გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 3/236-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25.12. 2018 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე - შინაგან საქმეთა სამინისტრო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - ი-------–---–---
მოპასუხე - ი--------------------–--
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა და მოტივები:
1.1. 2017 წლის 18 სექტემბერს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მომართა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპატამენტმა მოპასუხე ი--------------------–-ს მიმართ და ითხოვა: ი--------------------–- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 1. დაცვის მომსახურების დავალიანების - 1----- ლარის გადახდა; 2. პირგასამტეხლოს - 3---- ლარის გადახდა; 3. სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება;
მოსარჩელის განმარტებით ი--------------------–-- (შემდგომში „დამკვეთი“) და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში „შემსრულებელი“) შორის 2017 წლის 04 იანვარს გაფორმდა #--- ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად „შემსრულებელს“ უნდა უზრუნველეყო „დამკვეთის“ ობიექტის დაცვა, ობიექტზე დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის მეშვეობით, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით. ხელშეკრულების 1.2 და 2.1 პუნქტების თანახმად „დამკვეთი“ ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 7- ლარი. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულების პირობების დარღვევით გამოწვეული დარღვევისათვის მომსახურების საფასურის - 1----- ლარისა და პირგასამტეხლოს - 3---- ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ი--------------------–-- მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო. (იხ. 2018 წლის 25 დეკემბრის სხდომის ოქმი)
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ი--------------------–-- (შემდგომში „დამკვეთი“) და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის (შემდგომში „შემსრულებელი“) შორის 2017 წლის 04 იანვარს გაფორმებული იქნა #--- ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ.
მტკიცებულება რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- N--- ხელშეკრულება;
3.2. 2017 წლის 04 იანვრის ხელშეკრულების თანახმად „შემსრულებელს“ უნდა უზრუნველყო „დამკვეთის“ ობიექტის დაცვა, ობიექტზე დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის მეშვეობით, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით.
მტკიცებულება რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- N--- ხელშეკრულება;
3.3. ხელშეკრულების 1.2 და 2.1 პუნქტების თანახმად „დამკვეთი“ ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 7- ლარი.
მტკიცებულება რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- N--- ხელშეკრულება;
3.4. მოპასუხემ არ გადაიხადა ხელშეკრულების 1.2. და 2.1. პუნქტებით გათვალისწინებული დაცვის მომსახურების თანხა: აპრილის თვის - 6---- ლარი, მაისის თვის - 7- ლარი, ივნისის თვის - 5---- ლარი, ჯამში - 1----- ლარი.
მტკიცებულება რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ცნობა დავალიანების თაობაზე;
- თანხის ბრუნვის ბარათები;
3.5. დაცვის მომსახურების საფასურის 1----- ლარის გადაუხდელობის გამო N--- ხელშეკრულების 6.7. პუნქტის საფუძველზე ი---------------------–ს“ ერიცხება პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%, ჯამში - 3---- ლარი.
მტკიცებულება რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- N--- ხელშეკრულება;
- ცნობა დავალიანების თაობაზე;
სამოტივაციო ნაწილი;
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების შესწავლის, საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი, 251-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ პუნქტი, 65-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე და 361-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. ამავე კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის (ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია) შესაბამისად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულების თანახმად „შემსრულებელს“ უნდა უზრუნველეყო „დამკვეთის“ ობიექტის დაცვა, ობიექტზე დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის მეშვეობით, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით. რაც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ იქნა შესრულებული ჯეროვნად. ხელშეკრულების 1.2 და 2.1 პუნქტების თანახმად „დამკვეთი“ ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 7- ლარი, რაც მან ჯეროვნად არ შეასრულა და გადაუხდელმა თანხამ შედგინა ჯამურად - 1----- ლარი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (29.12.2016. N 239 ამოქმედდეს 2017 წლის 15 იანვრიდან) (ამ ნორმის მოქმედება არ გავრცელდეს მის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე) 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოვალის მიერ დარღვეული იქნა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანხმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებილი იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. რადგან მოსაპუხემ ცნო სარჩელი შესაბამისად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი უნდა დაუბრუნდეს უკან მოსარჩელეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ, იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-12-ე მე-13-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 417-418-ე მუხლებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპატამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ი---------------------–ს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპატამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 1----- (ასოთხმოცდასამი ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა;
3. ი---------------------–ს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპატამენტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 3---- (ოცდათოთხმეტი ლარი და ორი თეთრი) ლარის გადახდა;
4. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1-------) ლარი, საგადასახადო მოთხოვნა #103077 საბიუჯეტოს შემოსავლების სახაზინო კოდი 300763150 ბანკის კოდი TRESGE22
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების დღიდან, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17). ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 7--78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე