გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2018
საქმის ნომერი
080210018002481997
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210018002481997

#2/1854-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29.11.2018 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - შპს „კ-----------------------------„წარმომადგენელი - თ-------------–---–-ა;

მოპასუხე - კ-----------ე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. კ-----------ეს შპს „კ-----------------------------„-სსასარგებლოდ დაეკისროს 1902.42 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 600 ლარს, საკომისიო 120 ლარს, პირგასამტეხლო 1200.42 ლარს.

 

1.2. კ-----------ეს შპს „კ-----------------------------„-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

1.3. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 24 დეკემბერს შპს ნ-------------ს„ და კ-----------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაცემული იქნა 600 ლარი. ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის მომსახურების საკომისიო 102 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 30 დღეს. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ვადაგადაცილებული თანხის 1%, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე. კ-----------ის მიერ მოხდა სესხის გადავადება 7-ჯერ. კ-----------ის მიერ მოხდა სესხის ხელშეკრულების დარღვევა, სესხის დასაფარად გადახდილი აქვს 1 ლარი და მოსარჩელის მიმართ დავალიანება შეადგენს 1902.42 ლარს. საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 600 ლარს, საკომისიო 102 ლარს, პირგასამტხელო 1200.42 ლარს, პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშებულია 2016 წლის 01 ივნისიდან ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით. 2016 წლის 16 მარტს შპს ნ-------------მა შეიცავალა საფირმო სახელწოდება და მის სახელწოდებას წარმოადგენს შპს „--------. 2017 წლის 17 მაისს შპს „---------ს და შპს შპს „კ-----------------------------ს„ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება სასესხო პორტფელის გაყიდვის შესახებ (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე კ-----------ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2015 წლის 24 დეკემბერს ისარგებლა შპს ნ-------------ის მომსახურებით. სმს-ის საშუალებით მიღებულ პირობებს დაეთანხმა, ხოლო ხელშეკრულებას არ გაცნობია ისე გამოიტანა სესხი, რომელიც 2016 წლის ივლისის თვეში სრულად დაფარა. სულ გადახდილი აქვს 740 ლარამდე, რაც უნდა ჩაითვალოს სეხის ძირი თანხის და პროცენტის გადასახადში. მიაჩნია, რომ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე მოითხვს მასზე თანხის დაკისრებას დადებულია მოტყუებით, არის მართლსაწინააღმდეგო და ამორალური. (იხ. შესაგებელი, 20.11.2018 წ სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2015 წლის 24 დეკემბერს კ-----------ეს და შპს „კ-----------------------------„-ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება №1--------. აღნიშნული ხელშეკრულებით, კო-----------ზე გაიცა 600 ლარი, 30 დღით, ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის მომსახურების საკომისიო 102 ლარი და პირგასამტეხლო 1% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სესხის ხელშეკრულება;

 

3.1.2. 2016 წლის 16 მარტს შპს ნ-------------მა შეიცავალა საფირმო სახელწოდება და მის სახელწოდებას წარმოადგენს შპს „--------. 2017 წლის 17 მაისს შპს „---------ს და შპს შპს „კ-----------------------------ს„ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება სასესხო პორტფელის გაყიდვის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

- ხელშეკრულება სასესხო პორტფელის გაყიდვის შეხახებ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.2. 2018 წლის 04 ივნისის მდგომარეობით კ-----------ის დავალიანება შეადგენს 1902.42 ლარს, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 600 ლარს, საკომისო- 102 ლარს, პირგასამტეხლო 1200.42 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-04.06.2018 წლის ცნობა.

 

3.2.3. მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2016 წლის 18 მაისს, მის მიერ გადახდილი იქნა გადავადების საკომისიო 738 ლარი. მოპასუხე სადავოდ ხდის როგორც ძირი თანხის, ასევე საკომისიოს და პირგასამტეხლოს ოდენობას, იმ საფუძვლით, რომ მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია. ამასთან მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულება არის მოტყუებით დადებული, მართლსაწინააღმდეგო და ამორალური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-24.05.2018 სესხის განსაკუთრებული პირობები.

-მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

3.2.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები, რაც ანიჭებს კრედიტორს სესხის ძირი თანხის, საკომისიოს და ჯარიმის (პირგასამტეხლოს) მოთხოვნის უფლებას, რაც შეთანხმებულია მხარეთა მიერ. პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

-სესხის ხელშეკრულება.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „ექსპერტ ჯორჯიას„ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი სახის გარემოებების გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 327-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.3. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია - 2015 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა. დადგენილა, რომ სესხის ხელშეკრულება მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია და მისი ბათილად ცნობის თაობაზე დავა არ დაუწყია.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 24 დეკემბერს შპს ნ-------------ს და კ-----------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება №1--------. აღნიშნული ხელშეკრულებით, კ-----------ეზე გაიცა 600 ლარი 30 დღით. ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის მომსახურების საკომისო და პირგასამტეხლო 1% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა სესხის გაცემიდან 30 დღის ვადაში. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული სესხის მომსახურების საკომისო არ გადაიხადა.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მის მიერ ვალდებულება შესრულებულია და მოსარჩელის მიმართ გადახდილი იქნა 740 ლარი. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა 740 ლარი შეადგენს სესხის გადავადების საკომისიოს. სესხის ხელშეკრულების პირველი მუხლის „რ„ პუნქტის თანახმად, სესხის გადავადება განმარტებულია შემდეგნაირად: „გამსესხებლის თანხმობით, მსესხებლის მიერ საკომისიოს გადახდის შემდეგ, სესხის ვადის გაგრძელება„. ხოლო სესხის გადავადების საფასურს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: „მომსახურების საფასური, რასაც მსესხებელი გადაუხდის გამსესხებელს სესხის ვადის გაგრძლებისათვის„. ხელშეკრულების 5.2. პუნქტით მხარეები შეთანხდნენ, რომ სესხის გადავადებისათვის მსესხებელი გამსესხებელს საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით იხდის სესხის გადავადების საფასურს, რომლის ოდენობა დადაანგარიშების წესი განმარტებულია გამსესხებლის ვებ-გვერდზე. მსესხებელი ვალდებულია, მიუთითოს გადახდის დანიშნულება, ვადის გაგრძელება. საფასურის გადახდის შემდგომ გამსესხებელი უგზავნის შეტყობინებას ვადის გადავადების ან მასზე უარის თქმის შესახებ, ამ უკანასკნელ შემთხვევაში სესხის გადავადების საკომისიო მსესხებელს არ დაუბრუნდება და ჩაეთვლება დასაბრუნებელი სესხის ნაწილობრივ გადახდად. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სესხის განსაკუთრებული პირობების შესახებ დოკუმენტში მითითებულია, რომ გადავადების საკომისიოს რაოდენობა შეადგენს 14 დღიანი- 90 ლარს, 30 დღიანი - 90 ლარს. (14 დღიანი გადახდილია 5-ჯერ, რაც შეადგენს 450 ლარს, ხოლო 30 დღიანი 2-ჯერ, რაც შეადგენს 288 ლარს).

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხე მხარეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 100 ლარის გადახდა.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, კ-----------ეს შპს „კ-----------------------------ს„ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 802 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 600 ლარს, საკომისიო 102 ლარს და პირგასამტეხლო 100 ლარს.

 

7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

სესხის ხელშეკრულების 13.3. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 21.08 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა 1100 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 28,92 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „კ-----------------------------„-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. კ-----------ეს- შპს „კ-----------------------------„-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 802 ლარის გადახდა, საიდანც სესხის ძირითადი თანხაა - 600 ლარი, საკომისიო 102 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი.

 

3. კ-----------ეს- შპს „კ-----------------------------„-ს სასარგებლოდ დაეკისროს 21,08 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №2/1854-18) მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

6. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილება საჩივრდება კერძო საჩივრით გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის განმავლობაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორიათასი) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე