გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2596-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ნ------------ია
წარმომადგენელი - ნ-------–--ე
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ---------------–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 22 მარტის №8-- ბრძანება, რომლითაც მოსარჩელის ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე;
1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ------------იას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით. მისი განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ნ------------ია არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს თბილისი, ს--------------------------------–--------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (ს.ფ. 15).
3.2. ნ------------იამ, თავდაპირველად, 2013 წელს მოითხოვა საცხოვრებელ ფართი, რისთვისაც მან შეავსო შესაბამისი კითხვარი. ამ უკანასკნელით დგინდება, რომ იგი ფაქტობრივად ცხოვრობდა დ-----ში, სოფ. ს---------ში, მეუღლესთან - ზ-----------–-–---–თან ერთად, რომელიც არადევნილია. მან განსახლების ადგილად აირჩია გ---------ი, ს. ვ------ი. ჰყავს შვილი - დ---------–-–---–ი, რომელიც დევნილია და შვილიშვილი - დ---------–-–---–ი. ისინი ცხოვრობენ ქ. თბილისში, ვ-----------------------------------.
კითხვარის შევსების დროისთვის ნ------------ია იყო უმუშევარი, ხოლო ზ-----------–-–---–ი შემთხვევით და/ან ერთჯერად სამუშაოზე დასაქმებული. ოჯახს არ გააჩნია უძრავი და მოძრავი ქონება საკუთრებაში, ასევე, მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობაში. ოჯახის საშუალო თვიური ხარჯი შეადგენდა 210 ლარს, მათ შორის, 150 ლარი - სურსათზე, სასმელზე, 10-10 ლარი - საოჯახო მოხმარების საქონელზე, სათბობსა და ელექტროენერგიაზე, ტრანსპორტზე, 30 ლარი - ჯანმრთელობის დაცვაზე. ოჯახის შემოსავალს წარმოადგენდა 178 ლარი, კერძოდ, დაქირავებული შრომიდან (ხელფასი) – 150 ლარი და დევნილთა შემწეობა - 28 ლარი.
მითითებული პერიოდისათვის ოჯახი არ იმყოფებოდა სიღარიბის დაძლევის პროგრამაში. ისინი ცხოვრობდნენ სხვის საცხოვრებელ ფართში ბინაში (თხოვების საფუძველზე), 3 და მეტი წლის მანძილზე. ბოლო 5 წლის მანძილზე არცერთხელ არ შეუცვლიათ საცხოვრებელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნ------------იას 2013 წლის 9 დეკემბრის №1- განაცხადი (ს.ფ. 42-43);
- საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი (ს.ფ. 44-55).
3.3. ნ------------ია პერიოდულად მიმართავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით, ვინაიდან არ გააჩნდა არანაირი საცხოვრებელი ფართი და ცხოვრება უწევდა სხვადასხვა მისამართზე ხან ქირით, ხან მის გარეშე ნათესავთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნ------------იას 2015 წლის 10 სექტემბრის №4------- განცხადება (ს.ფ. 56);
- ნ------------იას 2017 წლის 26 სექტემბრის №4------- განცხადება (ს.ფ. 58);
- ნ------------იას 2017 წლის 16 ოქტომბრის №5------- განცხადება (ს.ფ. 69);
- ნ------------იას 2017 წლის 13 ივნისის №2------- განცხადება (ს.ფ. 71);
3.4. 2017 წლის 21 ნოემბერს, ნ------------იამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და გრძელვადიანი განსახლებისათვის საცხოვრებელი ფართის მიღება მოითხოვა.
წინასწარი მონაცემებით ნ------------იას, რომელიც დამისამართებულია დ-----ი, ვ--------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: დ-----ი, სოფელი ს---------ი, ქულა განისაზღვრა 4 ერთეულით, კერძოდ, მან სოციალურ კრიტერიუმში: „ქირა“ მიიღო 1,5 ქულა და „სიღარიბის მაჩვენებელი“ - 2,5 ქულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნ------------იას 2017 წლის 21 ნოემბრის №4- განაცხადი (ს.ფ. 41).
3.5. დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების 2018 წლის 31 იანვრის ქმის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი მოკვლევის მიზნით იმყოფებოდა განმცხადებლის - ნ------------იას მიერ მითითებულ საცხოვრებელ მისამართზე: ქ. თბილისი, ბ-----------------–------------–----------------------------------------. საცხოვრებლის კარი ბოქლომით იყო დაკეტილი. შემდგომ განხორციელდა ზარი ნომერზე: 5-----------. განმცხადებელმა მონიტორინგის ჯგუფს განუმარტა, რომ ორი თვეა იმყოფება დასთან, მ------------------თან, მისამართზე: დ-----ი, ვ----------------- და შესაძლებელია წასულიყო შვილთან - ვ--------–-–---–თან, სოფ. ს---------ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების 2018 წლის 31 იანვრის ოქმი (ს.ფ. 86).
3.6. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ნ------------იას განცხადების (ვ------ი №4-) საფუძველზე, 2018 წლის 7 თებერვალს განხორციელდა მისი ოჯახის მონიტორინგი და შეივსო მონიტორინგის ფორმა, რომლის თანახმადაც, ნ------------ია მეუღლესთან - ზ-----------–-–---–თან და გერთან - ვ--------------–-–---–თან ერთად ცხოვრობს დ-----ის რაიონში, სოფელ ს---------ში, 1997 წლიდან, ქირის გარეშე. მონიტორინგის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ნ------------ია და ზ-----------–-–---–ი, ხოლო ვ--------------–-–---–ი გასული იყო სოფელში. ოჯახის შემოსავალი შეადგენდა 280 ლარს, კერძოდ, 50-50 ლარს - სოციალური შემწეობა და 180 ლარს - ნ------------იას სახელმწიფო პენსია.
ამასთან, ნ------------იას ოჯახი (წევრები: ნ------------ია, ზ-----------–-–---–ი) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია სარეიტინგო ქულით: 31 1--, მისამართზე: თბილისი, ვ---------------–-----------ი, ბ--------------–--------------------------------.
განმცხადებლის განმარტებით, მისი მშობლები გარდაცვლილები არიან, დედმამიშვილი არ ჰყავს, იზრდებოდა ბავშვთა სახლში. იგი დამისამართებას ითხოვდა, ქ. დ-----ში, ვ---------------------ში. ნ------------ია ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება ზ-----------–-–---–თან, რომელიც არის არადევნილი, კ---ის რაიონიდან, სოფელ ბ-----------------იდან. მას მშობლები გარდაცვლილები ჰყავს, ხოლო ძმა - მერაბ მამულაშვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. კ---ში. ზ-----------–-–---–ის მამა-პაპისეული საცხოვრებელი სახლი დანგრეულია.
მონიტორინგის შედეგად, მონიტორინგის ჯგუფმა გააკეთა დასკვნა: 1. სოციალური აქვს ბაგებში; 2. მოსატანი აქვს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მინიჭებულ კრიტერიუმში ქულის შესანარჩუნებლად; 3. მათი განცხადებით, სახლი ეკუთვნის ვ--------------–-–---–ს, მანამდე სახლი ეკუთვნოდა ბერძენს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა (ს.ფ. 80-85);
- ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან, მომზადების თარიღი: 26.04.2018წ. (ს.ფ. 18);
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 64).
3.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიამ 2018 წლის 12 თებერვალს განიხილა იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ვ------ის ს------------------–--აში მდებარე №---------–-----------– კორპუსში არსებული 40 ბინის განაწილების საკითხი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 12 თებერვლის №- სხდომის ოქმის თანახმად, ნ------------იას უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, „არასაკმარისი ქულების“ გამო. კერძოდ, დააკლდა ქირა -1,5 ქულა, სიღარიბის მაჩვენებელი - 2,5 ქულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 12 თებერვლის №- სხდომის ოქმი (ს.ფ. 87-93).
3.8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 22 მარტის №8-- ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების (ოქმი №-) საფუძველზე, ვ------ის ს------------------–--აში მდებარე №---------–-----------– კორპუსში, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე ნ------------იას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) უარი ეთქვა განსახლებისათვის არასაკმარისი ქულების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 22 მარტის №8-- ბრძანება (ს.ფ. 16).
3.9. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 10 აპრილს გაცემული ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) თანახმად, ნ------------იამ 5 წლის წინ ტრამვის შედეგად მიიღო D8 მალის კომპრესიული მოტეხილობა, ერთი წლის წინ L1 მალის კომპრესიული მოტეხილობა, რის შემდეგადაც ტკივილები მოემატა მარჯვენა წელის მიდამოში, ირადიაციით მარჯვენა ქვედა კიდურისკენ. მედიკამენტოზურმა მკურნალობამ გამოიღო ნაწილობრივი შედეგი, საჭიროებს კომპლექსური, ფიზიოთერაპიული მკურნალობის კურსის გავლას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 10 აპრილს გაცემული ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) (ს.ფ. 17).
3.10. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, 2018 წლის 1 მაისის მდგომარეობით, ნ------------იას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, 2018 წლის 16 აპრილის მდგომარეობით, ზ-----------–-–---–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 1 მაისის №1----- წერილი (ს.ფ. 103);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის №1----- წერილი (ს.ფ. 104).
3.1-. ნ------------ია სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოსახლებული იქნა ბინიდან, მდებარე: ქ. დ-----ი, ვ--------------------.
დ-----ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ს---------ის ადმინისტრაციულ ერთეულში დაადასტურა, რომ ნ------------იას სოფელ ს---------ში არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი. იგი მეუღლესთან, ზ-----------–-–---–თან ერთად ცხოვრობს სხვის კუთვნილ სახლში, სოფელ ს---------ში.
დ-----ის რაიონის სოფელ ს---------ში მცხოვრებმა გ--------------მა და ნ--–-----------–---მა დაადასტურეს, რომ ნ------------ია და ზ-----------–-–---–ი დროებით ცხოვრობენ ნ----–-------------ის საცხოვრებელ სახლში, დ-----ის რაიონში, სოფელ ს---------ში.
კ---ის რაიონის, სოფელ ბ----------------ში ზ------–--------------–-–---–ის ბინა საცხოვრებლად უვარგისია, სახურავი ჩამონგრეულია, ჭერი ჩამოქცეული, კედლები დანგრეული. ის აშენებულია 1918 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 16 ოქტომბრის №----- წერილი (ს.ფ. 72);
- დ-----ის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 იანვრის №2------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 62-63);
- ს---------ის ადმინისტრაციულ ერთეულში დ-----ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის 2018 წლის 2 თებერვლის №1- ცნობა (ს.ფ. 73);
- 2018 წლის აქტი (ს.ფ. 74);
- 2005 წლის 16 სექტემბრის №--- ცნობა (ს.ფ. 65).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ------------იას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 22 მარტის №8-- ბრძანება, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან და რომლითაც ნ------------ია უზრუნველყოფილი იქნება გრძელვადიანი საცხოვრებლით.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სადავო აქტის გამოცემის პეროდისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფდა დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებდა ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე - ნ------------ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილი) წარმოადგენს - ქ. თბილისი, ს--------------------------------–--------------------------.
შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას წარმოადგენს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2017 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-1- და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მითითებული რედაქციის მე-6 მუხლით დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №- დანართის შესაბამისად.
ამდენად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სამინისტრომ ნ------------იას დევნილ ოჯახს წინასწარი შეფასებით მიანიჭა 4 ქულა, კერძოდ, ეს ქულები მან მიიღო სოციალურ კრიტერიუმში, საიდანაც ქირას მიენიჭა 1,5 ქულა და სიღარიბის მაჩვენებელს - 2,5 ქულა. ასევე დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2018 წლის 12 თებერვალს განიხილა ნ------------იას გრძელვადიანი საცხოვრებლის უზრუნველყოფის თაობაზე საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც წინასწარი შეფასებით მიღებული ქულები შეუმცირდა 4 ქულით და საბოლოოდ მისი ქულა განისაზღვრა 0 ერთეულით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №6 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №- „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ხოლო №- დანართის „ა“ პუნქტის თანახმად, სოციალური კრიტერიუმის შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში: ა) 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით – 3 ქულა; ბ) 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით – 2,5 ქულა; გ) 57001-60000 შორის სარეიტინგო ქულით – 2 ქულა; დ) 60001-65000 შორის სარეიტინგო ქულით -– 1,5 ქულა; ე) 100001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით – 1 ქულა.
აქედან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმში მინიჭებული ქულის გაუქმებასთან დაკავშირებით და მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 1,5 ერთეულით ქულის მისანიჭებლად არსებითი მნიშვნელობა აქვს დევნილი ოჯახი ცხოვრობდეს სხვის სახლში, მიუხედავად იმისა იგი იხდის თუ არა ქირას. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ნ------------იას ოჯახი შედგება ორი წევრისაგან და არცერთ მათგანს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება, კერძოდ, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, ნ------------იას და ზ-----------–-–---–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. უფრო მეტიც, ნ------------ია სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოსახლებული იქნა ბინიდან, მდებარე: ქ. დ-----ი, ვ-------------------- და იგი მეუღლესთან, ზ-----------–-–---–თან ერთად ცხოვრობდა დროებით, სხვის კუთვნილ სახლში, მდებარე: დ-----ი, სოფელი ს---------ი. აღნიშნული ფაქტი კი დაადასტურეს როგორც დ-----ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ს---------ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე, სოფელში მცხოვრებმა პირებმა. საქმეში ასევე წარმოდგენილია 2005 წლის 16 სექტემბრის №--- ცნობა, რომლის თანახმადაც, კ---ის რაიონში, სოფელ ბ----------------ში ზ------–--------------–-–---–ის ბინა საცხოვრებლად უვარგისია, სახურავი ჩამონგრეულია, ჭერი ჩამოქცეული, კედლები დანგრეული. ის აშენებულია 1918 წელს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ ნ------------იას მითითებულ კრიტერიუმში ქულის დაკლების საფუძველი არ არსებობდა.
ამასთან, რაც შეეხება სოციალურ კრიტერიუმს, ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დგინდება, რომ ნ------------იას ორწევრიანი ოჯახი რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თბილისი, ვ---------------–-----------ი, ბ--------------–--------------------------------, სარეიტინგო ქულით: 31 1--. შესაბამისად, №- დანართის „ა.ბ.“ პუნქტის გათვალისწინებით ოჯახის ამ კრიტერიუმს უნდა მინიჭებოდა 2,5 ქულა.
სასამართლო აქვე მიუთითებს №- დანართის №2 შენიშვნაზე, რომლის მიხედვითაც, სოციალურ პროგრამაში მონაწილეობის ქულა დევნილ ოჯახს ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული საცხოვრებელი ადგილი ერთი და იგივეა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 31 იანვარს მონიტორინგის ჯგუფი მოკვლევის მიზნით იმყოფებოდა განმცხადებლის - ნ------------იას მიერ მითითებულ საცხოვრებელ მისამართზე: ქ. თბილისი, ბ-----------------–------------–----------------------------------------. საცხოვრებლის კარი ბოქლომით იყო დაკეტილი. შემდგომ განხორციელდა ზარი ნომერზე: 5-----------. განმცხადებელმა მონიტორინგის ჯგუფს განუცხადა, რომ ორი თვეა იმყოფება დასთან, მ------------------თან, მისამართზე: დ-----ი, ვ----------------- და შესაძლებელია წასულიყო შვილთან - ვ--------–-–---–თან, სოფ. ს---------ში. ამდენად, იმის გათვალიწინებით, რომ სადავო არ არის პერიოდულად მოსარჩელის დ-----ში ცხოვრების ფაქტი და ამავე დროს საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება საწინააღმდეგო გარემოება სადავო პერიოდში მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრებასთან დაკავშირებით, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მითითებულ კრიტერიუმში ქულის შეცვლას, გაუქმებას. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერებით შეუძლებელია დადგინდეს სადავო პერიოდში კონკრეტულად სად მდებარეობდა ნ------------იას ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ვინაიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ქულა, რომელიც განცხადების განხილვის დროისათვის ძალაში მყოფ ერთეულს წარმოადგენდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ოჯახს უნდა მინიჭებოდა შესაბამისი ქულა და არ არსებობდა მისი შეცვლის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. შესაბამისად, სადავო აქტით მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პირობებში, რის გამოც შესაბამისი დასკვნა და ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 22 მარტის №8-- ბრძანება „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ------------იას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ------------იას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 22 მარტის №8-- ბრძანება;
3. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ------------იას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ;
4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №-ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე