განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2018
საქმის ნომერი
330100117001836176
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1----17

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ონიანი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლა–-------------ე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - კა-------–--------–ი, მი----–---–---–---–ი

 

ბრალდებული - სუ-–----------–--ე, დაბადებული 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ძ-------–---–-------------------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი; საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიაცია: ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; თაღლითობა, ესე იგი სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2----–-–-------------------ა და 2--- წლის 1-----------, სს „ს------–-------–--სა“ და სს „ს--–-----ს“ შორის გაფორმდა მომსახურების №1----- და №1----- ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით, სს „ს------–-------–--ი“ უზრუნველყოფდა წალკის, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სს „ს--–-----ის“ საკუთრებაში არსებული მიწისქვეშ განთავსებული სხვადასხვა ტიპის 140 000 გრძივი მეტრის მაგისტრალური კაბელების მიწიდან დემონტაჟის სამუშაოების ჩატარებას. თავის მხრივ, სს „ს------–-------–--მა“ გააფორმა ხელშეკრულებები ქვეკონტრაქტორებთან - 2--- წლის 1-----------, შპს „ტ--–-------–--თან“ (დირექტორი სუ-–----------–--ე), ხოლო 2--- წლის 1------------ - ინდ. მეწარმე „თ----------------------სთან“. ხელშეკრულებების მიხედვით, შპს „ტ--–-------–--ს“ უნდა განეხორციელებინა 52 000 გრძივი მეტრის სიგრძის კაბელის, ხოლო ინდ. მეწარმე „თ----------------------ს“ 84 818 გრძივი მეტრი კაბელის სადემონტაჟო სამუშაოები. აღნიშნული ხელშეკრულებებით ერთი გრძივი მეტრი კაბელის სადემონტაჟო სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 1.90 ლარს. მიუხედავად იმისა, რომ შპს „ტ--–-------–--ს“ რეალურად შესრულებული ჰქონდა მხოლოდ 13065,78 გრძივი მეტრის სადემონტაჟო სამუშაოები, 2--- წლის დეკემბერში, შპს „ტ--–-------–--ის“ დირექტორმა სუ-–----------–--ემ, ვადაზე ადრე ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, შეადგინა და იმავე წლის ბოლოს, სს „ს------–-------–--ს“ წარუდგინა ყალბი მონაცემების შემცველი, ჯამში 15955.60 გრძივი მეტრის სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტები და მოსთხოვა შესაბამისი ანაზღაურების გადახდა. მოგვიანებით, 2012 წელს, შპს „ტ--–-------–--მა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს, სადაც მტკიცებულების სახით ასევე წარადგინა ზემოხსენებული ყალბი დოკუმენტი, რომლებზე დაყრდნობით სს „ს------–-------–--ს“ დაეკისრა 15955.60 გრძივი მეტრის სამუშაოს ანაზღაურება და შესაბამისი პირგასამტეხლოს გადახდა. აღნიშნული ქმედებით, შპს „ტ--–-------–--ის“ დირექტორი სუ-–----------–--ე, მოტყუებით დაეუფლა თანხის გადახდის მოთხოვნის ქონებრივ უფლებას, რითაც სს „ს------–-------–--ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა სუ-–----------–--ის მხრიდან, როგორც ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისე თაღლითობა, ესე იგი სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე მა----------------ის ჩვენებით დგინდება, რომ არის სს „ს------–-------–--ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. კომპანიის საქმიანობაში შედის მიწის გათხრითი სამუშაოები, მიწიდან კაბელების ამოღება და სხვა. 2--- წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის მდგომარეობით, დირექტორის მოვალეობას ასრულებდა თა----------------ძე, რა დროსაც რო-----------–-----ა იმყოფებოდა ობიექტებზე, როგორც პასუხისმგებელი პირი. მოწმის განმარტებით, 2----–-–-------------------, ხელშეკრულება დაიდო სს „ს------–------–--სა“ და სს „ს--–-----ს“ შორის, რომლის თანახმად, უნდა განხორციელებულიყო მიწიდან კაბელების დემონტაჟი. სულ გააფორმეს ორი ხელშეკრულება, თავდაპირველად „საცდელი“ ხელშეკრულება დაიდო ოქტომბერში, ხოლო შემდეგ - ნოემბერში. ხელშეკრულების მიხედვით, სს „ს------–-------–--ი“ ერთი მეტრი კაბელის ამოთხრაში სს „ს--–-----ისგან“ იღებდა 2.36 ლარს. მოწმემ დაადასტურა, რომ სამუშაოების ნაწილი როგორც ოქტომბერში, ასევე ნოემბერში თავად კომპანიამ შეასრულა, ხოლო დანარჩენი ნაწილის შესასრულებლად მათ ხელშეკრულება გააფორმეს ქვეკონტრაქტორებთან - შპს „ტ--–-------–--თან“ და ინდ. მეწარმე „თ----------------------სთან“. ქვეკონტრაქტორებს 1 მეტრი უნდა გაეთხარათ 1.90 ლარად. ამდენად, დარჩენილი თანხა სს „ს------–-------–--ს“ რჩებოდა როგორც მოგება. მოწმემ განმარტა, რომ შესრულებული სამუშაოების დასტურად, შპს „ტ--–-------–--ს“ უნდა მიეტანა სს „ს------–-------–--ისთვის“ ანგარიშფაქტურა და მიღება-ჩაბარების აქტი. მოწმემ დაადასტურა, რომ შპს „ტ--–-------–--მა“ ნამდვილად შეასრულა გარკვეული სამუშაოები, თუმცა არა იმ მოცულობით, რაც ასახული იყო დოკუმენტებში, რომელსაც ერთი მხრივ ხელს აწერდა სუ-–----------–--ე, ხოლო მეორე მხრივ - თა----------------ძე. მისი თქმით, ამ უკანასკნელმა ხსენებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა ნდობის საფუძველზე. იმ ფაქტს, რომ სუ-–----------–--ემ მიღება-ჩაბარების აქტში ასახა არასწორი მონაცემები ადასტურებს სს „ს--–-----იდან“ გამოთხოვილი დეტალური მონაცემები, რომლის თანახმად, სუ-–----------–--ის კომპანიას (შპს „ტ--–-------–--ს“) შესრულებული ჰქონდა მითითებულზე 2800 გრძივი მეტრით ნაკლები. შესაბამისად, ითხოვდა 5500 ლარით მეტ ანაზღაურებას. საბოლოო ჯამში სს „ს------–-------–--ს“ გადახდილი ჰქონდათ 11 180 ლარი, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი, სადავო საკითხის წარმოშობის გამო არ გადაუხდიათ. მოწმემ დადასტურა, რომ მის კომპანიას აქვს შპს „ტ--–-------–--ის“ ვალი. გამოძიება დაიწყო მოწმის განცხადების საფუძველზე.

 

3.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე რო-----------–-----ას ჩვენებით დგინდება, რომ 2--- წლის ოქტომბრისა და ნოემბრის მდგომარეობით, სს „ს------–-------–--ის“ გენერალური დირექტორი იყო თა----------------ძე, ხოლო თავად ასრულებდა ტექნიკური დირექტორის მოვალეობას. მოწმის განმარტებით, მითითებულ პერიოდში მათ სს „ს--–-----თან“ გააფორმეს მიწიდან კაბელების დემონტაჟის სამუშაოების შესრულების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საბოლოო ჯამში, მათ უნდა ამოეღოთ 140 000 გრძივი მეტრი კაბელი. თავის მხრივ, სს „ს------–-------–--მა“ ხელშეკრულება გააფორმა ქვეკონტრაქტორებთან ინდ. მეწარმე „თ----------------------სთან“ და შპს „ტ--–-------–--თან“, რომლის დირექტორი იყო სუ-–----------–--ე. თავდაპირველად ეს უკანასკნელი კარგად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა მოგვიანებით კომპანიებს შორის წარმოიშვა უთანხმოება და დავა გრძელდება დღეის მდგომარეობითაც. დავა შეეხება 3 კილომეტრზე შეუსრულებელ სამუშაოს, რაც როგორც შესრულებული სამუშაო, ასახულ იქნა სუ-–----------–--ის მიერ შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტში. კერძოდ, შესრულებულ სამუშაოდ მითითებული იყო 15 955.6 გრძივი მეტრი კაბელის დემონტაჟი, რაც 2 893 გრძივი მეტრით მეტი იყო რეალურად შესრულებულთან შედარებით. აღნიშნულ ცდომილებასთან დაკავშირებით სუ-–----------–--ე ამბობდა, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოების ნაწილი არ ჩანდა, რის გამოც შესრულებული სამუშაოების სრული ვერსია გამოითხოვეს სს „ს--–-----იდან“. შედარებამ აჩვენა ანალოგიური შედეგი. მოწმემ დაადასტურა, რომ სს „ს--–-----ის“ ორი წარმომადგენელი აკვირდებოდა სამუშაოს შესრულებას, მათგან ერთ-ერთს ევალებოდა ამოღებული კაბელების ზედამხედველობა, გაზომვა, მარკირება და ჩაბარება. მოწმემ განმარტა, რომ შესრულებული სამუშაოები იზომებოდა ამოთხრილი კაბელების მიხედვით, შემდეგ ამ კაბელებს მარკირებით აფასოებდნენ, ჰქონდათ ქაღალდის პლომბები, სადაც ეწერა ამოთხრილი კაბელის მეტრაჟი და ნომერი. კაბელები პირველ ეტაპზე მიდიოდა წალკაში და ატენში, შემდეგ მიტანილ კაბელებს საღამოს ზომავდნენ, აბარებდნენ, ხოლო მათი გაზომვის დროს რაიმე ცდომილება გამორიცხული იყო. მოწმემ დაადასტურა, რომ შესრულებული სამუშაოს ასლებს მათ უგზავნიდა შემსრულებელი. მოწმის თქმით, მათი კომპანიის დირექტორმა თა----------------ძემ ხელი მცდარ ხელშეკრულებაზე მოაწერა ნდობის ფაქტორის გამო, ვინაიდან სუ-–----------–--ესთან პირველად არ ჰქონია საქმიანი ურთიერთობა. მოწმემ განმარტა, რომ სს „ს------–-------–--ს“ სუ-–----------–--ის მიმართ სრულად არ აქვს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაოს ღირებულება, თუმცა დააზუსტა, რომ კომპანია ამის წინააღმდეგი არ ყოფილა, გაუგებრობა გამოიწვია მხოლოდ ზედმეტმა 3 კილომეტრმა, რომელიც არ შესრულებულა. მოწმის განმარტებით, გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განმხილველმა მოსამართლემ, გადაწყვეტილება სუ-–----------–--ის სასარგებლოდ გამოიტანა, რის საფუძველზეც კომპანიას დაედო ყადაღა და გაუყიდეს ტექნიკის ნაწილი.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე მა-–--------–------ს ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს სს „ს------–-------–--ში“ იურისტის პოზიციაზე. მოწმე, როგორც დაზარალებულის წარმომადგენელი ფლობს ინფორმაციას, რომ სს „ს------–------–--სა“ და შპს „ტ--–-------–--ს“ შორის იყო გაფორმებული კონტრაქტი მიწიდან კაბელების დემონტაჟთან დაკავშირებით, კერძოდ, შპს „ტ--–-------–--მა“ იკისრა სამუშაოს შესრულების ვალდებულება, რაც არ შეასრულა ჯეროვნად. დაკისრებული სამუშაოს არაჯეროვანი შესრულება გამოიხატა სუ-–----------–--ის მიერ შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტში ასახული არასწორი ინფორმაციით, რომელსაც ნდობის საფუძველზე მოაწერა ხელი სს „ს------–-------–--ის“ დირექტორმა თა----------------ძემ (კონტრაქტორმა მხარეს წარუდგინა, რომ შეასრულა 15955.6 გრძივი მეტრი სადემონტაჟო სამუშაოები, ნაცვლად 13065.78 გრძივი მეტრისა). იმ ფაქტს, რომ სუ-–----------–--ის მიერ შედგენილ დოკუმენტში იყო ცდომილება, ადასტურებს სს „ს--–-----ის“ წარმომადგენლის მიერ მიღებული ინფორმაცია, რომელიც ესწრებოდა და ამოწმებდა შპს „ტ--–-------–--ის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებს. აღნიშნულის გამო, კომპანიას მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. კერძოდ: დაყადაღებულია კომპანიის აქტივები, მანქანები და თავად კომპანიაც, რაც იწვევს მის პარალიზებას. მოწმის თქმით, კომპანიის კრიტიკულ მდგომარეობას ასახავს ის ფაქტიც, რომ კომპანიამ, როგორც სააქციო საზოგადოებამ ვერ განახორციელა შესაბამისი აუდიტის დასკვნის მომზადება, რის გამოც მას დაეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. ამასთან, სამოქალაქო წესით მოხდა დავის წარმოება და გადაწყვეტილების მიღება სს „ს------–-------–--ის“ საწინააღმდეგოდ. მოწმემ დაზუსტებით განმარტა, რომ სამოქალაქო განხილვის დროს შპს „ტ--–-------–--ის“ დირექტორმა სუ-–----------–--ემ სასამართლოში წარადგინა არარეალური დოკუმენტი, რაც გაიზიარა სასამართლომ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ.

 

3.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ბი-----------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წლის 31 აგვისტოს დაინიშნა სს „ს------–-------–--ის“ გენერალურ დირექტორად. სწორედ ამ პერიოდში შეიტყო, რომ მათ ორგანიზაციას რამდენიმე წლის წინ დაედო ყადაღა. მიზეზად დაასახელა შპს „ტ--–-------–--ის“ დირექტორის სუ-–----------–--ის მიერ დამკვეთისთვის (სს „ს------–-------–--ი“) არასწორი მონაცემების მიწოდება (მოწმე გულისხმობს იმ დოკუმენტებს, სადაც სუ-–----------–--ეს ეწერა, რომ შეასრულა 15 000 გრძივი მეტრი სამუშაო, ნაცვლად 13 000 გრძივი მეტრისა). მოწმის განმარტებით, იგი 2015 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, ყადაღის მოხსნის მიზნით, შეხვდა შპს „ტ--–-------–--ის“ დირექტორს სუ-–----------–--ეს. მოლაპარაკების შედეგად ამ უკანასკნელმა მას დაუწერა განცხადება სს „ს------–-------–--თან“ პრეტენზიის არქონის თაობაზე, სანაცვლოდ სს „ს------–-------–--ს“ უნდა დაეანგარიშებინა და ეტაპობრივად აენაზღაურებინა შპს „ტ--–-------–--ის“ მიერ შესრულებული სამუშაო. მოწმემ განმარტა, რომ მხოლოდ აღნიშნული განცხადება არ იყო საკმარისი ყადაღის მოსახსნელად, რის გამოც, მან სუ-–----------–--ეს სთხოვა მსგავსი შინაარსის განცხადების აღსრულების ეროვნულ ბიუროშიც დაეწერა, თუმცა მან შეთავაზებაზე უარი განაცხადა. აღნიშნული ფაქტისა და იმის გათვალისწინებით, რომ სუ-–----------–--ემ სს „ს------–-------–--ს“ მიაწოდა არასწორი ინფორმაცია შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით (ეს ინფორმაცია მოწმემ იცის გადმოცემით), მოწმემ მიმართა პროკურატურას და დაიწყო გამოძიება. მოწმემ დაადასტურა, რომ სუ-–----------–--ესა და გარდაცვლილ თა----------------ძეს (სს „ს------–-------–--ის“ დირექტორი) ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, რაც ამ უკანასკნელის მხრიდან ნდობაში გამოიხატებოდა. მან გადმოცემით იცის, რომ როდესაც სუ-–----------–--ემ თა----------------ძეს წარუდგინა ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების შესრულების საბუთი, თა----------------ძემ ისე, რომ არ შეუმოწმებია დოკუმენტში არსებული მონაცემების სისწორე, მოაწერა ხელი. მოგვიანებით, აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია გაუგებრობა, ვინაიდან სწორედ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით მოიგო სუ-–----------–--ემ სამოქალაქო სამართლებრივი დავა, რის საფუძველზეც მათ სააქციო საზოგადოებას მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა გარკვეული თანხის გადახდა.

 

3.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის თე--------------–-----–--ის ჩვენებით დგინდება, რომ 2--- წლის მდგომარეობით მუშაობდა სს „ს--–-----ში“. მითითებული წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში სამსახურიდან დაევალა წარმომადგენლობის განხორციელება. აღნიშნული პროექტი გულისხმობდა მიწაში არსებული ძველი კაბელების ამოთხრას. სწორედ ხსენებული პროექტის ფარგლებში გაიცნო სუ-–----------–--ე. მოწმის თქმით, მიწიდან კაბელების ამოღების შემდეგ, ის და მისი თანამშრომელი ზომავდნენ, ახვევდნენ, ლუქავდნენ სა შემდეგ გადაჰქონდათ სს „ს--–-----ის“ საწყობში, სადაც კეთდებოდა აღრიცხვა და დგებოდა შესაბამისი აქტი. ხსენებულ აქტს ხელს აწერდნენ შემსრულებლები და ქვეკონტრაქტორები. მოწმემ დაზუსტებით განმარტა, რომ ცდომილება შეუძლებელი იყო.

 

3.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე თე---------------------ს ჩვენებით დგინდება, რომ 2--- წლის 1------------, ხელშეკრულება გააფორმა სს „ს------–-------–--თან“. ხელშეკრულების თანახმად, მას როგორც ქვეკონტრაქტორს მიწიდან უნდა ამოეთხარა კაბელები. მოწმის განმარტებით, ზემოაღნიშნულ კომპანიასთან ანალოგიურად თანამშრომლობდა სუ-–----------–--ეც. სწორედ ამ უკანასკნელთან ერთად ასრულებდა სამუშაოს, თუმცა მათ პერსონალურად ჰყავდათ ბრიგადები, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც ინდივიდუალურად ეკისრებოდათ. დაკისრებული მოვალეობის შესრულების შემდეგ, დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი. ცდომილების გამოსარიცხად გათხრით სამუშაოებს ესწრებოდა სს „ს--–-----ის“ წარმომადგენელიც, კერძოდ, ისინი ამოწმებდნენ შესრულებული სამუშაოს სისწორეს. მოწმის თქმით, მან სრულყოფილად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ხოლო სუ-–----------–--ემ ისარგებლა სს „ს------–-------–--ის“ დირექტორის - თა----------------ძის ნდობით და ყალბი მონაცემების საფუძველზე, რომელიც მან თავის მხრივ, ბუღალტერთან ერთად ასახა მიღება-ჩაბარების აქტში, მოტყუებით მოაწერინა თა----------------ძეს ხელი. მოწმემ ცალსახად დაადასტურა სს „ს--–-----ის“ მონაცემების უტყუარობა.

 

3.7. თემატური რევიზიის აქტის თანახმად, გამოძიების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შპს „ტ--–-------–--ს“ უფიქსირდება 13065.71 გრძივი მეტრის სადემონტაჟო სამუშაოს შესრულება, ანუ მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ მონაცემთან მიმართებით 2889.92 გრძივი მეტრით ნაკლები.

 

3.8. თემატურ რევიზიაში ასახული ინფორმაცია დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ელდარ მაწკეპლაძემ.

 

3.9. სს „ს------–-------–--სა“ და სს „ს--–-----ს“ შორის, 2--- წლის 18 ოქტომბრის №1----- და 2--- წლის 1----------- №1----- ხელშეკრულებებით დგინდება, რომ სს „ს------–-------–--ი“ უზრუნველყოფდა სს „ს--–-----ის“ საკუთრებაში არსებული მიწისქვეშ განთავსებული სხვადასხვა ტიპის 140 000 გრძივი მეტრი მაგისტრალური კაბელების მიწიდან დემონტაჟის სამუშაოების ჩატარებას.

 

3.10. სს „ს------–-------–--სა“ და ინდ. მეწარმე თ----------------------ს შორის, 2--- წლის 1------------ და 2--- წლის 1------------ გაფორმებული ხელშეკრულებებით დგინდება, რომ ინდ. მეწარმე თ----------------------ს წალკა-მარნეულის მონაკვეთზე, 84 818 გრძივ მეტრზე უნდა შეესრულებინა მიწიდან კაბელების დემონტაჟი. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, სს „ს------–-------–--ს“ ეკისრებოდა ვალდებულება განეხორციელებინა დამთავრებული სამუშაოების ოპერატიული მიღება სათანადო აქტის გაფორმებით.

 

3.11. სს „ს------–-------–--სა“ და შპს „ტ--–-------–--ს“ შორის 2--- წლის 2--------------- და 2--- წლის 1----------- ხელშეკრულებებით დგინდება, რომ შპს „ტ--–-------–--ს“ წალკა-მარნეულის მონაკვეთზე, 52 000 გრძივ მეტრზე უნდა შეესრულებინა მიწიდან კაბელების დემონტაჟი. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახმად, სს „ს------–-------–--ს“ ეკისრებოდა ვალდებულება განეხორციელებინა დამთავრებული სამუშაოების ოპერატიული მიღება სათანადო აქტის გაფორმებით.

 

3.12. სს „ს------–-------–--სა“ და შპს „ტ--–-------–--ს“ შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ 2--- წლის 1----------- დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, 2--- წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, კონტრაქტორმა გათხარა 10917.63 გრძივი მეტრი. აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობა დადასტურებულია სს „ს------–-------–--ის“ გენერალური დირექტორის - თა----------------ძისა და შპს „ტ--–-------–--ის“ დირექტორის - სუ-–----------–--ის ხელმოწერებით.

 

3.13. სს „ს------–-------–--სა“ და შპს „ტ--–-------–--ს“ შორის გაფორმებული მეორე მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, რომელიც შედგენილი 2--- წლის 30 დეკემბერს დგინდება, რომ 2--- წლის 1----------- დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ტ--–-------–--მა“ 5038 გრძივ მეტრზე მოახდინა სხვადასხვა ტიპის კაბელების დემონტაჟი. აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობა, მსგავსად პირველი მიღება-ჩაბარების აქტისა, დადასტურებულია, როგორც სს „ს------–-------–--ის“ გენერალური დირექტორის - თა----------------ძის, ისე შპს „ტ--–-------–--ის“ დირექტორის - სუ-–----------–--ის მიერ.

 

3.14. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება, რომ სს „ს------–-------–--მა“ სს „ს--–-----თან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, საერთო ჯამში შეასრულა 63 165.59 გრძივი მეტრის არხის დემონტაჟი.

 

3.15. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება, რომ ინდ. მეწარმე „თ-------------------------“ სს „ს------–-------–--თან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, საერთო ჯამში შეასრულა 45 376.7 გრძივი მეტრის არხის დემონტაჟი.

 

3.16. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა სუ-–----------–--ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2--- წლის ნოემბერში, მან როგორც შპს „ტ--–-------–--ის“ ტექნიკურმა დირექტორმა, სს „ს------–-------–--თან“ გააფორმა ხელშეკრულება წალკისა და მარნეულის მონაკვეთზე კაბელის დემონტაჟის შესახებ. სს „ს------–-------–--ის“ დირექტორი იმ პერიოდში იყო თა----------------ძე, რომელთანაც მოწმეს აკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა. მოწმემ განმარტა, რომ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვას სს „ს--–-----ის“ წარმომადგენელთან ერთად თავადაც აწარმოებდა. ვინაიდან მოწმის კომპანია იყო ქვეკონტრაქტორი, მისთვის უცნობია თუ სად მიდიოდა სს „ს--–-----ის“ მიერ შედგენილი დოკუმენტაცია. მოწმის თქმით, მიღება-ჩაბარების აქტზე მისი ბრიგადიდან თავად აწერდა ხელს. ჩვენების მიცემისას მოწმემ ყურადღება გაამახვილა დამკვეთის მიერ დაფინანსების არარსებობაზე, რაც მისი მხრიდან გახდა მუშაობის შეწყვეტის მიზეზი. მოწმის განმარტებით, მას საკუთარი გამოთვლებით (ბლოკნოტში ასახული ინფორმაციით) 33 დღის განმავლობაში გათხრილი ჰქონდა 15595.60 გრძივი მეტრი კაბელი, რაც სრულად შეესაბამებოდა სს „ს------–-------–--ის“ მიერ მისთვის წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებში ასახულ ინფორმაციას. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტები წარმოდგენილია საქმის მასალებში და დასტურდება მისი და თა----------------ძის ხელმოწერით. მოწმის განმარტებით, მან მიღება-ჩაბარების აქტს მხოლოდ მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც დარწმუნდა, რომ მასში ასახული შესრულებული სამუშაოს ოდენობა ემთხვეოდა მის მიერ ბლოკნოტში ასახულ ციფრს. მას შემდეგ, რაც შეიქნა გაუგებრობა, მოწმემ მიღება-ჩაბარების აქტების გადაცემის მოთხოვნით მიმართა სს „ს--–-----ს“, თუმცა იმ მოტივით, რომ იგი არ წარმოადგენდა სს „ს--–-----ის“ უშუალო კონტრაქტორს, უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოწმის თქმით, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნის შედეგად პასუხად მიიღო, რომ მას შესრულებული ჰქონდა დაახლოებით 6 000 გრძივი მეტრი, რის შემდეგაც იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის. მისთვის გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გახდა ცნობილი, რომ თურმე შესრულებული ჰქონია 13 000 გრძივი მეტრის სამუშაო. მოწმის განმარტებით, მას საბოლოო ჯამში გადასცეს 9 000 გრძივი მეტრის თანხა (ანუ მისი მონაცემებით დაკლებული აქვს 6 000 გრძივი მეტრის თანხა). მოწმემ დაადასტურა, რომ მან სს „ს------–-------–--ის“ მიმართ ვალის არ არსებობის თაობაზე განცხადება დაწერა, მას შემდეგ, რაც სს „ს------–-------–--ის“ ახალმა დირექტორმა მიმართა აღნიშნული თხოვნით, რათა აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარედგინა კომპანიისთვის ყადაღის მოხსნის მიზნით, თუმცა საბოლოოდ ვერ შეთანხმდნენ და მან თავის მხრივ, მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ბრალდებულის სასარგებლოდ. სუ-–----------–--ის შეფასებით, შესაძლოა მასაც დაეშვა შეცდომა შესრულებული სამუშაოს დაანგარიშების დროს, თუმცა ამას ისიც დასძინა, რომ რაიმე ვალდებულება მიღება-ჩაბარების აქტების წარმოებისა არ ჰქონია.

 

3.17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 2-------- გადაწყვეტილებით, სს „ს------–-------–--ს“ (მოპასუხეს) შპს „ტ--–-------–--ის“ (მოსარჩელის) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების 19 135.2 ლარის გადახდა, ხოლო პირგასამტეხლოს სახით - 11 875 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია მოპასუხე ორგანიზაციის (სს „ს------–-------–--ი“) თანამშრომელთა მიერ განხორციელებული შემოწმების აქტი, რომელსაც ხელს მოსარჩელის (სს „ტ--–-------–--ი“) წარმომადგენელი არ აწერდა. აღნიშნული აქტით დგინდებოდა, რომ სინამდვილეში განხორციელდა 6 614.6 გრძივი მეტრი მიწის გათხრა და არა 15 955.6 გრძივი მეტრისა, რასაც შპს "ტ--–-------–--ი" მიუთითებდა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული აქტით დადგენილ გარემოება, რადგან მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირმა, გენერალურმა დირექტორმა გამოხატა თავისი ნება და დაადასტურა, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა სს "ს--–-----ის" საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ტიპის კაბელების მიწიდან დემონტაჟი 10 917.63 მეტრი და 5 038 მეტრის ოდენობით.

 

3.18. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-- 2-------- გადაწყვეტილებაზე მოპასუხე მხარის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------------ განჩინებით დარჩა განუხილველი.

 

3.19. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (შემდეგში - სსსკ) მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

 

3.20. სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, 06/12/1988, №10590/83, §68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, 08/04/2010, №24086/04, §32).

 

3.21. ამდენად, წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, აკმაყოფილებს თუ არა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში პირის მსჯავრდებისთვის აუცილებელ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. უპირველესად, სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ მოიპოვება სუ-–----------–--ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მართალია, სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მოწმე ამბობს, რომ თა----------------ძემ ნდობის საფუძველზე მოაწერა ხელი სუ-–----------–--ის მიერ წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტს, თუმცა აღნიშნული ფაქტის უშუალო შესწრე, არცერთი მოწმე ყოფილა. მეტი თვალსაჩინოებისთვის, სასამართლო დეტალურად მიმოიხილავს სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, კერძოდ:

 

3.22. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე რო-----------–-----ას ჩვენებით დგინდება, რომ 2--- წლის პერიოდში (ანუ იმ პერიოდში, როდესაც სს „ს------–-------–--მა“ შპს „ტ--–-------–--თან“, როგორც ქვეკონტრაქტორთან, გააფორმა ხელშეკრულება გათხრითი სამუშაოების თაობაზე), იგი იყო სს „ს------–-------–--ის“ ტექნიკური დირექტორი. მართალია, მოწმე ერთი შეხედვით დაზუსტებით ამბობს, რომ სუ-–----------–--ემ თა----------------ძეს წარუდგინა მისივე შედგენილი ყალბი მონაცემების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტი, თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ რო-----------–-----ა აღნიშნული ფაქტის შემსწრე არ ყოფილა. შესაბამისად, დადასტურებულად იმის თქმა, თუ ვინ ვის წარუდგინა მიღება-ჩაბარების აქტი სასამართლოსთვის გაურკვეველია. აღნიშნული მოწმის ჩვენების პარალელურად სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სს „ს------–-------–--სა“ და შპს „ტ--–-------–--ს“ შორის 2--- წლის 2--------------- და 2--- წლის 1----------- ხელშეკრულებებზე, რომლის თანახმადაც, სს „ს------–-------–--ს“ ეკისრებოდა ვალდებულება განეხორციელებინა დამთავრებული სამუშაოების ოპერატიული მიღება სათანადო აქტის გაფორმებით (იხ. პუნქტი 3.11.). ამდენად, აღნიშნული ხელშეკრულება ერთმნიშვნელოვნად ავალდებულებდა დამკვეთს (სს „ს------–-------–--ს“), რომ დამთავრებული სამუშაოს მიღება დაედასტურებინა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს წარმოადგენდა თა----------------ძე, სასამართლოსთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება აღნიშნული აქტის შემდგენად სუ-–----------–--ის მიჩნევა? სასამართლოსთვის აგრეთვე საყურადღებოა მოწმის ჩვენების ის ნაწილი, როდესაც მან დადასტურებულად განაცხადა, რომ შესრულებული სამუშაოს ასლებს მათ უგზავნიდა შემსრულებელი (სს „ტ--–-------–--ი“). აღნიშნული ფაქტი ცალსახად ეწინააღმდეგება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, რის გამოც ვერ მიიჩნევა უტყუარ მტკიცებულებად.

 

3.23. უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მოწმე ბი-----------–---–ის ჩვენება, ვინაიდან სს „ს------–-------–--ში“ მისი დასაქმების თარიღი - 2015 წლის 31 აგვისტო, გამორიცხავს 2--- წელს განვითარებულ მოვლენებში მის რაიმე სახით მონაწილეობას. შესაბამისად, მისი ჩვენებას, რომელიც ეყრდნობა სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მით უფრო, როდესაც ინფორმაციის წყარო მოცემულ შემთხვევაში არ არის ხელშეკრულების მონაწილე რომელიმე მხარე (სუ-–----------–--ე ან თა----------------ძე), სასამართლო საფუძვლად ვერ დაუდებს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

3.24. მსგავსად ზემოაღნიშნული მოწმეებისა, ირიბი ჩვენებები მისცეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა: მ--–--------–-------, თ----------------------მ და მა----------------ემ. სასამართლო ვერ გაიზიარებს ამ უკანასკნელის ჩვენების ნაწილს, რომლის თანახმად, შპს „ტ--–-------–--ს“ უნდა მიეტანა სს „ს------–-------–--ისთვის“ მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული ფაქტი, მსგავსად რო-----------–-----ას ჩვენებისა ეწინააღმდეგება სს „ს------–-------–--სა“ და შპს „ტ--–-------–--ს“ შორის, 2--- წლის 2---------------- და 2--- წლის 1----------- დადებულ ხელშეკრულებებს, რაც დადასტურებულია ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის მიერ.

 

3.25. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სს „ს------–-------–--სა“ და შპს „ტ--–-------–--ს“ შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებზეც, რაც ბრალდების მხარის მოსაზრებით, მასში არსებული არასწორი მონაცემების გათვალისწინებით, წარმოადგენს სუ-–----------–--ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს. სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად არ დადგენილა თუ რომელი მიღება-ჩაბარების აქტი იყო ყალბი მონაცემების შემცველი: 10917.63 გრძივი მეტრის შესრულების თაობაზე თუ 5038 გრძივი მეტრის შესრულების შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ ამ გარემოების დადგენა პირის დამნაშავედ ცნობის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, რადგან მხარეთა შორის სადავო სწორედ აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტებიდან ერთ-ერთის შედგენა წარმოადგენს.

 

3.26. სასამართლო აგრეთვე იმსჯელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-- 2-------- გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სს „ს------–-------–--ის“ თანამშრომელთა მიერ განხორციელებული შემოწმების აქტში ასახული ინფორმაციით (რომელსაც ხელს შპს „ტ--–-------–--ის“ წარმომადგენელი არ აწერდა), შპს „ტ--–-------–--მა“ სინამდვილეში განახორციელა 6 614.6 გრძივი მეტრის სამუშაო, ნაცვლად 15 955.6 გრძივი მეტრისა. აღნიშნული გარემოების გაანალიზებისას, სასამართლოს უჩნდება ლოგიკური კითხვა: 2012 წელს, მაშინ, როდესაც სს „ს------–-------–--ს“ სრულად უნდა ჰქონოდა სს „ს--–-----ისგან“ მიწოდებული ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების თაობაზე, რატომ ამტკიცებდა, რომ შესრულებული სამუშაოს ოდენობა უტოლდებოდა 6 614.6 გრძივი მეტრს? იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ინფორმაცია შეესაბამებოდა სიმართლეს, რატომ ედავება სახელმწიფო ბრალდება სუ-–----------–--ეს 15955.6 გრძვი მეტრის ნაცვლად, 13065.78 გრძივი მეტრის შესრულებას? და თუ სასამართლოში საქმის განხილვის მომენტისთვის სს „ს------–-------–--ს“ არ ჰქონდა სრული ინფორმაცია შპს „ტ--–-------–--ის“ მიერ შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით, რატომ მიაწოდა მან აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს? ფაქტია, რომ 13065.78 გრძივ მეტრსა და 6 614.6 გრძივ მეტრს შორის არსებული სხვაობა არ არის იმდენად მცირე, რაც შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ტექნიკური შეცდომით. ამდენად, სასამართლოსთვის ბუნდოვანია, რატომ ასახა სს „ს------–-------–--მა“ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისთვის წარდგენილ დოკუმენტებში, რომ შპს „ტ--–-------–--ს“ 15 955.6 გრძივი მეტრის ნაცვლად, შესრულებული ჰქონდა 6 614.6 გრძივი მეტრი.

 

3.27. სასამართლოს, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივი გარემოებები განხორციელდა 2--- წელს, კითხვებს უჩენს გამოძიების დაწყების თარიღი (2015 წელი) და დაწყების საფუძველი (სს „ს------–-------–--ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის - მა----------------ის განცხადება). ნიშანდობლივია, რომ თა----------------ძეს, რომელსაც ევალებოდა კონტროლი ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულ სამუშაოზე სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით და რომლის განზრახ შეცდომაში შეყვანას ედავება ბრალდების მხარე სუ-–----------–--ეს, არც დავის წარმოშობისთანავე და არც მოგვიანებით (ანუ მას შემდეგ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ განუხილველად დატოვა სს „ს------–-------–--ის“ საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-- 2-------- გადაწყვეტილებაზე. ამ უკანასკნელი გადაწყვეტილებით, სს „ს------–-------–--ს“ შპს „ტ--–-------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების 19 135.2 ლარის გადახდა, ხოლო პირგასამტეხლოს სახით - 11 875 ლარის გადახდა) მიუმართავთ სამართალდამცავი უწყებისთვის. სასამართლოსთვის გაუგებარია აღნიშნული ფაქტი იმდენად, რამდენადაც გამოძიების დაწყება სს „ს------–-------–--ის“ დირექტორის თა----------------ძის ინტერესში უნდა ყოფილიყო. მოცემულ სს საქმეზე გამოძიების დაგვიანებით დაწყების გამო ვერ მოხდა თა----------------ძის გამოკითხვაც (გამოძიების მიმდინარეობის პროცესში იგი იყო გარდაცვლილი), რომელსაც შეეძლო მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეწოდებინა გამოძიებისთვის.

 

3.28. სასამართლოსთვის გამოკვლეული მტკიცებულებების ფონზე, სარწმუნოა ბრალდებულ სუ-–----------–--ის ჩვენება, სადაც ეს უკანასკნელი ხელშეკრულების დადების მომენტიდან დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერს შპს „ტ--–-------–--სა“ და სს „ს------–-------–--ს“ შორის განვითარებულ მოვლენებს. ამასთან, საყურადღებოა, რომ სუ-–----------–--ის ჩვენებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებების სინამდვილესთან შეუსაბამობა, ბრალდების მხარის მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა. შესაბამისად, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც ბრალდებულის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

3.29. ამდენად, მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სუ-–----------–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა.

 

3.30. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც დასაშვებობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

 

4.2. ევროპული სასამართლოს განმარტებით, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93). სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში. თავის მხრივ, მტკიცებულებათა სიმყარეს პირდაპირი სახის მტკიცებულებები ქმნიან.

 

4.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს. კერძოდ, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“ მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. აღნიშნული სტანდარტი გამორიცხავს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებულია თაღლითობისათვის ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის მოტყუებით. თაღლითობისაგან დაცვის ობიექტს წარმოადგენს საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს სხვისი უძრავი ან მოძრავი ნივთი, ასევე სხვის ქონებაზე უფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს წინასწარი შეცნობით პირის შეცდომაში შეყვანაში ცრუ მონაცემების (ინფორმაციის) მიწოდების საფუძველზე. ამდენად, მოტყუება ამ დანაშაულის შემადგენლობაში წარმოადგენს ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებას. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

 

4.5. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება. ამ დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ის ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტების შედგენისა და გამოყენების დადგენილ წესს. დანაშაულის საგანია მათ შორის სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რაშიც იგულისხმება წერილობითი აქტი, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ ფაქტს, რომელსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისგან გასათავისუფლებლად. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე, მათ შორის, გამოიხატება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენაში გამოყენების მიზნით და გამოყენებაში.

 

4.6. სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად განმარტავს: სასამართლოს მსჯელობის საგანია არა ის, თუ რამდენი გრძივი მეტრის სამუშაო შეასრულა სუ-–----------–--ემ და მისი რა ოდენობის თანხა მართებს სს „ს------–-------–--ს“, არამედ დაამზადა და გამოიყენა თუ არა სუ-–----------–--ემ არასწორი (ყალბი) ინფორმაციის შემცველი მიღება-ჩაბარების აქტი და აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, მოტყუებით მიიღო თუ არა სს „ს------–-------–--ის“ ქონებრივი უფლება. იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, დამკვეთს (სს „ს------–-------–--ს“) ეკისრებოდა დამქირავებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შემოწმების ვალდებულება და მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა, სასამართლოს შეფასებით, სუ-–----------–--ის ბრალეულობა გამორიცხულია. სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საპირისპირო გარემოება (რომ 1. სადავო აქტი შედგენილია სუ-–----------–--ის მიერ და 2. სს „ს------–-------–--ის“ დირექტორმა თა----------------ძემ მიღება-ჩაბარების აქტებს ნდობის არსებობის გამო, გადამოწმების გარეშე მოაწერა ხელი) არ დადგენილა. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, არასაკმარისი და ირიბი ხასიათის გათვალისწინებით, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოების ინტერესში შედის არამხოლოდ საკუთრების უფლების დაცვისა და მისი შეზღუდვის შემთხვევაში, ჩამდენ პირთა მიმართ ადეკვატური ღონისძიებების გატარება, არამედ უპირველესად, შესაბამის მტკიცებულებათა არ არსებობის ფონზე, პირის მსჯავრდების გამორიცხვა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისობის და უტყუარობის კრიტერიუმის დაუძლევლობის გათვალისწინებით, გამორიცხულია სუ-–----------–--ის ბრალად წარდგენილი ქმედების დადასტურება. ამასთან, ვინაიდან არ არსებობს სუ-–----------–--ისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებათა შემადგენლობის ელემენტები, სასამართლო მათ დამამძიმებელ გარემოებებზე მსჯელობას მიიჩნევს არამართებულად.

 

4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, სუ-–----------–--ე უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

4.8. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის გამართლების შემთხვევაში კანონმდებლის მიერ სავალდებულოდ დადგენილია, მისთვის ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ განმარტების გაკეთება, სასამართლოს მიერ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტში (საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). ამდენად, სასამართლო საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, სუ-–----------–--ეს (გამართლებულს) განუმარტავს მის უფლებას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სუ-–----------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სუ-–----------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სუ-–----------–--ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი