განაჩენი

სისხლის სამართლის 06.11.2018
საქმის ნომერი
330100118002629063
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4----18

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი გარაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------------------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი----------------არაიდენტიფიცირებული ბრალდებული) - პირადი ნომერი უცნობია, დაბადებული 1----–-–----------------–ს, რეგისტრაციის გარეშე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------------------------ში.

 

ადვოკატი - ი-----–--------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 3 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, შო---------------–--------------------ში მდებარე მაღაზია „ე-----------“-დან, ი-------------მა სცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა რუხი ფერის კაპიშონიან სპორტულ მოსასხამს, ღირებულს 79 ლარად.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა ი-------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: გ--------–---–ის, გ-----------–-------–ის, უ–--------------ის და თ-----------–--ის გამოკითხვის ოქმებს, პირადი ჩხრეკის ოქმს, პირის დაკავების ოქმს, დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ ი-------------ის მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაული, კერძოდ: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ადგენს, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს, ი-------------ს ჰქონდა განზრახვა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა მაღაზია „ე-----------“-დან, რუხი ფერის კაპიშონიან სპორტულ მოსასხამს, თუმცა მის მიერ დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, რადგან მისი ქმედება შემჩნეულ იქნა დაცვის სამსახურის თანამშრომლების მიერ.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1.სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2.ქმედების ფარულად განხორცილება, 3.მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.

 

3.3. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

3.4. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ი-------------ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მცდელობა „ე-----------“-დან რუხი ფერის, კაპიშონიანი სპორტული მოსასხამის ქურდობის მცდელობაში გამოიხატა. დადგენილია, რომ ბრალდებულს არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა აღნიშნული ნივთის მიმართ და მისი საფასური არ გადაუხდია. ქმედების ფარულად განხორციელება დადასტურდა საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით. ამასთან, ი-------------ი სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში ი-------------ის მიერ განხორციელებული ქმედება არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა. სასამართლოს შეფასებით, ი-------------ს ჰქონდა განზრახვა მაღაზია „ე-----------“-დან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა რუხი ფერის კაპიშონიან სპორტულ მოსასხამს, რაც ვერ მოიყვანა სისრულეში მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

 

3.5. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს - კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ ი-------------ს.

 

3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ი-------------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

3.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-------------ის მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ი-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ი-------------ი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, თუმცა სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ო-–------------ათვის სასჯელის სახედ არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ ითვალისწინებს როგორც ჯარიმას, ასევე შინაპატიმრობას და თავისუფლების აღკვეთას. მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმისა და შინაპატიმრობის განსაზღვრა. საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებითა და მოწმე ლ--–------–---------ას ჩვენებით დგინდება, რომ ი-------------ს არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ფაქტიურად ცხოვრობს ქუჩაში. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ი-------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ერთი ცალი ლაზერული დისკი, რომელშიც ასახულია მაღაზია „ე-----------ს“ ვიდეო კამერის ჩანაწერი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- ორი ცალი ლაზერული დისკი, რომელშიც ასახულია არაიდენთიფიცირებული პირის აღწერის დროს ექსპერტ კრიმინალისტების მიერ გადაღებული ფოტომასალა, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- ი-------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული სპორტული მოსასხამი, ერთ პაკეტად დალუქული, რომელიც ინახება საქართველოს შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ი-------------ის სისხლის ნიმუში დალუქულ მდგომარეობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

- საქმეზე დართული დანარჩენი ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს ძირითად საქმეზე მიღებულ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

2. ი-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 3 აგვისტოდან.

 

3. ი-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

4. ნივთიერი მტკიცებულებები:

- ერთი ცალი ლაზერული დისკი, რომელშიც ასახულია მაღაზია „ე-----------ს“ ვიდეო კამერის ჩანაწერი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- ორი ცალი ლაზერული დისკი, რომელშიც ასახულია არაიდენთიფიცირებული პირის აღწერის დროს ექსპერტ კრიმინალისტების მიერ გადაღებული ფოტომასალა, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- ი-------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული სპორტული მოსასხამი, ერთ პაკეტად დალუქული, რომელიც ინახება საქართველოს შსს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ი-------------ის სისხლის ნიმუში დალუქულ მდგომარეობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

- საქმეზე დართული დანარჩენი ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს ძირითად საქმეზე მიღებულ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი