განაჩენი

სისხლის სამართლის 10.12.2018
საქმის ნომერი
820100118002512821
დავის ტიპი
260 1 , 179 3 ბ , 179 2 გ , 179 2 ბ
თარიღი
10.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002512821

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

 

საქმის # 1/162-2018 წ

 

10 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე, თამარ ქართველიშვილი

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი დ-------------–---–ი,დაცვის მხარე - ადვოკატი პ------–----ე

 

ბრალდებული - ნ--------------–--ე (დაბადებული 1----–-–------------–ს, პ/ნ 5----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის არ მქონე, დასაოჯახებელი, ს-–----–ო განათლების მქონე, უ---–-----ი, რეგისტრირებული ხ-----------------------–----–---–------ო და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბ---------------------–-----------).

 

1 - კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა

 

2 - კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ბინაში უკანონო შეღწევით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ნ--------------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 20 საათზე, ქ. ბათუმში, ურეხის დასახლება, დ---------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ყ------------------ეს და მის ძმას თანხისა და ძვირფასეულობის დაუფლების მიზნით ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, თავს დაესხა ნ--------------–--ე შეიარაღებულ ნიღბიან ორ პირთან ერთად და ყ------------------ეს ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთის მუქარით, დანის გამოყენებით მიაყენეს სხეულის დაზიანება და ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანა ტ----------------ით, სახ. N K-------- მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ--------------–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ისინი არ ქმნიან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო საკმარის, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარობაში, რომლის მიხედვით ნ--------------–--ემ ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ბრალდების ამ ნაწილში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში რეგლამენტირებული საქმის სამართლიანი განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე (საქმე #1/1/548, სამოტივაციო ნაწილი პუნქტი პირველი, მე-2), რომლითაც სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად”.

 

საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და რაიმე გამონაკლისს, ამ გარანტიის შეზღუდვის თვალსაზრისით, არ ითვალისწინებს. მოცემული პრინციპი იცავს პირს გამამტყუნებელი განაჩენისგან, თუ ეს უკანასკნელი კანონიერ საფუძვლებს არ ემყარება, რაც შესაბამისად გულისხმობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების დაცვით მოპოვებულ უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით კი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც ასევე იმპერატიულად მოითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი (იგივე ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით).

 

მტკიცებულებები, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

2018 წლის 13 თებერვლის შეტყობინების მიხედვით 2018 წლის 13 თებერვალს საინფორმაციო ცენტრ 112-ში მ------------------მ შეატყობინა ყ------------------ის ოჯახზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა რ-----------------–---მ განმარტა, რომ 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე მის მიერ დაიწყო გამოძიება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ყ------------------ემ, რომელმაც უარი განაცხადა ფიცის დადებაზე განმარტა, რომ ნ--------------–--ეს იცნობს, ორჯერაა მისული მასთან სამუშაოზე ვალუტის გადასახურდავებლად. 2018 წლის 13 თებერვალს საღამოს იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში მის ძმასთან დ------–---------------ესთან ერთად, რა დროსაც სახლში შევარდა სამი პირი იარაღებით, რომლებსაც ეკეთათ შავი ფერის ნიღბები. ერთმა დაარტყა დანა ნეკნებთან და წაიქცა, ხელები და ფეხები სკოჩით შეუკრეს, დაუწყეს ცემა, მუქარა, მოითხოვეს ფული და ოქრო, ერთერთმა შეაწყვიტა ბრასლეტი და მოხსნა ბეჭედი. წასვლისას კარი ვერ გააღეს, რადგან ჩაიკეტა, ამ დროს ერთერთმა აიწია ნიღაბი და იცნო სახეზე ცხვირმოგრეხილი, ცისფერი თვალებით, რომელმაც მას ზიანი მიაყენა. ერთერთმა მის ძმას უთხრა, რომ სკოჩი გაეხსნა, რა დროსაც აიწია ნიღაბი და დაინახა ვინც იყო, ხოლო შემდეგ სურათი, რომ აჩვენეს ამოიცნო. მერე ფანჯრიდან აივანზე გადახტნენ და წავიდნენ მისი მანქანით, რაც შემდეგ მიატოვეს ენგელსის ქუჩაზე. მათ თან წაიღეს საბუთები, მანქანის გასაღები, საათი და მობილური ტელეფონი. მისივე განმარტებით იარაღიანი პირი იყო ცხვირმოგრეხილი, ცისფერი თვალებით, დაახლოებით 175-180 სიმაღლის, რომელმაც დანა დაარტყა და წააქცია, მან წაართვა ბეჭედი და ბრასლეტი. მესამე პირი შავებში ჩაცმული იყო, თუმცა კარგად არ შეუმჩნევია, მას არ ჩამოუწევია ნიღაბი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა დ------–---------------ემ განმარტა, რომ 13 თებერვალს საღამოს იმყოფებოდა მის ძმასთან ყ------------------ესთან, რა დროსაც მათთან შევარდა სამი პირი, ერთი პისტოლეტით, ორი დანით და პირდაპირ მის ძმას დაარტყეს გულში და გასკოჩეს, ითხოვდნენ ფულს და ემუქრებოდნენ, რომ მოკლავდნენ ორივეს. მის ძმას ბრასლეტი შეაწყვიტეს და ბეჭედი მოაძრეს. წასვლა, რომ უნდოდათ კარები ვერ გააღეს, მაშინ ამოიწია ერთერთმა ნიღაბი და ისე ცდილობდა გაღებას, თუმცა ვერ გააღო, მეორე მივიდა მასთან და უთხრა სკოჩი გაეხსნა, თუმცა სკოჩი ვერ გახსნა და ამ დროს აიწია ნიღაბი იმ პირმა, გახსნა სკოჩი და ისიც შეკრა შნურით ფეხებზე და სკოჩით ხელებზე. წასვლისას ორი გადახტა ფანჯრიდან, ხოლო მესამე მივიდა მასთან, დაარტყა პისტოლეტი და გაუხეთქა ტუჩები და კბილები. ის პირი ვინც ნიღაბი აიწია და სკოჩის გახსნა მოსთხოვა იყო მრგვალპირიანი, შავი წვერით, თვალები ვერ შეამჩნია, შავი ბიჭი იყო. კარი, რომ ვერ გააღო იყო 1,65-1.75 სიმაღლის, სწორი მოგრეხილი ცხვირი ჰქონდა და იყო მოქერო ბიჭი. სამივეს ეცვა შავი ფერის ქურთუკები და თავზეც შავი ნიღბები ჰქონდათ წამოცმული, მარტო თვალები უჩანდათ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ყ------------------ის მეზობელმა ი-----–------–----ემ განმარტა, რომ საღამოს დაახლოებით 8 საათზე აივანზე გავიდა, რა დროსაც გაიგონა ყ------------------ის ხმა, რომელიც მამამისს უძახდა საშველად და მიდიოდა მათკენ, რის შემდეგაც ყ------------------ე წაიყვანა სამსახურში, რა დროსაც შენიშნა, რომ სისხლი ჰქონდა, რის გამოც დარეკა სასწრაფო დახმარებისთვის და ურეხის პოლიციაში.

 

2018 წლის 13 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში, რა დროსაც დათვალიერდა ქ. ბ------–-------------------------ში მდებარე ყ------------------ის საცხოვრებელი სახლი მითითებულია, რომ ეზოში შესასვლელი ჭიშკრის გვერდით აღმოჩენილი იქნა შავი ფერის ქუდის (ნიღბის) მსგავსი ნაჭერი. საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში იატაკზე ყრია მწებავი ლენტის ფრაგმენტები, ასევე ერთჯერადი ხამუთის ფრაგმენტები, შავი შეფერილობის თასმა, მწებავი ლენტის ხვიარა, ელექტრო სადენის გადამყვანი სადენით, მითითებული ნივთები ამოღებული იქნა. სკამის ზედაპირიდან და იატაკიდან ამოღებული იქნა სამზარეულოს დანები, იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ორი ცალი სიგარეტის ნამწვი, მეტალის ფოლაქი, მოთეთრო ფერის ელსადენი. მისაღები ოთახის გვერდითა ოთახში იატაკიდან ამოღებული იქნა სუნის ნიმუში, ასევე ამოღებული იქნა ვენტილატორი. იმავე ოთახში მაგიდაზე არსებული ღვინის ბოთლის ყუთის ზედაპირიდან ამოღებული იქნა თითის კვალი. ეზოს ჭიშკართან აღმოჩენილი იქნა მოწითალო შეფერილობის სამი ხელთათმანი. საძინებელი ოთახის იატაკიდან ამოღებული იქნა სუნის ნიმუშები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელმა ბ-----------–--მ დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები.

 

2018 წლის 14 თებერვლის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში შ---------------ზე დათვალიერდა ყ------------------ის ავტომანქანა ,,ტ----------------ი“. ავტომანქანის სალონიდან აღებული იქნა სუნის ნიმუშები, ავტომანქანის მძღოლის სავარძლის ქვემოთ არსებულ ფეხის სადგამზე დევს სკოჩის ნაგლეჯი, სავარძლებიდან აღებული იქნა მიკრონაწილაკები, კარების სახელურებიდან ანაწმენდები, ასევე ამოღებული იქნა ერთი ცალი თითის კვალი.

 

ავტომანქანის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ურეხის პოლიციის განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელმა მ-------------მ.

 

2018 წლის 14 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად დადგენილია, რომ ქ. ბ------–-------–--------------------ში ყ------------------ისგან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი ,,ტ----------------ის“ მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა.

 

2018 წლის 14 თებერვლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტ ე-----------------ისგან ამოღებული იქნა მიკრონაწილაკები წებოვან ლენტზე, 4 ქილა სუნის ნიმუშები, ანაწმენდები, 1 ცალი ხელის თითის კვალი, სკოჩის ნაგლეჯი, 4 ცალი გასაღები, ცელოფნის პარკი, ცდ დისკი, პლასტიკური ბარათი, 1 წყვილი მამაკაცის ფეხსაცმელი.

 

ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ურეხის პოლიციის განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის გ------------–--ის მიერ შედგენილ 2018 წლის 16 აპრილის პატაკში მითითებულია, რომ 2018 წლის 13 თებერვალს ქ. ბ------–-------------------------ში მცხოვრებ ყ------------------ეზე ყაჩაღური თავდასხმა სხვა პირებთან ერთად ჩადენილი აქვს ნ--------------–--ეს, დაბ. 1--------- წელს, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბ--------------–---------------ში, რომლებიც ყაჩაღობის დროს დაუფლებულ ნივთებს და დანაშაულის ჩადენის იარაღებს ინახავენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გ------------–--ემ დაადასტურა, რომ მან მიიღო მითითებული შინაარსის ოპერატიული ინფორმაცია.

 

2018 წლის 15 თებერვლის #დ/35 და #დ/38 დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით ავტომანქანის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვალი უვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისთვის. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თითის კვალი ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისთვის, რომლის იდენტური ანაბეჭდის ნიმუშები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.

 

2018 წლის 06 აპრილის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმში მითითებულია, რომ ყ------------------ემ წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო #2-ე ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება კეხიანი, მკვეთრად მარჯვნივ გადახრილი ცხვირით, ქერა იერსახით, ღია ფერის მომწვანო თვალებით, სქელი ტუჩებით, სახისა და საერთო ვიზუალით. მისი განმარტებით ამ პირმა დანის მაგვარი ნივთი ჩაარტყა გულმკერდის არეში, რომელმაც კარის გახსნის დროს აიწია ნიღაბი სახიდან. დარწმუნებულია და ეჭვი არ ეპარება მის ამოცნობაში, რადგან კარგად დაამახსოვრდა მისი სახე. ამოცნობის ოქმში მითითებულია, რომ #2-ე ფოტოსურათზე გამოსახული პირი არის ნ--------------–--ე.

 

2018 წლის 14 აპრილის ფოტოსურათით ამოცნობის მითითებულია, რომ დ------–---------------ემ ამოიცნო წარდგენილი ფოტოსურათებიდან #3-ე ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება კეხიანი ცხვირით, ქერა იერსახით, ღია მომწვანო თვალებით, სქელი ტუჩებით, სახისა და საერთო ვიზუალით. მისი განმარტებით ამ პირმა დანის მაგვარი ნივთი ჩაარტყა მის ძმას გულმკერდის არეში, რომელმაც კარის გახსნის დროს აიწია ნიღაბი სახიდან. დარწმუნებულია და ეჭვი არ ეპარება მის ამოცნობაში, რადგან კარგად დაამახსოვრდა მისი სახე. ამოცნობის ოქმში მითითებულია, რომ #3-ე ფოტოსურათზე გამოსახული პირი არის ნ--------------–--ე.

 

2018 წლის 19 აპრილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად ირკვევა, რომ ჩატარებული იქნა ქ. ბ------–--------–---------------ში მდებარე ნ--------------–--ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც მისაღები ოთახის ტანსაცმელების კარადიდან ამოღებული იქნა ნ--------------–--ის ორი ცალი მოშავო ფერის ქურთუკი, მოლურჯო ფერის მაისური და 2 ცალი მოლურჯო ფერის ღია შარვლები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ურეხის პოლიციის განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელმა მ-------------მ დაადასტურა, რომ მის მიერ იქნა ჩატარებული ნ--------------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ნ--------------–--ის ტანსაცმელი მისი მშობლების მითითებით, ჩხრეკა ასახული იქნა ვიდეოზე.

 

ანალოგიური განმარტა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ა----–--------------მ და ა---------–------------ემ.

 

2018 წლის 16 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ყ------------------ეს აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე, რაც განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

2018 წლის 16 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დ------–---------------ეს აღენიშნება ნახეთქი ჭრილობა ზედა ტუჩის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ღ----------------–---–მა დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

 

2018 წლის 08 ივნისის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ყ------------------ის საცხოვრებელი სახლიდან და ავტომანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და იდენტურია ნ--------------–--ისგან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშებისა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა მ----------------ემ დაადასტურა ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.

 

2018 წლის 05 სექტემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით ყ------------------ის საცხოვრებელი სახლიდან და ავტომანქანიდან ამოღებულ ორ წყვილ ხელთათმანზე, დანაზე, წებოვან ლენტზე, გასაღებებზე, პლასტიკურ ბარათზე, ცდ დისკზე, ჩვარზე, პოლიეთილენის პარკზე, მიკრონაწილაკებზე და ანაწმენდებზე, ასევე ჯინსის შარვლებზე და ქურთუკებზე ნ--------------–--ის გენეტიკური პროფილი არ გამოვლინდა.

 

ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა შო---------–------მ.

 

2018 წლის 13 აგვისტოს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით ყ------------------ის ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომიდან და წინა მარჯვენა სავარძლის საზურგედან ამოღებულ მიკრონაწილაკებიან სპეცფირფიტების ზედაპირებზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ნ--------------–--ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ ორ ცალ ჯინსის შარვლის მოლურჯო ფერის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

 

წებოვანი ლენტის ფრაგმენტის ზედაპირზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ნ--------------–--ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ ორ ცალ ჯინსის შარვლის მოლურჯო ფერის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

 

ორივე ჯინსის შარვლის მოლურჯო ფერის ნართის შემადგენელი და წებოვანი სპეცფირფიტების და სკოჩის ფრაგმენტის ზედაპირებზე აღმოჩენილი მოლურჯო ფერის არათანაბრად შეღებილი ბამბის ბოჭკოები, რომლებიც შეღებილია ინდიგოიდური საღებავებით არიან ფართოდ გავრცელებული და გააჩნიათ ნაკლები საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა.

 

ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ნ---–-----–-----–-ა.

 

ბრალდების მიერ წარმოდგენილი სხვა წერილობითი მტკიცებულებებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნა დადგენილი.

 

ბრალდების მხარის მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ბრალდებული ნ--------------–--ე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ არ იცნობს დაზარალებულებს, არ იცის მათი სახლი. 2018 წლის 13 თებერვალს მუშაობდა მშენებლობაზე ჯავახიშვილის ქუჩაზე მამასთან და ვ--–----------------სთან ერთად. საღამოს 6 საათზე ავიდნენ ბიძამისთან ვ-----–--------–---–თან, სადაც დასხდნენ სუფრასთან სავახშმოდ ღამის პირველ საათამდე, რის შემდეგაც დაწვნენ დასაძინებლად და მეორე დღის 9 საათამდე არსად არ გასულა.

 

დაცვის მხარის მოწმე ვ--–----------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 13 თებერვალს ის და ნ--------------–--ის მამა გ-----------–--ე იმყოფებოდნენ მშენებლობაზე და მუშაობდნენ საღამოს 18 საათამდე, მათ ეხმარებოდა ნ--------------–--ეც. შემდეგ ავიდნენ ვ-----–--------–---–ის სახლში და საღამოს 20 საათზე დასხდნენ სავახშმოდ და გვიანობამდე პირველის ნახევრამდე ისხდნენ სუფრასთან და თან ცოტას სვამდნენ.

 

ანალოგიური განმარტეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გ-----------–--ემ, ვ-----–--------–---–მა, ა-----------–--ემ და მ-----------–----მ, რომელმაც ასევე განმარტა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მათთან იყო ნ--------------–--ე და არსად წასულა, ღამეც იქ გაათენა.

 

შპს ჯეოსელიდან წარმოდგენილი ინფორმაციით მობილური ტელეფონის ნომერი 5-----------, რომელიც ეკუთვნის ყ------------------ეს გაფორმებულია ნ------------–-–---–ის სახლზე და 2018 წლის 13 თებერვალს 15:07 საათზე ფიქსირდება ო------------------------------–---------ში, ხოლო 2018 წლის 14 თებერვალს 00:30 საათზე ფიქსირდება ურეკში.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები ვერ იქნა დადგენილი.

 

ზემოთ აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციით და საპროცესო კანონმდებლობით კონკრეტული პირის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც გულისხმობს კანონის დაცვით მოპოვებულ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

სასამართლომ შეისწავლა და გაანალიზა რა ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ურთიერთსაპირისპირო მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ და სარწმუნო მტკიცებულებებად. მათი შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მათ ერთმანეთთან თავსებადობას და შესაბამისობას, თუ რამდენად ზუსტად, წვრილმანებში და დეტალურად ადასტურებენ ისინი იმ ფაქტებს, რომლის დასადგენადაც არიან წარმოდგენილნი.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მტკიცებულებები მთელ რიგ დეტალებში შეუსაბამოა ერთმანეთთან და არ არიან ურთიერთავსებადნი, კერძოდ:

 

სასამართლო ვერ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებად ყ------------------ის მონაწილეობით ჩატარებულ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს, ვინაიდან სასამართლოში დაკითხვისას ყ------------------ემ განაცხადა, რომ აქვს ძალიან ცუდი მეხსიერება ასაკის გამო. ამოცნობა სად ჩატარდა არ იცის და არ ახსოვს სად მიიყვანეს, არ ახსოვს როდის ჩატარდა ამოცნობა, არ ახსოვს რამდენი ფოტოსურათი აჩვენეს სამი თუ ერთი. ვერ უპასუხა თუ როგორ ჩატარდა ამოცნობა, არ იცის ვინ იყო გამომძიებელი და არ შეუძლია მისი აღწერა.

 

სასამართლო სხდომაზე მას წარედგინა მისი მონაწილეობით ჩატარებული 2018 წლის 6 აპრილის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი და მასზე დართული ფოტოსურათებიდან მიუთითა ნომერ პირველ ფოტოზე გამოსახულ პირზე, როგორც ყაჩაღობაში მონაწილე პირზე. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმში მითითებულია, რომ ყ------------------ემ წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო #2-ე ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება, რომ ამ პირმა დანის მაგვარი ნივთი ჩაარტყა გულმკერდის არეში, რომელმაც კარის გახსნის დროს აიწია ნიღაბი სახიდან. ამოცნობის ოქმში მითითებულია, რომ #2 ფოტოზე გამოსახულია ნ--------------–--ე, ხოლო ოქმში პირველ ნომრად გამოსახულ პირზე მითითებულია სხვა პირის სახელი და გვარი. ნიშანდობლივია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ყ------------------ემ აღნიშნა, რომ ეს პირი იყო ცისფერთვალება, ხოლო ამოცნობის ოქმში მითითებულია მისი განმარტება, რომ იყო ღია ფერის მომწვანო თვალება.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ყ------------------ემ აღნიშნა, რომ ნ--------------–--ეს იცნობს, ორჯერაა მისული მასთან სამუშაოზე ვალუტის გადასახურდავებლად. მის ამ განმარტებას სასამართლო ვერ მიიჩნევს სარწმუნოდ, ვინაიდან თუ მან ერთერთ თავდამსხმელში, როდესაც მან ნიღაბი აიწია სახიდან და იცნო ის პირი ვინც მანამდე მასთან ორჯერ იყო სამსახურში მისული, გაურკვეველია რატომ არ გაუმხილა გამოძიებას ამის შესახებ და არ მიაწოდა ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისი დაკითხვის დროს.

 

სასამართლო ვერ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებად დ------–---------------ის მონაწილეობით ჩატარებულ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე მას წარედგინა მისი მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი რა დროსაც მან აღნიშნა, რომ ფოტოსურათებზე გამოსახული პირებიდან ერთერთია ის ვინც მას დაარტყა და მოსთხოვა სკოჩის გახსნა. აღნიშნა, რომ მეორე არ ჩანს კარგად, ასი პროცენტით ვერ ამბობს და 70 პროცენტით ეს პირია. საგულისხმოა, რომ სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ 2018 წლის 14 აპრილის ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმს, რომლის მიხედვითაც დ------–---------------ემ ამოიცნო ნ--------------–--ე არ ახლავს ის ფოტოსურათები, რაც ოქმშია მითითებული.

 

ბრალდების მხარემ დ------–---------------ეს წარუდგინა 2018 წლის 06 აპრილით დათარიღებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი და კითხვაზე იყო თუ არა მისი ხელმოწერა ოქმზე დ------–---------------ემ დაადასტურა, რომ ეს მისი ხელმოწერა იყო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული 2018 წლის 6 აპრილის ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმები შედგენილია არა დ------–---------------ის, არამედ ყ------------------ის მონაწილეობით, ხოლო დ------–---------------ის მონაწილეობით ამოცნობის ოქმები შედგენილია 2018 წლის 14 აპრილს და 10 მაისს. შესაბამისად დ------–---------------ის მიერ მისი ძმის ყ------------------ის ხელმოწერის დადასტურება, რომ ეს მისი ხელმოწერა იყო, ამოცნობის ოქმის უტყუარობაში და მოწმის აღქმის სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველია.

 

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მე-4 ნაწილით ფოტოსურათების ამოსაცნობად წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით.

ამავე კოდექსის 134-ე

?????? ??-4 ??????? ??????????? ?????????? ????? ???? ????????? ???????????? ????????? ???????????? ????????? ??????????????, ???? ??????????? ???????? ?? ???????? ????????. ???????? ??????????? ??????????? ??????? ??????????? ?????????? ??????????? ???????? ???? ??????? ?? ???? ??????? ???? ????????? ?????. ?? ??????? ?????????? ??????????? ???????? ?????? ???? ????????, ??????????? ??????????? ?????????? ?????????? ???????????? ?? ??????? ??????. განსახილველ შემთხვევაში დ------–---------------ის მონაწილეობით 2018 წლის 14 აპრილს ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმში, რომლის მიხედვითაც მან ამოიცნო ნ--------------–--ე არაა მითითებული, რომ ფოტოსურათები წარდგენილი იქნა ელექტრონული ფორმით და გამოყენებული იქნა თუ არა ტექნიკური საშუალებები.

ბრალდების მხარემ სასამართლოს მტკიცებულებად წარუდგინა დ------–---------------ის მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათებით ამოცნობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო განმარტავს, რომ ჩანაწერის მიხედვით უცნობია იმ პირის ვინაობა ვინც ატარებს ამოცნობას (ფოტოსურათით ამოცნობის ოქმში მითითებულია, რომ ჩაატარა გამომძიებელმა ბ-----------–--მ), არ ხდება უფლებების განმარტება, ისე როგორც ეს ოქმშია აღნიშნული, ასევე არაა კითხვა რა ნიშნებით შეუძლია ამოცნობა ამომცნობს. ჩანაწერის მიხედვით არ ჩანს შედგა თუ არა ოქმი. სხვა ვიდეოჩანაწერი ბრალდების მხარეს სადაც დუ----–----------------ე მიიღებდა მონაწილეობას ამოცნობაში წარმოდგენილი არაა.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე გამომძიებელმა მ-------------მ განმარტა, რომ მან ჩაატარა დ------–---------------ესთან ფოტოსურათით ამოცნობა. გამომძიებელ ბ-----------–--ს მის მიერ დ------–---------------ესთან ფოტოსურათებით ამოცნობაზე რაიმე განმარტება არ გაუკეთებია.

 

გარდა ამისა ამოცნობებთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით ამოცნობამდე ამომცნობმა უნდა მიუთითოს ამოსაცნობის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი. ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმების მიხედვით ამომცნობებმა ყ------------------ემ და დ------–---------------ემ მიუთითეს, რომ ამოსაცნობი პირი ამოიცნეს - კეხიანი მკვეთრად მარჯვნივ გადახრილი ცხვირით, ქერა იერსახით, ღია ფერის მომწვანო თვალებით, სქელი ტუჩებით, სახისა და საერთო ვიზუალით.

 

სასამართლოსთვის გაურკვეველია ფოტოსურათებში, რომლებშიც პირები გამოსახულნი არიან ანფასში, როგორ გაარჩიეს ამომცნობებმა ცხვირი კეხიანი იყო თუ არა, ასევე სასამართლოსათვის გაურკვეველია რას ნიშნავს მითითება, რომ ამოცნობილი იქნა სახისა და საერთო ვიზუალით, თუ არ იქნა დაკონკრეტებული სახის აღწერილობა და სხვა დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, რომლის მიხედვითაც სასამართლო დარწმუნდებოდა ამომცნობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობაში.

 

ამომცნობის მშრალად მითითება სახით და საერთო ვიზუალით ამოცნობაზე არ წარმოადგენს ინდივიდუალურ და გვარეობით ნიშან-თვისებებს და არაა საკმარისი ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის. შესაბამისად ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ მტკიცებულებად და მასში გადმოცემული გარემოებები წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდებს.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ყ------------------ის და დ------–---------------ის განმარტებებით თავდამსხმელებმა წაიღეს ყ------------------ის მობილური ტელეფონი. დაცვის მხარემ წარმოადგინა ყ------------------ის მობილურ ტელეფონის ნომერზე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დღეს შემავალი და გამავალი ზარები, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ყ------------------ის მიერ მითითებული მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომერი გაფორმებულია ნ------------–-–---–ის სახელზე და 2018 წლის 13 თებერვალს 15:07 საათზე ფიქსირდება ო------------------------------–---------ში, ხოლო 2018 წლის 14 თებერვალს 00:30 საათზე ფიქსირდება ურეკში. ყ------------------ის განმარტებით მას ოზურგეთში არავინ ჰყავს. საქმის მასალებით ყ------------------ეზე ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა 13 თებერვალს დაახლოებით 20 საათზე, შესაბამისად გაურკვეველია, როგორ დაფიქსირდა ტელეფონი 15:07 საათზე ო------------------------------–---------ში, მაშინ, როდესაც ამ დროს იგი უნდა ჰქონოდა ყ------------------ეს, რომელიც იმყოფებოდა ქ. ბათუმში.

 

სასამართლო ნ--------------–--ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით, რა დროსაც ამოღებული იქნა ნ--------------–--ის ტანსაცმელი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს მითითებულ საგამოძიებო მოქმედებას, თუმცა გაურკვეველია ვინ, სად, როდის და რა საგამოძიებო მოქმედებას ატარებს, არაა თარიღის შესახებ განმარტება. ოქმში მითითებულია, რომ მონაწილე პირებს განემარტათ უფლება-მოვალეობები, თუმცა ვიდეოჩანაწერში უფლებების განმარტების ფაქტი არ ფიქსირდება, ასევე არ ხდება განმარტება, რომ მიმდინარეობს გადაღება, რაც უნდა აისახოს ოქმში და წინასწარ უნდა ეცნობოთ მონაწილე პირებს. ვიდეოჩანაწერის მიხედვით არ დგინდება ვინ მონაწილეობს ჩხრეკაში. ჩანაწერის მიხედვით 03:28-ზე იწყება ჩხრეკა, ხოლო 04:11 წუთზე გ-----------–--ეს აცნობენ სასამართლოს განჩინებას ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, ხოლო ოქმში მითითებულია, რომ საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე გაეცნო განჩინება. ასევე ამოღებული იქნა ორი შარვალი, თუმცა გაურკვეველია რა პრინციპით შეირჩა მითითებული ორი შარვალი, მაშინ როდესაც ნ--------------–--ის მშობლების მიერ წარდგენილი იქნა სხვა შარვლებიც.

 

სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით ყ------------------ის ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომიდან, საზურგედან ამოღებულ და წებოვანი ლენტის ფრაგმენტის ზედაპირზე არსებულ არათანაბრად შეღებილ მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოებს, გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ნ--------------–--ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ ორ ცალ ჯინსის შარვლის მოლურჯო ფერის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. ბამბის ბოჭკოები, შეღებილია ინდიგოიდური საღებავებით, არიან ფართოდ გავრცელებული და გააჩნიათ ნაკლები საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა.

 

შესაბამისად წარმოდგენილი დასკვნით შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს ის გარემოება, რომ ნ--------------–--ე იჯდა ყ------------------ის ავტომანქანაში და ტანთ ეცვა მისი სახლიდან ამოღებული ჯინსის შარვალი. გარდა ამისა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამოღებული ბამბის ბოჭკოებს საერთო გვარეობრივი კუთვნილება გააჩნია ნ--------------–--ის სახლიდან ამოღებული ორივე ჯინსის შარვლის ბამბის ბოჭკოებთან, რის გამოც იმ შემთხვევაშიც კი თუ ნ--------------–--ე იჯდა მანქანაში შეუძლებელია დადგინდეს, რომელი შარვალი ეცვა კონკრეტულად ნ--------------–--ეს მანქანაში ყოფნისას, ვინაიდან შეუძლებელია ერთდროულად, ერთსა და იმავე დღეს მანქანაში ყოფნისას ჩაეცვა ჯერ ერთი შარვალი და შემდეგ მეორე შარვალი.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დაზარალებულების ყედირ და დ------–---------------ის მიერ მიცემული ჩვენებები, რომ მათ უტყუარად ამოიცნეს თავდამსხმელი პირებიდან ნ--------------–--ე ვერ იქნება მიჩნეული სარწმუნო და უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან ყ------------------ის განმარტებით მას აქვს ძალიან ცუდი მეხსიერება ასაკის გამო, ამავე დროს მან სასამართლოში წარდგენილ ფოტოსურათებზე მიუთითა სულ სხვა პირზე, რომ ის იყო ნ--------------–--ე და ვერ გაიხსენა ამოცნობის ჩატარებასთან დაკავშირებული გარემოებები. ასევე დ------–---------------ემ აღნიშნა, რომ არაა ასი პროცენტით დარწმუნებული, რომ სასამართლოში წარდგენილი ფოტოსურათებზე გამოსახული პირი არის ის ვინც მას დაარტყა და სკოჩით შეკრა (მისი და ყ------------------ის ჩვენების შინაარსიდან გამომდინარე ეს პირი არაა ნ--------------–--ე), ასევე მან დაადასტურა მისი ძმის ყ------------------ის ხელმოწერა, რომ მისი ხელმოწერა იყო.

 

ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც წარმოდგენილია ბრალდების მხარის მიერ რომლითაც დასტურდება ყ------------------ის საცხოვრებელი სახლიდან და ავტომანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურობა ნ--------------–--ისგან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშებისა ესაა ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სხვა რაიმე პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურებული იქნებოდა ნ--------------–--ის მონაწილეობა ბრალდებით წარდგენილ ქმედებაში წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.

 

დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებით, რომლებშიც ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია დადასტურებულია, რომ 2018 წლის 12 თებერვალს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ნ--------------–--ე იმყოფებოდა მისი ნათესავის ვ-----–--------–---–ის სახლში.

 

შესაბამისად მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის ავტორის ჩვენება და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ ჰქმნის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და არ არის საკმარისი ნ--------------–--ის ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობის ფაქტის დასადგენად, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

ამრიგად არ არსებობს უტყუარ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნ--------------–--ის ბრალეულობის დამტკიცების და მისი დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით. გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, რის გამოც ნ--------------–--ე მითითებული ბრალდების ეპიზოდში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

ნ--------------–--ის მიმართ ბრალდების მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა:

ნ--------------–--ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ ს-–----–-ბა ბუპრენორფინს წონით - 0,0051 გრამს, საიდანაც 0,003 გრამი ნარკოტიკული ს-–----–-ბა ბუპრენორფინი, 2018 წლის 12 აპრილს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ------––ი, ჩატარებული ნ--------------–--ის პირადი ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული, ხოლო 0,0021 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბეპრენორფინი კი 2018 წლის 12 აპრილს ნ--------------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას იქნა ამოღებული.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნარკოტიკული ს-–----–---- უკანონო შეძენა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა.

 

ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ჯამბულ გობაძის მიერ შედგენილ 2018 წლის 12 აპრილის პატაკში მითითებულია, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახ--–------–---ან სოფელ ჭ------–-ს მიმართულებით ავტომანქანით გადაადგილდება ნ--------------–--ე (ფაქტიურად ქ. ბათუმში, ჰ-----------–---------------ში მცხოვრები, დაბადებული 1----.1--- წელს) და ნ--------------ია, რომლებიც თან და ფაქტიურ საცხოვრებელ მისამართზე უნდა ინახავდნენ უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ ნივთიერებას, ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს და პისტოლეტს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ჯ------–--------მ დაადასტურა, რომ მან მიიღო მითითებული შინაარსის ოპერატიული ინფორმაცია, რაც მოახსენა ხელმძღვანელს და დაიწყეს გამოძიება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ-----------ემ განმარტა, რომ 12 აპრილს იყო ოპერატიული მორიგე, როდესაც შევიდა ჯამბულ გობაძის პატაკი, რაც მოახსენა ხელმძღვანელს და დაიწყო გამოძიება.

 

2018 წლის 12 აპრილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის მიხედვით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში ჰ-----------–-----------ში მდებარე ნ--------------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ნ--------------–--ის საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა ე.წ. ინსულინის შპრიცი, პატარა პლასტმასის ქილა, თეთრი ფერის სითხით და პატარა ჭიქის ქილა, თეთრი ფერის ბლანტი სითხით.

 

ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ზ-----–-----–---მ, ი-----–-----–---მ და ზ----------–-----მ.

 

2018 წლის 12 აპრილის ნ--------------–--ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკა ჩატარდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჭ------––ი საავტომობილო გზაზე, რა დროსაც ნ--------------–--ემ ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან წარადგინა სამედიცინო 10 გრამიანი შპრიცი, მასში არსებული მღვრიე სითხით.

 

ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ-----–---------მ.

 

ჩხრეკის ოქმებში მითითებული გარემოებები დადასტურებული იქნა სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნივთმტკიცებებით.

 

2018 წლის 13 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის #ქ--------------- დასკვნებით დადგენილია, რომ ნ--------------–--ისგან ამოღებული 10 მლ მოცულობის ერთჯერად საინექციო შპრიცში მოთავსებული კოლოიდური ხსნარი, მოცულობით 2,95 მლ შეიცავს 0,003 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს. ნ--------------–--ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული 1 ცალ ფლაკონში არსებული ხსნარი და ამავე ხსნარით გაჟღენთილი ფოროვანი მასა წონით 0,61 გრამი შეიცავს 0,0021 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს. 1 ცალ 1 მლ მოცულობის საინექციო შპრიცში არსებული გამჭვირვალე უფერო სითხის მიკროწვეთები შეიცავს ოპიატების მიკროკვლებს.

 

ექსპერტიზის დასკვნები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა მ----------–---მ.

 

2018 წლის 14 აპრილის სამედიცინო, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრის წერილით ირკვევა, რომ ნ--------------–--ე გადის მკურნალობის კურსს სამედიცინო ცენტრ ,,უ-------ს“ სუბოქსინით ჩანაცვლებითი თერაპიის ქ. ბათუმის #2 განყოფილებაში 2017 წლის 9 ივნისიდან დღემდე. პაციენტი ცხადდება პროგრამაში ყოველდღიურად. ბოლოს პრეპარატი buprexson-zn მიიღო 2018 წლის 12 აპრილს, რომელიც შედის ბუპრენორფინის ჯგუფში, რომელსაც ღებულობს აბების სახით. შენობიდან პრეპარატის გატანა აკრძალულია. მკურნალობის პერიოდში მედიკამენტის ხელზე გატანა არ განხორციელებულა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა რ-------------–--–მა დაადასტურა, რომ 12 აპრილს მასთან წარდგენილი იქნა ნ--------------–--ე, რომელიც ნარკოტიკული საშულების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა, თუმცა ლაბორატორიულად დაუდასტურდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ნ--------------–--ემ მოწმის სახით დაადასტურა, რომ მისი დაკავების დროს ამოღებული იქნა მისგან ნარკოტიკული საშუალება, თუმცა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება შუშის ფლაკონით მართალია მას ეკუთვნის, მაგრამ იგი ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკის დროს დაკავებისას და არა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს.

 

ნ--------------–--ის აღნიშნულ ჩვენებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ გარდა ნ--------------–--ის ჩვენებისა ის გარემოება, რომ მისი ბინიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს არა მისი ბინის ჩხრეკის დროს, არამედ მისი პირადი ჩხრეკის დროს არ დასტურდება არცერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებითაც კი, რის გამოც სასამართლო მას ვერ გაიზიარებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონით - ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ მე-3 მუხლის ,,ა“ ნაწილით ნარკოტიკული საშუალებაა – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ზ“ ნაწილით სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებაა – ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული ყველა ნივთიერება, ფარმაცევტული პროდუქტი, მცენარეული მასალა და ნარევი, რომლებიც შეტანილია I, II, III და IV სიაში;

 

დასახელებული კანონის მე-2 სიაში ,,ბუპრენორფინი’’ მითითებულია 10-ე პუნქტად, როგორც ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ11” ნაწილით ნარკოტიკული საშუალების შენახვაა – ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა, ხოლო ,,ჰ13” ნაწილით შეძენაა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;

 

ხსენებული კანონის უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით, რომელშიც ,,ბუპრენორფინი’’ მითითებულია 29-ე პუნქტად - 0,0012 გრამიდან დაწესებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ--------------–--ემ უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი”.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა ნ--------------–--ემ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენით და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვით - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზანია სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით მიღწეული იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს ამოღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობას და ოდენობას, სახეზეა ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება, ნ--------------–--ეს დაკავებისას დაუდგინდა სხვა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. ამავე დროს ნ--------------–--ეს არ გაუწევია რაიმე წინააღმდეგობა, ნებაყოფლობით წარადგინა მასთან არსებული ნარკოტიკული საშუალება, არაა ნასამართლევი და ჩადენილია მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული. არ არსებობს რაიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რის გამოც ბრალდებულის მიმართ დანაშაულის პრევენციის, მისი რესოციალიზაციისა და სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან, გამომდინარე, აუცილებელია მისი იზოლაცია და სასჯელის სახედ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში მინიმუმზე მაღალი ზომით. კერძოდ თავისუფლების აღკვეთა 01 წლის და 06 თვის ვადით, რაც სასამართლოს აზრით საკმარისია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი ძირითად სასჯელად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას სხვა ალტერნატიული სასჯელის გარეშე და ამავე დროს არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით (სახეზე უნდა იყოს შემდეგი გარემოებები: ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, ან ჩადენისთანავე, ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან) და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო გარემოებები (დანაშაული მიეკუთვნება მძიმე კატეგორიას).

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ნ--------------–--ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს შესაბამისი ვადით უნდა ჩამოერთვას ამავე კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - ნივთმტკიცების სახით არსებული ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს – ნადგურდება;

შესაბამისად ნივთმტკიცების სახით არსებული ნარკოტიკული საშუალება, შპრიცები, 2 ქილა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანები, სკოჩის ხვიარა, სკოჩის ფრაგმენტები, ქუდის მაგვარი ნივთი, ხელთათმანები, ელ სადენის ფრაგმენტები, სუნის ნიმუშები, ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მიკრონაწილაკები, ანაწმენდები, სკოჩის ფრაგმენტები, სისხლის და ნერწყვის ნიმუშები უნდა განადგურდეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო DVD დისკები შენახული უნდა იქნეს საქმესთან ერთად. ნ--------------–--ის ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს ნ--------------–--ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლიდან გამომდინარე ნ--------------–--ეს დანიშნულ სასჯელში უნდა ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ--------------–--ე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ნ--------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

ნ--------------–--ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო და მის მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან 2018 წლის 12 აპრილიდან.

 

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ნ--------------–--ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს 05 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ნ--------------–--ის მიმართ აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დაიწყოს განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელისაგან განთავისუფლებისთანავე.

 

ნივთმტკიცების სახით არსებული ნ--------------–--ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ნ--------------–--ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს. ნარკოტიკული საშუალება, შპრიცები, 2 ქილა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანები, სკოჩის ხვიარა, სკოჩის ფრაგმენტები, ქუდის მაგვარი ნივთი, ხელთათმანები, ელ სადენის ფრაგმენტები, სუნის ნიმუშები, ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მიკრონაწილაკები, ანაწმენდები, სკოჩის ფრაგმენტები, სისხლის და ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო DVD დისკები შენახული იქნეს საქმესთან ერთად.

 

გამართლებულს - ნ--------------–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი