განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
160141318002661584
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160141318002661584

საქმე #1/263-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 დეკემბერი 2018 წელი ქ.ბოლნისი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ჯემალ კოპალიანი

სხდომის მდივანი - ნათია მიქელაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი------ სა---–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ას--–----- ას-–------ (დაბადებული - 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.მა-------–ი, ვა–----–----–-ს ქ.N6-

 

ადვოკატი - მზ-- თო--–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლით .

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზ--ნება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.

 

თარჯიმანი - ნა--–- იბ---------ა.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ას--–----- ას-–------ ერთი წლის მანძილზე სისტემატური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე ირ---- ნო----------აზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა, რასაც ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები 2010 წლის 7 ივლისს დაბადებული ლე--–- ნო----------ა და 2004 წლის 26 თებერვალს დაბადებული ელ--- ნო----------ა.

 

1.2. 2018 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ.მა-------–ში ვა–----–----–-ს ქ.N6--ში, ას--–----- ას-–------ს საცხოვრებელ სახლში, ყოფითი ხასიათის საკითხებზე უთანხმოების ნიადაგზე, ას--–----- ას-–-----მა სახის არეში მუშტის ჩარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის ირ---- ნო----------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა ირ---- ნო----------ამ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზ--ნება ხანმოკლე მოშლით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ას--–----- ას-–-----მა თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ.მა-------–ში ვა–----–----–-ს ქ.N6--ში, მის საცხოვრებელ სახლში, უთანხმოება მოუვიდა მეუღლესთან, რა დროსაც სახის არეში მუშტის ჩარტყა მას. მანვე განმარტა, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ირ---- ნო----------ას, რასაც ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები 2010 წლის 7 ივლისს დაბადებული ლე--–- ნო----------ა და 2004 წლის 26 თებერვალს დაბადებული ელ--- ნო----------ა.

 

2.2. ას--–----- ალ---ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ირ---- ნო----------ასს, მოწმე ლე--–- ნო----------ას, ელ--- ნო----------ას ჩვენებებს და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 სექტემბრისს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №007596618 დასკვნას.

2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ას--–----- ალ---ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები არსებით სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.4. ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ და სასამართლოს სთხოვა მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება.

 

2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №007596618 დასკვნით დადგენილია, რომ წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით ირ---- ნო----------ას 22.09.2018 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით 22.09.2018 წელს დაუდგინდა: ცხვირის ძვლის მოტეხილობა, ცხვირის დაჟეჟილი ღია ჭრილობა. დაზ--ნებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

2.6. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

2.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

2.8. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან.

2.9. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.10. სასამართლო საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებებს რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1.და 1.2. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნებაგანწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა...”

 

3.2. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზ--ნება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, ამ დანაშაულთაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.

 

3.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის ბრალდების დადგენილება ას--–----- ას-–------ს მიერ განხორციელებული ქმედების დაკვალიფიცირება სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზ--ნებად სამართლებრივად მართებულია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებებით: დაზარალებულ ირ---- ნო----------ას, მოწმე ლე--–- ნო----------ას, ელ--- ნო----------ას ჩვენებებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 სექტემბრისს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №007596618 დასკვნით, ასევე ბრალდებულ ას--–----- ას-–------ს აღიარებითი ჩვენებით უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ჩაიდინა ძალადობა, კერძოდ: ას--–----- ას-–------ ერთი წლის მანძილზე სისტემატური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე ირ---- ნო----------აზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა, რასაც ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები 2010 წლის 7 ივლისს დაბადებული ლე--–- ნო----------ა და 2004 წლის 26 თებერვალს დაბადებული ელ--- ნო----------ა. ასევე 2018 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ.მა-------–ში ვა–----–----–-ს ქ.N6--ში, ას--–----- ას-–------ს საცხოვრებელ სახლში, ყოფითი ხასიათის საკითხებზე უთანხმოების ნიადაგზე, ას--–----- ას-–-----მა სახის არეში მუშტის ჩარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის ირ---- ნო----------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა ირ---- ნო----------ამ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზ--ნება ხანმოკლე მოშლით.

 

3.5. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით, დადგენილია, რომ დაზარალებული ირ---- ნო----------ა არის ბრალდებულ ას--–----- ას-–------ს მეუღლე. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

3.6. ამდენად, ბრალდებული ას--–----- ას-–------ და დაზარალებული ირ---- ნო----------ასაქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად.

 

3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ას--–----- ას-–-----მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზ--ნება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინა პატირობას ვადით ექვსი თიდან ორ წლამდე ან და თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების სეზღუდვით ან უამისოდ ( 2018 30 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციით).

 

4.5. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

4.6. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.

 

4.7. მოცემულ შემთხვევაში, ას--–----- ას-–------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო შემამსუბუქებელ გარემოებებად სასამართლო მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ბრალდებულ აღიარებას და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში არაა ნასამართლევი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დაზარალებულმა ირ---- ნო----------ამ განცხადებით მომართა სასამართლოს და ითხოვა ას--–----- ას-–------ს პატიმრობისგან გათავისუფლება იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ მან აპატია მას ჩადენილი ქმედება და შერიგდნენ, მათი ოჯახის მთლიანობა აღდგენილია, ას--–----- ას-–------ არის მისი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.

 

4.8. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

4.9. სასამართლო ითვალისწინებს ას--–----- ას-–------ს შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ას--–----- ას-–-----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს, საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლით და ამავე მუხლის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით თავისუფლების არკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ბრალდებულის რესოციალიზაციას.

 

4.10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

4.11. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ას--–----- ას-–-----მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს გამოსაცდელი ვადა. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, ას--–----- ას-–-----ს უნდა დაეკისროს სსკ-ის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

5. ნივთმტკიცების, აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

 

ას--–----- ას-–------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, სსკ-ის 59-ე, 63-66-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ას--–----- ას-–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვე პუნქტით 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით თავისუფლების არკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლისმე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ას--–----- ას-–-----ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

ას--–----- ას-–------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ას--–----- ას-–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 23 სექტემბრიდან - 2018 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ჯემალ კოპალიანი