გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.12.2018
საქმის ნომერი
330210018002655177
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/28371 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე ს--–-------------–---–ი

წარმომადგენელი ნ----------------

მოპასუხე ა-–------------------

წარმომადგენელი გ---------–-----ე

დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ა-–------------------------- არასრულწლოვანი შვილის ა----------- (დაბადებული 2008 წლის 1--------) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 01 ოქტომბრიდან) ყოველთვიურად 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელე ს--–-------------–---–ს და მოპასუხე ა-–------------------- თანაცხოვრების პერიოდში, 2008 წლის 1-------- შეეძინათ შვილი ა---------ე. მხარეები განქორწინდნენ 2012 წლის 2------------. არასრულწლოვანი ა---------ე ცხოვრობს დედასთან, ს--–-------------–---–თან. მოსარჩელე მხარე დასაქმებულია სს ,,ს----------–--------–-“ და აქვს სტაბილური შემოსავალი, თუმცა მისი ყოველთვიური ანაზღაურება არ არის საკმარისი არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. არასრულწლოვან ა----------- აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც მისთვის აუცილებელია როგორც მედიკამენტოზური მკურნალობა ასევე ფიზიკური აქტივობა. არასრულწლოვანს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ესაჭიროება განსაკუთრებული კვების რეჟიმი, სხვადასხვა აქტივობებით დატვირთვა, სამედიცინო მომსახურება, დამატებით სასკოლო საგნებში მომზადება, ქალაქგარეთ დასვენება და სხვა, რაც მნიშვნელოვანია არასრულწლოვანი ა----------- აღზრდა-განვითარებისათვის. მოპასუხე მხარე დასაქმებულია, აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი და იგი ვალდებულია სათანადოდ ზრუნავდეს არასრულწლოვან ა---------ეზე და სტაბილურ მონაწილეობას იღებდეს მისი აღზრდის პროცესში. ალიმენტის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობა მეტ-ნაკლებად საკმარისია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის.

(სარჩელი, სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ეთანხმება სარჩელს ა----------- (დაბადებული 2008 წლის 1--------) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

მოპასუხე ა-–------------------ არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი შვილის რჩენასა და აღზრდაში. მოპასუხე მხარე დასაქმებულია შპს ,,თ---–---------------–-“ და მისი ყოველთვიური ხელზე მისაღები ხელფასის ოდენობა შეადგენს 1500 (ათას ხუთასი) ლარს. მოპასუხე ა-–------------------ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფება მა-–--------------სთან. 2018 წლის 2-------------- ჩ---------–-----–- შედგენილი ცნობის მიხედვით, მა-–-------------- არის ორსულად, რაც ასევე გასათვალისწინებელია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას. მოპასუხე ა-–------------------ მა-–--------------სთან ერთად ცხოვრობს ქირით მისამართზე თბილისი, დ--------------------------------------------- და ყოველთვიური ქირის ოდენობა შეადგენს 600 (ექვსასი) ლარს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხეს ბინის მესაკუთრესთან აქვს სიტყვიერი შეთანხმება, რის გამოც ვერ ხერხდება სათანადო ცნობის წარმოდგენა. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულება მითითებულ მისამართზე ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ცხოვრებასთან დაკავშირებით, მოპასუხის საბანკო ამონაწერებიდან ირკვევა, რომ მოპასუხისა და მისი მეუღლის მიერ კომუნალური გადასახადების გადახდა ხდება იმ მისამართზე, რაც არ წარმოადგენს არც ერთი მათგანის საკუთრებას. ამასთან, მოსარჩელე მხარე მიუთითებს არასრულწლოვანი ა----------- ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, თუმცა, აღნიშნულს სამოქალაქო კანონმდებლობა აწესრიგებს არა ალიმენტის გადახდით, არამედ დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღების გზით. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს არასრულწლოვანის დამატებით კერძო მასწავლებლებთან მომზადების და ასევე, სხვა სპორტულ აქტივობებთან დაკავშირებულ ხარჯებს, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მას არ წარმოუდგენია. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხე მხარეს ჰყავს ასაკით პენსიის მიმღები მშობლები და გარკვეული მატერიალური მხარდაჭერა ა-–-----------------ის მხრიდან მათაც სჭირდებათ.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ გადაიხდის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტს არასრულწლოვანი ა----------- სასარგებლოდ.

(შესაგებელი, 2018 წლის 04 დეკემბრის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ს--–-------------–---–ი და მოპასუხე ა-–------------------ არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 04 დეკემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 04 დეკემბრის სხდომის ოქმი).

3.1.2. ს--–-------------–---–ი ცხოვრობს დედასთან თ----- ბ---------სთან და არასრულწლოვან ა-----------თან ერთად მისამართზე თბილისი, ო-----–-------–---–----------–--–------------. 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით სს ,,ს----------–--------–-“ გახსნილი ანგარიშებიდან მოსარჩელის მიერ შესრულებულია აბონენტის N4-------- (ყ---------------) და აბონენტის N3------ (სს ,,თ--–---“, წყალი, დასუფთავება) შემდეგი გადახდები: 1615.65 (ათას ექვსას თხუთმეტი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარი (ყ--------------------–---), 175.50 (ას სამოცდათხუტმეტი ლარი და ორმცოდაათი თეთრი) ლარი (თ--–---) და 728.56 (შვიდას ოცდარვა ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი (თ--–---);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 04 დეკემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 04 დეკემბრის სხდომის ოქმი);

_სს ,,ს----------–--------ის“ მიერ 2018 წლის 25 ოქტომბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 90).

3.1.3. არასრულწლოვანი ა---------ე სწავლობს საჯარო სკოლაში. მოსარჩელის დედა, თ----- ბ--------- არის ასაკით პენსიის მიმღები;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 04 დეკემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 04 დეკემბრის სხდომის ოქმი);

3.1.4. მოპასუხე ა-–------------------ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია მა-–--------------სთან. ეს უკანასკნელი ორსულადაა და აღრიცხვაზე იმყოფება ჩ---------–-----–-;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 04 დეკემბრის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 04 დეკემბრის სხდომის ოქმი).

_ ჯვრისწერის მოწმობა (ს.ფ. 38);

_ჩ---------–------ მიერ 2018 წლის 2-------------- გაცემული ცნობა (ს.ფ. 39).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ს--–-------------–---–ს და ა-–------------------- თანაცხოვრების პერიოდში, 2008 წლის 1-------- შეეძინათ შვილი ა---------ე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მთაწმინდა-კრწანისის სამსახურის მიერ 2008 წლის 2-------- გაცემული დაბადების მოწმობა N---------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 15).

3.2.2. ს--–-------------–---–ი და ა-–------------------ განქორწინდნენ 2012 წლის 2------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2012 წლის 2------------ გაცემული განქორწინების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 14).

3.2.3. მოსარჩელის ს--–-------------–---–ის მამა, თ---------- ბ-------–---–- გარდაიცვალა 1995 წლის 0------------–-;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ქ. თბილისის ლენინის რ-ნი მმაჩის განყოფილების მიერ 1984 წლის 2------------ გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---- (ს.ფ. 93);

_გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---- (ს.ფ. 92).

3.2.4 მოსარჩელე ს--–-------------–---–ი 2010 წლის 25 მარტიდან მუშაობს სს ,,ს----------–--------–-“. ამჟამად მას დაკავებული აქვს ს-–--–----------------------------------------------------–------------------–-------------------- პოზიცია და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 1800 (ათას რვაასი) ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს ,,ს----------–--------ის“ მიერ 2018 წლის 24 ოქტომბერს გაცემული ცნობა N---- (ს.ფ. 50);

_2018 წლის 15 ოქტომბრის მიმართვა სს ,,ს----------–--------ს“ (ს.ფ. 40);

_სს ,,ს----------–--------ის“ მიერ 2018 წლის 17 ოქტომბერს გაცემული ცნობა N1------ (ს.ფ. 41);

_სს ,,ს----------–--------ის“ ანგარიშიდან ამონაწერი, პერიოდი 14.09.2018-30.09.2018 (ს.ფ. 51-53);

_სს ,,ს----------–--------ის“ ამონაწერი ს--–-------------–---–ის ანგარიშიდან, პერიოდი 01.01.2017-30.09.2018 (ს.ფ. 167-268).

3.2.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, ს--–-------------–---–ის მიერ 2017 წლის იანვრის თვიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 37.5 ლარს და 1558.57 ლარს, თებერვლის თვეში - 1825.25 ლარს, მარტის თვეში - 37.5 ლარს და 1836.5 ლარს, აპრილის თვეში - 7062.55 ლარს, მაისის თვეში - 2811.75 ლარს, 11.4 ლარს და 37.5 ლარს, ივნისის თვეში - 4824.94 ლარს, ივლისის თვეში - 1861.75 ლარს, აგვისტოს თვეში - 4415.5 ლარს, სექტემბრის თვეში - 1870.5 ლარს, ოქტომბრის თვეში- 3264.8 ლარს, ნოემბრის თვეში - 482.5 ლარს, 31.55 ლარს, 24.7 ლარს და 1983.3 ლარს, დეკემბრის თვეში - 3310.5 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 102.5 ლარს, 2.45 ლარს და 1870.5 ლარს, თებერვლის თვეში - 2087.39 ლარს და 27.25 ლარს, მარტის თვეში - 1993.5 ლარს, აპრილის თვეში - 3370.5 ლარს, მაისის თვეში - 3152.93 ლარს, ივნისის თვეში - 1982.53 ლარს, ივლისის თვეში - 2039.93 ლარს, აგვისტოს თვეში - 3490.76 ლარს და სექტემბრის თვეში - 1866.75 ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 12 ნოემბრის მიმართვა N2-----------, დანართი (ს.ფ. 112-114).

3.2.6. ა-–------------------ მუშაობს შპს ,,თ---–-----------------“ გ-----------------------–------–------------------------–------–--------------–---–----------------------–-- პოზიციაზე და მისი სახელფასო განაკვეთი შეადგენს 1875 (ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს ,,თ---–-----------------“ მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს გაცმული ცნობა (ს.ფ. 37).

3.2.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, ა-–-----------------ის მიერ 2017 წლის იანვრის თვიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 401.53 ლარს, თებერვლის თვეში - 2046.16 ლარს, მარტის თვეში - 2004.38 ლარს, აპრილის თვეში - 2827.19 ლარს, მაისის თვეში - 1949.85 ლარს, ივნისის თვეში - 2765.26 ლარს, ივლისის თვეში - 1500 ლარს და 489.48 ლარს, აგვისტოს თვეში - 488.99 ლარს და 1500 ლარს, სექტემბრის თვეში - 1500 ლარს და 700.6 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1500 ლარს და 620.25 ლარს, ნოემბრის თვეში - 551.95 ლარს, 1500 ლარს და 26.81 ლარს, დეკემბრის თვეში - 678.34 ლარს, 5247.5 ლარს და 29.9 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 14.86 ლარს და 728.15 ლარს, თებერვლის თვეში - 649.98 ლარს და 1500 ლარს, მარტის თვეში - 508.81 ლარს და 2625 ლარს, აპრილის თვეში - 1625 ლარს და 492.5 ლარს, მაისის თვეში - 1875 ლარს და 499.81 ლარს, ივნისის თვეში - 1875 ლარს და 544.71 ლარს, ივლისის თვეში - 1872.5 ლარს, 2.5 ლარს და 634.18 ლარს, აგვისტოს თვეში - 1875 ლარს და 307.63 ლარს, სექტემბრის თვეში - 1875 ლარს და 618.49 ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 12 ნოემბრის მიმართვა N2-----------, დანართი (ს.ფ. 112, 115-116).

3.2.8. ს--–-------------–---–ს 2018 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით, N2-------------- სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,თ-----------ს“ წინაშე ერიცხება დავალიანება 411.43 (ოთხას თერთმეტი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარის ოდენობით;

ს--–-------------–---–ის ფინანსური ვალდებულება მასსა და სს ,,ს----------–--------ს“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 2018 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს: N5------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 17 194.37 ლარს, N5------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3019.17 ლარს, საკრედიტო ბარათზე - 1581.87 ლარს და ე.წ. ,,ო----------------“ – 854.49 ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს ,,თ-----------ს“ მიერ 2018 წლის 26 ოქტომბერს გაცემული დავალიანების ცნობა (ს.ფ. 54);

_ N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართი, კრედიტის დაფარვის გრაფიკი, ამონაწერი ანგარიშიდან, პერიოდი01.08.2018-24.10.2018 (ს.ფ. 54-57).;

_სს ,,ს----------–--------ის“ მიერ 2018 წლის 24 ოქტომბერს გაცემული ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ს.ფ. 58);

_კრედიტის დაფარვის გრაფიკი, სესხის ნომერი 5------ (ს.ფ. 59-60);

_კრედიტის დაფარვის გრაფიკი, სესხის ნომერი 5------ (ს.ფ. 61-62);

_სს ,,ს----------–--------ის“ ამონაწერი ს--–-------------–---–ის ანგარიშიდან, პერიოდი 01.01.2017-30.09.2018 (ს.ფ. 167-268).

3.2.9. 2018 წლის 07 ნოემბრის მდგომარეობით სს ,,თ-----------ს“ წინაშე ა-–-----------------ის დავალიანება N1-------------- ,,ო-------------“ ბარათზე შეადგენს 1098.58 (ათას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდათვრამეტი თეთრი) ლარს და N3--------------- სამომხმარებლო სესხზე - 31 309.09 (ოცდათერთმეტი ათას სამასცხრა ლარი და ცხრა თეთრი) ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს ,,თ-----------ს“ მიერ 2018 წლის 07 ნოემბერს გაცემული დავალიანების ცნობა N8--------- (ს.ფ. 124).

3.2.10. არასრულწლოვან ა----------- ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. მას აქვს ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები. არასრულწლოვანის დიაგნოზია: პ------------------------------------–--------------------. აღნიშნულის გამო, ბავშვს პერიოდულად ესაჭიროება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, სამედიცინო კვლევების ჩატარება და დანიშნულების შესაბამისი მედიკამენტების მიღება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_კლინიკა ,,კ---------–-“ 2017 წლის 28 თებერვალს ჩატარებული ენდოკრინოლოგის კონსულტაციის ფურცელი, დანიშნულება (ს.ფ. 63);

_პოლიკლინიკა ,,ე----–-“ 2018 წლის 10 აგვისტოს ჩატარებული ულლტრაბგერითი კვლევის შედეგები (ს.ფ. 64);

_2017 წლის 27 მარტს ჩატარებული ექოკარდიოსკოპიული კვლევის შედეგები (ს.ფ. 65);

_სამედიცინო ცენტრი ,,ც-----“-ში 2016 წლის 21 მარტს ჩატარებული ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევის შედეგები (ს.ფ. 66);

_,,ბ--–---------–----–----ის“ ენდოკრინოლოგის ი-----–- ფ------ს დანიშნულება (ს.ფ. 67-68);

_სამედიცინო ცენტრი ,,ი------–-“ 2014 წლის 08 დეკემბერს ჩატარებული ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკლევის შედეგები (ს.ფ. 69);

_,,დ------------–---–----------–-----–------ში“ ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკლვლევის შედეგები (ს.ფ. 70);

_,,ჩ---------------–-----ში“ 2013 წლის 21 აგვისტოს ჩატარებული იმუნოფერმენტული გამოკვლევის შედეგები (ს.ფ. 71);

_,,ჩ---------------–-----ში“ 2013 წლის 14 აგვისტოს და 04 თებერვალს ჩატარებული ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევის შედეგები (ს.ფ. 72, 74);

_ე---------------–-----------------–--------------ში 2013 წლის 13 აპრილს ჩატარებული ფარისებრი ჯირკვლის და რეგიონული ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი გამოკლევის შედეგები (ს.ფ. 73).

3.2.11. მოსარჩელე ს--–-------------–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, მისი დიაგნოზია: გ----------------------------------------------------------. მას პერიოდულად უტარდება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და ულტრაბგერითი კვლევები. მოსარჩელეს 2016 და 2018 წლებში ჩატარებული აქვს ც------–--------- გამოკვლევები. ს--–-------------–---–ს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_,,ჩ---------------–----ის“ მიერ 2011 წლის 2-----–---- კონსულტაციის ფურცელი N1----- (ს.ფ. 75-76);

_შპს ,,ა----------–-----ში“ 2011 წლის 3--------------- ჩატარებული ენდოკრინოლოგიის კონსულტაცია და დანიშნულება (ს.ფ. 77);

_კლინიკა ,,კ---------–-“ 2017 წლის 28 თებერვალს ჩატარებული ენდოკრინოლოგიის კონსულტაცია, დანიშნულება (ს.ფ. 78);

_კლინიკა ,,კ---------–-“ 2018 წლის 1--------- და 2016 წლის 2--------- ჩატარებული ც------–--------- გამოკვლევის შედეგები (ს.ფ. 79-80);

_,,კ----------–--–---–----------–-----–------ში“ 2017 წლის 11 ოქტომბერს ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევის შედეგები (ს.ფ. 81-82);

_კლინიკა ,,კ---------–-“ 2018 წლის 1------------–- ჩატარებული ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგები (ს.ფ. 83-84);

_კლინიკა ,,კ-----------“ ლაბორატორიაში ჩატარებული სისხლის ბიოქომიური გამოკლვევის შედეგები (ს.ფ. 85-88);

_პოლიკლინიკა ,,ე----–-“ 2018 წლის 2------------ ჩატარებული ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკლევის შედეგები (ს.ფ. 89).

3.2.12. 2017 წლის 13 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ა-–------------------მ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი. ტ-------–---------------------------., საკადასტრო კოდი 8-----------. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 10 000 (ათი ათასი) ლარით;

უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, ტ-------–------------------–--------------------------, საკადასტრო კოდი 8-----------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა-–-----------------ის სახელზე, ხოლო უძრავი ნივთი, მდებარე თბილისი, ტ-------–------------------–-------------------------., საკადასტრო კოდი 8-----------, 2017 წლის 02 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია ი-------------–-–---–ის სახელზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_2017 წლის 13 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 151-152);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 06.11.2017 წელი (ს.ფ. 145-146);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 27.10.2017 წელი (ს.ფ. 147-148);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 27.10.2017 წელი (ს.ფ. 149-150).

3.2.13. მოპასუხე ა-–------------------ ცხოვრობს მა-–--------------სთან ერთად და მისივე განმარტებით მათ საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს თბილისი, დ--------------------------------------------;

მოპასუხე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიერ ყოველთვიურად ქირის სახით თანხის გადახდის ფაქტს. სასამართლო სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას ზეპირი ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე მეუღლესთან ერთად ცხოვრების თაობაზე. ასეთი სახის მტკიცებულებად ვერ განიხილება სს ,,ლ-------------ის“ ამონაწერი ა-–-----------------ის პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 125-130), ვინაიდან სადავო გარემოება არ შეიძლება დასტურდებოდეს კონკრეტულ აბონენტის ნომერზე ამონაწერში მითითებული კომუნალური გადახდებით. წარმოდგენილი დოკუმენტით არ ირკვევა აღნიშნული აბონენტი რომელ მისამართზეა რეგისტრირებული და მოპასუხის მიერ მითითებულ მისამართზე აღნიშნული აბონენტის რეგისტრაციის შემთხვევაშიც, აღნიშნული უპირობოდ არ ადასტურებს მხარის ქირავნობის ხელშეკრულებით ცხოვრების ფაქტს.

3.2.14. ა-–-----------------ის მშობლები, რ---–-----------ე და ქ-----------------ე არიან პენსიის მიმღები პირები;

რ---–-----------ე და ქ-----------------ე მოპასუხე მხარის კმაყოფაზე არ იმყოფებიან;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს ,,ლ-------------ის“ ამონაწერი რ---–-----------ის ანგარიშიდან (ს.ფ. 131-132);

ის ფაქტი, რომ მოპასუხეს ჰყავს მშობლები არ ნიშნავს მას, რომ კმაყოფაზე ჰყავს ამასთან ისინი. სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის თანახმად, სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც ა-–-----------------ის მშობლების კანონით განსაზღვრულ რჩენის ვალდებულებას დაადასტურებდა;

3.2.15. მხარეები ერთიან პოზიციას არ აფიქსირებენ ყოველთვიურად არასრულწლოვანი ა----------- საჭიროებებისათვის აუცილებელი თანხის ოდენობასთან მიმართებით;

მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ა----------- ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის ყოველთვიურად საკმარისი იქნება 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარი. არასრულწლოვანს ყოველთვიურად ესაჭიროება კვებისთვის 200 ლარი, ტრანსპორტისთვის - 80 ლარი, ტანვარჯიშისათვის - 75 ლარი, ცეკვისათვის - 120 ლარი, სამოსისთვის - 100 ლარი, სკოლაში მიმდინარე ხარჯებისათვის - 20 ლარი, სამედიცინო და ლაბორატორიული კვლევებისათვის - 80 ლარი და სამედიცინო მედიკამენტებისათვის საშუალოდ - 17 ლარი.

მოპასუხე მხარე არასრულწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემას და მასთან დაკავშირებულ სამედიცინო კვლევების ჩატარების საჭიროებას არ ხდის სადავოდ, თუმცა იგი სათანადო მტკიცებულებათა არარსებობის გამო არ ეთანხმება არასრულწლოვანი ა----------- დამატებით სასკოლო საგნებში კერძო მასწავლებლებთან მომზადებისა და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღების შესახებ მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი სარჩელის აღძვრამდე პერიოდულად ეხმარებოდა მატერიალურად არასრულწლოვან ა----------- და რჩენა-აღზრდის მიზნით გადასცემდა მას თანხას 200 (ორასი) ლარის ოდენობით. აღნიშნულს არ ეთანხმება მოსარჩელე მხარე. არც საქმეში წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებით დასტურდება ა-–-----------------ის მიერ არასრულწლოვანი შვილისათვის სტაბილური მატერიალური მხარდაჭერის გაწევის ფაქტი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე ს--–-------------–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი ა---------ე, რომელიც დაიბადა 2008 წლის 1-------- (3.2.1).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

დადგენილია, რომ ს--–-------------–---–ს და ა-–------------------- თანაცხოვრების პერიოდში, 2008 წლის 1-------- შეეძინათ შვილი ა---------ე. მხარეები განქორწინდნენ 2012 წლის 2------------. არასრულწლოვანი ა---------ე ცხოვრობს დედასთან, ს--–-------------–---–თან ერთად (3.2.1., 3.2.2., 3.1.2). მოსარჩელე დასაქმებულია სს ,,ს----------–--------–-“ თ---–------------------–---------------------------–----- და და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 1800 (ათას რვაასი) ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, მოსარჩელე ს--–-------------–---–ს უფიქსირდება სტაბილური შემოსავალი (3.2.4., 3.2.5).

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ.

 

დადგენილია მოპასუხე ა-–-----------------ის ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა. იგი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია მა-–--------------სთან. ეს უკანასკნელი ორსულადაა და აღრიცხვაზე იმყოფება ჩ---------–-----–- (3.1.4). მოპასუხე დასაქმებულია შპს ,,თ---–---------------–-“. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, ა-–-----------------ის მიერ 2017 წლის იანვრის თვიდან ფიქსირდება დასაბეგრი შემოსავლები. ხოლო 2018 წლის იანვრის თვიდან მიმდინარე პერიდოისათვის მის მიერ მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 14.86 ლარს და 728.15 ლარს, თებერვლის თვეში - 649.98 ლარს და 1500 ლარს, მარტის თვეში - 508.81 ლარს და 2625 ლარს, აპრილის თვეში - 1625 ლარს და 492.5 ლარს, მაისის თვეში - 1875 ლარს და 499.81 ლარს, ივნისის თვეში - 1875 ლარს და 544.71 ლარს, ივლისის თვეში - 1872.5 ლარს, 2.5 ლარს და 634.18 ლარს, აგვისტოს თვეში - 1875 ლარს და 307.63 ლარს, სექტემბრის თვეში - 1875 ლარს და 618.49 ლარს (3.2.6., 3.2.7).

 

მოპასუხე მხარე ყოველთვიურ ხარჯებთან დაკავშირებით მიუთითებს ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან ერთად ქირით ცხოვრების ფაქტზე. ასევე, მას წარმოდგენილი აქვს საბანკო დავალიანებების დამადასტურებელი მტკიცებულებანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. სადავოობის შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებულია მისი ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ცხოვრების ფაქტი დაადასტუროს შესაბამისი მტკიცებულებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. მოპასუხე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ იგი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ქირით მის მიერვე მითითებულ მისამართზე და ყოველთვიურად იხდის თანხას ქირის სახით (3.2.13). საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მოპასუხე ა-–------------------- ერიცხება საბანკო დავალიანებები (3.2.9). სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მით უფრო, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება ბანკიდან ოჯახის საერთო ან არასრულწლოვანთა ინტერესებისათვის სესხის მიღების აუცილებლობა. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. მხარის შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც იგი ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად იღებს და ალიმენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ მისი ოდენობიდან. მხარე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განკარგოს შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების (ამ შემთხვევაში საალიმენტო ვალდებულების) შესრულების შემდეგ დარჩება. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საბანკო დაწესებულების წინაშე საკრედიტო დავალიანებები გააჩნია მოსარჩელე მხარესაც (3.2.8).

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მშობლები არიან პენსიით ასაკის მიმღები პირები. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ა-–------------------- აქვს მშობლების, ქ------------------- და რ---–-----------ის რჩენის ვალდებულება (3.2.14). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც 1218-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს დაადასტურებდა. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლომ მშობლების რჩენის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოს ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს არასრულწლოვანი ა----------- ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ა----------- ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. მას აქვს ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები. არასრულწლოვანის დიაგნოზია: პ------------------------------------–--------------------. აღნიშნულის გამო, ბავშვს პერიოდულად ესაჭიროება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, სამედიცინო კვლევების ჩატარება და დანიშნულების შესაბამისი მედიკამენტების მიღება (3.2.10). ამასთან საყურადღებოა ისიც, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს მოსარჩელე ს--–-------------–---–საც და მასაც პერიოდულად ესაჭიროება სამედიცინო მომსახურების, მედიკამენტების მიღება, რაც დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან (3.2.11).

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. მოპასუხე მხარე თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე თანახმაა გადაიხადოს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარი. თავად მოპასუხის განმარტებით, იგი არასრულწლოვან ა----------- პერიოდულად ეხმარებოდა დაახლოებით 200 (ორასი) ლარის ოდენობის თანხით, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას ბავშვისათვის სტაბილურად ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. მხარეები ერთიან პოზიციას არ აფიქსირებენ ყოველთვიურად არასრულწლოვანი ა----------- საჭიროებებისათვის აუცილებელი თანხის ოდენობასთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ა----------- ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის ყოველთვიურად საკმარისი იქნება 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარი. დადგენილია რომ, ა---------ე სწავლობს საჯარო სკოლაში. არასრულწლოვანს ყოველთვიურად ესაჭიროება კვებისთვის 200 ლარი, ტრანსპორტისთვის - 80 ლარი, ტანვარჯიშისათვის - 75 ლარი, ცეკვისათვის - 120 ლარი, სამოსისთვის - 100 ლარი, სკოლაში მიმდინარე ხარჯებისათვის - 20 ლარი, სამედიცინო და ლაბორატორიული კვლევებისათვის - 80 ლარი და სამედიცინო მედიკამენტებისათვის საშუალოდ - 17 ლარი. მოპასუხე მხარე არასრულწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემას და მასთან დაკავშირებულ სამედიცინო კვლევების ჩატარების საჭიროებას არ ხდის სადავოდ, თუმცა იგი სათანადო მტკიცებულებათა არარსებობის გამო არ ეთანხმება არასრულწლოვანი ა----------- დამატებით სასკოლო საგნებში კერძო მასწავლებლებთან მომზადებისა და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღების შესახებ მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას (3.2.15). მოცემულ დავაზე, სასამართლო მხედველობაში იღებს არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის დიაგნოზს, რაც ქრონიკულ ხასიათს ატარებს და საჭიროებს ექიმის მუდმივ მეთვალყურეობას, სამედიცინო კვლევების ჩატარებას და მედიკამენტოზურ მკურნალობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას სასამართლო არ აქცევს იმ განსაკუთრებულ გარემოებათა წრეში, რაც განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლით (დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მოვალეობა).

 

სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 04.12.2018წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 2018 წლის ოქტომბრის თვისათვის - 173.8 ლარს და ნოემბრის თვისათვის - 174.3 ლარს.

ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა კი უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით. ბავშვის აღზრდისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას. განსახილველ დავაზე, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას ყოველთვიურად არასრულწლოვანის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარის საჭიროების შესახებ, თუმცა აღნიშნული თანხა უნდა განაწილდეს ორივე მშობელზე, რომელთაც თანაბრად აკისრიათ არასრულწლოვანზე ზრუნვის ვალდებულება. შესაბამისად, მითითებული თანხის ნახევარს (325 ლარს) უნდა დაემატოს მოზარდი არასრულწლოვნის ნორმალური განვითარებისათვის მინიმუმ ერთი აქტივობისათვის (მით უფრო არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით) ყოველთვიურად ერთი მშობლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა. მოცემულ საქმეზე მოსარჩელე მხარის განმარტებითვე ერთი აქტივობის მაქსიმალური ოდენობის (ნახევარი შეადგენს 60 (სამოცი) ლარს (325+60=385). აღნიშნულ მსჯელობის შესაბამისად, ალიმენტის არასიმბოლური მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე მოპასუხის მხრიდან ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 400 (ოთხასი) ლარით.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ორივე მშობელი დასაქმებულია, აქვს საკმარისი შემოსავალი და შესაბამისად შესწევთ უნარი, უზრუნველყონ არასრულწლოვანი ა----------- ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ხარჯი. მშობლის სტაბილური მაღალი შემოსავლის არსებობა საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომელიც ბავშვებს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მათ განვითარების ფართო წინაპირობებს. შესაბამისად, მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ს--–-------------–---–ი განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოპასუხე ა-–------------------მ შესაგებლით ცნო ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ს--–-------------–---–ის (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე ა-–-----------------ის (პირადი №0----------) მიმართ:

 

დაეკისროს მოპასუხე ა-–------------------- (პირადი №0----------) არასრულწლოვანი ა----------- (დაბადებული 2008 წლის 1--------) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 01 ოქტომბრიდან) ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის გადახდა;

 

2. დაეკისროს მოპასუხე ა-–------------------- (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე