განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1------------------------------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე გიორგი ებანოიძემ,თეონა აბულაძის მდივნობით,პროკურორ - ა-–-------------------
ბრალდებულ - გ------------------------
ადვოკატ - ე------------------------- მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-------------------------------------------------------- დაბადებული 1----–-–-------------------- საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–---------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------------------------------------- მიმართ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ პუნქტით, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გ---------------------- ბრალად ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებული ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე, ბრალად ედება სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ბრალად ედება ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. მასვე, ბრალად ედება ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
2018 წლის 2-------, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, გ------------------------------–- მდებარე მ------------------- საცხოვრებელ ბინაში გ------------------------ ეჭვიანობის ნიადაგზე, მ------------------ სახის არეში დაარტყა ხელი, რის შემდეგადაც მ------------------ წაიქცა იატაკზე, ხოლო გ----------------------- კვლავ რამდენჯერმე დაარტყა ფეხი სხეულზე. აღნიშნულის შემდეგ, გ---------------------- ძალის გამოყენებით შევიდა საძინებელ ოთახში, სადაც მ------------------ რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი სახისა და სხეულის არეში და მკვრივი-ბლაგვი საგნის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები მარჯვენა წინა მხრის შუა მესამედში, რის შემდეგადაც მ------------------- ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 2-------, დაახლოვებით 16:30 საათზე, ქ.თბილისში, გ------------------------------–- მდებარე მ------------------- საცხოვრებელ ბინაში გ------------------------ ეჭვიანობის ნიადაგზე, მ------------------ დაარტყა ხელი სახეში და ჰკრა ხელი, რის შემდეგადაც მ------------------ წაიქცა იატაკზე და ორივე შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 2-------, დაახლოებით 13:19 საათზე, გ----------------------- ქ.თბილისში, ც--------------------------------------- საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ არსებულ შ-------------------- კუთვნილი მაღაზიის სალარო უჯდრიდან, გ---------------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ფულად თანხას 130 (ასოცდაათი) ლარის ოდენობით. გ----------------------- აღნიშნული ქმედებით შ----------------- მიადგა 130 (ასოცდაათი) ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.
2018 წლის 0--------, დაახლოებით 12:40 საათზე, გ----------------------- იმყოფებოდა ქ.თბილისში, ც---------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სილამაზის სალონ „---------–--- საიდანაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ა----------------- კუთვნილ 50 (ორმოცდაათი) ლარად ღირებულ ს------–--, მასში მოთავსებული ფულადი თანხით 55 (ორმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით. გ----------------------- აღნიშნული ქმედებით ა----------------- მიადგა 105 (ასხუთი) ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.
2018 წლის 1--------, დაახლოებით 23:30 საათზე, გ---------------------- ქ.თბილისში, ც-----------------------------------------------------------–- მდებარე შ------------------- კუთვნილი მაღაზიის სალარო უჯრიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ფულად თანხას 125 (ასოცდახუთი) ლარის ოდენობით. გ----------------------- ქმედებით შ------------------- მიადგა 125 (ასოცდახუთი) ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.
2018 წლის 0------------, დაახლოებით 22:00 საათიდან 22:30 საათამდე დროის პერიოდში ქ.თბილისში, ც----------------------------–-- მეტროსადგურ „-------------- მიმდებარედ არსებულ სკვერში გ----------------------- და მისმა ოთხმა თანამზრახველმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ა--------------------- მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. კერძოდ, გ----------------------- და მისმა თანამზრახველებმა ა--------------------- სახისა და სხეულის სხვა და სხვა მიდამოებში რამდენიმეჯერ დაარტყეს ხელი და ფეხი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 0------------, დაახლოებით 22:00 საათიდან 22:30 საათამდე დროის პერიოდში ქ. თბილისში, ც----------------------------–-- მეტროსადგურ „-------------- მიმდებარეთ არსებულ სკვერში გ---------------------- და მისი ოთხი თანამზრახველი ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე, ა--------------------- აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რა დროსაც სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა ხ-----–--- მეგობარი ე-------------------------- იმ მიზნით, რომ ე------------------------- აშველებდა ა--------------------- და სხვა პირებს ერთმანეთისგან, გ-----------------------------------–- მკერდის არეში ჰკრა ფეხი, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დავარდა ძირს და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 1--------------, დაახლოებით 18:05 საათზე, გ----------------------- ქ.თბილისში, ც------------------------------ მიმდებარეთ განთავსებულ შ----------------------------------------–------------ სარკმელში შეყო ხელი, საიდანაც აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ფულად თანხას 85 (ოთხმოცდახუთი) ლარის ოდენობით. გ----------------------- აღნიშნული ქმედებით შ------------------------------ მიადგა 85 (ოთხმოცდახუთი) ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
გ----------------------- ბრალდების საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი ბრალდებულს არ გაუხდია სადაოდ და მათში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ბრალდებულის აღიარებასა და მის მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებზე (მოწმეების გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ა---------–-------–--- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა №------------------------------------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა №---------- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, გ----------------------- ამოცნობის ოქმი, გ----------------------- დაკავების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა) დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ პრეიუდიციულად დადგენილი ზემოაღნიშნულგარემოებები მართლაც ქმნიან საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ პუნქტით, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა შემადგენლობას, რაც გ----------------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველია.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ---------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“.
სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე შეზღუდულია დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი კანონის ზემოთ აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარე.
ამდენად, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და დამნაშავის პიროვნება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ---------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ პუნქტით, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ პუნქტით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 2------ის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 2------ის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 0------------ ეპიზოდი) - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 25-----ის ეპიზოდი) - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 0-------ის ეპიზოდი) - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1-------ის ეპიზოდი) - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გ---------------------- განესაზღვროს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდეს გ----------------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი გათავისუფლდეს სხდომის დარბაზშივე.
გ---------------------- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გ----------------------- მიმართ (------------- გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მსჯავრდებულ გ----------------------- ყოფაქცევაზე, დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ გ---------------------- დაევალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში აცნობოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს).
განაჩენის აღსრულებაზე, მსჯავრდებულ გ----------------------- მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები: 1. დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. ფულადი თანხა 80 ლარის ოდენობით და ერთი ცალი საფულე - დაუბუნდეთ კანონიერ მფლობელებს. 3. ანაწმენდები და ხელის კვლები - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე