გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2246-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - დ-------------–-–---–ი
წარმომადგენელი - ი-----–-------ე
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - გ--------------–-–---–ი
დავის საგანი - ქმედების განხორციელება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დ-------------–-–---–ის სასარგებლოდ 2017 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 19 აპრილამდე პერიოდის გაუცემელი ხელფასის ანაზღაურება 494,21 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნეს, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დ-------------–-–---–ი 2005 წლიდან 2017 წლამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 აპრილის №------ ბრძანებით შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს შტ---------------------------------–-------–-------------------------–---------------------–--------–---–---------–------------------- პოლიციის რიგითი დ-------------------------–-–---–ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2017 წლის 17 თებერვლიდან.
დ-------------–-–---–ი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 2017 წლის 19 აპრილამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 აპრილის №------ ბრძანება (ს.ფ. 11);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 4 აპრილის M---------------- წერილი (ს.ფ. 82).
3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს შტ---------------------------------–-------–-------------------------–---------------------–--------–---–----------–------------------ თანამდებობაზე მუშაობისათვის 2017 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 19 აპრილამდე პერიოდში დ-------------–-–---–ის შრომის ანაზღაურება კომპონენტების მიხედვით განსაზღვრული იქნებოდა შემდეგნაირად: 2017 წლის აპრილი (18 დღის): თანამდებობრივი სარგო - 513,0 ლარი, წოდებრივი სარგო - 1,80 ლარი, წელთა ნამსახ. დანამ. – 102,96 ლარი; ჯამში დარიცხვა 617,76 ლარი, საიდანაც დასაკავებელი საშემოსავლო შეადგენდა 123,55 ლარს, ხოლო ხელზე მისაღები თანხა - 494,21 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის 2018 წლის 9 აგვისტოს № M---------------- წერილი (ს.ფ. 117).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს დ-------------–-–---–ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
ამრიგად, ვინაიდან სარჩელი აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან დ-------------–-–---–ის მოთხოვნა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების შესახებ.
6.2. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. იმავე პაქტის მე-7 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულს ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის, სამართლიანი ხელფასი. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-4 მუხლი ეხება შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მხარეები აღიარებენ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცხოვრების ღირსეულ დონეს.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი კანონი), ?? ??????? ??-9 ?????? საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის თანახმად, პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან; პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია; პოლიციელის ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და წოდებისათვის დადგენილი სარგოს) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატისა და კომპენსაციის ოდენობებს, აგრეთვე მათი გაცემის პირობებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურება იმ ორგანოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელთანაც იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ-------------–-–---–ი 2005 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 აპრილის №------ ბრძანებით შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს შტ---------------------------------–-------–-------------------------–---------------------–--------–---–---------–------------------- პოლიციის რიგითი დ-------------------------–-–---–ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში 2017 წლის 17 თებერვლიდან.
ასევე დადგენილია, რომ დ-------------–-–---–ი სამსახურებრივ მოვალეობას ფაქტობრივად ასრულებდა 2017 წლის 19 აპრილამდე. ამასთან, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მას ხელფასი მიღებული აქვს 2017 წლის 1 აპრილის მდგომარეობით და განსახილველ შემთხვევაში მის მოთხოვნას წარმოადგენს 2017 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 19 აპრილამდე პერიოდისათვის ფაქტობრივად შესრულებული სამსახურებრივი მოვალეობის შრომითი ანაზღაურება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის 2018 წლის 9 აგვისტოს M---------------- წერილით დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს შტ---------------------------------–-------–-------------------------–---------------------–--------–---–----------–------------------ თანამდებობაზე მუშაობისათვის 2017 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 19 აპრილამდე პერიოდში დ-------------–-–---–ის შრომის ანაზღაურება განსაზღვრული იქნებოდა 494,21 ლარით (ხელზე მისაღები თანხა).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილებით განმარტა: „საჯარო მოხელის გათავისუფლების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, როდესაც არსებობს გათავისუფლების აქტის ბათილობის საფუძველი... საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილ სუბიექტთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგს. შესაბამისად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში. ამავე გადაწყვეტილებით ასევე განმარტებულია, რომ: „საჯარო მოხელის მიერ შრომითი გასამრჯელოს მიღება მჭიდროდ არის დაკავშირებული სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულებასთან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, შრომითი გასამრჯელო მიიღოს სამსახურში დანიშვნის დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე. გასამრჯელოს მიღება არ არის დამოკიდებული სამუშაოს შესრულების ხარისხზე, მის შედეგებსა თუ სხვა ფაქტორებზე. ეს შემოსავალი პირისთვის გარანტირებულია საჯარო მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისი მხრიდან, სამსახურებრივი ფუნქციების ბრალეული შეუსრულებლობის არარსებობისას. შესაბამისად, საჯარო მოხელეს სამსახურში დანიშვნისას წარმოეშობა გონივრული მოლოდინი, რომ გარანტირებულად მიიღებს თანამდებობრივ სარგოს, გარდა მისი მართლზომიერად, კანონიერ საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევისა.
ამდენად, კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს ვალდებულებას გასცეს შრომითი გასამრჯელო - ხელფასი. შესაბამისად, იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა, რაც მოსარჩელეს ანიჭებს შესაძლებლობას, მოითხოვოს სახელმწიფოსაგან მიუღებელი შრომითი გასამრჯელო - ხელფასი.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდის -ადასტურებს დ-------------–-–---–ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას 2017 წლის 19 აპრილამდე. იმ პირობებში, როდესაც იგი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 აპრილის №------ ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 17 თებერვლიდან, ანუ წინა თარიღიდან, სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბასად მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 11 აპრილის №------ ბრძანება სადავოდ არ გაუხდია და ბრძანების უკანონობა ამ დროისათვის დადასტურებული არ არის.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-------------–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაეკისროს დ-------------–-–---–ისთვის გაუცემელი ხელფასის ანაზღაურება 2017 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 19 აპრილამდე, 494,21 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები:
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 24-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დ-------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დ-------------–-–---–ისთვის გაუცემელი ხელფასის ანაზღაურება 2017 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 19 აპრილამდე, 494,21 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) ოდენობით;
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე