გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010220418002627963
# 2-3830/2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24.12.2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
განმცხადებელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - თამარ ბაჯელიძე
მოთხოვნის არსი - ბავშვის მიტოვებულად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. განმცხადებლის მოთხოვნა
1.1. არასრულწლოვანი ი- გო-----ის მიტოვებულად აღიარება.
განმცხადებელი თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონულ განყოფილებას 2016 წლის 15 ივლისს მიმართა მოქალაქე–ვი--------- კო---–----მ (პ/ნ 61004072---) და აღნიშნა, რომ მისი მცირეწლოვანი შვილი ი- გო-----ე იზრდებოდა ქ. ბათუმში, თა---- მეფის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქე არ------ კო-----------ს და ნა----–-ა დო-–--ის ოჯახში. აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ მისამართზე ნამდვილად იმყოფებოდა მცირეწლოვანი - ი- გო-----ე, რომელზეც ზრუნავდნენ ვი--------- კო---–----ს მიერ დასახელებული პირები, მათთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ 2015 წლის ნოემბრის ბოლოს მათმა ქალიშვილმა - მა------- კო----------მა ღამის 12:00 საათზე ოჯახში მიიყვანა სეზონის შეუსაბამოდ ჩაცმული, ჭუჭყიანი, 1 წლის და 8 თვის ი- გო-----ე (პ/ნ 61251004---). მათი გადმოცემით, 8 თვის მანძილეზე არანაირი ფულადი დახმარება დედისგან ბავშვის აღსაზრდელად არ მიუღია. 8 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გაიყვანა ბავშვი და 2–3 დღეში ბავშვი მოუწესრიგებელ მდგომარეობაში დააბრუნა.
არასრულწლოვანი ი- გო-----ის დედას აქვს ჯამრთელობის პრობლემები, ის მკურნალობის კურსს გადიოდა სურამის ტუბდისპანსერში, რომელიც თვითნებურად დატოვებული აქვს (ეს ყველაფერი სატელეფონო საუბარით დაადასტურა მკურნალმა ექიმმა–თა---- ჯი----–---–მა). არასრულწლოვანი ი- გო-----ის დედას - ვი--------- კო---–----ს არა აქვს საცხოვრებელი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, სოციალური მუშაკის თა---- ღუ--–---–-ს მიერ შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მას არ აქვს მშობლის უნარ-ჩვევებიც, შესაბამისად, შესწავლის შედეგად, ბავშვი განთავსდა გადაუდებლად მიმღებ მშობელ - ქობულეთის სოფ. ციხისძირში მცხოვრებ ნა---- გო------–---სთან. (დაბ:23/05/1971წ. პ/ნ 61005010---), სადაც დღემდე ბავშვი იმყოფება სახემწიფო ზრუნვაში. ორი წლის მანძილზე, რაც ი- გო-----ე მინდობით აღზრდაშია, მის ბიოლოგიურ დედას მხოლოდ ერთხელ ჰყავს მოკითხული, თუმცა სამწუხაროდ ორი წლის მანძილზე ის აღარ გამოჩენილა, არავინ არ იცის მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი, სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების მიერ გაგზავნილია წერილი (2017 წლის 20 სექტემბრის N04-15-02/2669 ; 2018 წლის 08 მაისის N04-15-02/1675, ასევე გაიგზავნა რამოდენიმეჯერ წერილი საზღვრის კვეთაზეც, საიდანაც ირკვევა, რომ არა აქვს საზღვრის კვეთა 2016 წლის 19 ნოემბრიდან. 2018 წლის 24 მაისს მიიღეს აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონულ სამმართველოდან წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ 2018 წლის 13 მაისს შეიქმნა სამძებრო საქმე უგზო–უკვალოდ დაკარგულ ვი--------- კო---–----ს მიმართ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონულ განყოფილებაში 2017 წლის 01 დეკემბერს არასრულწლოვანი ი- გო-----ის მამამ ჯა-----– გო-----ემ (პ/ნ 61004053---) შეავსო განცხადება (N 04-6---) ბავშვის გაშვილებაზე თანხმობის შესახებ. ასევე ბავშვზე უარი განაცხადა ბავშვის დეიდამ ეკ--------- სა---–------მ, (პ/ნ 61004049---).
2. ფაქტობრივი გარემოებები
2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1.1. სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონულ განყოფილებას 2016 წლის 15 ივლისს მიმართა მოქალაქე–ვი--------- კო---–----მ (პ/ნ 61004072---) და აღნიშნა, რომ მისი მცირეწლოვანი შვილი ი- გო-----ე იზრდებოდა ქ. ბათუმში, თა---- მეფის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქე არ------ კო-----------ს და ნა----–-ა დო-–--ის ოჯახში. აღნიშნულ მისამართზე ნამდვილად იმყოფება მცირეწლოვანი - ი- გო-----ე, რომელზეც ზრუნავენ ვი--------- კო---–----ს მიერ დასახელებული პირები -არ------ კო----------- და ნა----–-ა დო-–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება, ახსნა-განმარტება;
2.1.2. ი- გო-----ე დაბადებულია 2014 წლის 13 მაისს, მისი მშობლები არიან: მამა - ჯა-----– გო-----ე (პ/ნ 61004053---), დედა - ვი--------- კო---–---- (პ/ნ 61004072---).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა;
2.1.3. არასრულწლოვანი ი- გო-----ე (სეზონის შეუსაბამოდ ჩაცმული, ჭუჭყიანი, 1 წლის და 8 თვის) არ------ კო-----------ს და ნა----–-ა დო-–--ის ოჯახში, 2015 წლის ნოემბრის თვის ბოლოს მიიყვანა მათმა ქალიშვილმა - მა------- კო----------მა ღამის 12:00-საათზე, რომელიც მას შემდეგ იზრდება ამ ოჯახში, იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში, არასრულწლოვანი ი- გო-----ე გადაეცა არ------ კო----------ს და ნა----–-ა დო-–--ეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების საოქმო გადაწყვეტილებით #1101-0--- 07/29/2016წ. აღზრდით ოჯახში განთავსების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება;
- არ------ კო-----------ს და ნა----–-ა დო-–--ის განცხადება;
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების საოქმო გადაწყვეტილება #1101-0--- 07/29/2016წ. არასრულწლოვანი ი- გო-----ის აღზრდით ოჯახში განთავსების შესახებ;
2.1.4. ორი წლის მანძილზე, რაც ი- გო-----ე მინდობით აღზრდაშია, მის ბიოლოგიურ დედას მხოლოდ ერთხელ ჰყავს მოკითხული, თუმცა მას შემდეგ, ორი წლის მანძილზე ის აღარ გამოჩენილა, მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. მის მიმართ შექმნილია სამძებრო საქმე, როგორც უგზო–უკვალოდ დაკარგულ პირზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება;
- არ------ კო-----------ს და ნა----–-ა დო-–--ის განცხადება;
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების საოქმო გადაწყვეტილება #1101-0--- 07/29/2016წ. არასრულწლოვანი ი- გო-----ის აღზრდით ოჯახში განთავსების შესახებ;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 14 თებერვლის წერილი საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით;
- წერილები (2017 წლის 20 სექტემბრის N04-15-02/2669 ; 2018 წლის 08 მაისის N04-15-02/1675);
2.1.5. არასრულწლოვანი ი- გო-----ის მამამ ჯა-----– გო-----ემ (პ/ნ 61004053---) შეავსო განცხადება (N 04-6---) ბავშვის გაშვილებაზე თანხმობის შესახებ. ასევე ბავშვზე უარი განაცხადა ბავშვის დეიდამ ეკ--------- სა---–------მ (პ/ნ 61004049---).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯა-----– გო-----ის განცხადება;
- ეკ--------- სა---–------ს განცხადება;
2.1.6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების საოქმო გადაწყვეტილებით #1101-0--- 02/10/2017წ. არასრულწლოვან ი- გო-----ეს 2018 წლის 01 ოქტომბრამდე გაუგრძელდა მინდობით აღზრდის ხელშეკრულება. განმცხადებლის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების 07/09/2018წ. #1--- დასკვნით (სოციალური მუშაკი თა---- ღუ--–---–-), იქედან გამომდინარე, რომ ი- გო-----ე არის მცირეწლოვანი, მასზე უარი თქვეს ახლო ნათესავებმა, მიზანშეწონილია ი- გო-----ის მიტოვებულად აღიარება, რათა მას მიენიჭოს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების საოქმო გადაწყვეტილება #1101-0--- 02/10/2017წ.;
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების 07/09/2018წ. #1--- დასკვნა;
- ჯა-----– გო-----ის განცხადება;
- ეკ--------- სა---–------ს განცხადება;
- არ------ კო-----------ს და ნა----–-ა დო-–--ის განცხადება;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 14 თებერვლის წერილი საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით;
- წერილები (2017 წლის 20 სექტემბრის N04-15-02/2669 ; 2018 წლის 08 მაისის N04-15-02/1675);
- სამედიცინო დოკუმენტაციის ცნობა ფორმა NIV-100/ა ი- გო-----ის ჯანმრთელობის შესახებ;
3. დადგენილი სადავო გარემოებები:
3.1. სადავო გარემოებები მოცემულ საქმეზე არ გამოვლენილა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო წარმოდგენილი მასალების საფუძველზე მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ბავშვის უფლებათა კონვენცია;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს კანონი "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ";
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველო მიერთებულია “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:
,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.
3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.
ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.
სასამართლოს განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციით ბავშვის უფლებების დამცავ ნორმებს და ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს. ამასთან, ეს ინტერესი არ შეიძლება ვიწროდ იქნეს გაგებული. ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. მშობლებთან დაშორება შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც აუცილებელია ერთ-ერთ მშობელთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბავშვების ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, აღიზარდონ და იცხოვრონ მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში.
უდავოა, რომ ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს და ამ ჭრილში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ მორალურ მხარეს უნდა მიენიჭოს. ამდენად, კანონი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვი დაშორდეს მშობელს და ზოგ შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრთან ან უფლებამოსილ პირთან განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ასეთი დაშორება მხოლოდ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული, ვინაიდან ბავშვისა და მშობლის დაშორება, ამ აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, უარყოფით გავლენას ახდენს მშობლის გარემოცვას მოწყვეტილი ბავშვის ფსიქიკაზე. აღნიშნულის მიუხედავად, კანონი ბავშვის მშობელთან დაშორებას ითვალისწინებს, რასაც საფუძვლად უდევს უპირველეს ყოვლისა, მშობლის უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები და ბავშვზე ნეგატიური ზეგავლენის დასაბუთებული საშიშროება.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთელი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1193-1 მუხლის თანახმად, ბავშვის მიტოვებულად აღიარების წესი განისაზღვრება” შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ ” საქართველოს კანონით.
"შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად: ბავშვი მიტოვებულად აღიარებას ექვემდებარება, თუ:
ა) ის არის ნაპოვნი ბავშვი და მისი აღმოჩენიდან 6 კვირის ვადაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ვერ დადგინდა ამ ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა;
ბ) ის არის ნაპოვნი ბავშვი და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში და იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად დადგინდა ამ ბავშვის ან/და მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა, მაგრამ ის (ისინი) თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას, 7 დღის ვადაში არ ცხადდება (ცხადდებიან) მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში ან მასთან (მათთან) დაკავშირება შეუძლებელია;
გ) თუ მშობელმა (მშობლებმა) საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატა (გამოხატეს) მისი მიტოვება და ის (ისინი), სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პრევენციისა და რეინტეგრაციის ღონისძიებების მიუხედავად, თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას ან ბავშვის 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს (გარდა მშობლის (მშობლების) ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობის ან მშობლის (მშობლების) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნის შემთხვევებისა) და ბავშვის მშობელს (მშობლებს) შეჩერებული ან შეზღუდული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება-მოვალეობები.
ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო მისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მიმართვის შემდეგ.
სასამართლო ბავშვის მიტოვებულად აღიარების საკითხს განიხილავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბავშვი აღიარებული იქნება მიტოვებულად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო უდავო წარმოების წესით განიხილავს საქმეებს ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ.
6.3. დადგენილია, რომ ი- გო-----ე არის მცირეწლოვანი, მასზე უარი თქვეს ახლო ნათესავებმა, მიზანშეწონილია ი- გო-----ის მიტოვებულად აღიარება, რათა მას მიენიჭოს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი. ი- გო-----ის დედის ადგილსამყოფელი დაუდგენელია, ფაქტობრივად, მან თავისი უმოქმედობით გამოხატა ბავშვის (შვილის) მიტოვება, მამამ თანხომა განაცხადა მის გაშვილებაზე, ასევე ბავშვზე უარი განაცხადა ბავშვის დეიდამ ეკ--------- სა---–------მ. ბავშვი იმყოფება მინდობით აღზრდის ქვეშ არ------ კო----------სა და ნა----–-ა დო-–--ესთან. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს ბავშვის მიტოვებულად აღიარების საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
განმცხადებელი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “უ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, მე-17, მე-20, 21-ე, 23-ე მუხლებით, ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 42-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე, 1254-ე, 1255-ე, 1257-ე, 1258-ე 1264-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 310-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტით, 311-ე მუხლით, 350-ე-351-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. განმცხადებლის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. ი- გო-----ე, პ/ნ 61004072---, დაბადებული 2014 წლის 13 მაისს, (დაბადების ადგილი - ქობულეთი), - აღიარებულ იქნეს მიტოვებულად.
3. განმცხადებელი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “უ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილაი გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე სალიხ შაინიძე