსენა. დაზარალებულმა განაცხადა, რომ ა-–-ს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც დედა ზრდის, ბავშვი ტირის და მამას ითხოვს, გარდა ამისა ეცოდება შვილიშვილიც.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე ნ-----ო ბ---------ის ჩვენებით, ძირითადად ცხოვრობს ა------------ში, ქალაქ ბ----–ი, თბილისში კი დედას, გ---–----ა კ--------ს სტუმრობს ვ-------–---–----------–------------ში. 2--- წლის 11 მაისს, ა------------იდან რამდენიმე დღით ჩამოვიდა დედის სანახავად, რომელთან ერთადაც ცხოვრობენ მისი ძმა თ------ ა-–----------ი, ძმისშვილი ა-–- ა-–----------ი, მისი მეუღლე მ------ი და 2 წლის შვილი. მოწმის ჩვენებით, 2--- წლის 16 მაისს, დღის პირველ ნახევარში, დედასთან და ძმასთან ერთად იმყოფებოდა სახლის წინ ეზოში. ამ დროს სახლიდან გამოვიდა ა-–- და ბებიას დაუწყო საქმის გარჩევა, „რატომ გამოიძახე გუშინ სასწრაფო, რა გინდა პრობლემებს რატომ მიქმნიო“. შემდეგ ბრალდებული შევარდა სამზარეულოში, გამოიტანა ყვითელტარიანი დანა და წავიდა გ---–----ა კ--------ისაკენ, რომელსაც მიმართავდა სიტყვებით „ყელს გამოგჭრი, მოგკლავო“. თ------ ა-–----------ი წინ გადაუდგა ბრალდებულს, თუმცა ა-–- კვლავ აგრძელებდა მუქარას. დაზარალებული ცუდად გახდა, ბრალდებული კი კვლავ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. გ---–----ა კ--------მა ა-–-ს უთხრა, რომ ამდენს აღარ მოუთმენდა და დარეკავდა პოლიციაში, რის გამოც ბრალდებული უარესად გაღიზიანდა და კიდევ ერთხელ დაემუქრა ბებიას, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ აუცილებლად მოკლავდა. საბოლოოდ, ბრალდებულმა ეზოში მდებარე ხის ძირში დააგდო დანა. პოლიცია გამოძახებიდან მალევე მივიდა და ბრალდებული დააკავეს. მიუხედავად ამისა, დაკავებული ა-–- ა-–----------ი კვლავ განაგრძობდა მუქარას ბებიის მისამართით და სამართალდამცავების თანდასწრებითაც იმეორებდა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ აუცილებლად მოკლავდა მას. დაზარალებულმა მოწმესა და თ.ა-–----------ს დაუდასტურა, რომ მათი არყოფნის შემთხვევაში ბრალდებული მას აუცილებლად მოკლავდა. მოწმის ჩვენებით, გარდა დაზარალებულის სუბიექტური განცდისა, ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული მუქარა მისი შეფასებითაც იყო რეალური, რადგან ა-–- ისეთი გაცოფებული იყო, რომ აუცილებლად მოკლავდა ბებიას, რომ არა შემსწრე პირები (მამიდა და მამა). დაზარალებული ძა-–-ან ცუდად იყო და ამბობდა, რომ ეს ა-–-ს მხრიდან არ იყო პირველი შემთხვევა და ეშინოდა, რომ თუ იგი გარეთ დარჩებოდა, აუცილებლად მოკლავდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-კრიმინა-–-სტებმა: ზ------ ო-----–---–მა და ზ------ ვ-–----ემ დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2--- წლის 16 მაისს, მუქარის ფაქტზე შესული გამოძახების საფუძველზე, დაახლოებით 10-15 წუთში ზ.ვ-–----ე და ზ.ო-----–---–ი გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე - ქ.თბილისში, ვ-------–---–----------–------------ში, სადაც დახვდათ საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი, დაზარალებული გ---–----ა კ--------ი და მისი შვილები: თ----------ი და ნ-----ო. გამომძიებლის მითითებით ჩატარდა ეზოს დათვა-–-ერება, რა დროსაც დაზარალებულმა გ---–----ა კ--------მა მიუთითა ხის ძირში დაგდებულ ყვითელტარიან სამზარეულოს დანაზე და განაცხადა, რომ აღნიშნული დანის გამოყენებით დაემუქრა მას შვილიშვილი ა-–- ა-–----------ი სიცოცხლის მოსპობით. ექსპერტებმა დაასურათეს შემთხვევის ადგილი, ამოიღეს და სათანადო წესით დალუქეს დანა, რომელიც გადაეცა გამომძიებელს. ზ.ვ-–----ემ დამატებით განმარტა, რომ გ---–----ა კ--------ი იყო მოზღვავებული ემოციების ქვეშ, იყო ნამტირალევი და აჟიტირებული, რაც განაპირობა შვილიშვილის ა-–- ა-–----------ის მიერ განხორციელებულმა მუქარამ. მოწმეთა ჩვენებით, მათი მისვლის დროისათვის, ა-–- ა-–----------ი უკვე დაკავებული იყო და შემთხვევის ადგილზე აღარ იმყოფებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა: გ---- ც----მ და ლ---- ხ-------მა დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2--- წლის 16 მაისს, გამოძახების საფუძველზე, გ.ც---- და ლ.ხ-------ი გამოცხადდნენ ქ.თბილისში, ვ-------–---–----------–------------ში, ეზოს კართან კი შეეგებათ დაზარალებული გ---–----ა კ--------ი. ეზოში პირველი შევიდა ლ---- ხ-------ი, გ---- ც---- კი კართან ესაუბრებოდა ასაკოვან ქალბატონს. ეზოში შესულმა ლ.ხ-------მა დაინახა ა-–- ა-–----------ი, რომელსაც ხელში ეჭირა ყვითელტარიანი დანა და მუქარასა და აგრესიას გამოხატავდა ბებიის მიმართ, მის შეკავებას კი ცდილობნენ მამა და მამიდა. ლ.ხ-------მა ბრალდებულს დამშვიდებისა და დანის დაგდებისკენ მოუწოდა, იმავდროულად იარაღზეც მოიკიდა ხელი, რომ შეეშინებინა ბრალდებული და სიტუაცია განემუხტა, რამაც შედეგი გამოიღო და ა-–-მ დანა ხის ძირში დააგდო. ეზოში შესულმა გ.ც----მაც დაზარალებულის მითითებით, ხის ძირში დაინახა დანა, გ---–----ა კ--------ი კი მას უხსნიდა, რომ აღნიშნული დანის გამოყენებით ემუქრებოდა შვილიშვილი, რომ ყელს გამოჭრიდა. მოწმეთა განმარტებით, ასაკოვანი დაზარალებული იყო ძა-–-ან აღელვებული, შეშინებული, კანკალებდა და აცხადებდა, რომ შვილიშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ა-–- ა-–----------ი გაარიდეს დაზარალებულს, რომელიც აგრესიას გამოხატავდა როგორც ბებიის, ისე სამართალდამცველების მიმართ. ბრალდებულმა, მისმა მამამ და მამიდამ დაუდასტურეს პოლიციის თანამშრომლებს მომხდარი ფაქტი, ა-–- კი დამატებით აღნიშნავდა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ აუცილებლად მოკლავდა დაზარალებულს. ბრალდებული პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბებიას სიტყვებით, რომ ყელს გამოჭრიდა დანით. პოლიციელებმა ა-–- ა-–----------ი ადგილზე დააკავეს და აგრეთვე გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

 

მოწმე ლ.ხ-------მა დამატებით განმარტა, რომ აღნიშნულ ინციდენტამდე სამჯერ არის ნამყოფი ა-–----------ების ოჯახში სხვადასხვა მიზეზით. მოწმის ჩვენებით, ბრალდებული პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით ემუქრებოდა ბებიას, რომ თუკი დაიჭერდნენ, ციხეს ორი კარი ჰქონდა და იქიდან გამოსული მაინც მოკლავდა. დაზარალებული ძა-–-ან შეშინებული იყო და განმარტავდა, რომ აღარ შეეძლო ასეთი ზეწოლის ქვეშ ცხოვრება, ბრალდებულის მამა და მამიდაც ითხოვდნენ პოლიციის თანამშრომლებისაგან ბრალდებულის წაყვანას, რომ უბედურება არ დატრიალებულიყო და არ მოეკლა ბებია. ლ.ხ-------ის ჩვენებით, ალკოტესტით შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ა-–- ა-–----------ი იყო ფხიზელ მდგომარეობაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ვ-------- კ-------–--ემ დაადასტურა მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მანვე დამატებით განმარტა შემდეგი:

 

2--- წლის 16 მაისს, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის თაობაზე შესული შეტყობინების საფუძველზე, ვ.კ-------–--ე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე - ქ.თბილისში, ვ-------–---–----------–------------ში, სადაც დახვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ბრალდებული ა-–- ა-–----------ი, დაზარალებული გ---–----ა კ--------ი და მისი შვილები: ნ-----ო და თ----------ი. მოწმის ჩვენებით, დაზარალებული იყო ძა-–-ან შეშინებული, აღელვებული და რამდენჯერმე იტირა, აცხადებდა, რომ შვილიშვილი დანის გამოყენებით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, აღნიშნულ ფაქტს კი ასევე ადასტურებდნენ თვითმხილველი მოწმეები: თ.ა-–----------ი და ნ.ბ---------ი. დაზარალებულმა გამომძიებელს მიუთითა ეზოში, ხის ძირში დაგდებულ დანაზე, რომლითაც ა-–- ა-–----------მა მის მიმართ განახორციელა მუქარა. მოწმემ დაადასტურა, რომ დაზარალებულთან მისი საუბრის დროსაც ბრალდებული აგრძელებდა მუქარას ბებიის მიმართ, მათ შორის, ა------------ულ ენაზე, რაც განუმარტა დაზარალებულმა. გამომძიებლის ჩვენებით, დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნა იყო ა-–- ა-–----------ის დაკავება, ვინაიდან ძა-–-ან შეწუხებულები იყვნენ ბრალდებულის ქმედებებით, აგრეთვე ეშინოდათ, რომ თუკი არ დაიჭერდნენ ა-–-ს, იგი აუცილებლად მოკლავდა ბებიას. მოწმის ჩვენებით, ა-–- ა-–----------ი დაკავებული იქნა შემთხვევის ადგილზე და მის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერიც.

 

მოწმე თ------ ა-–----------მა (ბრალდებულის მამა) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება შვილი.

 

ბრალდებულ ა-–- ა-–----------ის ჩვენებით, გ---–----ა კ--------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა არ განუხორციელებია, მით უფრო დანის გამოყენებით. 2--- წლის 16 მაისს მხოლოდ მამასთან მოუხდა კონფლიქტი წინა დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებასთან დაკავშირებით. მამა-შვილის კონფლიქტის შემხედვარე გ---–----ა კ--------მა თქვა, რომ თუ არ გაჩერდებოდნენ, პატრულს გამოიძახებდა, რასაც საერთოდ არ მიაქცია ყურადღება. ბრალდებულის ჩვენებით, დაახლოებით 5-10 წუთში მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს, ვინაიდან მისთვის მოულოდნელად ბებიამ სამართალდამცველებს უთხრა, რომ შვილიშვილს მასთან ჰქონდა კონფლიქტი.

 

დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2--- წლის 16 მაისს 13:05 საათზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ა-–- თ------ის ძე ა-–----------ი (გამომძიებელი გ.ც----).

 

შემთხვევის ადგილის დათვა-–-ერების ოქმის თანახმად, 2--- წლის 16 მაისს, დათვა-–-ერდა შემთხვევის ადგილი - ქ.თბილისში, ვ-–-–-------ში, ვ-------–---–--------–-------------ში მდებარე გ---–----ა კ--------ის საცხოვრებელი სახლის ეზო, რა დროსაც ეზოში შესასვლელი ჭიშკრიდან მოპირდაპირედ ხის ქვეშ მიწის ზედაპირიდან, დაზარალებულის მითითებით, ამოღებული იქნა ერთი ცა-–- ყვითელტარიანი დანა, წარწერა „STAINLESS STEEL”. გ---–----ა კ--------ის განმარტებით, 2--- წლის 16 მაისს, აღნიშნული დანის გამოყენებით, მისი შვილიშვილი ა-–- ა-–----------ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ამოღებული ნივთი დაილუქა სათანადო წესით, ხოლო შემთხვევის ადგილი დასურათდა (გამომძიებელი ვ.კ-------–--ე, ექსპერტები: ზ.ო-----–---–ი და ზ.ვ-–----ე, პატრულ-ინსპექტორი ლ.ხ-------ი, მოწმე თ.ა-–----------ი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბ---- შ-----–--მ დაადასტურა მის მიერ გაცემული კრიმინა-–-სტიკური ექსპერტიზის №-----–- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2--- წლის 16 მაისს, ქ.თბილისში, ვ-–-–-------------------–---–--------–------------ში შემთხვევის ადგილის დათვა-–-ერებისას ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

შემაკავებელი ორდერის №------ თანახმად, 2--- წლის 16 მაისს, მოძალადე ა-–- ალვერდოვს, ბებიის გ---–----ა კ--------ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო, 30 დღის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან - გ---–----ა კ--------ისთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინა-–-ზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინა-–-ზებულია მუქარა, რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ა-–- ა-–----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

 

ა-–- ა-–----------ის მიერ დანის გამოყენებით, ბებიის - გ---–----ა კ--------ის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი დადასტურებულია თვითმხილველი მოწმეების: ზ------ ო-----–---–ის, ზ------ ვ-–----ის, გ---- ც----ს, ლ---- ხ-------ის, ვ-------- კ-------–--ისა და ნ-----ო ბ---------ას ჩვენებებით. ზ/აღნიშნული პირების ჩვენებები ურთიერშესაბამისი და თანმიმდევრულია, მათ შორის არ არის წინააღმდეგობები და შესაბამისად, ასახავს 2--- წლის 16 მაისს, თბილისში, გ-----–---–ის მესამე შ------------ში განვითარებულ მოვლენებს, ამასთან, რაიმე ისეთი გარემოება, რაც მათი ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა, სასამართლო სხდომაზე არ გამოვლენილა. ნ.ბ---------ი და ლ.ხ-------ი არიან უშუალო შემსწრე და თვითმხილველი იმ ფაქტისა, თუ როგორ ეჭირა ხელში დანა ა-–- ა-–----------ს და როგორ ემუქრებოდა დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით, თუმცა შემდეგ დანა ხის ქვეშ დააგდო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აგრესიული ა-–- ა-–----------ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა გაგრძელდა სამართალდამცველების თანდასწრებითაც, ბრალდებული დაკავების შემდეგაც კი ეუბნებოდა ბებიას, რომ ციხიდან გამოსული მაინც მოკლავდა.

 

სს საქმეზე დაკითხულმა ყველა მოწმემ დეტალურად აღწერა გ---–----ა კ--------ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, თუ როგორ შეშინებულ და შოკურ მდგომარეობაში იყო დაზარალებული, კანკალებდა და ითხოვდა დახმარებას, ვინაიდან როგორც თავად აცხადებდა მუქარა რეალურად აღიქვა. მუქარის რეალურობის კონტექსტში ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ა-–- ა-–----------ის მიერ განხორციელებულმა მუქარამ, მისი რეალურად განხორციელების შიში გამოიწვია არათუ დაზარალებულში, არამედ დანაშაულებრივი ფაქტის მოწმე ნ-----ო ბ---------შიც და ეს შიში იმდენად საფუძვლიანი იყო, რომ მამიდა პოლიციის თანამშრომლებისაგან ითხოვდა ძმისშვილის დაკავებას. მუქარის საფუძვლიანობის შეფასებისას ასევე გასათვა-–-სწინებელია ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ნასამართლობები და ნარკოდამოკიდებულება, ოჯახის წევრების მიერ პოლიციის თანამშრომლებთან დაფიქსირებული პოზიცია, რომ ა.ა-–----------ის მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი. ყოველივე ზ/აღნიშნული კი ნათლად მიუთითებს, რომ ასეთი წარსული „გამოცდილების“ მქონე პირისაგან ცივი იარაღის - დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარამ ობიექტურად გამოიწვია შიში ასაკოვან ქალბატონში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდებოდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულ გ---–----ა კ--------ის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებს (არ დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორე, ვერ უარყო, რომ 2--- წლის 16 მაისს შვილიშვილთან ნამდვილად ჰქონდა კონფლიქტი, რის გამოც საპატრულო პოლიციის გამოძახება დაჭირდა, თუმცა განაცხადა, რომ ბრალდებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარას ადგილი არ ჰქონია), რაც როგორც წესი განპირობებულია დანაშაულის ხასიათით - საუბარია ოჯახურ დანაშაულზე. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ბებიის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივზე ნათლად მიუთითებს სასამართლო სხდომაზე გაკეთებული მისივე განმარტება, რომ ეცოდება პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა-–- ა-–----------იც და მისი მცირეწლოვანი, უმამოდ დარჩენილი შვილიც, რომელიც ტირის და ითხოვს მამას. დაზარალებულის განმარტება კი ნათლად მიუთითებს არა იმ ფაქტზე, რომ შვილიშვილის მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია, არამედ სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის გამო არ საუბრობს ბებია მომხდარზე, თუმცა ა-–- ა-–----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყა-–-ბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღა-–- უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვა-–-სწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-–- ა-–----------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვა-–-სწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1 ა-–- ა-–----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

5.2 ა-–- ა-–----------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ახა-–- განზრახი დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვა-–-სწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახა-–- დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოცია-–-ზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვა-–-სწინებული მიზნების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება ა-–- ა-–----------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის პირობებში, ვინაიდან ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნა, არააადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი. ამასთან, სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია როგორც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან, ისე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებასთან და ხსენებულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ რეკომენდაციებთან (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირების განუხორციელებლობა. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა-–- ა-–----------ის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 6 ოქტომბრის განაჩენი, კერძოდ:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 6 ოქტომბრის განაჩენით, ა-–- ა-–----------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე და 2731-ე მუხლებით გათვა-–-სწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით და 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 2 მარტის განჩინებით, ზ/აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით შეეცვალა 1000 ლარის ოდენობით ჯარიმით, რაც თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2--- წლის 17 მაისის წერილის თანახმად, არაა გადახდილი და მოვალე ა-–- ა-–----------ი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–- ა-–----------ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის საფუძველზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-–- ა-–----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ა-–- ა-–----------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 6 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 5 (ხუთი) წელი და 6 (ექვსი) თვე;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 6 ოქტომბრის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2--- წლის 2 მარტის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–- ა-–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ა-–- ა-–----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 16 მაისიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - დანა (ინახება ქ.თბილისის მ---------------------–ოს საგამოძიებო სამმართველოში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ---- ნ-----ია