გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002460391
საქმე №3/134-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
5 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნინო გერგაული
სხდომის მდივანი - ნინო არაბული
მოსარჩელე: მ---- ხ------–-
წარამომდაგენელი: ნ---- შ--–-–---–ი
მოპასუხე: გორის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენლები: ნ--- ფ---–---–---–ი, ქ------- მ-----–--ე
მესამე პირი: მ---- ხ------–-
წარმომადგენელი: ტ---- რ------ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბ-------ის თემის საკრებულოს 2008 წლის 1 დეკემბრის №1---, N1---,N1---, N1--- ცნობების ბათილად ცნობა
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 02.12.2008 წ.საჯარო რეესტრში მ---- ხ------–მა (დაბადებული 1--0-.1---წ.) თავის სახელზე აღრიცხა მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნოდა შ--–--- ხ------–-ს და არა მის კომლს. შ--–--- ხ------–-ს კომლის წევრები არიან მ---- ხ------–- (დაბადებული 1--0-.19--წ.) და ლ----- ფ-----–---–-(ხ------–-), რაც დასტურდება 2018 წლის 14 მარტს გაცემული საარქივო ცნობით Nაა2----------03. არსებობს აგრეთვე მიწის საკუთრების მოწმობა, რომელშიც მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N6-.1-.2-.1-- ეკუთვნის შ--–--- ხ------–ს, მ---- ხ------–ს და ლ----- ხ------–ს. საარქივო ცნობის მიხედვით 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად აღნიშნულია გ------- ზ------ის ძე ხ------–-, გარდაცვლილია 1986 წელს. კომლის შემადგენლობაში ირიცხება ხ------–- ს------ გ-------ს ასული - დედა, გარდაცვლილია 1987 წელს. ხ------–- შ--–--- ს------ოს ასული - მეუღლე, ოჯახის უფროსი, ხ------–- გ------- ს---–------ის ძე - შვილიშვილი. კომლის პირად საკუთრებაში ირიცხება 50 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. 1996-2004 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ხ------–- შ--–--- ს------ოს ასული (გარდაცვლილია). კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ხ------–- გ------- ს---–------ის ძე - შვილიშვილი (გარდაცვლილია 2001 წელს), მ---- გ-------ს ასული ხ------–- - შვილიშვილი. ლ----- ფ-----–---–- - მეუღლე. სოფელ ს-------- 2005-2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ხ------–- შ--–--- ს------ოს ასული (გარდაცვლილია), კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მ---- გ-------ს ასული ხ------–- - შვილიშვილი. ლ----- ფ-----–---–-- რძალი. სოფელ ს-------- 1992-1998 წლების მიწის განაწილების სიებში ხ------–- შ--–--- ს------ოს ასულის სახელზე ირიცხება 0.75 ჰა მიწის ფართობი. მ---- გ-------ს ასული ხ------–-სათვის ცნობილი გახდა, რომ მისი კომლის კუთვნილი მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა ბებიამ, მ---- ქ-----ას ასულმა ხ------–მა, რომელიც ირიცხება ს---–------ გ------- ძე ხ------–-ს კომლში საარქივო ცნობის თანახმად. ამ გარემოებას ადასტურებს ეროვნული არქივის 2017 წლის 27 ივლისის N27/1----- წერილი. აქედან გამომდინარე, ბ-------ის საკრებულოს მიერ გაცემული ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს: №1--- ცნობა, რომ მ---- ხ------–-ს კომლი შედგება ერთი წევრისაგან, N1--- ცნობა, რომ მ---- ხ------–- მიეკუთვნება მიწათმოსარგებლეთა პირველ კატეგორიას და რომ სადავო მიწის ნაკევთი მის სახელზე უნდა ყოფილიყო, ნაცვლად შ--–--- ხ------–-სა, ცნობა N1--- , რომ მ---- ხ------–- და მ---- ხ------–- ერთიდაიგივე პირია. ცნობა N1---, რომ შ--–--- ხ------–- გარდაცვლილია, მაგრამ ეს გამოყენებული იქნა უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის. ამიტომ ითხოვს აღნიშნული ცნობების ბათილად ცნობას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ გასაჩივრებული ცნობები არის აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და თუ არსებითად ზიანს არ აყენებს მოსარჩლეს, მათი ბათილობა შეუძლებელია. მოსარჩელეს ზიანს არ აყენებს, №1--- ცნობა, რომ მ---- ხ------–-ს კომლი შედგება ერთი წევრისაგან, ცნობა N1---, რომ მ---- ხ------–- და მ---- ხ------–- ერთიდაიგივე პირია. ცნობა N1---, რომ შ--–--- ხ------–- გარდაცვლილია. რაც შეეხება, N1--- ცნობას, რომ მ---- ხ------–- მიეკუთვნება მიწათმოსარგებლეთა პირველ კატეგორიას და რომ სადავო მიწის ნაკვეთი მის სახელზე უნდა ყოფილიყო, ნაცვლად შ--–--- ხ------–-სა, იმ პერიოდში როდესაც სარეგისტრაციო მოწმობები დარიგდა ბევრი უზუსტო მონაცემი შევიდა, რადგან ხშირ შემთხვევაში მეზობლებს ეკითხებოდნენ ვინ უნდა ჩაეწერათ და რადგან ერთ ოჯახად ცხოვრობდა ეს ორი კომლი, არ ემთხვეოდა სწორ მონაცემებს და ეს უზუსტობა გაასწორა რწმუნებულმა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა ს---–------ი ხ------–-ს კომლს, რადგან ჯერ კიდევ 1988 წელს მითითებულია, რომ ფლობდა 0, 75 ჰა მიწის ფართობს. ამასთან, მოსარჩელე სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის დროს არასრულწლოვანი იყო და ამიტომ მასზე ვერ გაიცემოდა.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1 მესამე პირი არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მის სასარჩელო მოთხოვნას. საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 27 ივლისის N27/1----- წერილით დასტურდება, რომ სოფელ ს-------- 2005- 2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ს---–------ გ-------ს ძე ხ------–-, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მ---- ხ------–-, მეუღლე, ნ----- ხ------–-, შვილი. ცალკე კომლი, წელი არ ფიქსირდება, ზ------ ხ------–- - შვილიშვილი. კომლის პირად საკუთრებაში ირიცხება 120 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 0.75 ჰა მიწის ფართობი. 2008 წლის 1 დეკემბერის N1--- ცნობა ასახავს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შ--–--- ხ------–ზე არასწორად არის გამოწერილი სარეგისტრაციო მოწმობა: ნაკვეთი ურწყავი - კვარტალი N21, ნაკვეთი 141, ფართობი 5544, რომელიც მასზე უნდა ყოფილიყო, აღნიშნული ცნობა საფუძვლად დაედო ცვლილების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, რომელიც დარეგისტრირდა N 6-.5-.2-.0-- კოდით. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბ-------ის თემის რწმუნებულის გააჩნდა შესაბამისი უფლებამოსილება - გაეცა აღნიშნული დოკუმენტი, თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის.
სადავო მიწის ნაკვეთს ამჟამად ჰყავს სხვა მესაკუთრე, 2008 წლის 26 დეკემბრიდან.
4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2018 წლის 14 მარტს გაცემული საარქივო ცნობით Nაა2----------03: 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად აღნიშნულია გ------- ზ------ის ძე ხ------–-, გარდაცვლილია 1986 წელს. კომლის შემადგენლობაში ირიცხება ხ------–- ს------ გ-------ს ასული - დედა, გარდაცვლილია 1987 წელს. ხ------–- შ--–--- ს------ოს ასული - მეუღლე, ოჯახის უფროსი, ხ------–- გ------- ს---–------ის ძე - შვილიშვილი. კომლის პირად საკუთრებაში ირიცხება 50 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. 1996-2004 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ხ------–- შ--–--- ს------ოს ასული (გარდაცვლილია). კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ხ------–- გ------- ს---–------ის ძე - შვილიშვილი (გარდაცვლილია 2001 წელს), მ---- გ-------ს ასული ხ------–- - შვილიშვილი. ლ----- ფ-----–---–- - მეუღლე. სოფელ ს-------- 2005-2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ხ------–- შ--–--- ს------ოს ასული (გარდაცვლილია), კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მ---- გ-------ს ასული ხ------–- - შვილიშვილი. ლ----- ფ-----–---–- - რძალი. სოფელ ს-------- 1992-1998 წლების მიწის განაწილების სიებში ხ------–- შ--–--- ს------ოს ასულის სახელზე ირიცხება 0.75 ჰა მიწის ფართობი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საარქივო ცნობა N AA 2----------03.
4.2. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბ-------ის თემის რწმუნებულის №1--- ცნობა: მიეცა მ---- ხ------–ს, რომ იგი ცხოვრობს გორის რაიონის სოფ.ს------ში და მისი კომლი შედგება ერთი სულისაგან, თვითონ: 1. მ---- ხ------–- 1---წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბ-------ის თემის რწმუნებულის №1--- ცნობა.
4.3. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბ-------ის თემის რწმუნებულის ცნობა N1---, რომ მ---- ხ------–- და მ---- ხ-------–ი ერთიდაიგივე პიროვნებაა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბ-------ის თემის რწმუნებულის ცნობა N1---.
4.4. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბ-------ის თემის რწმუნებულის ცნობა N1---, რომ შ--–--- ხ------–- ცხოვრობდა გორის რაიონის სოფელ ს------ში და გარდაიცვალა 2--- წლის 9 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბ-------ის თემის რწმუნებულის ცნობა N1---.
4.5. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბ-------ის თემის რწმუნებულის ცნობა N1---: მიეცა მ---- ხ------–ს, რომ იგი ცხოვრობს გორის რაიონის სოფ.ს------ში, მიეკუთვნება მიწათმოსარგებლეთა პირველ კატეგორიას და ფლობს მიწის ფართობს 7507 კვ.მ-ს ორ ნაკევთად, აქედან: 1.ნაკვეთი ურწყავი ბარაქები, კვN-21, ნაკვ.N141, ფართობი 5544 კვ.მ. სარეგისტრაციო მოწმობა გამოწერილია შუშანა ხ-------–ზე, ფაქტიურად გამოწერილი უნდა იყოს მ---- ხ------–ზე. გთხოვთ, შეიტანოთ შესწორება. 2. ნაკვეთი მამა-პაპური, კვ.ნ21, ნაკვ.N294, ფართობი 1963 კვ.მ. ამ კატეგორიისათვის ზღვრული ნორმა არის 0, 75 ჰა. ცნობა გაიცა მოთხოვნის ადგილზე წარსადგენად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბ-------ის თემის რწმუნებულის ცნობა N1---.
4.6 2017 წლის 27 ივლისის საქართველოს ეროვნული არქივის N27/1----- წერილის მიხედვით, 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად აღნიშნულია ს---–------ გ------- ძე ხ------–-. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ხ------–- მ---- ქ-----ას ასული- მეუღლე, ხ------–- გ------- ს---–------ის ძე, შვილი გადახაზულია, ხ------–- ზ------ი ს---–------ის ძე - შვილი, ხ------–- ნ----- ს---–------ის ასული - შვილი. კომლის პირად საკუთრებაში ირიცხება 100 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, აგებული 1975 წელს და 1988-1990 წლებში 0,08 ჰა. მიწის ფართობი, გვერდზე წერია 0,75 ჰა, მიწის ფართობი. 1986-1987 წლებში მიწის ფართობი არ ფიქსირდება. სოფელ ს-------- 1996-2004 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ს---–------ გ-------ს ძე ხ------–-. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ხ------–- მ---- ქ----- (ასეა დოკუმენტში) ასული- მეუღლე, ხ------–- ზ------ი ს---–------ის ძე - შვილი (გარდაცვლილია 2001 წელს), ხ------–- ნ----- ს---–------ის ასული - შვილი, ცალკე კომლი, ხ------–- ზ------ი ზ------ის ძე - შვილიშვილი, ფ-----–---–- ლ--- მ-------ის ასული - რძალი გადახაზულია. კომლის პირად საკუთრებაში ირიცხება 120 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, აგების წელი არ ფიქსირდება და 0,75 ჰა, მიწის ფართობი.
სოფელ ს-------- 2005- 2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ს---–------ გ-------ს ძე ხ------–-. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ხ------–- მ---- ქ-----(ასეა დოკუმენტში) ასული - მეუღლე, ხ------–- ნ----- ს---–------ის ასული - შვილი, ცალკე კომლი, ხ------–- ზ------ი ზ------ის ძე შვილიშვილი. კომლს პირად საკუთრებაში ირიცხება 120 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, აგების წელი არ ფიქსირდება და 0,75 ჰა, მიწის ფართობი.
სოფელ ს-------- 1992-1998 წლების მიწის განაწილების ს---–------ გ-------ს ძე ხ------–-ს სახელზე ირიცხება 0.75 ჰა მიწის ფართობი. კატეგორია არ ფიქსირდება. სოფელ ს-------- მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის წიგნები და მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტები გორის არქივში დასაცავად არ შესულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 27 ივლისის საქართველოს ეროვნული არქივის N27/1----- წერილი.
4.7 მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო საკუთრების მოწმობა(დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულებით), რომელშიც მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N6-.1-.2-.1--, დაუზუსტებელი ფართობი 5544 კვ.მ ეკუთვნის შ--–--- ხ-------–ს, მ---- ხ-------–ს და ლ----- ხ-------–ს. მის სააღრიცხვო ბარათში, აღრიცხულია 2003 წლის 26 აგვისტოს და უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია მიწის საგადასახადო სია N1---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო საკუთრების მოწმობა, მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი.
4.8 მ---- ხ------–-ს, ნ----- ხ------–-ს და ზ------ ხ------–-ს სახელზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება გორის მუნიციპალიტეტი, სიფელ ს------ში, სასაოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი 6-.1-.2-.2--, დაზუსტებული ფართობი 2337.00 კვ.მ. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწის საგადასახადო სია N1--- და საარქივო ცნობა N27/1-----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
4.9 მ---- ხ------–მა ნასყიდობის ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი 6-.5-.2-.0--, მდებარე გორი, სოფელი ს------ი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ფართობი 5544 კვ.მ მიყიდა 2008 წლის 24 დეკემბერს სს ,,ვ-----– პ--------–---- ჯ--------ს“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ნასყიდობის ხელშეკრულება.
4.10 მ---- ხ------–-ს სახელზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება გორის მუნიციპალიტეტი, სოფელ ს------ში, სასაოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი 6-.4-.2-.1--, დაზუსტებული ფართობი 5544.00 კვ.მ. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწის საგადასახადო სია N1--- და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბ-------ის თემის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობები(01.12.2008 წ.) N1---, N1---, N1---, N1---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
4.11 გორის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება საისხლის სამართლის N0----------- საქმეზე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, მ---- გ-------ს ასულ ხ------–-ს მიმართ განხორციელებული თაღლითობისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შსს გორის რაიონული სამმართველოს 2018 წლის 3 ოქტომბრის წერილი.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონი (2008 წლის მდგომარეობით), ,,ნოტარიატის შესახებ“ კანონი (2008 წლის მდგომარეობით).
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის (2008 წლის მდგომარეობით) 42-ე მუხლის თანახმად: თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი 1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული (შემდგომ – რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი). 2. რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში. 3.თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით დადგენილი წესით: მესამე მუხლი ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;
ამავე კანონით რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს (მერს) ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში: ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ; ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ; გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ; დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ; ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან; ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. 5. რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო.
,,ნოტარიატის შესახებ“ კანონის 42-ე მუხლი განსაზღვრავდა სანოტარო მოქმედებებს, რომელთაც ასრულებდა გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის (მერიის) რწმუნებული დასახლებულ პუნქტში, სადაც სანოტარო ბიურო არ იყო: ა)ადასტურებდა ანდერძს;ბ) იღებდა ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად;გ) ამოწმებდა დოკუმენტების პირებისა და ამონაწერების სისწორეს დედნებთან;დ) გადასცემდა პირთა განცხადებებს და ცნობებს სხვა პირებს; ე) ადასტურებდა მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს;ვ) ადასტურებდა მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს;ზ) შესანახად იღებდა დოკუმენტებს; თ) ადასტურებდა მოქალაქის იდენტურობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გაცემულია მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო საკუთრების მოწმობა (დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულებით), რომელშიც მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N6-.1-.2-.1--, დაუზუსტებული ფართობი 5544 კვ.მ ეკუთვნის შ--–--- ხ-------–ს, მ---- ხ-------–ს და ლ----- ხ-------–ს. მის სააღრიცხვო ბარათში, აღრიცხულია 2003 წლის 26 აგვისტოს და უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია მიწის საგადასახადო სია N1---.
სოფელ ს-------- 2005-2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ს---–------ გ-------ს ძე ხ------–-. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ხ------–- მ---- ქ-----(ასეა დოკუმენტში) ასული - მეუღლე, ხ------–- ნ----- ს---–------ის ასული - შვილი, ცალკე კომლი, ხ------–- ზ------ი ზ------ის ძე - შვილიშვილი. კომლს პირად საკუთრებაში ირიცხება 120 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, აგების წელი არ ფიქსირდება და 0,75 ჰა, მიწის ფართობი.
სოფელ ს-------- 1992-1998 წლების მიწის განაწილების ს---–------ გ-------ს ძე ხ------–-ს სახელზე ირიცხება 0.75 ჰა მიწის ფართობი.
სოფელ ს-------- 2005 - 2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ხ------–- შ--–--- ს------ოს ასული (გარდაცვლილია), კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მ---- გ-------ს ასული ხ------–- - შვილიშვილი. ლ----- ფ-----–---–- - რძალი. სოფელ ს-------- 1992-1998 წლების მიწის განაწილების სიებში ხ------–- შ--–--- ს------ოს ასულის სახელზე ირიცხება 0.75 ჰა მიწის ფართობი.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბ-------ის თემის რწმუნებულის მიერ გაცემულია: №1--- ცნობა, რომ მ---- ხ------–- ცხოვრობს გორის რაიონის სოფ.ს------ში და მისი კომლი შედგება ერთი სულისაგან, თვითონ: 1. მზია ხ------–- 1953წ.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბ-------ის თემის რწმუნებულის ცნობა N1---, რომ მ---- ხ------–- და მ---- ხ-------–ი ერთიდაიგივე პიროვნებაა.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბ-------ის თემის რწმუნებულის ცნობა N1---, რომ შ--–--- ხ------–- ცხოვრობდა გორის რაიონის სოფელ ს------ში და გარდაიცვალა 2--- წლის 9 ივლისს.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბ-------ის თემის რწმუნებულის ცნობა N1---: მიეცა მ---- ხ------–ს, რომ იგი ცხოვრობს გორის რაიონის სოფ.ს------ში, მიეკუთვნება მიწათმოსარგებლეთა პირველ კატეგორიას და ფლობს მიწის ფართობს 7507 კვ.მ-ს ორ ნაკევთად, აქედან: 1.ნაკვეთი ურწყავი ბარაქები, კვN-21, ნაკვ.N141, ფართობი 5544 კვ.მ. სარეგისტრაციო მოწმობა გამოწერილია შ--–--- ხ-------–ზე, ფაქტიურად გამოწერილი უნდა იყოს მ---- ხ------–ზე. გთხოვთ, შეიტანოთ შესწორება. 2.ნაკვეთი მამა-პაპური, კვ.ნ21, ნაკვ.N294, ფართობი 1963 კვ.მ. ამ კატეგორიისათვის ზღვრული ნორმა არის 0, 75 ჰა. ცნობა გაიცა მოთხოვნის ადგილზე წარსადგენად
სასამართლო განმარტავს, რომ გასახილველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს რამდენად უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა რწმუნებული და შეეძლო თუ არა გასაჩივრებული ცნობების გაცემა. სადავო ცნობების გაცემის პერიოდში მოქმედი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონი განსაზღვრავდა რწმუნებულის, როგორც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ერთეულის ხელძღვანელის უფლებამოსილებებს. რწმუნებულის ერთ-ერთი ვალდებულება იყო პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარედგინა გამგებლისთვის (მერს) ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში: ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ; მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ; ხოლო ,,ნოტარიატის შესახებ“ კანონით მინიჭებული ჰქონდა სანოტარო მოქმედებების განხორციელების უფლება გარკვეულ შემთხევევებში, ერთ-ერთი ასეთი უფლება იყო დოკუმენტების პირებისა და ამონაწერების სისწორის დედნებთან დამოწმება;
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული უფლებამოსილების ფარგლებში რწმუნებული ვალდებული იყო წარედგინა აღნიშნული ინფორმაცია და შესაბამისად გაეცა ცნობები ამ შინაარსით, მაგრამ ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ცნობები გაიცემოდა ფაქტობრივი მდგომარეობის ასახვის თაობაზე და არ გულისხმობდა რომელიმე დოკუმენტში შესწორების შეტანას. სანოტარო მოქმედებების შესრულების უფლებამოსილებაც ნიშნავდა მხოლოდ დოკუმენტების პირებისა და ამონაწერების სისწორის შემოწმებას დედნებთან.
ამ საკანონმდებლო მოთხოვნიდან გამომდინარე: გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბ-------ის თემის რწმუნებულის №1--- ცნობა, რომელიც მიეცა მ---- ხ------–ს, რომ იგი ცხოვრობს გორის რაიონის სოფ.ს------ში და მისი კომლი შედგება ერთი სულისაგან, თვითონ: 1. მ---- ხ------–- 1---წ. - უნდა შემოწმებულიყო და გაცემულიყო საკომლო ჩანაწერებში არსებული კომლის შემადგენლობის მიხედვით (საქართველოს ეროვნული არქივის N27/1----- წერილი). საარქივო ცნობის მიხედვით მის გარდა კომლში ირიცხებიან სხვა წევრებიც, ამიტომ №1--- ცნობა არ შეესაბამება და არ ასახავს სრულად კომლის წევრთა რაოდენობას.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბ-------ის თემის რწმუნებულის ცნობა N1---, რომ მ---- ხ------–- და მ---- ხ-------–ი ერთიდაიგივე პიროვნებაა, გაიცა მისი უფლებამოსილების შესაბამისად და დადასტურდა პირის იდენტურობა, რაც გამორიცხავს მისი ბათილად ცნობის საფუძველს.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბ-------ის თემის რწმუნებულის ცნობა N1---, რომ შ--–--- ხ------–- ცხოვრობდა გორის რაიონის სოფელ ს------ში და გარდაიცვალა 2--- წლის 9 ივლისს, ასევე გაცმეულია კანონის შესაბამისად და ასახავს პირის გარდაცვალების ფაქტს, ამიტომ მისი ბათილად ცნობის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბ-------ის თემის რწმუნებულის ცნობა N1---: მიეცა მ---- ხ------–ს, რომ იგი ცხოვრობს გორის რაიონის სოფ.ს------ში, მიეკუთვნება მიწათმოსარგებლეთა პირველ კატეგორიას და ფლობს მიწის ფართობს 7507 კვ.მ-ს ორ ნაკევთად, აქედან: 1. ნაკვეთი ურწყავი ბარაქები, კვN-21, ნაკვ.N141, ფართობი 5544 კვ.მ. სარეგისტრაციო მოწმობა გამოწერილია შ--–--- ხ-------–ზე, ფაქტიურად გამოწერილი უნდა იყოს მ---- ხ------–ზე. გთხოვთ, შეიტანოთ შესწორება. 2. ნაკვეთი მამა-პაპური, კვ.ნ21, ნაკვ.N294, ფართობი 1963 კვ.მ. ამ კატეგორიისათვის ზღვრული ნორმა არის 0, 75 ჰა. ცნობა გაიცა მოთხოვნის ადგილზე წარსადგენად. ფაქტობრივად აღნიშნული ცნობით რწმუნებულმა შესწორება შეიტანა სარეგისტრაციო მოწმობაში, რომელშიც უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია საგადასახადო სია. საგადასახადო სიები კი გადაცემული იყო და ინახებოდა ამ პერიოდისათვის შემოსავლების სამსახურში და არა ტერიტორიულ ორგანოში. ამასთან, საარქივო ცნობებით საკომლო ჩანაწერების შესახებ ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთი გადაეცა ორივე კომლს. სასამართლოს მიაჩნია, რომ რწუნებული გასცდა თავის უფლებამოსილებას და სარეგისტრაციო მოწმობაში ასახული მონაცემების შესწორება მისი კომპეტენცია არ იყო- ამიტომ უნდა დაკმაყოფილდეს მისი ბათილად ცნობის მოთხოვნა.
აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებიდან მხოლოდ ორის - გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბ-------ის თემის საკრებულოს 2008 წლის 01 დეკემბრის ცნობის №1--- და 2018 წლის 01 დეკემბრის ცნობის №1--- მომზადებისას დაირღვა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, ხოლო 2008 წლის 01 დეკემბრის ცნობის №1--- და 2018 წლის 01 დეკემბრის ცნობის №1--- მომზადება და გაცემა შესრულდა კანონის შესაბამისად. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთოხვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ცნობა №1--- და №1--- ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო ცნობა №1--- და ცნობა №1--- ბათილად ცნობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო ხარჯების ანგარიშში - 50 (ორმოცდაათი) ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდეს მ---- ხ------–-ს სასარგებლოდ.
მოცემულ საქმეზე ნ---- შ--–-–---–ის მიერ 2018 წლის 28 მაისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადასახადო დავალება № 1) მ---- ხ------–-ს საქმეზე, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე, 23-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ---- ხ------–-ს წარმომადგენლის ნ---- შ--–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბ-------ის თემის საკრებულოს 2008 წლის 01 დეკემბრის ცნობა №1--- და 2018 წლის 01 დეკემბრის ცნობა №1---;
1.2. მ---- ხ------–-ს წარმომადგენლის ნ---- შ--–-–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბ-------ის თემის საკრებულოს 2008 წლის 01 დეკემბრის ცნობის №1--- და 2018 წლის 01 დეკემბრის ცნობის №1--- ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
2. გორის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო ხარჯების ანგარიშში - 50 (ორმოცდაათი) ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდეს მ---- ხ------–-ს სასარგებლოდ.
3. მოცემულ საქმეზე ნ---- შ--–-–---–ის მიერ 2018 წლის 28 მაისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადასახადო დავალება № 1) მ---- ხ------–-ს საქმეზე, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: ნინო გერგაული