გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-2900-18
(საქმე N190210018002693424)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე: ნ---- ქ-----ა
წარმომადგენელი: ლ---- გ--–-–---–-
მოპასუხე: ზ------- ყ---–--–---–ი
წარმომადგენელი: ვ-–- ქ--------–---–-
დავის საგანი: განქორწინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს ქორწინება ნ---- ქ-----ასა (დაბადებული 1--------- წელს, პ/ნ 3----------) და ზ------- ყ---–--–---–ს (დაბადებული 1---------, პ/ნ 3----------) შორის, რეგისტრირებული 1991 წლის 14 სექტემბერს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, სააქტო ჩანაწერით №667;
სარჩელში მითითებულია, რომ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1991 წლის 14 სექტემბრიდან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი. მხარეებმა ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვიტეს 2017 წლის გაზაფხულიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა მოპასუხე უარს აცხადებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ზ------- ყ---–--–---–ის წარმომადგენელმა ვ-–- ქა-------–---–მა 2018 წლის 11 დეკემბერს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 1991 წლის 14 სექტემბრიდან ნ---- ქ-----ა და ზ------ ყ---–--–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინება რეგისტრირებულია სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, სააქტო ჩანაწერი #667;
მტკიცებულება: ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 18)
3.1.2. მხარეებს ჰყავთ ორი საერთო შვილი, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანია;
მტკიცებულება: დაბადების მოწმობა (ს.ფ. 19)
3.1.3. მხარეები ოჯახური უთანხმოების გამო დაცილდნენ ერთმანეთს და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათი ერთად ცხოვრება არის შეუძლებელი.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში საქმისთვის მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, შეწყდეს მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. აღნიშნული უფლების რეალიზაცია, თავისთავად გულისხობს, იმას რომ მეუღლეს აქვს განქორწინების მოთხოვნის უფლებაც. განქორწინების უფლება პირის ინდივიდუალური უფლებაა და მისი რეალიზაცია დამოკიდებულია პიროვნების სუბიექტურ სურვილზე, შესაბამისად ამ აბსოლუტურ უფლებაში ვინმეს მხრიდან ჩარევა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინების შეწყვეტის საფუძველია განქორწინება.
მითითებული კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები დაცილდნენ ერთმანეთს ოჯახური უთანხმოების გამო. ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ და ამ ხნის მანძილზე მიუხედავად ქორწინებაში ყოფნისა, არცერთ მათგანს არ უცდია შერიგება და ოჯახის აღდგენა. მოსარჩელის მიერ სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციის მიხედვით, მას არ სურს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრება. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ასევე ცნო სარჩელი.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება არის შეუძლებელი, რის გამოც უნდა მოხდეს მათი განქორწინება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მოპასუხემ განქორწინების ნაწილში სარჩელი ცნო, მოსარჩელე ნ---- ქ-----ას უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნ---- ქ-----ას სარჩელი მოპასუხე ზ------ ყ---–--–---–ის მიმართ განქორწინების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს ქორწინება ნ---- ქ-----ასა (დაბადებული 1--------- წელს, პ/ნ 3----------) და ზ------- ყ---–--–---–ს (დაბადებული 1--------- წ. პ/ნ 3----------) შორის, რეგისტრირებული 1991 წლის 14 სექტემბერს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, სააქტო ჩანაწერით №667;
3. მოსარჩელე ნ---- ქ-----ას უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 24 ოქტომბერს მის მიერ შემდეგ რეკვიზიტებზე: სახაზინო კოდი 300063150, ბანკის კოდი TRESGE22, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით, საგადახდო დავალება #18361306;
3.1. მოსარჩელე ნ---- ქ-----ას უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 25 ოქტომბერს ლ---- გ--–-–---–-ს მიერ შემდეგ რეკვიზიტებზე: სახაზინო კოდი 300063150, ბანკის კოდი TRESGE22, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით, საგადახდო დავალება #18366388.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი