გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.12.2018
საქმის ნომერი
330310018002760281
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7757-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი-გვანცა ჩალიგავა

 

მოსარჩელე-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი----------------

მოპასუხე- ინდ/მეწარმე ,,-----------–---–--

დავის საგანი- თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს- ინდ/მეწარმე ,,კ----------–---–ს", მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 909.24(ცხრასცხრა ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, ინდ/მეწარმე ,,კ----------–---–ს"(შემდგომში ,,დამკვეთად" წოდებული) და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,დაცვად" წოდებული) შორის 2012 წლის 12 დეკემბერს დაიდო N------ ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი(შემდგომში ,,დაცვა") ვალდებული იყო უზრუნველყო დამკვეთის ობიექტის დაცვა, მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის მეშვეობით, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით. ხელშეკრულების 1.2., 2.1. და 2.2. პუნქტების თანახმად, ,,დამკვეთი" ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 135 ლარი. ,,დაცვამ" ნაკისრი ვალდებულება პირნათლად და ჯეროვნად შეასრულა, მიუხედავდა ამისა, ,,დამკვეთის" მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების პირობები, რის გამოც წარმოიშვა დებიტორული დავალიანება სულ 879.18 ლარის ოოდენობით. დავალიანების გადაუხდელობის გამო დეპარტამენტმა 2018 წლის 17 მაისიდან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, რაც დამკვეთს წინასწარ ეცნობა 2018 წლის 7 მაისის წერილით. ობიექტის მომსახურების პერიოდში, 2017 წლის 7 ივლისს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა მოახდინა დაზიანებული დაცვის სისტემის ტექნიკური საშუალების დემონტაჟში და მის ნაცვლად დაამონტაჟა დეპარტამენტის კუთვნილი ახალი ტექნიკური საშუალება(აკუმულატორი), რომლის სანაცვლოდ მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა 30.40 ლარი, თუმცა თანხა არ იქნა გადახდილი(დაფარულია მხოლოდ 0.34 ლარი).

 

ამდენად, ინდ/მეწარმე ,,კ----------–---–ს", სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს დაცვის მომსახურების საფასური- 879.18 ლარი და ტექნიკური საშუალების მონტაჟის საფასური- 30.06 ლარი, საერთო ჯამში- 909.24ლარი.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - ინდ/მეწარმე ,,კ----------–---–ს", წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზები არ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, მისი პოზიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელთან მიმართებაში უცნობია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.2012 წლის 12 დეკემბერს, ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,შემსრულებელი") და მეორეს მხრივ - ინდ/მეწარმე ,,კ----------–---–ს" (შემდგომში,,დამკვეთი") შორის გაფორმებული იქნა №------ ხელშეკრულება, ,,დამკვეთის" კ----- ობიექტში მდებარე: ქ.თბილისი, ჯ-------------------- მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის(ღილაკის) მეშვეობით, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის თანახმად, ,,დაცვის" მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 135.00(ასოცდათხუთმეტი) ლარს, დღგ-ს ჩათვლით, ხოლო ამავე მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის მოხდება ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.1.პუნქტის თანახმად, ,,დაცვა" ვალდებული იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული: რადიო გადამცემის, რადიო გადამცემის ყუთის, რადიო გადამცემის პლატის მონტაჟ-ინსტალაცია ,,დამკვეთის" ობიექტზე. ამავე მუხლის 3.1.2. პუნქტის თანახმად, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე განგაშის მიღებიდან 5(ხუთი) წუთის განმავლობაში მოახდინოს ,,ობიექტზე" გამოცხადება და ადგილზე მისვლის შემდეგ ,,ობიექტზე" მომხადრი სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანოების გამოძახება, ხოლო მათ მოსვლამდე დაიცვას შემთხვევის ადგილის ხელშეუხებლობა; ამავე მუხლის 3.2.5პუნქტის თანახმად, ,,დაცვის მოთხოვნისას ჩაატაროს სიგნალიზაციის მუშა მდგომარეობის შემოწმება. ამავე მუხლის 3.2.6. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტში მითითებული მოწყობილობების(რომლებიც წარმოადგენს შსს სსიპ-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკუთრებას და დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ არის გადაცემული ,,დამკვეთისათვის") განზრახ გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევაში, აანაზღაუროს მიყენებული ზარალი, განსაზღვრული დაცვითი სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტის ,,ბ" პუნქტით. ამავე მუხლის 3.2.7. პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი" ვალდებულია არ დაუშვას შემსრულებლის მიერ დამონტაჟებული აპარატურის გადაკეთება ან შეკეთება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგნელის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში დაცვა არ აგებს პასუხს დამკვეთის თვითნებური მოქმედებით გამოწვეულ გაუმართაობაზე(შეფერხებაზე) და დამკვეთისათვის მიყენებული ზიანზე;

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის ,,ობიექტის" დაცვაში აყვანის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.4. პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი" ვალდებულია, ზიანის დადასტურების შემთხვევაში 3.2.6. პუნქტში მითითებული თანხის გადახდას უზრუნველყოფს 5 სამუშაო დღის განმავლობაში; ამავე მუხლის 6.6 პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთის" მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ,,დაცვა" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება; ამავე მუხლის 6.7. პუნქტის თანახმად, ,,დაცვა" უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება დაცვის მომსახურების ტარიფის ცვლილებების შესახებ, რომელიც წერილობით ეცნობება ,,დამკვეთს" ერთი თვით ადრე; ამავე მუხლის 6.8 პუნქტის თანახმად, ,,დაცვა" ობიექტის დაცვის მომსახურეობის შეწყვეტიდან არაუმეტეს 7 სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელებს 3.1.1. პუნქტში მითითებული მოწყობილობების(რომელიც წარმოადგენს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკუთრებას და დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ არის გადაცემული ,,დამკვეთისათვის" შემოწმებას და დემონტაჟს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2012 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულება(საგანგაშო) №------(ს.ფ. 11-12)

 

3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2012 წლის 13 დეკემბრის N------- ბრძანებით(ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების გაგრძელების შესახებ) დადგინდა, რომ დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს ,,125" განყოფილებამ უზრუნვველყოს შემდეგი ობიექტების ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების გაგრძელება, მათ შორის -ი.მ. ,,-----------–---–--, ჯ-------------------- რადიოგადაცემის N001-8230.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2012 წლის 12 დეკმებრის N------- ბრძანება ,,ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების გაგრძელების შესახებ''(ს.ფ. 13-14)

 

3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 17 მაისის N----------- ბრძანებით(ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შეწყვეტის შესახებ), 17.05.2018-დან შეწყვეტილი იქნეს ი.მ. ,,----------–---–--- ობიექტის(ქ.თბილისი, ჯ-------------------- ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 17 მაისის N----------- ბრძანება ,,ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შეწყვეტის შესახებ''(ს.ფ. 15)

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 14 ივლისის ცნობით დებიტორული დავალიანების შესახებ დადგენილია, რომ ი/მ ,,კ----------–---–ს"(---------------- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ 12.12.2012 წლის N------ ხელშეკრულების(მუხლი 2.1.) საფუძველზე 2018 წლის 24 ივლისის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება 879.18(რვასსამოცდაცხრამეტი და თვრამეტი თეთრი) ლარი. მათ შორის:

1.2017 წლის ნოემბერი-134.50 ლარი

2.2017 წლის დეკემბერი-135.00 ლარი

3.2017 წლის იანვარი-135.00 ლარი

4.2017 წლის თებერვალი-135.00 ლარი

5.2017 წლის მარტი-135.00 ლარი

6.2017 წლის აპრილი- 135.00 ლარი

7.2018 წლის მაისი- 69.68 ლარი

 

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 16 ოქტომბრის ცნობით დადგენილია, რომ ინდ/მეწარმე ,,კ----------–---–ს'', საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ერიცხება სიგნალიზაციის მონტაჟის დებიტორული დავალიანება 30,06(ოცდაათი ლარი და ექვსი თეთრი) ლარი.

 

აღნიშნული დავალიანება მოპასუხე მხარის მიერ დღეის მდგომარეობით გადახდილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 24 ივლისის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ(ს.ფ. 17)

-თანხის ბრუნვის ისტორია(ს.ფ. 18-20)

-2018 წლის 16 ოქტომბრის ცნობა(ს.ფ. 23)

-თანხის ბრუნვის ისტორია(ს.ფ. 24)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- ინდ/მეწარმე ,,კ----------–---–ს'', მოსარჩელე-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 909.24(ცხრასცხრა ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და ინდ/მეწარმე ,,კ----------–---–ს'' შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე(სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ,- საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,შემსრულებელი") და მეორეს მხრივ- ინდ/მეწარმე ,,კ----------–---–ს"(შემდგომში,,დამკვეთი") შორის 2012 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული იქნა №------ ხელშეკრულება, ,,დამკვეთის" კ----- ობიექტში მდებარე: ქ.თბილისი, ჯ-------------------- მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის(ღილაკის) მეშვეობით, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით. დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის თანახმად, ,,დაცვის" მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 135.00(ასოცდათხუთმეტი) ლარს, დღგ-ს ჩათვლით, ხოლო ამავე მუხლის 2.2.პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის მოხდება ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს; დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.1.პუნქტის თანახმად, ,,დაცვა" ვალდებული იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული: რადიო გადამცემის, რადიო გადამცემის ყუთის, რადიო გადამცემის პლატის მონტაჟ-ინსტალაცია ,,დამკვეთის" ობიექტზე. ამავე მუხლის 3.1.2.პუნქტის თანახმად, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე განგაშის მიღებიდან 5(ხუთი) წუთის განმავლობაში მოახდინოს ,,ობიექტზე" გამოცხადება და ადგილზე მისვლის შემდეგ ,,ობიექტზე" მომხადრი სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანოების გამოძახება, ხოლო მათ მოსვლამდე დაიცვას შემთხვევის ადგილის ხელშეუხებლობა; ამავე მუხლის 3.2.5პუნქტის თანახმად, ,,დაცვის მოთხოვნისას ჩაატაროს სიგნალიზაციის მუშა მდგომარეობის შემოწმება. ამავე მუხლის 3.2.6.პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტში მითითებული მოწყობილობების(რომლებიც წარმოადგენს შსს სსიპ-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკუთრებას და დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ არის გადაცემული ,,დამკვეთისათვის") განზრახ გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევაში, აანაზღაუროს მიყენებული ზარალი, განსაზღვრული დაცვითი სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტის ,,ბ" პუნქტით. ამავე მუხლის 3.2.7. პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი" ვალდებულია არ დაუშვას შემსრულებლის მიერ დამონტაჟებული აპარატურის გადაკეთება ან შეკეთება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგნელის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში დაცვა არ აგებს პასუხს დამკვეთის თვითნებური მოქმედებით გამოწვეულ გაუმართაობაზე(შეფერხებაზე) და დამკვეთისათვის მიყენებული ზიანზე; დასახელებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის ,,ობიექტის" დაცვაში აყვანის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით; დასახელებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.4.პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი" ვალდებულია, ზიანის დადასტურების შემთხვევაში 3.2.6. პუნქტში მითითებული თანხის გადახდას უზრუნველყოფს 5 სამუშაო დღის განმავლობაში; ამავე მუხლის 6.6 პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთის" მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ,,დაცვა" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება; ამავე მუხლის 6.7.პუნქტის თანახმად, ,,დაცვა" უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება დაცვის მომსახურების ტარიფის ცვლილებების შესახებ, რომელიც წერილობით ეცნობება ,,დამკვეთს" ერთი თვით ადრე; ამავე მუხლის 6.8 პუნქტის თანახმად, ,,დაცვა" ობიექტის დაცვის მომსახურეობის შეწყვეტიდან არაუმეტეს 7სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელებს 3.1.1. პუნქტში მითითებული მოწყობილობების(რომელიც წარმოადგენს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკუთრებას და დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ არის გადაცემული ,,დამკვეთისათვის" შემოწმებას და დემონტაჟს.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ნაკისრი ვალდებულება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შესრულდა ჯეროვნად, ხოლო მოპასუხე მხარე კი თავს არიდებს და დღემდე არ იხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების თანხას. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- ინდ/მეწარმე ,,კ----------–---–ს'', მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 909.24(ცხრასცხრა ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამდენად, მოპასუხეს- ინდ/მეწარმე ,,კ----------–---–ს'', მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე - ინდ/მეწარმე ,,კ----------–---–ს", მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს- 909.24(ცხრასცხრა ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეს- ინდ/მეწარმე ,,კ----------–---–ს", მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი