განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4----18
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი ანა ზაბახიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
სტაჟიორ-პროკურორი - დ--------------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატები - დ-----------------ე
ბრალდებული - ი----------------ო, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, თ-----------------–-----------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ----------------------------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.
დისპოზიცია: 1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; 2. ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 20---–-–--------------ს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, გ-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ი----------------ო უკანონოდ ინახავდა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ასევე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, წონით 0,1663 გრამი. 20---–-–--------------ს, დაახლოებით 2---- საათზე ი----------------ომ შსს ქ. თბილისის პ---–-–-------------------------–-----------–--------------------–------------------------------–-----------–------–--ის დანახვისას გადააგდო მის ხელთ არსებული ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ქ. თბილისში, გ-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე 2---- საათიდან 2---- საათამდე დროის პერიოდში ჩატარებული ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად იქნა ამოღებული.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–--ის დადგენილებით, ი----------------ო ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და დაჯარიმდა 500 ლარით. 2----–-–------------ოს, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ი----------------ო წარდგენილ იქნა საქართველოს შ---------------------------–---------------------------------–--ში, სადაც ნარკოლოგიური შემოწმებისას, N------- დასკვნით დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის და მეტადონის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება უდავოდ იქნა მიჩნეული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.
2.2 ი----------------ოს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: გ----------------–---–----------–------------ის და ი----------------ოს გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციით, ი----------------ოს პირადი ჩხრეკის ოქმით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N------- დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–--ის დადგენილებით.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ი----------------ოს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ამ დანაშაულისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია არა მოსახლეობის, არამედ კონკრეტული პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა. 2----–-–---------–--ს, ი----------------ო ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტარციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის და დაჯარიმებულ იქნა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2----–-–------------ოს ი----------------ო წარდგენილ იქნა საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში. ნარკოლოგიური ექსპერტიზის №------- დასკვნით, ი----------------ოს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის და მეტადონის მოხმარების ფაქტი.
4.3. საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება პირდაპირ თანხვედრაშია მოცემული დანაშაულის სტრუქტურულ აღწერილობასთან.
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რაც მოწესრიგებულია ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესით. მოცემულ შემთხვევაში ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნით დგინდება, რომ ი----------------ოს მიერ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების დანახვისას გადაგდებული ნარკოტიკული საშუალება, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“. ლ----------------–--------------–----------------------------–--------ოს მიერ ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში, წარწერით ,,სს 0-----------“, მოთავსებული მოიასამნისფრო პოლიმერული მასალის, მცირე ზომის შეფუთვაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი----------------ოს. აღნიშნული იძლევა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.
4.5. სასამართლო მიუთითებს ნარკოტიკული დანაშაულის საშიშროებაზე და განმარტავს, რომ ამ დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა რაიმე ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვნის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება.
4.6. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, ი----------------ოს მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა.
4.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.8. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი----------------ომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რის გამოც, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ი----------------ოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის მხრიდან ბრალის ნებაყოფლობით აღიარებას, საქმის წარმოების ყველა ეტაპზე.
6.3. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ი----------------ოს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის მას უნდა დაენიშნოს ადეკვატური სასჯელი, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა მინიმალურ ზღვართან ახლოს.
7. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულება - ი----------------ოს პირადი ჩხრეკისას ამოღებული აბები, ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება და ი----------------ოს ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი----------------ო ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2. ი----------------ო ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ი----------------ოს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
4. ი----------------ოს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.
5. ი----------------ოს “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
6. ნივთიერი მტკიცებულებები - ი----------------ოს პირადი ჩხრეკისას ამოღებული აბები, ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება და ი----------------ოს ნერწყვის ნიმუში, რაც ინახება გ-–-----------–---------------------–----–-–------ში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე