განაჩენი

სისხლის სამართლის 24.12.2018
საქმის ნომერი
030100118002778168
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №030100118002778168

№1/359-2018

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

24 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: ირაკლი შენგელია

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ე---–---- ბ------

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მ--- რ---------------,ბრალდებული: ნ--- ჭ----------,მამის სახელი: მ----,დაბადებული: 0----.1--- წელი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი,პირადი ნომერი: 4----------,ნასამართლობა: არმქონე,მცხოვრები: საქართველო, ქ. ფოთი, ბ-----------ს ქ. №3---.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ბრალდებულის პირველი წარდგენის ღია სხდომაზე განიხილა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ე---–---- ბ------ს შუამდგომლობა, ბრალდებულ ნ--- ჭ----------ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ბრალდებულ ნ--- ჭ----------ს სისხლის სამართლის №045071218001 საქმეზე, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალი ედება ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ნ--- ჭ----------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 07 დეკემბერს, დაახლოებით 17:25 საათზე, ნ--- ჭ----------მ ქ. ფოთში, ბ-----------ს ქუჩა N30-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხელი დაარტყა რამდენჯერმე თავის არეში ე-–--- შ--–--------ს, რითაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ--- ჭ----------ს წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2018 წლის 23 დეკემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ე---–---- ბ------მ, ბრალდებულ ნ--- ჭ----------ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, რასაც 2018 წლის 24 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს პროკურორმა ე---–---- ბ------მ, ბრალდებულმა ნ--- ჭ----------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--- რ---------------მ.

შუამდგომლობაში მითითებულია, რომ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განემარტა საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის 12-ე ნაწილის ნორმები.

ბრალდებულ ნ--- ჭ----------ს მიერ თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ზემდგომ პროკურორთან ფ--–--- ჯ--–--------სთან შეთანხმებით, ადვოკატ მ--- რ---------------ს მონაწილეობითა და ბრალდებულ ნ--- ჭ----------ს ნებაყოფლობითი თანხმობით (იხ. შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულისა და მისი ადვოკატის განცხადება), 2018 წლის 22 დეკემბერს შედგა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ე---–---- ბ------სა და ბრალდებულ ნ--- ჭ----------ს შორის, რომლის თანახმად ბრალდებული ნ--- ჭ---------- აღიარებს დანაშაულს.

პროკურორმა მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროება და მისი პიროვნული მახასიათებლები, მისი ნასამართლობა, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ნ--- ჭ---------- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პროკურორმა ე---–---- ბ------მ ზემდგომი პროკურორის თანხმობით, 2018 წლის 22 დეკემბერს ბრალდებულ ნ--- ჭ----------სთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, შემდეგი პირობებით:

ნ--- ჭ---------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

მასვე 01 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება მასში მითითებული პირობებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ასაბუთებენ ბრალდებულ ნ--- ჭ----------ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას და შესაბამისად საქმეში არსებობს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საკმარისი მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად და მას მსჯავრი უნდა დაედოს ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, მოტყუებას, მუქარას, იძულებას, ძალადობას, დაშინებას და ბრალდებულ ნ--- ჭ----------ს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს დანაშაულს, ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, ასევე მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ” და „ი“ ქ/პუნქტებით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.

ბრალდებულ ნ--- ჭ----------ს მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია: დაზარალებულ ე-–--- შ--–--------ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ს------- მ------------ს, ზ------- ო------ს და ნ--- ჭ----------ს გამოკითხვის ოქმით და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N008704218 დასკვნა ე-–--- შ--–--------ს მიმართ.

სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ გაკეთებულია სწორად, მათში მითითებული სასჯელი სამართლიანია და იგი უნდა შეეფარდოს ბრალდებულ ნ--- ჭ----------ს.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:

საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom).

ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-e და 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ე---–---- ბ------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ე---–---- ბ------სა და ბრალდებულ ნ--- ჭ----------ს შორის, ზემდგომი პროკურორის ფ--–--- ჯ--–--------ს თანხმობით, 2018 წლის 22 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.

3. ნ--- ჭ---------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით.

4. ნ--- ჭ----------ს სასჯელის დამატებითი ღონისძიების სახით 01 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ''ა'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, გამოყენების და ტარების უფლება.

აღნიშნული დამატებითი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

5. განაჩენი გადაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ე---–---- ბ------ს შუამდგომლობა, ბრალდებულ ნ--- ჭ----------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ, დარჩეს განუხილველი.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

8. განაჩენი არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მსჯავრდებულისათვის განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, ხოლო პროკურორისათვის მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.

 

მოსამართლე შოთა სირაძე